პატრიარქის ქადაგებები, (ბეჭდური ვერსია) |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
პატრიარქის ქადაგებები, (ბეჭდური ვერსია) |
Irine |
Aug 25 2006, 09:00 PM
პოსტი
#1
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 172 რეგისტრ.: 16-August 06 წევრი № 63 |
ყველას ძალიან გთხოვთ, აქ დავწეროთ ნაწყვეტები პატრიარქის ქადაგებებიდან
ბედნიერის ის ადამიანი, რომელსაც ღვთის იმედი აქვს. ეს იმას ნიშნავს, რომ მას აქვს რწმენა, სიყვარული და სასოება. როცა ადამიანი კარგავს ყოველივე ამას, როცა საკუთარი ნებით მოქმედებს და სურს, თავისი ძალით მოიწყოს ბედნიერი ცხოვრება, ამ შემთხვევაში, ხშირად უფალი ადამიანს ან ერთს რაიმე მძიმე განსაცდელს უგზავნის. განსაცდელი ადამიანს იმიტომ კი არ მოევლინება, რომ ღმერთს მისი დასჯა სურს, არამედ, უპირველეს ყოვლისა, იმიტომ, რომ ადამიანს რწმენა მოეცეს. უფალი ამ განსაცდელით ცდილობს ადამიანს თუ ერს ჭეშმარიტი სარწმუნოება დაუბრუნოს. * * * თაობათა ერთობა და ერთსულოვნება დღეს ჩვენი ქვეყნისათვის სასიცოცხლო მნიშვნელობისაა. ეშმაკი ჰყოფს და აპირისპირებს, ღმერთი კი აერთიანებს და არიგებს. * * * ღმერთმა ინებოს, რომ ყოველი თქვენგანი მადლით სავსე გავიდეს ტაძრიდან. * * * ღრმა აზროვნებასთან ზიარება ბავშვს მეტად გაუადვილებს სხვა საგნების ათვისებას. ამასთან, ჩვენ აღვზრდით ნამდვილად ჭკვიან ახალგაზრდებს, რომლებიც იცხოვრებენ და იმოქმედებენ არა მხოლოდ ემოციებით, თავისუფალნი იქნებიან მაქსიმალიზმისაგან და ჩვენზე უფრო გონიერად, რწმენითა და სიმართლით წარმართავენ ცხოვრებას. * * * მე მხატვარი არ ვარ, მაგრამ ხატვის დროს ვისვენებ. ძალიან მძიმეა ჯვარი კათოლიკოს-პატრიარქისა, მასაც სჭირდება დასვენება, და ხატვა ამაში ძალიან მეხმარება. * * * თუ არა ქრისტიანული მადლით ძალმოსილება, როგორ შეძლება ურიცხვ მტერთან ბრძოლით მოღლილი ხალხი, რომ აღეშენებინა ჩვენს მცხეთაში ცას მიბჯენილი სვეტიცხოველი, თბილისისა და ბოლნისის სიონი... * * * ჩვენ უპირველესად გაჭირვებულებს უნდა დავეხმაროთ, რომლებიც შორს არიან ღვთისა და ეკლესიისაგან. მიმაჩნია, რომ ყველაზე გაჭირვებული სწორედ ისაა, ვინც ურწმუნოა, გზასაცდენილი და სხვასაც აცდენს. * * * როცა ადამიანი კეთილ საქმეს აკეთებს, მასზე გარდამოედინება მადლი სულისა წმიდისა, რაც მთელ მის სახლს, მის ახლობლებს, შვილებსა და შვილიშვილებს ეფინება. -------------------- "მოიპოვე სულიერი სიმშვიდე და შენს გარშემო სხვებიც გადარჩებიან." წმ. სერაფიმე საროველი |
A.V.M |
Nov 12 2011, 01:51 AM
პოსტი
#2
|
მადლობა ამ ფორუმს! ჯგუფი: Senators პოსტები: 13,742 რეგისტრ.: 14-June 11 მდებარ.: ფორუმს გარეთ წევრი № 11,203 |
საქართველო და გლობალიზაცია, პატრიარქი ილია II - "კულტურათა დიალოგი" საკვირაო ქადაგება, სიონის საპატრიარქო ტაძარი, 17 ოქტომბერი, 2004 წელი . . . გლობალიზაციის ანუ გამთლიანების პროცესი გამოიწვია ტექნიკურმა და მეცნიერულმა პროგრესმა. ერთმანეთს დღეს ყველა ქვეყანა დაუახლოვდა, დაუახლოვდა კულტურითაც. მეტად საშიშია, რომ დიდი სახელმწიფოების კულტურამ თუ ფსევდოკულტურამ არ წალეკოს რიცხობრივად შედარებით პატარა ერების და მათ შორის, ჩვენი ფასეულობანიც. მით უმეტეს, ხშირია მაგალითები იმისა, რომ რასაც დღეს "კულტურას" უწოდებენ და თავს გვახვევენ, სინამდვილეში არის ყალბი კულტურა. ჩვენ ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ და დიდი ყურადღება უნდა მივაქციოთ ოჯახსაც. ოჯახის ეროვნული ტრადიციები აუცილებლად უნდა დავიცვათ; ასევე უნდა დავიცვათ ჩვენი ენა და სარწმუნოება. ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. საერთოდ უნდა ითქვას, რომ ქვეყნების დაახლოება თავისთავად ცუდი მოვლენა არ არის. მაგრამ უნდა ვიცოდეთ, რა არის მისაღები და რა არა. ზოგიერთი იმასაც ფიქრობს, იქნებ როგორღაც განერიდოს გლობალიზაციის პროცესს, ეს შეუძლებელია. ვერცერთი ქვეყანა თავს ვერ აარიდებს მას, ოღონდ, ვიმეორებ, გვმართებს გონიერება. საერთოდ ქართველი ადამიანი ყოველთვის სიამოვნებით ითვისებდა სხვა ქვეყნების კულტურათა საუკეთესო ნიმუშებს. ძალიან საინტერესოა და ბევრი რამის სწავლა შეიძლება როგორც აღმოსავლური, ისე დასავლური კულტურიდან. რამდენიმე წლის წინ "კულტურათა დიალოგის" ეგიდით თბილისში ჩატარდა საერთაშორისო კონფერენცია. მისთვის უნდოდათ ეწოდებინათ "ცივილიზაციათა დიალოგი" ან "რელიგიათა დიალოგი", მაგრამ მე კონფერენციის ორგანიზატორებს ვუთხარი, რომ თუ ჩვენ ამ ფორუმს "რელიგიათა დიალოგს" ვუწოდებთ, მხარეებს შორის აუცილებლად აღიმართებოდა კედელი, რადგან ყველა დაიწყებდა თავისი რელიგიის ქებას, რაც სხვებს უხერხულ მდგომარეობაში ჩააყენებდა. ამიტომ ვურჩიე ფორუმისათვის "კულტურათა დიალოგი" ეწოდებინათ. აუცილებლად უნდა ვისწავლოთ ერთმანეთისაგან, მაგრამ საკუთარი არ უნდა დავივიწყოთ. ჭეშმარიტი კულტურა არის ისეთი რამ, რაც აახლოებს ერებს, იგი უმტკივნეულოა და სხვა ქვეყნების კულტურას არ შეურაცხოფს, პირიქით, უფრო ამდიდრებს მას. არც შეიძლება, რომ რომელიმე კულტურა ჩაიკეტოს საკუთარ თავში, თავის ნაჭუჭში. დიდი შეცდომაა, რომელიმე ქვეყანამ ჩათვალოს, რომ მისი კულტურა სრულიად საკმარისია. ვფიქრობ, ხელისუფლება და მთელი ჩვენი ერი ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ ქართული კულტურა, ზნეობრივი თუ ეროვნული ფასეულობანი შევინარჩუნოთ. ამასთან, თავის მხრივ, სხვებიც დაინტერესდებიან ჩვენი ფასეულობებითაც და ქართული კულტურით და შეითვისებენ მას, როგორც სხვა ქვეყნების ფასეულობანი გაამდიდრებს ჩვენსას. -------------------- აბა ჰე და აბა ჰო!
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 27th September 2024 - 01:16 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი