პატრიარქის ქადაგებები, (ბეჭდური ვერსია) |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
პატრიარქის ქადაგებები, (ბეჭდური ვერსია) |
Irine |
Aug 25 2006, 09:00 PM
პოსტი
#1
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 172 რეგისტრ.: 16-August 06 წევრი № 63 |
ყველას ძალიან გთხოვთ, აქ დავწეროთ ნაწყვეტები პატრიარქის ქადაგებებიდან
ბედნიერის ის ადამიანი, რომელსაც ღვთის იმედი აქვს. ეს იმას ნიშნავს, რომ მას აქვს რწმენა, სიყვარული და სასოება. როცა ადამიანი კარგავს ყოველივე ამას, როცა საკუთარი ნებით მოქმედებს და სურს, თავისი ძალით მოიწყოს ბედნიერი ცხოვრება, ამ შემთხვევაში, ხშირად უფალი ადამიანს ან ერთს რაიმე მძიმე განსაცდელს უგზავნის. განსაცდელი ადამიანს იმიტომ კი არ მოევლინება, რომ ღმერთს მისი დასჯა სურს, არამედ, უპირველეს ყოვლისა, იმიტომ, რომ ადამიანს რწმენა მოეცეს. უფალი ამ განსაცდელით ცდილობს ადამიანს თუ ერს ჭეშმარიტი სარწმუნოება დაუბრუნოს. * * * თაობათა ერთობა და ერთსულოვნება დღეს ჩვენი ქვეყნისათვის სასიცოცხლო მნიშვნელობისაა. ეშმაკი ჰყოფს და აპირისპირებს, ღმერთი კი აერთიანებს და არიგებს. * * * ღმერთმა ინებოს, რომ ყოველი თქვენგანი მადლით სავსე გავიდეს ტაძრიდან. * * * ღრმა აზროვნებასთან ზიარება ბავშვს მეტად გაუადვილებს სხვა საგნების ათვისებას. ამასთან, ჩვენ აღვზრდით ნამდვილად ჭკვიან ახალგაზრდებს, რომლებიც იცხოვრებენ და იმოქმედებენ არა მხოლოდ ემოციებით, თავისუფალნი იქნებიან მაქსიმალიზმისაგან და ჩვენზე უფრო გონიერად, რწმენითა და სიმართლით წარმართავენ ცხოვრებას. * * * მე მხატვარი არ ვარ, მაგრამ ხატვის დროს ვისვენებ. ძალიან მძიმეა ჯვარი კათოლიკოს-პატრიარქისა, მასაც სჭირდება დასვენება, და ხატვა ამაში ძალიან მეხმარება. * * * თუ არა ქრისტიანული მადლით ძალმოსილება, როგორ შეძლება ურიცხვ მტერთან ბრძოლით მოღლილი ხალხი, რომ აღეშენებინა ჩვენს მცხეთაში ცას მიბჯენილი სვეტიცხოველი, თბილისისა და ბოლნისის სიონი... * * * ჩვენ უპირველესად გაჭირვებულებს უნდა დავეხმაროთ, რომლებიც შორს არიან ღვთისა და ეკლესიისაგან. მიმაჩნია, რომ ყველაზე გაჭირვებული სწორედ ისაა, ვინც ურწმუნოა, გზასაცდენილი და სხვასაც აცდენს. * * * როცა ადამიანი კეთილ საქმეს აკეთებს, მასზე გარდამოედინება მადლი სულისა წმიდისა, რაც მთელ მის სახლს, მის ახლობლებს, შვილებსა და შვილიშვილებს ეფინება. -------------------- "მოიპოვე სულიერი სიმშვიდე და შენს გარშემო სხვებიც გადარჩებიან." წმ. სერაფიმე საროველი |
A.V.M |
Nov 12 2011, 02:59 PM
პოსტი
#2
|
მადლობა ამ ფორუმს! ჯგუფი: Senators პოსტები: 13,742 რეგისტრ.: 14-June 11 მდებარ.: ფორუმს გარეთ წევრი № 11,203 |
დღეს ჩვენ უნდა ვიფიქროთ, თუ რა მოვალეობა აკისრია ჩვენს ცხოვრებაში ქალს, როგორია მისი როლი. ბოლო საუკუნეებში მამაკაცები და დედაკაცები ერთმანეთს გაუთანასწორეს. ამით თითქოს კარგი გააკეთეს ქალისათვის. სინამდვილეში, ეს ძალიან ცუდია. მაგალითად, რუსეთში, ქალები მძიმე სამუშაოზე მუშაობენ რკინიგზაში, გზებზე, ასფალტის დაგებაზე. მადლობა ღმერთს, რომ ჩვენთან ასე არ ხდება.
ეს ყველაფერი მოხდა იმიტომ, რომ ქალი გამოვიდა ოჯახიდან. როდესაც ოჯახს გაუჭირდა და მამის ხელფასი უკვე აღარ ყოფნის მას, დედაც იძულებულია, იმუშაოს. მთავარი მოვალეობა დედისა, ღვთის ლოცვა-კურთხევა, რომელიც ქალს აკისრია, - ეს არის შვილების გაჩენა და გაზრდა. . . . ქალი გამოვიდა ოჯახიდან და კერა გაცივდა, ჩაქრა; სითბო აღარ არის ოჯახში და ბავშვები უპატრონოდ დარჩნენ. მათ დღეს ქუჩა ზრდის. ჩვენ გვინდა, რომ კარგი მომავალი გვყავდეს, მაგრამ როგორ გვეყოლება, თუკი ჩვენი შვილები ქუჩაში გაიზრდებიან?. . . მე ვფიქრობ, სამი რგოლი - ოჯახი, სკოლა და ეკლესია ერთმანეთს უნდა დაუკავშირდეს და ბავშვების აღზრდა სამივეგან უნდა ხდებოდეს. აი, ამიტომაა ძალიან მნიშვნელოვანი ქალის როლი; ამიტომაა საპასუხისმგებლო ღვთის, ჩვენი სამშობლოსა და ერის წინაშე ქალის როლი, უფრო საპასუხისმგებლო, ვიდრე მამაკაცის. უწმიდესი და უნეტარესი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II საკვირაო ქადაგება, სიონის საპატრიარქო ტაძარი. 11 მაისი, 2003 წელი -------------------- აბა ჰე და აბა ჰო!
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 23rd September 2024 - 01:15 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი