აბო-ქართველი წმინდანი? |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
აბო-ქართველი წმინდანი? |
ზებედე |
Jul 12 2007, 06:25 AM
პოსტი
#1
|
ზეციკეთი ჯგუფი: Members პოსტები: 4,332 რეგისტრ.: 27-July 06 წევრი № 19 |
სამწუხაროდ, თემა დახურეს, სადაც მინდოდა გამერკვია რას ნიშნავს გამოთქმა "ქართველნო ერთად ღვთისაკენ" მაგრამ არგუმენტების არ ქონის გამო თემა დახურეს...თუმცა გამოიკვეთა ერთ-ერთი აზრი იმაზე, რომ ეროვნებით არაქართველი მოწამეეები, რომლებიც საქართველოში ეწამნენ ქრისტესთვის, ქართველი წმინდანები არიან. ჩემთვის გაუგებარია რატომ არის აბო ტფილელი ქართველი წმინდანი? იმიტომ რომ საქართველოში ეწამა? ეს ფილეტიზმი არ არის? მე მგონი უფრო სწორია საქართველოში წამებული წმ. აბო, და არა ქართველი წმინდანი აბო. თუ ქართველი წმ. აბოს ლოგიკით ვიმსჯელებთ მაშინ წმ. გრიგოლ ფერაძე (ვარშავაში წამებული), ანთიმოზ ივერიელი (უცხოეთში წამებული, მოღვაწეობდა რუმინეთში) ქართველი წმინდანები არ ყოფილან, რადგან საქართველოს ეკლესიაში არ წამებულან ან სხვაგან მოღვაწეობდნენ....
-------------------- მზეო ამოდი, ამოდი ნუ ეფარები გორასა წიწილის თეთრი ბუმბული, ველად გაჰქონდა ნიავსა |
karpaki |
Nov 13 2011, 08:07 PM
პოსტი
#2
|
✞✞✞ ჯგუფი: Members პოსტები: 3,571 რეგისტრ.: 27-May 10 მდებარ.: ★ ° ☾ ☆ წევრი № 8,914 |
სერბეთის მართლმადიდებლური ეკლესიის პატრიარქი პავლე, ერისკაცობაში გოიკო სტოიჩევიჩი.
http://www.tbiliselebi.ge/index.php?mas_id...id=7&jurn_id=49 ეს საოცარი პატრიარქი მიყვარს ძალიან პატრიარქ პავლეს ეკუთვნოდა შემდეგი გამოთქმა: „შეუძლებელია, დედამიწა ვაქციოთ სამოთხედ, მაგრამ ხელი უნდა შევუშალოთ მის ჯოჯოხეთად ქცევას”. „თუკი ყველაფერს თავისი დრო აქვს, ვილოცოთ, რომ ჩვენი ცხოვრების წლები იქცეს ქრისტიანულ და ზოგადსაკაცობრიო ფასეულობათა განახლების ჟამად, უფალმა მოგვმადლოს ჟამი თავისუფლებისა, სიმართლისა, თანხმობისა, თავდადებისა, შრომისა და, ბოლოს, ჟამი გამაერთიანებელი სიყვარულისა”. 1991 წლიდან სერბეთში ინსპირირებული ომი მძვინვარებდა. სერბეთის პატრიარქი ცდილობდა ხალხის გამხნევებას, სიმტკიცის შენარჩუნებას. 1996 წელს უწმიდესი პავლე იმყოფებოდა საქართველოში და ის შეხვდა უწმიდესსა და უნეტარესს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია მეორეს. -------------------- შენ გეკითხები, მიპასუხე, ძმაო, ალმასხან,
ცეცხლი გრძნობისა, ხანძრის ცეცხლზე ნაკლი რითია? ხანძარი რაა! შავი ზღვა რომ თავზე დამასხან, ვერ ჩააქრობენ, მე რომ გულში ცეცხლი მინთია! _________________________________________________________________________ უთქვენოდაც კარგად ვარ :( _________________________________________________________________________ |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 23rd September 2024 - 12:41 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი