ჩვენი თვალით დანახული პატრიარქი |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ჩვენი თვალით დანახული პატრიარქი |
afxazi |
Jun 28 2011, 03:50 PM
პოსტი
#1
|
დავითი ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე პოსტები: 8,814 რეგისტრ.: 7-March 07 წევრი № 1,291 |
ასეთი თემა მინდა გავხსნა.
ეს თემა შეიძლება ბევრს არ მოეჩვენოს დადებითი შინაარსისა, მაგრამ ვარწმუნებ ეს ასე არ არის. ზოგადად როდესაც პიროვნების შესახებ მეორე ადამიანს უნდა პატივისცემა გამოხატოს, მას არც ის უნდა მიაწეროს რაც არ არის და არც ის უნდა უარყოს, რაც მას ახასიათებს. საინტერესო იქნება როგორ ვუყურებთ ამ ბუმბერაზ პიროვნებას. რა იყო და არის მნიშვნელოვანი მის ცხოვრებაში, რა გააკეთა მან ისეთი, რამაც მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ერის ცხოვრებაში. კვლავ ვიმეორებ, ეს თემა არ ისახავს პატრიარქის შეფასებას (ეს ისტორიის საქმეა), მე მინდა უბრალოდ ვისაუბროთ მის მოღვაწეობაზე. რა მხოდა მისი პატრიარქობის პერიოდში. ვფიქრობ მავანთა მხრიდან მისი უწმინდესობის დაუფასებლობისა სწორედ იმ პერიოდის არ ცოდნაა, როდესაც პატრიარქი ილია II მოღვაწეობდა. -------------------- სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის კლიმენტი ალექსანდრიელი |
A.V.M |
Nov 12 2011, 02:44 PM
პოსტი
#2
|
მადლობა ამ ფორუმს! ჯგუფი: Senators პოსტები: 13,742 რეგისტრ.: 14-June 11 მდებარ.: ფორუმს გარეთ წევრი № 11,203 |
ნუთუ, უფლება გვაქვს, მოგმართოთ?!
თქვენ გვირჩევთ, ჩვენ კი არ გიჯერებთ... თქვენ გვაკურთხებთ, ჩვენ კი არც ვლოცულობთ... თქვენ გვასწავლით, როგორ ვაჩუქოთ სხვებს ღიმილი, ჩვენ კი მათ მაინც ვტანჯავთ... თქვენ ცდილობთ, გვიხსნათ დაღუპვისგან, ჩვენ კი საოცარი სისწრაფით მივექანებით უფსკრულისაკენ... თქვენ ცდილობთ, დაეხმაროთ წამალზე დამოკიდებულ ადამიანებს, ჩვენ კი უფრო და უფრო ვშორდებით ჯანსაღ ცხოვრებას... თქვენ აკურთხებთ მრავალშვილიან ოჯახებს, ჩვენ კი დღითიდღე ვმცირდებით... თქვენ ლოცავთ ჩვენს შვილებს, ჩვენ კი ხელს ვუშლით მათ დაბადებას... თქვენ თავად გვიჩვენებთ სიმშვიდის მაგალითს, ჩვენ კი ვმრისხანებთ... თქვენ ლოცავთ და გებრალებათ ისინი, ვინც გებრძვით, ჩვენ კი ბოროტს მივაგებთ მათ... თქვენ იჩოქებთ მრევლის წინაშე და შენდობას სთხოვთ სულიერ შვილებს, ჩვენ კი ერთმანეთს ვერ მივუტევებთ... თქვენ გვასწავლით, როგორ შევინარჩუნოთ ჩვენი, ჩვენ კი მივილტვით სხვისკენ... თქვენ სიმტკიცის მაგალითს გვიჩვენებთ, ჩვენ კი უფრო და უფრო ვსუსტდებით... თქვენ ნატრობთ ქართველების გაერთიანებას, ჩვენ კი დღითიდღე ვქუცმაცდებით... ამ “გათითოკაცებულ ქართველობაში” თქვენ ხართ ის კაცი, ვისი სიბრძნეც გადაგვარჩენდა, ჩვენ კი არ გისმენთ... თქვენ გვასწავლით, როგორ ვიცხოვროთ, ჩვენ კი ვიხოცებით და სხვებსაც ვკლავთ... და ამ ყველაფრის შემდეგ, ნუთუ, გვაქვს უფლება, მოგმართოთ?!. ... თუმცა ... სიდიდე და სიდიადე ესაა: თქვენ შეგიძლიათ, გულში ჩაიკრათ “დაბრუნებული უძღები შვილი”. ვიცი, რომ თქვენი უწმინდესობა ხელს არ აიღებს ჩვენს განწირულ ერზე, მჯერა, რომ უფლისადმი თქვენი მხურვალე ლოცვა და ჩვენდამი თქვენი უსაზღვრო სიყვარულია ის, რაც გადაგვარჩენს, გაგვამთლიანებს, გაგვაძლიერებს და აღგვამაღლებს... ეკატერინე მაღალდაძე -------------------- აბა ჰე და აბა ჰო!
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 27th September 2024 - 12:58 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი