ვინ არის იესო ქრისტე? |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ვინ არის იესო ქრისტე? |
Kanishtha-Adhikar |
Nov 11 2011, 07:30 PM
პოსტი
#21
|
Govinda das ჯგუფი: Members პოსტები: 131 რეგისტრ.: 4-May 11 მდებარ.: sukhum წევრი № 10,979 |
ამ კითხვაზე მსურს დამაკმაყოფილებელი პასუხის მიღება ბიბლიიდან.
მე ვთხოვ მართლმადიდებლობის კარგად მცოდნე ფორუმელებს, რომ გამომეხმაურონ და ამიხსნან, თუ ვინ არის იესო ქრისტე სინამდვილეში და რა დამოკიდებულება აქვს მამა ღმერთთან. მაინტერესებს როგორ წარმოაჩენს ქრისტეს პიროვნებას ბიბლია. იესოს შესახებ დაინტერესება ყველა ვაიშნავს აქვს და ასევე მეც. თუმცა მის შესახებ არ არის დოგმატური სწავლება ვაიშნავიზმში, მაინც გვესმის კრიშნას მიმდევრებს (ჩვენებური გადასახედიდან) თუ ვინ შეიძლება იყოს იგი. ეხლა სოხუმშიც ძალიან მომრავლდა ქრისტეს მრავალი მქადაგებელი: ე.წ. "იეღოველები", ორმოცდათიანელები, ბაპტისტები და საიენტისტები (მაპატიეთ თუ ზუსტი ტერმინოლოგიით ვერ გამოვთქვამ მათი კრების სახელებს). მე თითოეულ მათგანს ვესაუბრე იესოს შესახებ და თითქმის ყველამ განსხვავებულად წარმოაჩინა ქრისტეს არსი და პიროვნება. მე მესმის, რომ მართლმადიდებლობა სასტიკად ამხელს ასეთ სწავლებებს ქრისტეს შესახებ, როგორც მათ აქვთ და ვინაიდან ეს ასეა, მაშინ ეხლა თქვენ გთხოვთ ახსნას შესაბამის საკითხზე. იმედი მაქვს ამომწურავად იქნება პასუხები. წინასწარ გიხდით დიდ მადლობას ჰარე კრიშნა! პ.ს. ლელუაშვილი შენი იმედი მაქ -------------------- პიროვნება, რომლის არსება მთლიანად დაუპყრია კრიშნას ცნობიერებას, ყველაფერს სწირავს სულიერ ამაღლებას და მისი შენაწირიც აბსოლუტური სულიერებით არის აღბეჭდილი. იგი უსათუოდ დამკვიდრდება უფლის სასუფეველში(ბ.გ.4;24). |
lasha_k |
Nov 16 2011, 12:06 PM
პოსტი
#22
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 175 რეგისტრ.: 17-August 10 წევრი № 9,301 |
გამარჯობათ
ძალიან კარგი თემააა გახსნილი და მეც მომინდა რამე დამეპოსტა თუმცა ჩემს აზრს აქ არ დავწერ .......მეზობელ ფორუმიდან კერძოდ forum. ge - დან წავაწყდი მეტად საინტერესო პოსტს.... მინდა გითხრათ ძალიან მომეწონა ძალიან ზედმიწევნით და ჩამოყალიბებულად აქვს ძველი და ახალი აღთქმა შერწმული.....III ნაწილისგან შედგება და მინდა რომ ყველამ წაიკითხოს....ჩემი აზრით ამ სამ ნაწილში ნამდვილად სცემს პასუხს თუ ვინ არის იესო ქრისტე .... ყველაზე განსაცვიფრებელი, რაც კი ოდესმე თქმულა. [ნაწილი პირველი] ყველაფერს გააჩნია დასაწყისი რაც შექმნილია და რაც შექმნილს უკავშირდება. ''მეექვსე დღეს'' შემქმნელი ქმნის მას ვისაც შექმნილზე უნდა ებატონა: ''ეპატრონოს ზღვაში თევზს, ცაში ფრინველს, პირუტყვს, მთელს დედამიწას და ყველა ქვემძრომს, რაც კი მიწაზე დახოხავს'' [დაბადება 1:26] უდრო მეტიც (!) მისი შექმნისას ითქვა: ''შევქმნათ კაცი ჩვენი ხატისაებრ და მსგავსებისამებრ'' ადამიანი ღმერთის მსგავსია და ეს მსგავსება არ გამოიხატება ორი ფეხისა თუ ორი ყურის არსებობით; ღვთის სახე ადამიანში - ესაა მისი ყოფის ის სულიერი თვისებები, რომლებიც მას ღმერთს ამსგავსებენ; ის რითაც ადამიანი განსხვავდება ყველაფერი შექმნილისაგან. მის შექმნამდე სამყაროში არ არსებობდა არაფერი, რაც ღმერთის ნებისაგან დამოუკიდებელი იქნებოდა. ის სახე რომელიც შემქმნელს სურდა თავისგან გადაეცა ადამიანისათვის, აერთიანებს ისეთ მცნებას როგორიცაა - თავისუფლება [თავისუფალი არჩევანი]; ეს კი ნიშნავს, რომ სამყაროში ჩნდება ყოფა, რომელიც ღმერთისაგან დამოუკიდებელია. დღესაც (თუნდაც ფორუმზე) მოვკრავთ თვალს ბერძენი სოფისტების ლოგიკის გასავარჯიშებელი ფრაზის ნაირსახეობას, მაგალითად: ''თუ ღმერთი ყოვლისშემძლეა; შეუძლია ისეთი ქვა შექმნას, რომლის აწევასაც ვერ შეძლებს?'' ქრისტიანულმა ღვთისმეტყველებმა ამაზე უპასუხეს: ''- დიახ. ღმერთს ძალუძს ასეთი ყოფის შექმნა, და მან შექმნა კიდეც. ეს - ადამიანია. ყველაფერი ძალუძს უფალს, ერთის გარდა: გადაარჩინოს ადამიანი, რომელსაც თავად არ სურს ეს'' ღმერთს სურს ყველას გადარჩენა, მას უყვარს ყველა, რადგან მას უყვარს ადამიანი. ამიტომ ის განუწყვეტლივ ცდილობს დაეხმაროს მას... მაგრამ არჩევანს თავად ადამიანი აკეთებს და იგი თავისუფალია ანუ არსებობს ასარჩევი (რისგანაც ირჩევ) და შესაძლებლობა (მინიჭებული თავისუფალი არჩევანის უფლება) * * * დასაწყისში ღმერთმა აირჩია ერთი, განსაკუთრებული ხალხი და რამოდენიმე ასწლეული მოუნდა იმას, რომ შეეგნოთ: ვინაა ღმერთი; ის ერთია; მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ადამიანის სწორედ მოქცევა - სწორი არჩევანის კეთება - ''კვლა არ შეიძლება; მოპარვა/წართმევა არ შეიძლება; პატივი ეცი მშობელსა და მოყვარეს... '' და ა.შ. სანამ ადამიანი ყველაფერ ამას არ შეიგნებდა, ნაადრევი იყო ცხოვრების მთავარ ღირებულობა - სიყვარულზე - ლაპარაკი, რაც მასთან დაახლოების/გადარჩენის ერთადერთ გზას წარმოადგენს. სანამ არ აღსრულდებოდა ძველი აღთქმა, არ დაიდებოდა - ახალი [იერემია 31:31/34] ხოლო ''რაკი თქვა: ახალიო, დააძველა პირველი, ხოლო რაც ძველდება და ბერდება, ახლოა მოსპობასთან''[ებრაელთა 8:13], რაც აღსრულა კიდეც შემდგომში, როგორც ნათქვამი იყო: ''აჰა, დადგება დღეები და დავდებ ახალ აღთქმას'' * * * ეს განსაკუთრებული ხალხი ებრაელები გამოდგნენ და ძველი აღთქმა (თანახი - იუდეველთა''ბიბლია'') დაწვრილებით მოგვითხრობს ყველაფერ ზევით ნათქვამს - სხვა რელიგიებისაგან განსხვავებით ეს წიგნი ღვთის სიტყვის გარდა, თვალწინ გვიშლის ისტორიული განვითარების გზასაც. - რაში მდგომარეობდა ებრაელთა განსაკუთრებულება?! - ამ ერის დამახასიათებელი სპეციფიკური თვისებებით, რის მიხედვითაც აირჩა ისრაელი. სწორედ ეს თვისებები ეხმარება ებრაელებს ისე, როგორც სხვა არავის, რომ შეინარჩუნონ: საკუთარი თვითმყოფადობა; იდენტურობა; წერილი; გადმოცემა; საკუთარი იდეა .... და ეს ყველაფერი თითქმის უცვლელად ატარონ არა წლები და საუკუნეები, არამედ - ათასწლეულები. ხალხი - რომელსაც ენდო და ინახავდა ღვთის სიტყვას [რომაელთა 3:2], უნდა ყოფილიყო საკუთარ თავში კარგად: ჩაკეტილი, გამთლიანებული, გათავისებული; მჭიდროდ შეკრული გვაროვნული ძაფებით - როდესაც საერთო სისხლის ქონის გრძნობა ადვილად სძლევს ყოველგვარ პირადულ წყენას, დაპირისპირებას თუ ამბიციას. ერთი სიტყვით: ეს უნდა ყოფილიყო ყველაზე შეკრული, მიზანდასახული და პრაქტიკული ხალხი! ყველასათვის ცნობილია, რომ მხოლოდ ერთი ერი ფლობს ამ თვისებებს ისე კარგად, როგორც სხვა არავინ. * * * აქ შეიძლება ვინმემ თქვას: ''- თუ ღმერთმა მართლაც აირჩია ხალხი ამ დასახელებული თვისებების გამო, რატომღაც არა მგონია, რომ ღმერთი ოყოს ჭეშმარიტად კეთილი !'' - და ვინ თქვა, რომ არჩეულია ხალხი საუკეთესო მორალურ/ზნეობრივი თვისებებით?! არც ის თქმულა, რომ განსაკუთრებულობა მათ უპირატესობას აძლევს სულიერ განვითარებასა და გადარჩენაში. მთავარი კითხვა და საკითხის არსი შემდეგშია: - რა მიზნით აირჩა ეს ხალხი? პირველი მიზეზი უკვე ვახსენე - ესაა ღვთის სიტყვისა და ჭეშმარიტული ისტორიის საბუთების შენახვა და რაც მთავარია ერთი სიტყვის შეცვლის გარეშე! სწორედ მათზე დაყრდნობითაა შესაძლებელი სწორი შეხედულობა ჩამოყალიბდეს შემქმნელზე და ადამიანის ცხოვრების აზრზე. სხვა შემთხვევაში ჟამთა სვლა აუცილევლად იქონიებდა გავლენას და ასეთი ხალხის ისტორია შეიმოსებოდა მითებით... რაც მივიღეთ კიდეც სხვა ხალხებში. იუდეველთა წმინდა წერილში ყველაფერი მკაცრად განსაზღვრული, უცვლელი და ისტორიულია. არ ხდება არც ერთი პერსონაჟის გაღმერთება. წარმოებს ზუსტი ქრონოლოგია და მკაცრად დაცულია გვაროვნულობა. გეოგრაფიული ორიენტაციები ერთიმეორესთან სარწმუნო კავშირშია. ამაშია ერთი უეჭველი მხარე ებრაელთა არჩევისა. არის მეორეც [გაცილებით მნიშვნელოვანი]: - ისრაელი უნდა გამხდარიყო მესიანური იდეის შემნახველ/მატარებელი. დასაწყისს მოყვებოდა გაგრძელება, გაცილებით მნიშვნელოვანი და რაც მთავარია ის, რა დანიშნულებისთვისაც ძველი/დასაწყისი შეიქმნა. [''როდესაც შენდება ბაღი ერთი განსაზღვრული მიზნის - ნაყოფის - მისაღებად; ნაყოფის მიღების შემდეგ ბაღის არსებობას აზრი ეკარგება და აქტიური ფორმიდან გადადის პასიურში.''] მესიანური იდეას საკუთარ თავში მოქონდა ისრაელისათვის ერთდროულად დიდი უპირატესობა და ასევე დიდი განსაცდელი - ის პრაქტიკულად გამონაკლისის გარეშე თვლიდა, რომ მისი არჩევა ნიშნავს უმაღლეს შეფასებას ღვთის თვალში სხვა ხალხთან შედარებით. თავისი არჩევითობა ისრაელმა გაუთანაბრა მიწიერი ბედნიერების, წარმატებისა და პირველობის შეპირებას - აღთქმულ მესიას სწორედ ეს უნდა მოეტანა მათთვის. * * * ერთ დღეს ხალხს თავზარი დაეცა. მოულოდნელად ებრაელთა წიაღიდან გამოვიდა ადამიანი და იწყო ლაპარაკი იმდაგვარად: - თითქოს თავად იყო ყველაფერი არსებულის შემქმნელი ანუ ღმერთი; მისი თქმით მას შეეძლო ცოდვათა მიტევება; ის ამბობდა, რომ იყო ყოველთვის და ასევე, კიდევ დაბრუნდებოდა კაცობრიობის განსასჯელად;... ერთი სიტყვით, ის ამბობდა: - ყველაზე განსაცვიფრებელს, რაც ოდესმე თქმულა. [გაგრძელება (ძალიან) უახლოეს მომავალში] |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 26th September 2024 - 01:59 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი