ვინ არის იესო ქრისტე? |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ვინ არის იესო ქრისტე? |
Kanishtha-Adhikar |
Nov 11 2011, 07:30 PM
პოსტი
#21
|
Govinda das ჯგუფი: Members პოსტები: 131 რეგისტრ.: 4-May 11 მდებარ.: sukhum წევრი № 10,979 |
ამ კითხვაზე მსურს დამაკმაყოფილებელი პასუხის მიღება ბიბლიიდან.
მე ვთხოვ მართლმადიდებლობის კარგად მცოდნე ფორუმელებს, რომ გამომეხმაურონ და ამიხსნან, თუ ვინ არის იესო ქრისტე სინამდვილეში და რა დამოკიდებულება აქვს მამა ღმერთთან. მაინტერესებს როგორ წარმოაჩენს ქრისტეს პიროვნებას ბიბლია. იესოს შესახებ დაინტერესება ყველა ვაიშნავს აქვს და ასევე მეც. თუმცა მის შესახებ არ არის დოგმატური სწავლება ვაიშნავიზმში, მაინც გვესმის კრიშნას მიმდევრებს (ჩვენებური გადასახედიდან) თუ ვინ შეიძლება იყოს იგი. ეხლა სოხუმშიც ძალიან მომრავლდა ქრისტეს მრავალი მქადაგებელი: ე.წ. "იეღოველები", ორმოცდათიანელები, ბაპტისტები და საიენტისტები (მაპატიეთ თუ ზუსტი ტერმინოლოგიით ვერ გამოვთქვამ მათი კრების სახელებს). მე თითოეულ მათგანს ვესაუბრე იესოს შესახებ და თითქმის ყველამ განსხვავებულად წარმოაჩინა ქრისტეს არსი და პიროვნება. მე მესმის, რომ მართლმადიდებლობა სასტიკად ამხელს ასეთ სწავლებებს ქრისტეს შესახებ, როგორც მათ აქვთ და ვინაიდან ეს ასეა, მაშინ ეხლა თქვენ გთხოვთ ახსნას შესაბამის საკითხზე. იმედი მაქვს ამომწურავად იქნება პასუხები. წინასწარ გიხდით დიდ მადლობას ჰარე კრიშნა! პ.ს. ლელუაშვილი შენი იმედი მაქ -------------------- პიროვნება, რომლის არსება მთლიანად დაუპყრია კრიშნას ცნობიერებას, ყველაფერს სწირავს სულიერ ამაღლებას და მისი შენაწირიც აბსოლუტური სულიერებით არის აღბეჭდილი. იგი უსათუოდ დამკვიდრდება უფლის სასუფეველში(ბ.გ.4;24). |
George Leluashvili |
Nov 11 2011, 07:50 PM
პოსტი
#22
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 5,088 რეგისტრ.: 27-February 11 წევრი № 10,559 |
Kanishtha-Adhikar
მოკლედ, ძალიან კარგი თემა გახსენი და შეძლებისდაგვარად ვეცდები კითხვებზე გიპასუხო. ამისთვის მოვიშველიებ სხვადასხვა წმინდა მამებისა და ღვთიმეტყველების ნაშრომებს, რათა უფრო გასაგები იყოს და ბიბლიურად გამართული. ამ შემთხვევაში კი ბიბლიურ მუხლებს პროტოპრესვიტერ მიხეილ პომაზანსკის წიგნიდან "დოგმატური ღვთისმეტყველება" ავიღებ, რომელშიც იგი იესო ქრისტეზე საუბრობს, როგორც ჭეშმარიტ ღმერთზე. სახარება გვაუწყებს, რომ ძე ღვთისა ზეციდან გარდამოხდა და დედამიწას მოევლინა, განხორციელდა და განკაცდა. რწმენა იესო ქრისტესი, რომ იგია ძე ღვთისა, ეკლესიის საძირკველი და მისი ქვაკუთხედია, უფალი ბრძანებს: „ამას კლდესა ზედა აღვაშენო ეკლესიაჲ ჩემი, და ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ ერეოდიან მას“ (მთ. 16,18). მარკოზ მახარებელი თავის თხრობას ამ კეთილუწყებით იწყებს: „დასაბამი სახარებისაი იესუ ქრისტესი, ძისა ღმრთისაჲ“ (მრკ. 1,1). იოანე მახარებელი თავისი სახარების ძირითად ტექსტს სარწმუნოების იმავე ჭეშმარიტებით ასრულებს: „ხოლო ესე დაიწერა, რაჲთა გრწმენეს, რამეთუ იესუ არს ქრისტე, ძე ღმრთისაჲ და რაჲთა გრწმენეს და ცხორებაჲ გაქუნდეს სახელითა მისითა“ (ინ. 20,31); ანუ, სახარების მიზანი იყო ქადაგება იესო ქრისტეზე, როგორც ღმერთზე. „შობილსა მას წმიდა ეწოდოს და ძე მაღლის“ (ლკ. 1,35) - ასე ახარა გაბრიელ მთავარანგელოზმა ქალწულ მარიამს. „ესე არს ძე ჩემი საყუარელი“ (მრკ. 9,7) - გვეუწყა მაცხოვრის ნათლისღებისა და ფერისცვალების დროს. „შენ ხარ ქრისტე, ძე ღვთისა“ (ლკ. 4,41) - ამ სიტყვების წყალობით დაიდო აღთქმა, რომ სვიმონის ეს აღიარება ქრისტეს ეკლესიის ქვაკუთხედი გახდებოდა. თავად უფალმა იესო ქრისტემ დაადასტურა, რომ იგი მამა ღმერთის ძეა: „ყოველივე მომეცა მე მამისა ჩემისა მიერ და არავინ იცის ძე, გარნა მამამან: არცა მამა ვინ იცის, გარნა ძემან, და რომლისა უნდეს ძესა, გამოცხადების“ (მთ. 11,27) - აქ უფალი თავისთავზე, როგორც მამა ღმერთის ერთადერთ ძეზე ლაპარაკობს. სიტყვები „ძე ღვთისა“ რომ არ იქნეს გაგებული გადატანითი ან პირობითი მნიშვნელობით, წმიდა წერილი მას თან ურთავს სიტყვას მხოლოდშობილი, ანუ ერთადერთი შობილი მამისაგან. „და სიტყუაჲ იგი ხორციელ იქმნა, და დაემკვიდრა ჩუენს შორის, და ვიხილეთ დიდებაჲ მისი, დიდებაჲ ვითარცა მხოლოდ-შობილისაჲ მამისა მიერ“ (ინ. 1,14; 1,18). „რამეთუ ესრეთ შეიყუარა ღმერთმან სოფელი ესე, ვითარმედ ძეცა თჳსი მხოლოდშობილი მოსცა, რაჲთა ყოველსა, რომელსა ჰრწმენეს იგი, არა წარწყმდეს, არამედ აქუნდეს ცხორებაჲ საუკუნოჲ“ (ინ. 3,16). წმიდა წერილი, აგრეთვე, ამატებს სიტყვას „ჭვშმარიტი“ და ქრისტეს უწოდებს ჭეშმარიტი ღმერთის ჭეშმარიტ ძეს: „ხოლო ვიცით, რამეთუ ძე ღმრთისაჲ მოვიდა და მომცა ჩუენ გონებაჲ, რაჲთა ვიცოდით ჩუენ ჭეშმარიტი ღმერთი და ვართ ჩუენ ჭეშმარიტისა თანა ძისა მისისა იესუ ქრისტესა, ესე არს ჭეშმარიტი ღმერთი, ცხორებაჲ საუკუნოჲ“ (I ინ. 5,20). წმინდა წერილში ძე ღვთისას სახელს ზოგჯერ თან ახლავს სიტყვა „თჳსი“ (ბერძნ. ϊδιος - საკუთარი): „რომელმან-იგი ძესაცა თჳსსა არა ჰრიდა, არამედ ჩუენ ყოველთათჳს მისცა იგი, ვითარ უკუე არა მითურთ ყოველივე მოგუანიჭოს ჩუენ?“ (რომ. 8,32). ღვთის მხოლოდშობილი ძე კაცობრივი სხეულითაც ჭეშმარიტი ღმერთია. როგორც მოციქული ამბობს: „რომელთანი იყვნეს მამანი და რომელთაგან ქრისტე ჴორციელად, რომელი-იგი არს ღმერთი ყოველთა ზედა, კურთხეულ უკუნისამდე, ამინ“ (რომ. 9,5). ამრიგად, განკაცებულ ქრისტეში წარმოდგენილია მთელი საღვთო სავსება: „რამეთუ მას შინა დამკვიდრებულ არის ყოველივე სავსებაჲ ღმრთეებისაჲ ხორციელად (კოლ. 2,9). ეს ჭეშმარიტება ქრისტიანული რწმენის საფუძველია - ყოველი ქრისტიანის შეგნებაში მის დასამკვიდრებლად მოწვეულ იქნა 5 მსოფლიო ნიკეის კრება, რომელმაც მსოფლიო ეკლესიის სარწმუნოების სიმბოლო (მრწამსი) შეადგინა. ასე, რომ იესო ქრისტე მართლმადიდებელ ქრისტიანთათვის არის ჭეშმარიტი ღმერთი, მამისა და სულიწმინდის თანასწორი და თანადიდებული. იგია ერთადერთი მაცხოვარი და მის გარდა არავისშია ცხონება. იესო ქრისტეზე უამრავი რამის თქმა შეიძლება, მაგრამ უმცირესი და ბიბლიიდან გამომდინარე ეს იყო. ხო მართლა, რა მითხარი, რაში მჭირდება ეს ინფორმაციაო? -------------------- ________________________________________________________________________
შეიძულე სიმდიდრე და იქნები მდიდარი; შეიძულე დიდება და იქნები დიდებული; შეიძულე შეურაცხება და იქნები უძლეველი; შეიძულე დასვენება და იპოვი მოსვენებას; შეიძულე დედამიწა და იპოვი ზეცას. ________________________________________________________________________ |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 26th September 2024 - 06:53 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი