![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
ioanezosime |
![]()
პოსტი
#1
|
Newbie ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 45 რეგისტრ.: 7-September 10 წევრი № 9,426 ![]() |
როგორც გახსოვთ იოანე–ზოსიმეს წინასწარმეტყველებაში წერია, რომ მეორედ მოსვლა ქართული ენით დამოწმდებაო და სასწაულად ექნება ასო ,,წ", რაც ოთხ პერიოდს, ოთხ ათას წელს ნიშნავსო, ეს არის ოთხი დღის მკვდარი ლაზარეს აღდგინების ერთგავრი სიმბოლო. გარდა ასო ,,წ"–სა, ქართული ენის აღდგენას სასწაულად აქვს აგრეთვე 94 წელიო. როგორც ცნობილია იოანე მახარობელი და ღვთისმეტყველი იყო იესოს საყავრელი მოსწავლე, რომელიც იყო ერთადერთი იესოს მოწაფეთაგან, რომელიც იესოს ჯვარცმას ესწრებოდა და არ შეუშინდა მოსალოდნელ სასჯელს. იგი იყო ერთადერთი იესოს მოწაფეთაგან, რომელიც თავისი სიკვდილით მოკვდა. იგი არასდროს დაბრკოლებულა იესოს რწმენაში და მან და მისმა ძმამ იაკობმა სთხოვეს იესოს, რომ მეორედ მოსვლისას მის მარჯვნივ დაესვა ისინი. იესომ უთხრა არც კი იცით რას მთხოვთ, ძალიგიძთ კი იმ სასმისის შესმა რომელსაც მე ვსვამო. იმათმა კი შესაძლოა არ ცოდნის გამო, მაინც არ თქვეს უარი თავის თხოვნაზე. მოკლედ იოანე არის ის ერთადერთი მოწაფე, რომელმაც იცხოვრა 94 წლამდე(იოანე –ზოსმიეს წინასწარმეტყველებაშიც 94 წელი წერია ). გარდა ამისა იოანე არის მეოთხე მოსწავლე ქრისტესი. ასო ,,წ"–ც ხომ მეოთხე ეტაპს მიუთითებს?! ასე რომ შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ქართული ენის გაბრწყინება რამენაირად შეიძლება დაკავშირებული იყოს იოანე მახარობელთან, მით უმეტეს, რომ ქრისეტეს მეორედ მოსვლა მორწმუნეთათვის სასიხარულო ამბავია და ვინ უნდა გვახაროს ის, თუ არა იოანე მახარობელმა, იესოს საყავრელმა მოსწავლემ?! ამას გარდა გავიხსენოთ, რომ იესომ იოანეს და მის ძმას აღუთქვა, რომ მეორედ მოსვლისას თქვენ ჩემს მარჯვნივ დაგსვავთო.
http://lib.ge/body_text.php?5106 იესო ერთგან ეუბნება თავის მოწაფეებს: ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, არიან თქვენში ზოგიერთები, რომლებიც არ იხილავენ სიკვდილს, სანამ ღვთის საუსფეველს არ იხილავენ. იოანეს სახარება თავი 21–ე, აბზაცი 23: ,,და გავრცელდა ეს სიტყვა ძმებს შორის, რომ ის მოწაფე(იგულისხმება იოანე მახაროებელი) არ მოკვდებოდა. მაგრამ იესოს არ უთქვამს მასზე, არ მოკვდებაო, არამედ: თუ მე მსურს, რომ დარჩეს, ჩემს მოსვლამდე, შენ რაო? (ეს იესომ უთხრა პეტრეს). |
![]() ![]() |
zaz |
![]()
პოსტი
#2
|
Member ![]() ![]() ჯგუფი: Validating პოსტები: 579 რეგისტრ.: 22-October 07 წევრი № 3,020 ![]() |
ioanezosime
იოანე ზოსიმეს "ქებაიში" 104 წელია მითითებული და არა 94. სასწაულად აქვს 104 წელი და არა ასო "წ". იოანე ღვთისმეტყველი რამდენადაც მახსოვს 105 წლის ასაკში გარდაიცვალა. რა კავშირშია იოანე ღვთისმეტყველი იოანე-ზოსიმეს ნაწარმოებთან ვერ ვხვდები. gabrieli. ციტატა ესაა სრული სიგიჟის და ცრუპატრიოტიზმის ზენიტი და საერთოდ იოანე ზოსიმეს ეს ძეგლი აპოქრიფულია მგონი, და საერთოდ არაა მართლმადიდებლური, ვინც აბობს, რომ მეორედ მოსვლის დროს ქართული ენით განისჯება სამყარო ესეიგი იმან საერთოდ არ იცის მართლმადიდებლური დოგმატიკა და დამასკელი არ გაუგონია და ვინასაც დამასკელი არ გაუგონია და დოგმატიკა საერთოდ არ იცის ძნელად შეიძლება ვუწოდოთ მართლმადიდებელი და ჰალუცინაციური პატრიოტული სიგიჟეების გამოვლენა ხალხში გთხოვთ მოთოკოთ და ხალხს ნუ წამლავთ ვიღაც ვიღაცეების კომენტარებით და თავისებური სახარების განმარტებებით. მე მომისმენია პატრიარქის ქადაგებაში, რომ ეს არის წინასწარმეტყველება იმაზე, რომ განსჯა ქართულ ენაზე იქნება. |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 11th July 2025 - 10:35 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი