სხვა პატრიარქები, ამ თემაში ვისაუბრებთ პატრიარქებზე (ილია II-ს გამოკლებით) |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
სხვა პატრიარქები, ამ თემაში ვისაუბრებთ პატრიარქებზე (ილია II-ს გამოკლებით) |
A.V.M |
Nov 13 2011, 07:33 PM
პოსტი
#1
|
მადლობა ამ ფორუმს! ჯგუფი: Senators პოსტები: 13,742 რეგისტრ.: 14-June 11 მდებარ.: ფორუმს გარეთ წევრი № 11,203 |
საქართველოს საკათალიკო ტახტს დიდი ისტორია აქვს.ამის გამო საინტერესო იქნება თუ ვისაუბრებთ იმ პატრიარქებზე,რომლებიც დიდი თუ მცირე ხნის წინ გარდაიცვალნენ.
ვისაუბროთ ამ თემაში მათ ცხოვრებასა და მოღვაწეობაზე... -------------------- აბა ჰე და აბა ჰო!
|
A.V.M |
Nov 14 2011, 04:56 PM
პოსტი
#2
|
მადლობა ამ ფორუმს! ჯგუფი: Senators პოსტები: 13,742 რეგისტრ.: 14-June 11 მდებარ.: ფორუმს გარეთ წევრი № 11,203 |
პატრიარქი კირიონ II(საძაგლიშვილი)
----------------------------------------- XIX საუკუნის 80-90-იანი წლებიდან ქართული პერიოდიკის ფურცლებზე ივერიელის, ნიქოზელისა და ლიახველის ფსევდონიმებით ხშირად იბეჭდებოდა საინტერესო წერილები და გამოკვლევები. საქართველოს ისტორია, საქართველოს ეკლესიის ისტორია, ეთნოგრაფია, ვეფხისტყაოსნისა და ქართლის ცხოვრების უძველესი ნუსხები, ნუმიზმატიკა, ხალხური სიტყვიერების ისტორია – აი ეს საკითხები, რომელიც აინტერესებდა ავტორს. წერილები გამოირჩეოდნენ საკვლევი საკითხის ღრმა ცოდნითა და ეროვნული ჩაგვრით შეწუხებული სამშობლოს დიდი სიყვარულით. საძაგელოვ-ლიახველ-ივერიელი გიორგი საძაგლიშვილი – ეპისკოპოსი კირიონი, სრულიად საქართველოს კათოლოკოზ-პატრიარქი კირიონ II XIX საუკუნის 80-90-იანი წლების ქართული ინტელექტუალური საზოგადოების ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელია. იგი აღიზარდა თერგდალეულთა სულისკვეთებაზე და მთელი თავისი საქმიანობაც იმ დიდი მიზნის განხორციელებას მოახმარა, რომელიც ილია ჭავჭავაძემ ლელთ ღუნიას პირით საქართველოს უთხრა — ჩვენი თავი ჩვენადვე გვეყუდნეს. — ამ მიზნის პრაქტიკული რეალიზაცია XIX საუკუნის 60-70-იან წლებში შეუძლებელი იყო, ვინაიდან ქართული ეროვნული ცნობიერება ცარიზმის რუსიფიკატორული კოლონიური პოლიტიკის წყალობით იმდენად დაქვეითებული იყო, რომ ქართველი ხალხის დიდი ნაწილი ღრმა პესიმიზმს მოეცვა, ნაწილი კი საკუთარი ეროვნული კულტურისა და ისტორიისადმი ნიჰილისტურად იყო განწყობილი. ასეთ ვითარებაში სამშობლო ქვეყნის ისტორიისა და კულტურისადმი სამსახური გმირობის ტოლფასი იყო, იგი მრავალი დაბრკოლებისა და უსიამოვნების გადალახვას მოითხოვდა. მამულიშვილობის მძიმე ტვირთის მხრებით ტარება მხოლოდ გიორგი საძაგლიშვილის მსგავს ერთეულებს შეეძლოთ – ყველაფერი მობეზრდება მამულიშვილს გარდა მამულიშვილობისა – ამ სიტყვებით გამოხატა კირიონ II-მ თავისი ცხოვრების კრედო. ქართული ისტორიოგრაფიაში სრულიად საქართველოს კათოლიკოზ-პატრიარქისა და ცნობილი მეცნიერის კირიონ II შესახებ ძალიან ცოტა არის ნათქვამი. პირველი ბიოგრაფიული ნარკვევი 1917 წელს გამოაქვეყნა მოსე ჯანაშვილმა[1], მოკლედ არის გადმოცემული კირიონ II-ის ბიოგრაფია და ნაჩვენებია ის თავდადებული ბრძოლა, რომელსაც კირიონ II ეწეოდა ქართული ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენისათვის, კირიონის დევნა ოფიციალური ხელისუფლების მიერ, ბელგიაში კირიონის დაცვის საზოგადოების შექმნა და რუსეთის საიმპერატორო ხელისუფლების მიერ კირიონის გადასახლებიდან დაბრუნება. იქვე საინტერესო პარალელებია კირიონ I (599-610წწ.) და კირიონ II-ს შორის, მაგრამ ნაშრომში ავტორი ნაკლებ ყურადღებას აქცევს კირიონ II-ს სამეცნიერო მოღვაწეობას. კირიონ II-ის არქივის დიდი ნაწილი ინახება საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ინსტიტუტში, რომლის აღწერილობა ეკუთვნის ამავე ინსტიტუტის თანამშრომელს ელისო აბრამიშვილს[2]. მანვე გამოაქვეყნა საარქივო მასალების მოკლე მიმოხილვა, ძირითადად კირიონ II-ის ეპისტოლარული მემკვიდრეობა “მრავალთავში”[3]. კირიონ II-ის მოღვაწეობის შესახებ საინტერესო გამოკვლევა გამოაქვეყნა ბატონმა ვახტანგ გურგენიძემ ხელნაწერთა ინსტიტუტისა და საისტორიო არქივში დაცული მასალების საფუძველზე აღადგინა კათალიკოზ-პატრიარქის კირიონ II-ის მშფოთვარე ბიოგრაფიული ცხოვრება, აჩვენა ევროპელი და რუსეთის სამეცნიერო წრეების კირიონ II-სადმი – დიდი პატივისცემა და სიყვარული[4], მაგრამ ამ დიდი პიროვნების ღვაწლის ყოველმხრივი შესწავლა მომავლის საქმეა. კირიონ II, ერისკაცობაში გიორგი საძაგლიშვილი დაიბადა 1855 წელს გორის მაზრის სოფელ ნიქოზში სასულიერო პირის ოჯახში. მის წინაპრებს დიდი წვლილი მიუძღვით დიდოელთა, ინგუშთა შორის ქრისტიანობის გავრცელების საქმეში. იგი ჯერ ანანურის სასულიერო სკოლაში სწავლობდა. 1862 წელს გორის სასულიერო სასწავლებელში ჩაირიცხა. ამ დროს უკვე გამოიკვეთა ახალგაზრდა ყმაწვილის მამულიშვილური მისწრაფებანი. ცნობილი ხალხოსანი მწერალი სოფრომ მგალობლიშვილი იგონებს, რომ გიორგი საძაგლიშვილთან ერთად მოიარეს შიდა ქართლის თითქმის ყველა ისტორიული ადგილები, შემდეგ კი მოიხილეს მაღრანდვალეთის ქართული სიძველენი. 1876 წელს გიორგი საძაგლიშვილმა დაამთავრა თბილისის სასულიერო სემინარია და სწავლა გააგრძელა კიევის სასულიერო აკადემიაში, რომელიც ღვთისმეტყველების კანდიდატის ხარისხით დაამთავრა 1880 წელს და დაინიშნა ოდესის სასულიერო სემინარიის ინსპექტორის თანაშემწედ. 1883 წლიდან 1896 წლამდე საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში (გორი, თელავი, ქუთაისი, თბილისი) ეწეოდა პედაგოგიურ მოღვწეობას, ასწავლიდა ქართულ და რუსულ ენებს, საღმრთო ისტორიას, გეოგრაფიას. ყოვლად სამღვდელო კირიონი 1896 წელს დაინიშნა საქართველოს მონასტრების კეთილმოწესედ და კავკასიაში ქრისტიანობის აღმდგენელი საზოგადოების სკოლების ინსპექტორად, სადაც როგორც ქართველმა, კარგად მცოდნემ თავისი ერისა და ხალხის სულიერის საჭიროებისა, დაარსა 19 სამრევლო სკოლა. ააშენებინა სკოლები აწერისხევში, ვანათში, თიანეთში; ყველა სკოლას შეუქმნა წიგნთსაცავები და ბიბლიოთეკები. ამავე პერიოდში ქართულ და რუსულ ჟურნალ-გაზეთებში იგი აქვეყნებდა წერილებს, გამოკვლევებს საქართველოს ეკლესიის ისტორიაზე, ხალხურ ზეპირსიტყვიერებაზე, ქართულ ლიტერატურაზე, ივერიელის, საძაგელოვის, ლიახველის ფსევდონიმებით. -------------------- აბა ჰე და აბა ჰო!
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 26th September 2024 - 03:02 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი