ვინ არის იესო ქრისტე? |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ვინ არის იესო ქრისტე? |
Kanishtha-Adhikar |
Nov 11 2011, 07:30 PM
პოსტი
#1
|
Govinda das ჯგუფი: Members პოსტები: 131 რეგისტრ.: 4-May 11 მდებარ.: sukhum წევრი № 10,979 |
ამ კითხვაზე მსურს დამაკმაყოფილებელი პასუხის მიღება ბიბლიიდან.
მე ვთხოვ მართლმადიდებლობის კარგად მცოდნე ფორუმელებს, რომ გამომეხმაურონ და ამიხსნან, თუ ვინ არის იესო ქრისტე სინამდვილეში და რა დამოკიდებულება აქვს მამა ღმერთთან. მაინტერესებს როგორ წარმოაჩენს ქრისტეს პიროვნებას ბიბლია. იესოს შესახებ დაინტერესება ყველა ვაიშნავს აქვს და ასევე მეც. თუმცა მის შესახებ არ არის დოგმატური სწავლება ვაიშნავიზმში, მაინც გვესმის კრიშნას მიმდევრებს (ჩვენებური გადასახედიდან) თუ ვინ შეიძლება იყოს იგი. ეხლა სოხუმშიც ძალიან მომრავლდა ქრისტეს მრავალი მქადაგებელი: ე.წ. "იეღოველები", ორმოცდათიანელები, ბაპტისტები და საიენტისტები (მაპატიეთ თუ ზუსტი ტერმინოლოგიით ვერ გამოვთქვამ მათი კრების სახელებს). მე თითოეულ მათგანს ვესაუბრე იესოს შესახებ და თითქმის ყველამ განსხვავებულად წარმოაჩინა ქრისტეს არსი და პიროვნება. მე მესმის, რომ მართლმადიდებლობა სასტიკად ამხელს ასეთ სწავლებებს ქრისტეს შესახებ, როგორც მათ აქვთ და ვინაიდან ეს ასეა, მაშინ ეხლა თქვენ გთხოვთ ახსნას შესაბამის საკითხზე. იმედი მაქვს ამომწურავად იქნება პასუხები. წინასწარ გიხდით დიდ მადლობას ჰარე კრიშნა! პ.ს. ლელუაშვილი შენი იმედი მაქ -------------------- პიროვნება, რომლის არსება მთლიანად დაუპყრია კრიშნას ცნობიერებას, ყველაფერს სწირავს სულიერ ამაღლებას და მისი შენაწირიც აბსოლუტური სულიერებით არის აღბეჭდილი. იგი უსათუოდ დამკვიდრდება უფლის სასუფეველში(ბ.გ.4;24). |
George Leluashvili |
Nov 11 2011, 09:29 PM
პოსტი
#2
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 5,088 რეგისტრ.: 27-February 11 წევრი № 10,559 |
Kanishtha-Adhikar
ციტატა ამიტომ ახლა გკითხავ: რატომ ეწოდება იესოს მამის მხოლოდშობილი ძე?მას ხომ უამრავი ძე ყავს ადამიანთა და ანგელოზთა (სურების) სახით? აფხაზმა სწორად გიპასუხა და უფრო გასაგები რომ იყოს, მაგალითად, მშობელი როცა შობს თავის შვილს, შობილი თავისთავად ადამიანური ბუნების მატარებელი ხდება, მაგრამ თუკი მშობელი შექმნის რაღაც ნივთს (უხეში შედარებაა) და როგორც თავის შვილს, ისე შეიყვარებს, იგი (ქმნილება) ვერ იქნება თავისი მშობლის ბუნების, ანუ ადამიანური ბუნების მატარებელი, მაგრამ შეუძლია მშობლის თვისებები შეიძინოს. მე უხეში შედარება გავაკეთე, მაგრამ არ არსებობს მიწიური შედარება, რომელიც სამების აღწერისთვის გამოდგება. ამგვარ მცდელობათა შესახებ ამბობს წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველი: „რა აღარ განვიხილე საკუთარ თავთან ჩემივე ცნობისმოყვარე ჭკუით; რით აღარ დავტვირთე გონება, სად აღარ ვეძებე ამ საიდუმლოს მსგავსი - ვერაფერი ვპოვე, რითაც შეიძლება ღვთიურ არსებას მიემსგავსოს მიწიერი."(მგონი ციტირება არაზუსტია) ზემოთ რა მაგალითიც მოგიყვანე, იქედან შენიშვნას გავაკეთებდი, რომ არ იყო დრო, როცა არ არსებობდა ძე. არ არსებობს მამა ძის გარეშე და ძე მამის გარეშე. ამიტომ უკეთესი იქნება ძის შესახებ ვთქვათ, რომ იგი მარადიულად იშვება მამისაგან და სულიწმინდა მარადიულად გამოვალს მამისაგან. მართალია გონება ბოლომდე ვერ წვდება სამების საიდუმლოს, მაგრამ წმინდა წერილის საფუძვლიანი შესწავლითა და რწმენით შეიძლება მისი რაღაც დონით შეცნობა, რომელიც მარადისობაში გრძელდება დაუსრულებლად. -------------------- ________________________________________________________________________
შეიძულე სიმდიდრე და იქნები მდიდარი; შეიძულე დიდება და იქნები დიდებული; შეიძულე შეურაცხება და იქნები უძლეველი; შეიძულე დასვენება და იპოვი მოსვენებას; შეიძულე დედამიწა და იპოვი ზეცას. ________________________________________________________________________ |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 10th November 2024 - 10:03 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი