![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
lingvo |
![]()
პოსტი
#1
|
![]() ვახტანგი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Moderator პოსტები: 4,095 რეგისტრ.: 13-July 07 მდებარ.: თბილისი წევრი № 2,456 ![]() |
"და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენნი, ვითარცა ჩვენ მივუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა"
22. ხოლო მე გეტყჳ თქუენ, რამეთუ რომელი განურისხნეს ძმასა თჳსსა ცუდად, თანა-მდებ არს სასჯელისა; და რომელმან ჰრქუას ძმასა თჳსსა რაკა, თანა-მდებ არს იგი კრებულისაგან განსლვად; და რომელმან ჰრქუას ძმასა თჳსსა ცოფ, თანა-მდებ არს იგი გეჰენიასა მას ცეცხლისასა. (მათე 5, 22) 21. მაშინ მოუჴდა მას პეტრე და ჰრქუა: უფალო, რაოდენ-გზის შემცოდოს ძმამან ჩემმან, და მიუტეო მას? ვიდრე შჳდ-გზისამდეა? 22. ჰრქუა მას იესუ: არ გეტყჳ შენ ვიდრე შჳდ-გზისამდე, არამედ ვიდრე სამეოც და ათ შჳდ-გზის. (მათე 18, 21–22) 23. უკუეთუ შესწირვიდე შესაწირავსა საკურთხეველსა ზედა და მუნ მოგეჴსენოს შენ, ვითარმედ ძმაჲ შენი გულ-ძჳრ რაჲმე არს შენთჳს, 24. დაუტევე შესაწირავი იგი წინაშე საკურთხეველსა მას და მივედ და დაეგე პირველად ძმასა შენსა და მაშინ მოვედ და შეწირე შესაწირავი შენი. 25. იყავ კეთილად მცნობელ წინამოსაჯულისა მის შენისა ადრე, ვიდრემდე ხარ მის თანა გზასა ზედა, ნუუკუე მიგცეს შენ წინამოსაჯულმან მან შენმან მსაჯულსა და მსაჯულმან – მსახურსა, და საპყრობილედ შეჰვარდე. 26. ამენ გეტყჳ შენ: ვერ გამოხჳდე მიერ, ვიდრე არა მისცე უკუანაჲსკნელი კოდრატი. (მათე 5, 23–25) 32. მაშინ მოუწოდა მას უფალმან მისმან და ჰრქუა მას: მონაო ბოროტო, ყოველივე თანანადები შენი მოგიტევე შენ, რამეთუ მევედრებოდე მე. 33. არა ჯერ-იყო შენდაცა, რაჲთამცა შეიწყალე შენ შენ თანა მონაჲ იგი, ვითარცა მე შენ შეგიწყალე? 34. და განურისხნა უფალი იგი მისი და მისცა იგი ჴელთა მტანჯველთასა, ვიდრემდის გარდაიჴადოს ყოველი იგი თანა-ნადები მისი. 35. ეგრეთცა მამამან ჩემმან ზეცათამან გიყოს თქუენ, უკუეთუ არა მიუტევნეთ კაცად-კაცადმან ძმასა თჳსსა ყოვლითა გულითა თქუენითა ცთომანი მათნი. (მათე 18, 32–35) 26. გული გიწყრებოდენ, და ნუ სცოდავთ: მზე ნუ დაჰვალნ განრისხებასა თქუენსა. (ეფ. 4,26) საუფლო ლოცვიდან და სახარების ამ მონაკვეთებიდან ჩანს თუ რა დიდი მნიშვნელობა აქვს მთელი გულით მიტევებას. თუ გულში მიუტევებ, აღარც განიკითხავ და განკითხვასაც აიცილებ თავიდან. ცხოვრებაში ალბათ გვიჭირს მთელი გულით მიტევება. როგორც მოციქული გვასწავლის მზე არ უნდა ჩავიდეს ისე, რომ არ დავაცხროთ მრისხანება და ვაპატიოთ. -------------------- ნათელი იგი ბნელსა შინა ჩანს, და ბნელი იგი მას ვერ ეწია. (ინ.1,5)
|
![]() ![]() |
Otherguy |
![]()
პოსტი
#2
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,802 რეგისტრ.: 25-February 09 მდებარ.: Sorrow Hill წევრი № 6,554 ![]() |
პატიება ერთია და კონკრეტული სასჯელი მეორე.
დიდი რჯულის კანონის მიხედვით, ცოდვილებს უზიარებლობას და სხვა რამეებს განუწესებდნენ. პავლე მოციქული გვეუბნება: "მაშ მოიკვეთეთ უკეთური. პურიც კი არ ჭამოთ ცოდვილებთან ერთად." არ ამბობს რომ უნდა გვძულდეს ცხადია, მაგრამ ამბობს: "მცირეოდენი საფუარი მთელ ცომს აფუებს"-ო, ამიტომ უნდა განვერიდოთ მათო... პ.ს. ხოლო პატიება მნიშვნელოვანია და არამგონია რთული იყოს მისთვის ვინც მართლა მორწმუნეა. თუმცა სამწუხაროდ ნამდვილი მორწმუნის ნახვა რთულია, უმეტესობა ამქვეყნიურ ცხოვრებას არგებს თავის ქრისტიანობას და ცდილობს ორივეგან ბედნიერი იყოს, თუნდაც დათმოს ცოტაოდენი(ან ბევრი) ქრისტიანული ცხოვრების დეტალები. ჩემთვის ტერორისტი რომელიც თავს იფეთქებს უფრო მორწმუნეა ვიდრე ცოდვილი ქრისტიანი. -------------------- 43. ვინაიდან არ არის ვარგისი ხე, რომელმაც გამოიღოს უვარგისი ნაყოფი, და არც უვარგისი ხე, რომელმაც გამოიღოს ვარგისი ნაყოფი.
44. რადგანაც ყოველი ხე თავისი ნაყოფით იცნობა... 46. რად მეუბნებით: უფალო, უფალო! და ჩემს ნათქვამს კი არ ასრულებთ? |
beso777 |
![]()
პოსტი
#3
|
Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 984 რეგისტრ.: 8-December 10 წევრი № 10,059 ![]() |
თუმცა სამწუხაროდ ნამდვილი მორწმუნის ნახვა რთულია, უმეტესობა ამქვეყნიურ ცხოვრებას არგებს თავის ქრისტიანობას და ცდილობს ორივეგან ბედნიერი იყოს, თუნდაც დათმოს ცოტაოდენი(ან ბევრი) ქრისტიანული ცხოვრების დეტალები. აქაც ჩემი სათქმელი თქვი თითქოს.არადა გარეგნულათ ყველაზე უფრო ასეთები ირგებენ მორწმუნის როლს,თითქოს უკვე არგაც სიმაღლეზე ავიდნენ სულიერების საფეხურზე და გაკერპებულნი სიჯიუტით აღსავსენი ,სხვებისაგან განდგომილნი არიან,მათი აზროვნებით გვერდს უვლიან მათზე სუილერათ დაბლა მყოფთ,გარეგნული გვაწლით შემოიფარგლებიან,უამრავს ლოცულობენ,თუმცა სულდა გულგაყინულნი რჩებიან მაინც.მათი აზროვნებით რაც უფრო მოიკვეთენ ყოველგვარ დრზნობას და მარტო ცივი გონებით განსჯიან ყველაფერს მით უფრო მაღლა წავლენ სულიერებაში,ერთი რამ რატომგაც ავიწყდებათ რომ გული და გონება ერტმანეთის გვერდიგვერდ უნდა იყოს,თორემ უგრძნობ რობოტს უფრო წააგავენ რაღაც მიმარრთულებით დაპროგრამებულს.მთლიანობაში კი ამბიციები მართავს ე.წ.თანამედროვე მორწმუნეთაც ანუ ორმაგი თამაშით მოთამაშეთაც და ურწმუნოთაც.ამბიციურობით სავსე და უსიყვარულო ,მიტევების არმქონე ადამიანი თავმდაბალი ვერ იქნება,ისევე როგორც მორწმუნე.ფარისევლობა სუფევს დღეს თანამედროვე მორწმუნეების უდიდეს უმრავლესობაში და ეს ცხოვრების ჩვეულ რიტმადაა ქცეული. -------------------- ***დაიფასე თავი იმდენათ,რამდენადაც ღირსი ხარ,თორემ ოდნავადაც რომ გადააჭარბო,სულ მთლათ გაუფასურდები***
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 6th July 2025 - 10:24 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი