IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> პატრიარქის ქადაგებები, (ბეჭდური ვერსია)
Irine
პოსტი Aug 25 2006, 09:00 PM
პოსტი #1


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 172
რეგისტრ.: 16-August 06
წევრი № 63



ყველას ძალიან გთხოვთ, აქ დავწეროთ ნაწყვეტები პატრიარქის ქადაგებებიდან







ბედნიერის ის ადამიანი, რომელსაც ღვთის იმედი აქვს. ეს იმას ნიშნავს, რომ მას აქვს რწმენა, სიყვარული და სასოება. როცა ადამიანი კარგავს ყოველივე ამას, როცა საკუთარი ნებით მოქმედებს და სურს, თავისი ძალით მოიწყოს ბედნიერი ცხოვრება, ამ შემთხვევაში, ხშირად უფალი ადამიანს ან ერთს რაიმე მძიმე განსაცდელს უგზავნის. განსაცდელი ადამიანს იმიტომ კი არ მოევლინება, რომ ღმერთს მისი დასჯა სურს, არამედ, უპირველეს ყოვლისა, იმიტომ, რომ ადამიანს რწმენა მოეცეს. უფალი ამ განსაცდელით ცდილობს ადამიანს თუ ერს ჭეშმარიტი სარწმუნოება დაუბრუნოს.

* * *


თაობათა ერთობა და ერთსულოვნება დღეს ჩვენი ქვეყნისათვის სასიცოცხლო მნიშვნელობისაა. ეშმაკი ჰყოფს და აპირისპირებს, ღმერთი კი აერთიანებს და არიგებს.

* * *

ღმერთმა ინებოს, რომ ყოველი თქვენგანი მადლით სავსე გავიდეს ტაძრიდან.

* * *

ღრმა აზროვნებასთან ზიარება ბავშვს მეტად გაუადვილებს სხვა საგნების ათვისებას. ამასთან, ჩვენ აღვზრდით ნამდვილად ჭკვიან ახალგაზრდებს, რომლებიც იცხოვრებენ და იმოქმედებენ არა მხოლოდ ემოციებით, თავისუფალნი იქნებიან მაქსიმალიზმისაგან და ჩვენზე უფრო გონიერად, რწმენითა და სიმართლით წარმართავენ ცხოვრებას.

* * *

მე მხატვარი არ ვარ, მაგრამ ხატვის დროს ვისვენებ. ძალიან მძიმეა ჯვარი კათოლიკოს-პატრიარქისა, მასაც სჭირდება დასვენება, და ხატვა ამაში ძალიან მეხმარება.

* * *

თუ არა ქრისტიანული მადლით ძალმოსილება, როგორ შეძლება ურიცხვ მტერთან ბრძოლით მოღლილი ხალხი, რომ აღეშენებინა ჩვენს მცხეთაში ცას მიბჯენილი სვეტიცხოველი, თბილისისა და ბოლნისის სიონი...

* * *

ჩვენ უპირველესად გაჭირვებულებს უნდა დავეხმაროთ, რომლებიც შორს არიან ღვთისა და ეკლესიისაგან. მიმაჩნია, რომ ყველაზე გაჭირვებული სწორედ ისაა, ვინც ურწმუნოა, გზასაცდენილი და სხვასაც აცდენს.

* * *

როცა ადამიანი კეთილ საქმეს აკეთებს, მასზე გარდამოედინება მადლი სულისა წმიდისა, რაც მთელ მის სახლს, მის ახლობლებს, შვილებსა და შვილიშვილებს ეფინება.








--------------------

"მოიპოვე სულიერი სიმშვიდე და შენს გარშემო სხვებიც გადარჩებიან."
წმ. სერაფიმე საროველი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
 
Reply to this topicStart new topic
გამოხმაურებები
A.V.M
პოსტი Nov 12 2011, 01:51 AM
პოსტი #2


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203




საქართველო და გლობალიზაცია, პატრიარქი ილია II - "კულტურათა დიალოგი"


საკვირაო ქადაგება, სიონის საპატრიარქო ტაძარი, 17 ოქტომბერი, 2004 წელი

. . .
გლობალიზაციის ანუ გამთლიანების პროცესი გამოიწვია ტექნიკურმა და მეცნიერულმა პროგრესმა. ერთმანეთს დღეს ყველა ქვეყანა დაუახლოვდა, დაუახლოვდა კულტურითაც. მეტად საშიშია, რომ დიდი სახელმწიფოების კულტურამ თუ ფსევდოკულტურამ არ წალეკოს რიცხობრივად შედარებით პატარა ერების და მათ შორის, ჩვენი ფასეულობანიც. მით უმეტეს, ხშირია მაგალითები იმისა, რომ რასაც დღეს "კულტურას" უწოდებენ და თავს გვახვევენ, სინამდვილეში არის ყალბი კულტურა.

ჩვენ ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ და დიდი ყურადღება უნდა მივაქციოთ ოჯახსაც. ოჯახის ეროვნული ტრადიციები აუცილებლად უნდა დავიცვათ; ასევე უნდა დავიცვათ ჩვენი ენა და სარწმუნოება. ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს.

საერთოდ უნდა ითქვას, რომ ქვეყნების დაახლოება თავისთავად ცუდი მოვლენა არ არის. მაგრამ უნდა ვიცოდეთ, რა არის მისაღები და რა არა.

ზოგიერთი იმასაც ფიქრობს, იქნებ როგორღაც განერიდოს გლობალიზაციის პროცესს, ეს შეუძლებელია. ვერცერთი ქვეყანა თავს ვერ აარიდებს მას, ოღონდ, ვიმეორებ, გვმართებს გონიერება.

საერთოდ ქართველი ადამიანი ყოველთვის სიამოვნებით ითვისებდა სხვა ქვეყნების კულტურათა საუკეთესო ნიმუშებს. ძალიან საინტერესოა და ბევრი რამის სწავლა შეიძლება როგორც აღმოსავლური, ისე დასავლური კულტურიდან. რამდენიმე წლის წინ "კულტურათა დიალოგის" ეგიდით თბილისში ჩატარდა საერთაშორისო კონფერენცია. მისთვის უნდოდათ ეწოდებინათ "ცივილიზაციათა დიალოგი" ან "რელიგიათა დიალოგი", მაგრამ მე კონფერენციის ორგანიზატორებს ვუთხარი, რომ თუ ჩვენ ამ ფორუმს "რელიგიათა დიალოგს" ვუწოდებთ, მხარეებს შორის აუცილებლად აღიმართებოდა კედელი, რადგან ყველა დაიწყებდა თავისი რელიგიის ქებას, რაც სხვებს უხერხულ მდგომარეობაში ჩააყენებდა. ამიტომ ვურჩიე ფორუმისათვის "კულტურათა დიალოგი" ეწოდებინათ.

აუცილებლად უნდა ვისწავლოთ ერთმანეთისაგან, მაგრამ საკუთარი არ უნდა დავივიწყოთ. ჭეშმარიტი კულტურა არის ისეთი რამ, რაც აახლოებს ერებს, იგი უმტკივნეულოა და სხვა ქვეყნების კულტურას არ შეურაცხოფს, პირიქით, უფრო ამდიდრებს მას. არც შეიძლება, რომ რომელიმე კულტურა ჩაიკეტოს საკუთარ თავში, თავის ნაჭუჭში. დიდი შეცდომაა, რომელიმე ქვეყანამ ჩათვალოს, რომ მისი კულტურა სრულიად საკმარისია.

ვფიქრობ, ხელისუფლება და მთელი ჩვენი ერი ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ ქართული კულტურა, ზნეობრივი თუ ეროვნული ფასეულობანი შევინარჩუნოთ. ამასთან, თავის მხრივ, სხვებიც დაინტერესდებიან ჩვენი ფასეულობებითაც და ქართული კულტურით და შეითვისებენ მას, როგორც სხვა ქვეყნების ფასეულობანი გაამდიდრებს ჩვენსას.


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში
Irine   პატრიარქის ქადაგებები   Aug 25 2006, 09:00 PM
tekla   ზოგიერთი მშობელი ა...   Aug 30 2006, 02:24 PM
მარიამი   ქართული ენა არის ღáƒ...   Aug 30 2006, 02:30 PM
iako   ღვთივკურთხეულო საá...   Aug 30 2006, 07:57 PM
salome   * * * სიყვარული მრავáƒ...   Sep 3 2006, 12:12 AM
salome   *** ჩვენს სხეულს სიცá...   Sep 3 2006, 12:34 AM
salome   პატრიარქი გვირჩევá...   Sep 16 2006, 11:59 PM
guja   როგორ შეიძლება ქრი...   Sep 27 2006, 07:46 AM
Georg   საქართველოს კათოლá...   Oct 3 2006, 06:18 PM
fea   '' ყოველ ადამიანáƒ...   Oct 19 2006, 10:12 PM
Solomonia   რთულია ადამიანის ც...   Oct 21 2006, 08:17 PM
გუჯა   [b][size=3]საშობაო ეპისტáƒ...   Jan 7 2007, 04:33 AM
ადამიანი   გუჯა გაიხარე! :)   Jan 7 2007, 05:01 AM
tati87   სამწუხაროდ ვერ მოვ...   Jan 8 2007, 03:19 PM
Irine   "ნარკომანობა სამá...   Feb 18 2007, 05:57 PM
van111   [size=3][b]ucmidesisa da unetaresis, sruliad saqar...   Feb 25 2007, 12:24 AM
ana-xatia   van111 უწმიდესისა და უáƒ...   Feb 25 2007, 01:53 AM
van111   ana-xatia :) გაიხარე ana-xatia, დá...   Feb 25 2007, 01:57 AM
ნიკოლოზ_V   van111 ana-xatia დიდი მადლობá...   Feb 25 2007, 09:51 PM
იოანა   ნაწყვეტი უწმინდესá...   Jul 1 2007, 07:46 PM
kato_Bato   იოანა :მპუა: გაიხარá...   Jul 1 2007, 07:47 PM
იოანა   kato_Bato გეწეოდეს მადლი...   Jul 1 2007, 08:03 PM
kato_Bato   იოანა :მპუა: შენთან...   Jul 1 2007, 08:04 PM
კანუდოსელი   აქ რა მტლაშა მტლუშáƒ...   Jul 2 2007, 06:35 PM
იოანა   კანუდოსელი ნაწყვáƒ...   Jul 2 2007, 08:25 PM
marine   "ჩემი მოღვაწეობიá...   Jul 20 2007, 11:26 AM
მარიამი   უწმინდესის ძველ ქა...   Nov 14 2007, 10:26 PM
marine   ამ რამდენიმე დღის...   Nov 15 2007, 03:19 PM
solomony   პატრიარქის ყველა ქ...   Dec 22 2007, 02:17 AM
მარიამი   სათხოვარი მაქვს... áƒ...   Feb 6 2009, 02:50 PM
.:Lela:.   სათხოვარი მაქვს... á...   Feb 6 2009, 06:29 PM
mtawmindeli   მართლა საინტერესო ...   Feb 9 2010, 03:56 PM
.ნინო   უწმინდესი და უნეტა...   Dec 10 2010, 01:24 PM
lingvo   RE: პატრიარქის ქადაგებები   Dec 10 2010, 03:43 PM
A.V.M   უწმიდესისა და უნეტ...   Nov 12 2011, 01:17 AM
A.V.M   საქართველო და გლობ...   Nov 12 2011, 01:51 AM
A.V.M   გამომეცხადა სახიეá...   Nov 12 2011, 02:04 AM
A.V.M   უწმიდესისა და უნეტ...   Nov 12 2011, 02:20 AM
A.V.M   სრულიად საქართველá...   Nov 12 2011, 02:31 AM
A.V.M   სრულიად საქართველá...   Nov 12 2011, 02:45 AM
A.V.M   უწმინდესი და უნეტა...   Nov 12 2011, 01:56 PM
A.V.M   დღეს ჩვენ უნდა ვიფáƒ...   Nov 12 2011, 02:59 PM
A.V.M   ქებაჲ და დიდებაჲ ქáƒ...   Nov 12 2011, 08:28 PM
A.V.M   უწმიდესისა და უნეტ...   Nov 12 2011, 08:53 PM
A.V.M   უწმიდესისა და უნეტ...   Nov 12 2011, 09:03 PM
A.V.M   მოკლედ ყველას კიდე...   Jan 19 2012, 02:12 AM
A.V.M   ერთი ძველი ქადაგებ...   Feb 24 2012, 09:00 PM
A.V.M   ილია მეორე - როგორ შ...   Oct 8 2012, 02:53 AM
A.V.M   სრულიად საქართველá...   Oct 16 2012, 02:41 AM
A.V.M   ილია მეორე - ყველაზá...   Oct 28 2012, 03:23 PM
A.V.M   ილია მეორე - უფლისკá...   Nov 5 2012, 02:09 AM
A.V.M   ილია მეორე - იფიქრეá...   Dec 17 2012, 02:02 AM
A.V.M   პატრიარქმა ღმერთიá...   Dec 31 2012, 07:59 PM
A.V.M   ილია მეორე - ხშირია,...   Feb 3 2013, 02:40 PM
A.V.M   რომ შეიძლებოდეს, დáƒ...   Feb 8 2013, 09:32 PM
A.V.M   უსიამოვნება, რომელ...   Feb 10 2013, 09:38 PM
A.V.M   ილია მეორე - საქართá...   Feb 15 2013, 08:51 PM
A.V.M   ილია მეორე - ადამიაá...   Feb 17 2013, 02:01 PM
A.V.M   ილია მეორე - კრიტიკá...   Mar 3 2013, 09:35 PM
A.V.M   სამებაში ხვალიდან ...   Mar 11 2013, 02:35 AM
A.V.M   პატრიარქმა უცხოეთá...   Mar 14 2013, 09:37 PM
A.V.M   პატრიარქმა მრევლს ...   Mar 17 2013, 09:17 PM
marine   შენდობა რომ ითხოვა...   Mar 19 2013, 04:03 PM
A.V.M   ილია II - როცა ადამიაá...   Apr 14 2013, 03:09 PM
A.V.M   ბზობა 28 აპრილს ბზოáƒ...   Apr 28 2013, 11:17 PM
A.V.M   ილია მეორე - ადამიაá...   May 3 2013, 12:44 AM
A.V.M   ილია II - ჩვენ გვიცავá...   May 7 2013, 12:41 AM
A.V.M   ილია მეორე – საქარáƒ...   May 26 2013, 07:11 PM
A.V.M   ილია მეორე - საზოგაá...   Jun 17 2013, 01:44 AM
A.V.M   პატრიარქმა მრევლს ...   Jun 24 2013, 01:06 AM
A.V.M   ილია მეორე - ვერავიá...   Jul 21 2013, 03:21 PM
A.V.M   15:17 / 04-08-2013 პატრიარქი ა...   Aug 4 2013, 10:29 PM
A.V.M   14:27 / 25-08-2013 ილია მეორე - ...   Aug 25 2013, 08:55 PM
marine   "პატრიარქის ქადაá...   Sep 2 2013, 01:17 PM
A.V.M   კათოლიკოს პატრიარá...   Sep 17 2013, 12:59 AM
A.V.M   პატრიარქი - ადამიაáƒ...   Sep 21 2013, 11:23 PM
A.V.M   გთავაზობთ კათოლიკá...   Sep 29 2013, 03:30 PM
A.V.M   ილია მეორე - ერი, როáƒ...   Oct 13 2013, 05:34 PM
A.V.M   ილია მეორე - აღვავლá...   Nov 10 2013, 09:44 PM
A.V.M   გიორგობასთან დაკაá...   Nov 23 2013, 11:51 PM
A.V.M   100 წლის წინ ვერავინ á...   Dec 22 2013, 10:13 PM
A.V.M   ილია მეორე - მრავალá...   Jan 12 2014, 03:24 PM
A.V.M   დღეს განსაკუთრებიá...   Jan 19 2014, 08:00 PM
A.V.M   პატრიარქმა თავმდაá...   Feb 9 2014, 11:41 PM
A.V.M   ილია მეორე - ეცადეთ,...   Mar 2 2014, 08:08 PM
A.V.M   "ყველაფერი უნდა გ...   Mar 17 2014, 01:02 AM
A.V.M   ილია მეორე - ჩვენ ვც...   Mar 30 2014, 11:42 PM
A.V.M   საქართველოს მართლá...   May 7 2014, 02:13 AM
A.V.M   ილია მეორე - უფალს უ...   May 18 2014, 10:01 PM
A.V.M   ილია მეორე - ვინც თე...   May 25 2014, 04:06 PM
A.V.M   პატრიარქის ქადაგეá...   Jun 22 2014, 09:36 PM
A.V.M   ილია მეორე - არ უნდა...   Jul 27 2014, 08:24 PM
A.V.M   ვმადლობ ღმერთსა და...   Aug 3 2014, 11:24 AM
A.V.M   პატრიარქმა დღეს რწ...   Aug 10 2014, 06:30 PM
A.V.M   პატრიარქი - ყველაფáƒ...   Aug 18 2014, 12:09 PM
A.V.M   ატრიარქი - თუ ადამიá...   Aug 24 2014, 09:11 PM
A.V.M   ილია II: საქართველო áƒ...   Aug 30 2014, 02:14 AM
A.V.M   პატრიარქმა მედიას ...   Sep 28 2014, 11:48 PM
A.V.M   პატრიარქი: ქართველ...   Oct 10 2014, 12:42 AM
A.V.M   ილია მეორე - აღვირაá...   Oct 12 2014, 03:03 PM
2 გვერდი V  1 2 >


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 2 მომხმარებელი (მათ შორის 2 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 12th October 2026 - 11:20 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი