IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> პატრიარქის ქადაგებები, (ბეჭდური ვერსია)
Irine
პოსტი Aug 25 2006, 09:00 PM
პოსტი #1


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 172
რეგისტრ.: 16-August 06
წევრი № 63



ყველას ძალიან გთხოვთ, აქ დავწეროთ ნაწყვეტები პატრიარქის ქადაგებებიდან







ბედნიერის ის ადამიანი, რომელსაც ღვთის იმედი აქვს. ეს იმას ნიშნავს, რომ მას აქვს რწმენა, სიყვარული და სასოება. როცა ადამიანი კარგავს ყოველივე ამას, როცა საკუთარი ნებით მოქმედებს და სურს, თავისი ძალით მოიწყოს ბედნიერი ცხოვრება, ამ შემთხვევაში, ხშირად უფალი ადამიანს ან ერთს რაიმე მძიმე განსაცდელს უგზავნის. განსაცდელი ადამიანს იმიტომ კი არ მოევლინება, რომ ღმერთს მისი დასჯა სურს, არამედ, უპირველეს ყოვლისა, იმიტომ, რომ ადამიანს რწმენა მოეცეს. უფალი ამ განსაცდელით ცდილობს ადამიანს თუ ერს ჭეშმარიტი სარწმუნოება დაუბრუნოს.

* * *


თაობათა ერთობა და ერთსულოვნება დღეს ჩვენი ქვეყნისათვის სასიცოცხლო მნიშვნელობისაა. ეშმაკი ჰყოფს და აპირისპირებს, ღმერთი კი აერთიანებს და არიგებს.

* * *

ღმერთმა ინებოს, რომ ყოველი თქვენგანი მადლით სავსე გავიდეს ტაძრიდან.

* * *

ღრმა აზროვნებასთან ზიარება ბავშვს მეტად გაუადვილებს სხვა საგნების ათვისებას. ამასთან, ჩვენ აღვზრდით ნამდვილად ჭკვიან ახალგაზრდებს, რომლებიც იცხოვრებენ და იმოქმედებენ არა მხოლოდ ემოციებით, თავისუფალნი იქნებიან მაქსიმალიზმისაგან და ჩვენზე უფრო გონიერად, რწმენითა და სიმართლით წარმართავენ ცხოვრებას.

* * *

მე მხატვარი არ ვარ, მაგრამ ხატვის დროს ვისვენებ. ძალიან მძიმეა ჯვარი კათოლიკოს-პატრიარქისა, მასაც სჭირდება დასვენება, და ხატვა ამაში ძალიან მეხმარება.

* * *

თუ არა ქრისტიანული მადლით ძალმოსილება, როგორ შეძლება ურიცხვ მტერთან ბრძოლით მოღლილი ხალხი, რომ აღეშენებინა ჩვენს მცხეთაში ცას მიბჯენილი სვეტიცხოველი, თბილისისა და ბოლნისის სიონი...

* * *

ჩვენ უპირველესად გაჭირვებულებს უნდა დავეხმაროთ, რომლებიც შორს არიან ღვთისა და ეკლესიისაგან. მიმაჩნია, რომ ყველაზე გაჭირვებული სწორედ ისაა, ვინც ურწმუნოა, გზასაცდენილი და სხვასაც აცდენს.

* * *

როცა ადამიანი კეთილ საქმეს აკეთებს, მასზე გარდამოედინება მადლი სულისა წმიდისა, რაც მთელ მის სახლს, მის ახლობლებს, შვილებსა და შვილიშვილებს ეფინება.








--------------------

"მოიპოვე სულიერი სიმშვიდე და შენს გარშემო სხვებიც გადარჩებიან."
წმ. სერაფიმე საროველი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
 
Reply to this topicStart new topic
გამოხმაურებები
A.V.M
პოსტი Nov 12 2011, 02:31 AM
პოსტი #2


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმიდესისა და უნეტარესის ილია II-ის საკვირაო ქადაგება

22 მაისი, 2005 წელი

სახელითა მამისათა და ძისათა და წმიდისა სულისათა!

ქრისტე აღდგა!

დღეს არის ისეთი დიდი წმიდანების ხსენება, როგორებიც არიან წმიდა ისაია წინასწარმეტყველი, წმიდა ნიკოლოზ საკვირველთმოქმედი და ღირსი მამა შიო მღვიმელი. მართლაც აღმატებულნი, რჩეულნი და ამაღლებულნი იყვნენ ისინი ერისაგან თვისისა.

უნდა ვიცოდეთ, რომ როცა ადამიანი ამქვეყნად მოდის, იგი უკვე არის ღვთისაგან რჩეული და ამაღლებული. და მან უნდა გააცნობიეროს, რისთვის მოვიდა ამქვეყნად, რაშია მისი დანიშნულება, სად არის მისი ადგილი, როგორ უნდა წარმართოს და დაასრულოს თავისი ცხოვრება.

როგორც ამბობს წმიდა დავით წინასწარმეტყველი, ადამიანის ამქვეყნიური ცხოვრება გრძელდება 70 ან 80 წელი, შეიძლება მეტიც. რა უნდა აკეთოს მან ამ ხნის მანძილზე?

უპირველეს ყოვლისა, ადამიანმა ამქვეყნად თავისი ადგილი უნდა იპოვოს და გააცნობიეროს, რომ იგი არის ღვთის წყალობის, ღვთის სიყვარულის შედეგი. ადამიანს უნდა ჰქონდეს მტკიცე და ჭეშმარიტი რწმენა, უნდა ჰქონდეს სიყვარული ღვთისა და დიდი სურვილი სასუფევლის დამკვიდრებისა და ნეტარებისა. ჩვენმა წინაპრებმა ასეთი დალოცვა იცოდნენ: `იხარეთ ორსავ სოფელსა შინა!~ ე.ი. ამქვეყნადაც და იქაც.

აფხაზეთში ჩემი მიტროპოლიტობის დროიდან მახსოვს ერთი მეუდაბნოე მონოზონი; საოცარი პიროვნება იყო! როგორც კი ლოცვას დაიწყებდა, მაშინვე იწყებდა ტირილს და ცრემლს ვერ აჩერებდა. იგი მრავალი წლის განმავლობაში ცხოვრობდა და მოღვაწეობდა უდაბნოში. ის მეუბნებოდა: `მე დედოფალი ვარ; მეფესავით ვცხოვრობ უდაბნოში!~ ასეთი საოცარი შინაგანი განცდა ჰქონდა, მისთვის სასუფეველი უკვე დაწყებული იყო აქ. და ეს ყოველი ადამიანისთვის ასეა: სასუფეველიცა და ჯოჯოხეთიც აქ, ამქვეყნად იწყება. ჩვენ რომ ვამბობთ, მეორედ მოსვლის ჟამს უფალი ადამიანებს უფლის ტახტის მარჯვენით და მარცხენით დააყენებსო, _ ეს პროცესი აქ უკვე დაწყებულია.
მაინც, რა უნდა ვაკეთოთ ჩვენ? უპირველეს ყოვლისა, სიკეთე უნდა ვთესოთ. ადამიანი სიყვარულს უნდა ასხივებდეს. მადლი არ ჩერდება ერთ ადამიანში. თუ იგი მადლს ჰპოვებს, მის გარშემო ათასობით და ათიათასობით ცხონდებიან. მადლი მრავლდება. ამასთან, რასაც მეტს გავცემთ მადლს და სიხარულს, მით უფრო მეტი გვემატება, უფრო მეტს გვანიჭებს უფალი.

ასეთი მადლმოსილი ადამიანები იყვნენ სამივე წმიდანი: ისაია წინასწარმეტყველი, წმიდა ნიკოლოზი და შიო მღვიმელი.

ჩვენ ვიცით, რომ ისაია წინასწარმეტყველი ქრისტეს შობამდე 700 წლით ადრე ცხოვრობდა. ის იყო მეფის შთამომავალი, დიდი პიროვნება. ერთხელ მას ასეთი ხილვა ჰქონდა: ნახა დიდებული ტაძარი, სადაც მამა ღმერთი ბრძანდებოდა! შეძრწუნდა ისაია წინასწარმეტყველი: `რა მეშველება მე, რომ ვიხილე უფალი საბაოთ!~ ამ დროს ექვსფრთიანი სერაფიმები ადიდებდნენ უფალს; ერთმა სერაფიმმა მოიტანა ნაკვერჩხალი და შეეხო ბაგეთა მისთა და განწმიდა იგი და მას მოესმა ხმა უფლისა: `ვინ გავაგზავნო ჩემს ერთან ჩვენგან~, ამას წმიდა სამება ბრძანებს. კი არ ამბობს უფალი `ვინ გავაგზავნო ჩემგან~, არამედ `ჩვენგან~. და ისაია წინასწარმეტყველი პასუხობს: `აი, მე ვარ, მე გამაგზავნე!~ ასე იწყება წმიდა ისაია წინასწარმეტყველის მოღვაწეობა.

ასეთივე მადლმოსილი იყო წმიდა ნიკოლოზი, რჩეული ერისაგან ღვთისა. საოცარია მისი ოჯახი, იმისი ცხოვრება. მთელი ოჯახი რჩეულია. მისი ბიძა იყო ეპისკოპოსი, მასაც ნიკოლოზი ერქვა. საგალობელში ვკითხულობთ: როგორც სახელია შენი, ისეთია ცხოვრება შენი. სახელი ნიკოლოზი ნიშნავს გამარჯვებულს და ბედნიერია ის ადამიანი, რომელიც იმარჯვებს თავის თავზე, თავის ვნებებზე, თავის ცოდვებზე, ადამიანი, რომელიც მართალია ეცემა, მაგრამ ისევ დგება და ისევ აგრძელებს ცხოვრების გზას! ასეთი დიდებული და რჩეული იყო წმიდა ნიკოლოზი. მისთვის დამახასიათებელი იყო ის, რომ იგი კეთილ საქმეს საიდუმლოდ აკეთებდა.

მისი ცხოვრება და მისი მოღვაწეობა, _ ყველაფერი არის სასწაულებრივი! საოცრად მოწყალეა წმიდა ნიკოლოზი. იგი ეხმარება ყველას, ყოველ ადამიანს, ვინც შეწევნას სთხოვს და ეხმარება სწრაფად. აი, ამიტომ მას დახმარებისთვის მიმართავენ არა მარტო ქრისტიანები, არამედ მუსულმანებიც. მე მინახავს, როცა მუსულმანები მიდიოდნენ წმიდა ნიკოლოზის ხატთან და ლოცულობდნენ მის წინაშე!

ასეთივე დიდი მადლით იყო მოსილი შიო მღვიმელი. ზოგიერთი ფიქრობს, რომ მოვა ეკლესიაში, დაანთებს სანთელს და ეს საკმარისია. ადამიანმა რომ მიიღოს მადლი, საჭიროა დიდი სულიერი მოღვაწეობა.

ცნობილია, რომ შიო მღვიმელი სირიიდან იყო. იგი საკმაოდ ძლიერი ოჯახის ერთადერთი ვაჟი გახლდათ. როცა შიომ იოანე ზედაზნელი გაიცნო, დაარიგა თავისი ქონება, მივიდა მასთან და მორჩილებაში იმყოფებოდა 20 წლის განმავლობაში. დღეს ეკლესიაში რომ მოდიან ადამიანები, უცებ უნდათ ავიდნენ სულიერ სიმაღლეებზე, ასე არ ხდება. შიო მღვიმელი 20 წლის განმავლობაში მორჩილი იყო! იოანე ზედაზნელი თავის მოწაფეებთან ერთად ასურეთიდან საქართველოში რომ მოვიდა, შიო ისევ თავისი მოძღვრის მორჩილებაში იმყოფებოდა და მხოლოდ შემდეგ დაიწყო მან დამოუკიდებელი მოღვაწეობა.

ღირსმა მამა შიომ დააარსა შიომღვიმის მონასტერი. იგი მღვიმეში ჩავიდა და იქ ლოცულობდა თავისი ქვეყნისათვის, მთელი კაცობრიობისათვის. მისმა მოღვაწეობამ დიდი ნაყოფი გამოიღო და დღესაც და მარად იქნება დიდება მისი სახელისა!

კიდევ ერთხელ მინდა გთხოვოთ ყველას, _ ღრმად ჩაუფიქრდეთ თქვენს ცხოვრებას. ვიფიქროთ ყველამ - რას ვაკეთებთ, ვინ ვართ ჩვენ და სად მივდივართ. უფალი ბრძანებს: `სადაც არს საუნჯე შენი, მუნ არს გული შენი~. აი, ამიტომ, უპირველეს ყოვლისა, ჩვენ უნდა დავაგროვოთ სულიერი საუნჯე და იქ იქნება გული ჩვენი.
შეგეწიოთ სამივე წმიდა მამა თქვენ და სრულიად საქართველოს! ღვთის მადლით და ჩვენი წმიდანების, ჩვენი წინაპრების ლოცვით დაწყებულია სულიერი აღმავლობა საქართველოსი! ეს არის ღვთის წყალობა და არა ჩვენი დამსახურება!

ჩვენთან არს ღმერთი!

დალოცვილი და გახარებული გამყოფოთ ღმერთმა თქვენ და სრულიად საქართველო, ამინ!


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში
Irine   პატრიარქის ქადაგებები   Aug 25 2006, 09:00 PM
tekla   ზოგიერთი მშობელი ა...   Aug 30 2006, 02:24 PM
მარიამი   ქართული ენა არის ღ...   Aug 30 2006, 02:30 PM
iako   ღვთივკურთხეულო სა...   Aug 30 2006, 07:57 PM
salome   * * * სიყვარული მრავ...   Sep 3 2006, 12:12 AM
salome   *** ჩვენს სხეულს სიც...   Sep 3 2006, 12:34 AM
salome   პატრიარქი გვირჩევ...   Sep 16 2006, 11:59 PM
guja   როგორ შეიძლება ქრი...   Sep 27 2006, 07:46 AM
Georg   საქართველოს კათოლ...   Oct 3 2006, 06:18 PM
fea   '' ყოველ ადამიან...   Oct 19 2006, 10:12 PM
Solomonia   რთულია ადამიანის ც...   Oct 21 2006, 08:17 PM
გუჯა   [b][size=3]საშობაო ეპისტ...   Jan 7 2007, 04:33 AM
ადამიანი   გუჯა გაიხარე! :)   Jan 7 2007, 05:01 AM
tati87   სამწუხაროდ ვერ მოვ...   Jan 8 2007, 03:19 PM
Irine   "ნარკომანობა სამ...   Feb 18 2007, 05:57 PM
van111   [size=3][b]ucmidesisa da unetaresis, sruliad saqar...   Feb 25 2007, 12:24 AM
ana-xatia   van111 უწმიდესისა და უ...   Feb 25 2007, 01:53 AM
van111   ana-xatia :) გაიხარე ana-xatia, დ...   Feb 25 2007, 01:57 AM
ნიკოლოზ_V   van111 ana-xatia დიდი მადლობ...   Feb 25 2007, 09:51 PM
იოანა   ნაწყვეტი უწმინდეს...   Jul 1 2007, 07:46 PM
kato_Bato   იოანა :მპუა: გაიხარ...   Jul 1 2007, 07:47 PM
იოანა   kato_Bato გეწეოდეს მადლი...   Jul 1 2007, 08:03 PM
kato_Bato   იოანა :მპუა: შენთან...   Jul 1 2007, 08:04 PM
კანუდოსელი   აქ რა მტლაშა მტლუშ...   Jul 2 2007, 06:35 PM
იოანა   კანუდოსელი ნაწყვ...   Jul 2 2007, 08:25 PM
marine   "ჩემი მოღვაწეობი...   Jul 20 2007, 11:26 AM
მარიამი   უწმინდესის ძველ ქა...   Nov 14 2007, 10:26 PM
marine   ამ რამდენიმე დღის...   Nov 15 2007, 03:19 PM
solomony   პატრიარქის ყველა ქ...   Dec 22 2007, 02:17 AM
მარიამი   სათხოვარი მაქვს... ...   Feb 6 2009, 02:50 PM
.:Lela:.   სათხოვარი მაქვს... ...   Feb 6 2009, 06:29 PM
mtawmindeli   მართლა საინტერესო ...   Feb 9 2010, 03:56 PM
.ნინო   უწმინდესი და უნეტა...   Dec 10 2010, 01:24 PM
lingvo   RE: პატრიარქის ქადაგებები   Dec 10 2010, 03:43 PM
A.V.M   უწმიდესისა და უნეტ...   Nov 12 2011, 01:17 AM
A.V.M   საქართველო და გლობ...   Nov 12 2011, 01:51 AM
A.V.M   გამომეცხადა სახიე...   Nov 12 2011, 02:04 AM
A.V.M   უწმიდესისა და უნეტ...   Nov 12 2011, 02:20 AM
A.V.M   სრულიად საქართველ...   Nov 12 2011, 02:31 AM
A.V.M   სრულიად საქართველ...   Nov 12 2011, 02:45 AM
A.V.M   უწმინდესი და უნეტა...   Nov 12 2011, 01:56 PM
A.V.M   დღეს ჩვენ უნდა ვიფ...   Nov 12 2011, 02:59 PM
A.V.M   ქებაჲ და დიდებაჲ ქ...   Nov 12 2011, 08:28 PM
A.V.M   უწმიდესისა და უნეტ...   Nov 12 2011, 08:53 PM
A.V.M   უწმიდესისა და უნეტ...   Nov 12 2011, 09:03 PM
A.V.M   მოკლედ ყველას კიდე...   Jan 19 2012, 02:12 AM
A.V.M   ერთი ძველი ქადაგებ...   Feb 24 2012, 09:00 PM
A.V.M   ილია მეორე - როგორ შ...   Oct 8 2012, 02:53 AM
A.V.M   სრულიად საქართველ...   Oct 16 2012, 02:41 AM
A.V.M   ილია მეორე - ყველაზ...   Oct 28 2012, 03:23 PM
A.V.M   ილია მეორე - უფლისკ...   Nov 5 2012, 02:09 AM
A.V.M   ილია მეორე - იფიქრე...   Dec 17 2012, 02:02 AM
A.V.M   პატრიარქმა ღმერთი...   Dec 31 2012, 07:59 PM
A.V.M   ილია მეორე - ხშირია,...   Feb 3 2013, 02:40 PM
A.V.M   რომ შეიძლებოდეს, დ...   Feb 8 2013, 09:32 PM
A.V.M   უსიამოვნება, რომელ...   Feb 10 2013, 09:38 PM
A.V.M   ილია მეორე - საქართ...   Feb 15 2013, 08:51 PM
A.V.M   ილია მეორე - ადამია...   Feb 17 2013, 02:01 PM
A.V.M   ილია მეორე - კრიტიკ...   Mar 3 2013, 09:35 PM
A.V.M   სამებაში ხვალიდან ...   Mar 11 2013, 02:35 AM
A.V.M   პატრიარქმა უცხოეთ...   Mar 14 2013, 09:37 PM
A.V.M   პატრიარქმა მრევლს ...   Mar 17 2013, 09:17 PM
marine   შენდობა რომ ითხოვა...   Mar 19 2013, 04:03 PM
A.V.M   ილია II - როცა ადამია...   Apr 14 2013, 03:09 PM
A.V.M   ბზობა 28 აპრილს ბზო...   Apr 28 2013, 11:17 PM
A.V.M   ილია მეორე - ადამია...   May 3 2013, 12:44 AM
A.V.M   ილია II - ჩვენ გვიცავ...   May 7 2013, 12:41 AM
A.V.M   ილია მეორე – საქარ...   May 26 2013, 07:11 PM
A.V.M   ილია მეორე - საზოგა...   Jun 17 2013, 01:44 AM
A.V.M   პატრიარქმა მრევლს ...   Jun 24 2013, 01:06 AM
A.V.M   ილია მეორე - ვერავი...   Jul 21 2013, 03:21 PM
A.V.M   15:17 / 04-08-2013 პატრიარქი ა...   Aug 4 2013, 10:29 PM
A.V.M   14:27 / 25-08-2013 ილია მეორე - ...   Aug 25 2013, 08:55 PM
marine   "პატრიარქის ქადა...   Sep 2 2013, 01:17 PM
A.V.M   კათოლიკოს პატრიარ...   Sep 17 2013, 12:59 AM
A.V.M   პატრიარქი - ადამია...   Sep 21 2013, 11:23 PM
A.V.M   გთავაზობთ კათოლიკ...   Sep 29 2013, 03:30 PM
A.V.M   ილია მეორე - ერი, რო...   Oct 13 2013, 05:34 PM
A.V.M   ილია მეორე - აღვავლ...   Nov 10 2013, 09:44 PM
A.V.M   გიორგობასთან დაკა...   Nov 23 2013, 11:51 PM
A.V.M   100 წლის წინ ვერავინ ...   Dec 22 2013, 10:13 PM
A.V.M   ილია მეორე - მრავალ...   Jan 12 2014, 03:24 PM
A.V.M   დღეს განსაკუთრები...   Jan 19 2014, 08:00 PM
A.V.M   პატრიარქმა თავმდა...   Feb 9 2014, 11:41 PM
A.V.M   ილია მეორე - ეცადეთ,...   Mar 2 2014, 08:08 PM
A.V.M   "ყველაფერი უნდა გ...   Mar 17 2014, 01:02 AM
A.V.M   ილია მეორე - ჩვენ ვც...   Mar 30 2014, 11:42 PM
A.V.M   საქართველოს მართლ...   May 7 2014, 02:13 AM
A.V.M   ილია მეორე - უფალს უ...   May 18 2014, 10:01 PM
A.V.M   ილია მეორე - ვინც თე...   May 25 2014, 04:06 PM
A.V.M   პატრიარქის ქადაგე...   Jun 22 2014, 09:36 PM
A.V.M   ილია მეორე - არ უნდა...   Jul 27 2014, 08:24 PM
A.V.M   ვმადლობ ღმერთსა და...   Aug 3 2014, 11:24 AM
A.V.M   პატრიარქმა დღეს რწ...   Aug 10 2014, 06:30 PM
A.V.M   პატრიარქი - ყველაფ...   Aug 18 2014, 12:09 PM
A.V.M   ატრიარქი - თუ ადამი...   Aug 24 2014, 09:11 PM
A.V.M   ილია II: საქართველო ...   Aug 30 2014, 02:14 AM
A.V.M   პატრიარქმა მედიას ...   Sep 28 2014, 11:48 PM
A.V.M   პატრიარქი: ქართველ...   Oct 10 2014, 12:42 AM
A.V.M   ილია მეორე - აღვირა...   Oct 12 2014, 03:03 PM
2 გვერდი V  1 2 >


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 2 მომხმარებელი (მათ შორის 2 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 10th November 2024 - 10:05 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი