ვინ არის იესო ქრისტე? |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ვინ არის იესო ქრისტე? |
Kanishtha-Adhikar |
Nov 11 2011, 07:30 PM
პოსტი
#1
|
Govinda das ჯგუფი: Members პოსტები: 131 რეგისტრ.: 4-May 11 მდებარ.: sukhum წევრი № 10,979 |
ამ კითხვაზე მსურს დამაკმაყოფილებელი პასუხის მიღება ბიბლიიდან.
მე ვთხოვ მართლმადიდებლობის კარგად მცოდნე ფორუმელებს, რომ გამომეხმაურონ და ამიხსნან, თუ ვინ არის იესო ქრისტე სინამდვილეში და რა დამოკიდებულება აქვს მამა ღმერთთან. მაინტერესებს როგორ წარმოაჩენს ქრისტეს პიროვნებას ბიბლია. იესოს შესახებ დაინტერესება ყველა ვაიშნავს აქვს და ასევე მეც. თუმცა მის შესახებ არ არის დოგმატური სწავლება ვაიშნავიზმში, მაინც გვესმის კრიშნას მიმდევრებს (ჩვენებური გადასახედიდან) თუ ვინ შეიძლება იყოს იგი. ეხლა სოხუმშიც ძალიან მომრავლდა ქრისტეს მრავალი მქადაგებელი: ე.წ. "იეღოველები", ორმოცდათიანელები, ბაპტისტები და საიენტისტები (მაპატიეთ თუ ზუსტი ტერმინოლოგიით ვერ გამოვთქვამ მათი კრების სახელებს). მე თითოეულ მათგანს ვესაუბრე იესოს შესახებ და თითქმის ყველამ განსხვავებულად წარმოაჩინა ქრისტეს არსი და პიროვნება. მე მესმის, რომ მართლმადიდებლობა სასტიკად ამხელს ასეთ სწავლებებს ქრისტეს შესახებ, როგორც მათ აქვთ და ვინაიდან ეს ასეა, მაშინ ეხლა თქვენ გთხოვთ ახსნას შესაბამის საკითხზე. იმედი მაქვს ამომწურავად იქნება პასუხები. წინასწარ გიხდით დიდ მადლობას ჰარე კრიშნა! პ.ს. ლელუაშვილი შენი იმედი მაქ -------------------- პიროვნება, რომლის არსება მთლიანად დაუპყრია კრიშნას ცნობიერებას, ყველაფერს სწირავს სულიერ ამაღლებას და მისი შენაწირიც აბსოლუტური სულიერებით არის აღბეჭდილი. იგი უსათუოდ დამკვიდრდება უფლის სასუფეველში(ბ.გ.4;24). |
George Leluashvili |
Nov 11 2011, 08:10 PM
პოსტი
#2
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 5,088 რეგისტრ.: 27-February 11 წევრი № 10,559 |
ციტატა ეხლა სოხუმშიც ძალიან მომრავლდა ქრისტეს მრავალი მქადაგებელი: ე.წ. "იეღოველები", ორმოცდათიანელები, ბაპტისტები და საიენტისტები (მაპატიეთ თუ ზუსტი ტერმინოლოგიით ვერ გამოვთქვამ მათი კრების სახელებს).მე თითოეულ მათგანს ვესაუბრე იესოს შესახებ და თითქმის ყველამ განსხვავებულად წარმოაჩინა ქრისტეს არსი და პიროვნება. აი, რას ამბობს მოციქული პავლე მათ შესახებ: "თუმცა არ არსებობს სხვა სახარება, არიან მხოლოდ ზოგიერთნი, რომელნიც გამღვრევენ და ცდილობენ შერყვნან ქრისტეს სახარება.მაგრამ ჩვენ კი არა, თვით ანგელოსმა ზეცითაც რომ გახაროთ სხვა სახარება, და არა ის, რაც გვიხარებია, წყეულიმც იყოს. რაც უწინ მითქვამს, ახლაც იმასვე ვიტყვი: ვინც სხვა რამეს გახარებთ და არა იმას, რაც მიგიღიათ, წყეულიმც იყოს"(გალ.1,7-9) "ამასვე გწერთ ყველა წერილში, სადაც ზოგი რამ ისე ძნელი გასაგებია, რომ უმეცარნი და უმტკიცონი სხვა წერილების მსგავსად ამახინჯებენ მათ, რათა წარიწყმიდონ თავიანთი თავი. ხოლო თქვენ, საყვარელნო, რაკიღა წინასწარ იცით ეს, ფრთხილად იყავით, რათა არ ჩაგითრიოთ უკეთურთა ცთომილებამ და არ გიღალატოთ თქვენმა სიმტკიცემ." (2 პეტრე 3,16-17) ციტატა მე მესმის, რომ მართლმადიდებლობა სასტიკად ამხელს ასეთ სწავლებებს ქრისტეს შესახებ ვიცი, რომ ეს არ მოგწონთ ვაიშნავებს, მაგრამ თავად მოციქული იუდა (არა ისკარიოტელი) გვეუბნება, რომ "შეგაგონებთ იღვწოდეთ რწმენისთვის, რომელიც ერთხელ წმინდანებს გადაეცა" (იუდა1,3). ამას გარდა წმინდა წერილი მკაცრად გვაფრთხილებს, რომ არ შევიწყნაროთ დამახინჯებული სწავლებები იესოს შესახებ(შესაბამისი მუხლები ზემოთ მოვიყვანე). წინააღმდეგ შემთხვევაში ხალხი ვერ გაიცნობს ქრისტეს და აღმოჩნდება უამრავ წინააღმდეგობაში. დაიბნევა და ვერ იპოვის სიმართლეს. სიმართლე კი თავად ქრისტეა. -------------------- ________________________________________________________________________
შეიძულე სიმდიდრე და იქნები მდიდარი; შეიძულე დიდება და იქნები დიდებული; შეიძულე შეურაცხება და იქნები უძლეველი; შეიძულე დასვენება და იპოვი მოსვენებას; შეიძულე დედამიწა და იპოვი ზეცას. ________________________________________________________________________ |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 25th September 2024 - 10:05 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი