IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> ვინ არის იესო ქრისტე?
Kanishtha-Adhikar
პოსტი Nov 11 2011, 07:30 PM
პოსტი #1


Govinda das
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 131
რეგისტრ.: 4-May 11
მდებარ.: sukhum
წევრი № 10,979



ამ კითხვაზე მსურს დამაკმაყოფილებელი პასუხის მიღება ბიბლიიდან.

მე ვთხოვ მართლმადიდებლობის კარგად მცოდნე ფორუმელებს, რომ გამომეხმაურონ და ამიხსნან, თუ ვინ არის იესო ქრისტე სინამდვილეში და რა დამოკიდებულება აქვს მამა ღმერთთან.
მაინტერესებს როგორ წარმოაჩენს ქრისტეს პიროვნებას ბიბლია.

იესოს შესახებ დაინტერესება ყველა ვაიშნავს აქვს და ასევე მეც.
თუმცა მის შესახებ არ არის დოგმატური სწავლება ვაიშნავიზმში, მაინც გვესმის კრიშნას მიმდევრებს (ჩვენებური გადასახედიდან) თუ ვინ შეიძლება იყოს იგი.

ეხლა სოხუმშიც ძალიან მომრავლდა ქრისტეს მრავალი მქადაგებელი: ე.წ. "იეღოველები", ორმოცდათიანელები, ბაპტისტები და საიენტისტები (მაპატიეთ თუ ზუსტი ტერმინოლოგიით ვერ გამოვთქვამ მათი კრების სახელებს).
მე თითოეულ მათგანს ვესაუბრე იესოს შესახებ და თითქმის ყველამ განსხვავებულად წარმოაჩინა ქრისტეს არსი და პიროვნება.
მე მესმის, რომ მართლმადიდებლობა სასტიკად ამხელს ასეთ სწავლებებს ქრისტეს შესახებ, როგორც მათ აქვთ და ვინაიდან ეს ასეა, მაშინ ეხლა თქვენ გთხოვთ ახსნას შესაბამის საკითხზე.

იმედი მაქვს ამომწურავად იქნება პასუხები.

წინასწარ გიხდით დიდ მადლობასsmile.gif
ჰარე კრიშნა!



პ.ს. ლელუაშვილი შენი იმედი მაქa075.gif


--------------------
პიროვნება, რომლის არსება მთლიანად დაუპყრია კრიშნას ცნობიერებას, ყველაფერს სწირავს სულიერ ამაღლებას და მისი შენაწირიც აბსოლუტური სულიერებით არის აღბეჭდილი. იგი უსათუოდ დამკვიდრდება უფლის სასუფეველში(ბ.გ.4;24).
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
 
Reply to this topicStart new topic
გამოხმაურებები
George Leluashvili
პოსტი Nov 11 2011, 07:50 PM
პოსტი #2


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,088
რეგისტრ.: 27-February 11
წევრი № 10,559



Kanishtha-Adhikar

მოკლედ, ძალიან კარგი თემა გახსენი და შეძლებისდაგვარად ვეცდები კითხვებზე გიპასუხო.

ამისთვის მოვიშველიებ სხვადასხვა წმინდა მამებისა და ღვთიმეტყველების ნაშრომებს, რათა უფრო გასაგები იყოს და ბიბლიურად გამართული.

ამ შემთხვევაში კი ბიბლიურ მუხლებს პროტოპრესვიტერ მიხეილ პომაზანსკის წიგნიდან "დოგმატური ღვთისმეტყველება" ავიღებ, რომელშიც იგი იესო ქრისტეზე საუბრობს, როგორც ჭეშმარიტ ღმერთზე.



სახარება გვაუწყებს, რომ ძე ღვთისა ზეციდან გარდამოხდა და დედამიწას მოევლინა, განხორციელდა და განკაცდა.

რწმენა იესო ქრისტესი, რომ იგია ძე ღვთისა, ეკლესიის საძირკველი და მისი ქვაკუთხედია, უფალი ბრძანებს: „ამას კლდესა ზედა აღვაშენო ეკლესიაჲ ჩემი, და ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ ერეოდიან მას“ (მთ. 16,18).

მარკოზ მახარებელი თავის თხრობას ამ კეთილუწყებით იწყებს: „დასაბამი სახარებისაი იესუ ქრისტესი, ძისა ღმრთისაჲ“ (მრკ. 1,1).

იოანე მახარებელი თავისი სახარების ძირითად ტექსტს სარწმუნოების იმავე ჭეშმარიტებით ასრულებს: „ხოლო ესე დაიწერა, რაჲთა გრწმენეს, რამეთუ იესუ არს ქრისტე, ძე ღმრთისაჲ და რაჲთა გრწმენეს და ცხორებაჲ გაქუნდეს სახელითა მისითა“ (ინ. 20,31); ანუ, სახარების მიზანი იყო ქადაგება იესო ქრისტეზე, როგორც ღმერთზე.

„შობილსა მას წმიდა ეწოდოს და ძე მაღლის“ (ლკ. 1,35) - ასე ახარა გაბრიელ მთავარანგელოზმა ქალწულ მარიამს.

„ესე არს ძე ჩემი საყუარელი“ (მრკ. 9,7) - გვეუწყა მაცხოვრის ნათლისღებისა და ფერისცვალების დროს.

„შენ ხარ ქრისტე, ძე ღვთისა“ (ლკ. 4,41) - ამ სიტყვების წყალობით დაიდო აღთქმა, რომ სვიმონის ეს აღიარება ქრისტეს ეკლესიის ქვაკუთხედი გახდებოდა.

თავად უფალმა იესო ქრისტემ დაადასტურა, რომ იგი მამა ღმერთის ძეა: „ყოველივე მომეცა მე მამისა ჩემისა მიერ და არავინ იცის ძე, გარნა მამამან: არცა მამა ვინ იცის, გარნა ძემან, და რომლისა უნდეს ძესა, გამოცხადების“ (მთ. 11,27) - აქ უფალი თავისთავზე, როგორც მამა ღმერთის ერთადერთ ძეზე ლაპარაკობს.

სიტყვები „ძე ღვთისა“ რომ არ იქნეს გაგებული გადატანითი ან პირობითი მნიშვნელობით, წმიდა წერილი მას თან ურთავს სიტყვას მხოლოდშობილი, ანუ ერთადერთი შობილი მამისაგან.

„და სიტყუაჲ იგი ხორციელ იქმნა, და დაემკვიდრა ჩუენს შორის, და ვიხილეთ დიდებაჲ მისი, დიდებაჲ ვითარცა მხოლოდ-შობილისაჲ მამისა მიერ“ (ინ. 1,14; 1,18).


„რამეთუ ესრეთ შეიყუარა ღმერთმან სოფელი ესე, ვითარმედ ძეცა თჳსი მხოლოდშობილი მოსცა, რაჲთა ყოველსა, რომელსა ჰრწმენეს იგი, არა წარწყმდეს, არამედ აქუნდეს ცხორებაჲ საუკუნოჲ“ (ინ. 3,16).

წმიდა წერილი, აგრეთვე, ამატებს სიტყვას „ჭვშმარიტი“ და ქრისტეს უწოდებს ჭეშმარიტი ღმერთის ჭეშმარიტ ძეს: „ხოლო ვიცით, რამეთუ ძე ღმრთისაჲ მოვიდა და მომცა ჩუენ გონებაჲ, რაჲთა ვიცოდით ჩუენ ჭეშმარიტი ღმერთი და ვართ ჩუენ ჭეშმარიტისა თანა ძისა მისისა იესუ ქრისტესა, ესე არს ჭეშმარიტი ღმერთი, ცხორებაჲ საუკუნოჲ“ (I ინ. 5,20).

წმინდა წერილში ძე ღვთისას სახელს ზოგჯერ თან ახლავს სიტყვა „თჳსი“ (ბერძნ. ϊδιος - საკუთარი): „რომელმან-იგი ძესაცა თჳსსა არა ჰრიდა, არამედ ჩუენ ყოველთათჳს მისცა იგი, ვითარ უკუე არა მითურთ ყოველივე მოგუანიჭოს ჩუენ?“ (რომ. 8,32).

ღვთის მხოლოდშობილი ძე კაცობრივი სხეულითაც ჭეშმარიტი ღმერთია. როგორც მოციქული ამბობს: „რომელთანი იყვნეს მამანი და რომელთაგან ქრისტე ჴორციელად, რომელი-იგი არს ღმერთი ყოველთა ზედა, კურთხეულ უკუნისამდე, ამინ“ (რომ. 9,5).

ამრიგად, განკაცებულ ქრისტეში წარმოდგენილია მთელი საღვთო სავსება: „რამეთუ მას შინა დამკვიდრებულ არის ყოველივე სავსებაჲ ღმრთეებისაჲ ხორციელად (კოლ. 2,9).

ეს ჭეშმარიტება ქრისტიანული რწმენის საფუძველია - ყოველი ქრისტიანის შეგნებაში მის დასამკვიდრებლად მოწვეულ იქნა 5 მსოფლიო ნიკეის კრება, რომელმაც მსოფლიო ეკლესიის სარწმუნოების სიმბოლო (მრწამსი) შეადგინა.


ასე, რომ იესო ქრისტე მართლმადიდებელ ქრისტიანთათვის არის ჭეშმარიტი ღმერთი, მამისა და სულიწმინდის თანასწორი და თანადიდებული.
იგია ერთადერთი მაცხოვარი და მის გარდა არავისშია ცხონება.

იესო ქრისტეზე უამრავი რამის თქმა შეიძლება, მაგრამ უმცირესი და ბიბლიიდან გამომდინარე ეს იყო.
ხო მართლა, რა მითხარი, რაში მჭირდება ეს ინფორმაციაო?


--------------------
________________________________________________________________________

შეიძულე სიმდიდრე და იქნები მდიდარი;
შეიძულე დიდება და იქნები დიდებული;
შეიძულე შეურაცხება და იქნები უძლეველი;
შეიძულე დასვენება და იპოვი მოსვენებას;
შეიძულე დედამიწა და იპოვი ზეცას.
________________________________________________________________________

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში
Kanishtha-Adhikar   ვინ არის იესო ქრისტე?   Nov 11 2011, 07:30 PM
GIORGI LELUASHVILI   Kanishtha-Adhikar მოკლედ, ძალ...   Nov 11 2011, 07:50 PM
GIORGI LELUASHVILI   აი, რას ამბობს მოცი...   Nov 11 2011, 08:10 PM
Kanishtha-Adhikar   GIORGI LELUASHVILI დიდი მადლობ...   Nov 11 2011, 08:21 PM
karpaki   Kanishtha-Adhikar ესენი ქრის...   Nov 11 2011, 08:37 PM
afxazi   Kanishtha-Adhikar იგულისხმე...   Nov 11 2011, 08:47 PM
GIORGI LELUASHVILI   Kanishtha-Adhikar აფხაზმა სწო...   Nov 11 2011, 09:29 PM
georgios   Kanishtha-Adhikar გარდა სხვა ...   Nov 12 2011, 01:22 AM
lasha_k   გამარჯობათ :) ძალია...   Nov 16 2011, 12:06 PM
lasha_k   [გაგრძელება - (მეორე...   Nov 16 2011, 02:32 PM
A.V.M   ამ თემაზე დიდხანს ...   Nov 16 2011, 04:03 PM
lasha_k   [დასასრული - მესამე ...   Nov 17 2011, 10:44 AM
gabrieli.   [დასასრული - მესამე...   Nov 27 2011, 03:18 AM
Kanishtha-Adhikar   GIORGI LELUASHVILI რაღაცეებს ...   Nov 24 2011, 09:38 PM
georgios   Kanishtha-Adhikar მაგას სხვე...   Nov 24 2011, 11:17 PM
GIORGI LELUASHVILI   Kanishtha-Adhikar აჰა, ძალიან ...   Nov 25 2011, 12:00 AM
Kanishtha-Adhikar   [b]Kanishtha-Adhikar აჰა, ძალია...   Nov 30 2011, 08:22 PM
georgios   GIORGI LELUASHVILI ბრაჰმა, როგ...   Nov 25 2011, 12:52 AM
A.V.M   ხო მაგრამ ამგვარი ...   Nov 25 2011, 01:29 AM
sergi_glaxa   იესო მოკვდა და აღდ...   Nov 25 2011, 10:05 AM
GIORGI LELUASHVILI   georgios გავაცოცხლოთ ნა...   Nov 25 2011, 01:49 PM
A.V.M   იუდეველებს ოღონდ ს...   Nov 25 2011, 05:08 PM
georgios   GIORGI LELUASHVILI ჩემი პირად...   Nov 25 2011, 08:29 PM
GIORGI LELUASHVILI   georgios შესაძლოა ამ სა...   Nov 25 2011, 08:35 PM
georgios   GIORGI LELUASHVILI ვერ მოვიძი...   Nov 25 2011, 08:56 PM
GIORGI LELUASHVILI   georgios ხო, აზრზე ვარ ვი...   Nov 25 2011, 09:03 PM
georgios   GIORGI LELUASHVILI რა ვიცი. მე ...   Nov 25 2011, 09:07 PM
GIORGI LELUASHVILI   GIORGI LELUASHVILI რა ვიცი. მე ...   Nov 25 2011, 09:09 PM
georgios   GIORGI LELUASHVILI ისე მახინჯ...   Nov 25 2011, 09:13 PM
GIORGI LELUASHVILI   GIORGI LELUASHVILI ისე მახინჯ...   Nov 25 2011, 09:17 PM
georgios   GIORGI LELUASHVILI :D   Nov 25 2011, 09:21 PM
lasha_k   gabrieli. მიხარია რომ მო...   Nov 29 2011, 12:08 PM
georgios   Kanishtha-Adhikar სწავლების ...   Nov 30 2011, 08:54 PM
A.V.M   წმ.ბასილი დიდი ასე ...   Nov 30 2011, 09:02 PM
A.V.M   სული წმინდის შესახ...   Nov 30 2011, 09:13 PM
Kanishtha-Adhikar   georgios A.V.M მადლობა ბიჭე...   Nov 30 2011, 09:53 PM
GIORGI LELUASHVILI   Kanishtha-Adhikar მიკვირს პოლ...   Nov 30 2011, 10:00 PM
A.V.M   ჩვენში ვინც ერკვე...   Nov 30 2011, 11:25 PM
Kanishtha-Adhikar   GIORGI LELUASHVILI ის კი გასაგ...   Dec 1 2011, 01:25 PM
GIORGI LELUASHVILI   Kanishtha-Adhikar ააჰაა, გასა...   Dec 2 2011, 07:17 PM
Kanishtha-Adhikar   Kanishtha-Adhikar ააჰაა, გასა...   Dec 6 2011, 03:14 PM
A.V.M   მართალი ხარ გოვინ...   Dec 6 2011, 07:21 PM
Kanishtha-Adhikar   A.V.M მადლობა, გაიხარე...   Dec 8 2011, 10:14 PM
GIORGI LELUASHVILI   Kanishtha-Adhikar ეს ორი მამა ...   Dec 8 2011, 10:23 PM
A.V.M   ძალიან კარგია... დი...   Dec 9 2011, 12:02 AM
georgios   Kanishtha-Adhikar http://predanie.ru/audio/jitij...   Dec 9 2011, 01:10 AM
GIORGI LELUASHVILI   A.V.M ჰოდა ზუსტად ამ ...   Dec 9 2011, 03:08 PM
A.V.M   ნამდვილად.და სწორ...   Dec 9 2011, 05:48 PM
GIORGI LELUASHVILI   A.V.M სასაცილოა სატირ...   Dec 9 2011, 06:24 PM
Kanishtha-Adhikar   GIORGI LELUASHVILI georgios გაიხარე...   Dec 9 2011, 06:43 PM
esre ars cheshmariteba   GIORGI LELUASHVILI georgios გაიხარე...   Feb 23 2012, 09:50 PM
afxazi   esre ars cheshmariteba შენგან შე...   Feb 23 2012, 09:48 PM
esre ars cheshmariteba   [b]esre ars cheshmariteba შენგან შ...   Feb 23 2012, 10:04 PM
afxazi   esre ars cheshmariteba ცუდად ვამ...   Feb 23 2012, 09:53 PM
afxazi   esre ars cheshmariteba რატომ ძა...   Feb 23 2012, 10:05 PM
esre ars cheshmariteba   esre ars cheshmariteba რატომ ძალ...   Feb 23 2012, 10:20 PM
afxazi   esre ars cheshmariteba მეჩვენებ...   Feb 23 2012, 10:20 PM
GIORGI LELUASHVILI   არც მე მაქვს ნერვე...   Feb 23 2012, 10:28 PM
afxazi   ეს აღარ წავიკითხე,...   Feb 23 2012, 10:30 PM
Otherguy   ეს აღარ წავიკითხე, ...   Feb 24 2012, 12:05 AM
აკაკი   esre ars cheshmariteba დაიცავით ...   Feb 23 2012, 11:26 PM
afxazi   Otherguy ეს ადამიანი აქ...   Feb 24 2012, 12:08 AM
A.V.M   მე არანაირი სურვი...   Feb 24 2012, 12:10 AM
afxazi   esre ars cheshmariteba უკანასკნ...   Feb 24 2012, 09:53 PM
toka@   esre ars cheshmariteba :D ვისი ხარ ...   Feb 24 2012, 09:55 PM
afxazi   ვერ გავიგე რა უბედ...   Feb 24 2012, 09:55 PM
esre ars cheshmariteba   ვერ გავიგე რა უბედ...   Feb 24 2012, 09:57 PM
toka@   esre ars cheshmariteba მოგვენატრ...   Feb 24 2012, 09:58 PM
afxazi   esre ars cheshmariteba ვიცი რომ ...   Feb 24 2012, 09:59 PM
esre ars cheshmariteba   esre ars cheshmariteba ვიცი რომ ღ...   Feb 24 2012, 10:12 PM
afxazi   esre ars cheshmariteba ჭეშმარიტ...   Feb 24 2012, 10:18 PM
esre ars cheshmariteba   esre ars cheshmariteba ჭეშმარიტ...   Feb 24 2012, 10:28 PM
afxazi   esre ars cheshmariteba ნუ ცდილობ ...   Feb 24 2012, 10:29 PM
esre ars cheshmariteba   esre ars cheshmariteba ნუ ცდილობ...   Feb 24 2012, 10:32 PM
Ornies   Kanishtha-Adhikar იესო არის ია...   Mar 28 2012, 01:25 AM
afxazi   Ornies ე.ი. იეღოველი ხა...   Mar 28 2012, 11:37 AM
toka@   afxazi გაგიკვირდა? :)   Mar 28 2012, 12:58 PM
A.V.M   არა მგონია...   Mar 28 2012, 04:30 PM
■გიორგი■   იესო ქრისტე ღვთის ...   Mar 31 2012, 12:45 AM
George Leluashvili   ■გიორგი■ ანუ იმავ...   Mar 31 2012, 03:20 PM
NINJA - ნინძა   George Leluashvili არ ვარ მართ...   Mar 31 2012, 03:35 PM
George Leluashvili   NINJA - ნინძა ვახო, შენ...   Mar 31 2012, 09:17 PM
■გიორგი■   ანუ იმავე ბუნებისა...   Apr 1 2012, 12:07 AM
toka@   ■გიორგი■ სახარები...   Apr 1 2012, 12:18 AM
A.V.M   ბატონო ■გიორგი■! ...   Apr 1 2012, 12:36 AM
■გიორგი■   [b]■გიორგი■ სახარებ...   Apr 1 2012, 05:05 PM
ქევანა   ასეთი ფრაზები მაგ...   Apr 1 2012, 06:18 PM
A.V.M   ვიცი. როგორც ვფიქრ...   Apr 1 2012, 07:59 PM
George Leluashvili   ■გიორგი■ ბევრ ფილ...   Apr 1 2012, 11:49 PM
■გიორგი■   [b]■გიორგი■ ბევრ ფი...   Apr 3 2012, 03:28 PM
George Leluashvili   ■გიორგი■ ანუ შენი ...   Apr 3 2012, 04:02 PM
George Leluashvili   ■გიორგი■ სწორედ ა...   Apr 3 2012, 07:51 PM
■გიორგი■   [b]■გიორგი■ მიზანი ...   Apr 3 2012, 08:06 PM
George Leluashvili   ■გიორგი■ აგიხსენ...   Apr 3 2012, 08:16 PM
■გიორგი■   ■გიორგი■ ვეცდები ...   Apr 3 2012, 09:06 PM
George Leluashvili   ■გიორგი■ :D :D მე ამ მ...   Apr 4 2012, 05:52 PM
■გიორგი■   George Leluashvili გაუგებარი ...   Apr 5 2012, 12:55 AM
George Leluashvili   შენ თუ წაკითხულიდ...   Apr 5 2012, 03:45 PM
■გიორგი■   შენ თუ წაკითხულიდ...   Apr 8 2012, 01:28 AM
George Leluashvili   ■გიორგი■ ობიექტურ...   Apr 8 2012, 05:28 PM
4 გვერდი V  1 2 3 > » 


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 27th May 2024 - 11:35 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი