IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> ვინ არის იესო ქრისტე?
Kanishtha-Adhikar
პოსტი Nov 11 2011, 07:30 PM
პოსტი #1


Govinda das
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 131
რეგისტრ.: 4-May 11
მდებარ.: sukhum
წევრი № 10,979



ამ კითხვაზე მსურს დამაკმაყოფილებელი პასუხის მიღება ბიბლიიდან.

მე ვთხოვ მართლმადიდებლობის კარგად მცოდნე ფორუმელებს, რომ გამომეხმაურონ და ამიხსნან, თუ ვინ არის იესო ქრისტე სინამდვილეში და რა დამოკიდებულება აქვს მამა ღმერთთან.
მაინტერესებს როგორ წარმოაჩენს ქრისტეს პიროვნებას ბიბლია.

იესოს შესახებ დაინტერესება ყველა ვაიშნავს აქვს და ასევე მეც.
თუმცა მის შესახებ არ არის დოგმატური სწავლება ვაიშნავიზმში, მაინც გვესმის კრიშნას მიმდევრებს (ჩვენებური გადასახედიდან) თუ ვინ შეიძლება იყოს იგი.

ეხლა სოხუმშიც ძალიან მომრავლდა ქრისტეს მრავალი მქადაგებელი: ე.წ. "იეღოველები", ორმოცდათიანელები, ბაპტისტები და საიენტისტები (მაპატიეთ თუ ზუსტი ტერმინოლოგიით ვერ გამოვთქვამ მათი კრების სახელებს).
მე თითოეულ მათგანს ვესაუბრე იესოს შესახებ და თითქმის ყველამ განსხვავებულად წარმოაჩინა ქრისტეს არსი და პიროვნება.
მე მესმის, რომ მართლმადიდებლობა სასტიკად ამხელს ასეთ სწავლებებს ქრისტეს შესახებ, როგორც მათ აქვთ და ვინაიდან ეს ასეა, მაშინ ეხლა თქვენ გთხოვთ ახსნას შესაბამის საკითხზე.

იმედი მაქვს ამომწურავად იქნება პასუხები.

წინასწარ გიხდით დიდ მადლობასsmile.gif
ჰარე კრიშნა!



პ.ს. ლელუაშვილი შენი იმედი მაქa075.gif


--------------------
პიროვნება, რომლის არსება მთლიანად დაუპყრია კრიშნას ცნობიერებას, ყველაფერს სწირავს სულიერ ამაღლებას და მისი შენაწირიც აბსოლუტური სულიერებით არის აღბეჭდილი. იგი უსათუოდ დამკვიდრდება უფლის სასუფეველში(ბ.გ.4;24).
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
 
Reply to this topicStart new topic
გამოხმაურებები
lasha_k
პოსტი Nov 16 2011, 12:06 PM
პოსტი #2


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 175
რეგისტრ.: 17-August 10
წევრი № 9,301



გამარჯობათ smile.gif

ძალიან კარგი თემააა გახსნილი და მეც მომინდა რამე დამეპოსტა smile.gif

თუმცა ჩემს აზრს აქ არ დავწერ .......მეზობელ ფორუმიდან კერძოდ forum. ge - დან წავაწყდი მეტად საინტერესო პოსტს.... მინდა გითხრათ ძალიან მომეწონა ძალიან ზედმიწევნით და ჩამოყალიბებულად აქვს ძველი და ახალი აღთქმა შერწმული.....III ნაწილისგან შედგება და მინდა რომ ყველამ წაიკითხოს....ჩემი აზრით ამ სამ ნაწილში ნამდვილად სცემს პასუხს თუ ვინ არის იესო ქრისტე ....

ყველაზე განსაცვიფრებელი, რაც კი ოდესმე თქმულა.

[ნაწილი პირველი]

ყველაფერს გააჩნია დასაწყისი რაც შექმნილია და რაც შექმნილს უკავშირდება.

''მეექვსე დღეს'' შემქმნელი ქმნის მას ვისაც შექმნილზე უნდა ებატონა: ''ეპატრონოს ზღვაში თევზს, ცაში ფრინველს, პირუტყვს, მთელს დედამიწას და ყველა ქვემძრომს, რაც კი მიწაზე დახოხავს'' [დაბადება 1:26]
უდრო მეტიც (!) მისი შექმნისას ითქვა: ''შევქმნათ კაცი ჩვენი ხატისაებრ და მსგავსებისამებრ''
ადამიანი ღმერთის მსგავსია და ეს მსგავსება არ გამოიხატება ორი ფეხისა თუ ორი ყურის არსებობით; ღვთის სახე ადამიანში - ესაა მისი ყოფის ის სულიერი თვისებები, რომლებიც მას ღმერთს ამსგავსებენ; ის რითაც ადამიანი განსხვავდება ყველაფერი შექმნილისაგან.

მის შექმნამდე სამყაროში არ არსებობდა არაფერი, რაც ღმერთის ნებისაგან დამოუკიდებელი იქნებოდა. ის სახე რომელიც შემქმნელს სურდა თავისგან გადაეცა ადამიანისათვის, აერთიანებს ისეთ მცნებას როგორიცაა - თავისუფლება [თავისუფალი არჩევანი]; ეს კი ნიშნავს, რომ სამყაროში ჩნდება ყოფა, რომელიც ღმერთისაგან დამოუკიდებელია.

დღესაც (თუნდაც ფორუმზე) მოვკრავთ თვალს ბერძენი სოფისტების ლოგიკის გასავარჯიშებელი ფრაზის ნაირსახეობას, მაგალითად: ''თუ ღმერთი ყოვლისშემძლეა; შეუძლია ისეთი ქვა შექმნას, რომლის აწევასაც ვერ შეძლებს?''
ქრისტიანულმა ღვთისმეტყველებმა ამაზე უპასუხეს: ''- დიახ. ღმერთს ძალუძს ასეთი ყოფის შექმნა, და მან შექმნა კიდეც. ეს - ადამიანია. ყველაფერი ძალუძს უფალს, ერთის გარდა: გადაარჩინოს ადამიანი, რომელსაც თავად არ სურს ეს''
ღმერთს სურს ყველას გადარჩენა, მას უყვარს ყველა, რადგან მას უყვარს ადამიანი.
ამიტომ ის განუწყვეტლივ ცდილობს დაეხმაროს მას...
მაგრამ არჩევანს თავად ადამიანი აკეთებს და იგი თავისუფალია ანუ არსებობს ასარჩევი (რისგანაც ირჩევ) და შესაძლებლობა (მინიჭებული თავისუფალი არჩევანის უფლება)

* * *

დასაწყისში ღმერთმა აირჩია ერთი, განსაკუთრებული ხალხი და რამოდენიმე ასწლეული მოუნდა იმას, რომ შეეგნოთ: ვინაა ღმერთი; ის ერთია; მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ადამიანის სწორედ მოქცევა - სწორი არჩევანის კეთება - ''კვლა არ შეიძლება; მოპარვა/წართმევა არ შეიძლება; პატივი ეცი მშობელსა და მოყვარეს... '' და ა.შ.
სანამ ადამიანი ყველაფერ ამას არ შეიგნებდა, ნაადრევი იყო ცხოვრების მთავარ ღირებულობა - სიყვარულზე - ლაპარაკი, რაც მასთან დაახლოების/გადარჩენის ერთადერთ გზას წარმოადგენს.

სანამ არ აღსრულდებოდა ძველი აღთქმა, არ დაიდებოდა - ახალი [იერემია 31:31/34]
ხოლო ''რაკი თქვა: ახალიო, დააძველა პირველი, ხოლო რაც ძველდება და ბერდება, ახლოა მოსპობასთან''[ებრაელთა 8:13],
რაც აღსრულა კიდეც შემდგომში, როგორც ნათქვამი იყო: ''აჰა, დადგება დღეები და დავდებ ახალ აღთქმას''

* * *

ეს განსაკუთრებული ხალხი ებრაელები გამოდგნენ და ძველი აღთქმა (თანახი - იუდეველთა''ბიბლია'') დაწვრილებით მოგვითხრობს ყველაფერ ზევით ნათქვამს - სხვა რელიგიებისაგან განსხვავებით ეს წიგნი ღვთის სიტყვის გარდა, თვალწინ გვიშლის ისტორიული განვითარების გზასაც.

- რაში მდგომარეობდა ებრაელთა განსაკუთრებულება?!
- ამ ერის დამახასიათებელი სპეციფიკური თვისებებით, რის მიხედვითაც აირჩა ისრაელი.

სწორედ ეს თვისებები ეხმარება ებრაელებს ისე, როგორც სხვა არავის, რომ შეინარჩუნონ: საკუთარი თვითმყოფადობა; იდენტურობა; წერილი; გადმოცემა; საკუთარი იდეა .... და ეს ყველაფერი თითქმის უცვლელად ატარონ არა წლები და საუკუნეები, არამედ - ათასწლეულები.

ხალხი - რომელსაც ენდო და ინახავდა ღვთის სიტყვას [რომაელთა 3:2], უნდა ყოფილიყო საკუთარ თავში კარგად: ჩაკეტილი, გამთლიანებული, გათავისებული; მჭიდროდ შეკრული გვაროვნული ძაფებით - როდესაც საერთო სისხლის ქონის გრძნობა ადვილად სძლევს ყოველგვარ პირადულ წყენას, დაპირისპირებას თუ ამბიციას.
ერთი სიტყვით: ეს უნდა ყოფილიყო ყველაზე შეკრული, მიზანდასახული და პრაქტიკული ხალხი!
ყველასათვის ცნობილია, რომ მხოლოდ ერთი ერი ფლობს ამ თვისებებს ისე კარგად, როგორც სხვა არავინ.

* * *

აქ შეიძლება ვინმემ თქვას:
''- თუ ღმერთმა მართლაც აირჩია ხალხი ამ დასახელებული თვისებების გამო, რატომღაც არა მგონია, რომ ღმერთი ოყოს ჭეშმარიტად კეთილი !''
- და ვინ თქვა, რომ არჩეულია ხალხი საუკეთესო მორალურ/ზნეობრივი თვისებებით?!
არც ის თქმულა, რომ განსაკუთრებულობა მათ უპირატესობას აძლევს სულიერ განვითარებასა და გადარჩენაში.
მთავარი კითხვა და საკითხის არსი შემდეგშია:

- რა მიზნით აირჩა ეს ხალხი?

პირველი მიზეზი უკვე ვახსენე - ესაა ღვთის სიტყვისა და ჭეშმარიტული ისტორიის საბუთების შენახვა და რაც მთავარია ერთი სიტყვის შეცვლის გარეშე!
სწორედ მათზე დაყრდნობითაა შესაძლებელი სწორი შეხედულობა ჩამოყალიბდეს შემქმნელზე და ადამიანის ცხოვრების აზრზე.
სხვა შემთხვევაში ჟამთა სვლა აუცილევლად იქონიებდა გავლენას და ასეთი ხალხის ისტორია შეიმოსებოდა მითებით... რაც მივიღეთ კიდეც სხვა ხალხებში.

იუდეველთა წმინდა წერილში ყველაფერი მკაცრად განსაზღვრული, უცვლელი და ისტორიულია. არ ხდება არც ერთი პერსონაჟის გაღმერთება. წარმოებს ზუსტი ქრონოლოგია და მკაცრად დაცულია გვაროვნულობა. გეოგრაფიული ორიენტაციები ერთიმეორესთან სარწმუნო კავშირშია.
ამაშია ერთი უეჭველი მხარე ებრაელთა არჩევისა.
არის მეორეც [გაცილებით მნიშვნელოვანი]:
- ისრაელი უნდა გამხდარიყო მესიანური იდეის შემნახველ/მატარებელი.

დასაწყისს მოყვებოდა გაგრძელება, გაცილებით მნიშვნელოვანი და რაც მთავარია ის, რა დანიშნულებისთვისაც ძველი/დასაწყისი შეიქმნა.
[''როდესაც შენდება ბაღი ერთი განსაზღვრული მიზნის - ნაყოფის - მისაღებად; ნაყოფის მიღების შემდეგ ბაღის არსებობას აზრი ეკარგება და აქტიური ფორმიდან გადადის პასიურში.'']

მესიანური იდეას საკუთარ თავში მოქონდა ისრაელისათვის ერთდროულად დიდი უპირატესობა და ასევე დიდი განსაცდელი - ის პრაქტიკულად გამონაკლისის გარეშე თვლიდა, რომ მისი არჩევა ნიშნავს უმაღლეს შეფასებას ღვთის თვალში სხვა ხალხთან შედარებით.
თავისი არჩევითობა ისრაელმა გაუთანაბრა მიწიერი ბედნიერების, წარმატებისა და პირველობის შეპირებას - აღთქმულ მესიას სწორედ ეს უნდა მოეტანა მათთვის.

* * *

ერთ დღეს ხალხს თავზარი დაეცა. მოულოდნელად ებრაელთა წიაღიდან გამოვიდა ადამიანი და იწყო ლაპარაკი იმდაგვარად:
- თითქოს თავად იყო ყველაფერი არსებულის შემქმნელი ანუ ღმერთი;
მისი თქმით მას შეეძლო ცოდვათა მიტევება; ის ამბობდა, რომ იყო ყოველთვის და ასევე, კიდევ დაბრუნდებოდა კაცობრიობის განსასჯელად;...
ერთი სიტყვით, ის ამბობდა: - ყველაზე განსაცვიფრებელს, რაც ოდესმე თქმულა.



[გაგრძელება (ძალიან) უახლოეს მომავალში]

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში
Kanishtha-Adhikar   ვინ არის იესო ქრისტე?   Nov 11 2011, 07:30 PM
GIORGI LELUASHVILI   Kanishtha-Adhikar მოკლედ, ძალ...   Nov 11 2011, 07:50 PM
GIORGI LELUASHVILI   აი, რას ამბობს მოცი...   Nov 11 2011, 08:10 PM
Kanishtha-Adhikar   GIORGI LELUASHVILI დიდი მადლობ...   Nov 11 2011, 08:21 PM
karpaki   Kanishtha-Adhikar ესენი ქრის...   Nov 11 2011, 08:37 PM
afxazi   Kanishtha-Adhikar იგულისხმე...   Nov 11 2011, 08:47 PM
GIORGI LELUASHVILI   Kanishtha-Adhikar აფხაზმა სწო...   Nov 11 2011, 09:29 PM
georgios   Kanishtha-Adhikar გარდა სხვა ...   Nov 12 2011, 01:22 AM
lasha_k   გამარჯობათ :) ძალია...   Nov 16 2011, 12:06 PM
lasha_k   [გაგრძელება - (მეორე...   Nov 16 2011, 02:32 PM
A.V.M   ამ თემაზე დიდხანს ...   Nov 16 2011, 04:03 PM
lasha_k   [დასასრული - მესამე ...   Nov 17 2011, 10:44 AM
gabrieli.   [დასასრული - მესამე...   Nov 27 2011, 03:18 AM
Kanishtha-Adhikar   GIORGI LELUASHVILI რაღაცეებს ...   Nov 24 2011, 09:38 PM
georgios   Kanishtha-Adhikar მაგას სხვე...   Nov 24 2011, 11:17 PM
GIORGI LELUASHVILI   Kanishtha-Adhikar აჰა, ძალიან ...   Nov 25 2011, 12:00 AM
Kanishtha-Adhikar   [b]Kanishtha-Adhikar აჰა, ძალია...   Nov 30 2011, 08:22 PM
georgios   GIORGI LELUASHVILI ბრაჰმა, როგ...   Nov 25 2011, 12:52 AM
A.V.M   ხო მაგრამ ამგვარი ...   Nov 25 2011, 01:29 AM
sergi_glaxa   იესო მოკვდა და აღდ...   Nov 25 2011, 10:05 AM
GIORGI LELUASHVILI   georgios გავაცოცხლოთ ნა...   Nov 25 2011, 01:49 PM
A.V.M   იუდეველებს ოღონდ ს...   Nov 25 2011, 05:08 PM
georgios   GIORGI LELUASHVILI ჩემი პირად...   Nov 25 2011, 08:29 PM
GIORGI LELUASHVILI   georgios შესაძლოა ამ სა...   Nov 25 2011, 08:35 PM
georgios   GIORGI LELUASHVILI ვერ მოვიძი...   Nov 25 2011, 08:56 PM
GIORGI LELUASHVILI   georgios ხო, აზრზე ვარ ვი...   Nov 25 2011, 09:03 PM
georgios   GIORGI LELUASHVILI რა ვიცი. მე ...   Nov 25 2011, 09:07 PM
GIORGI LELUASHVILI   GIORGI LELUASHVILI რა ვიცი. მე ...   Nov 25 2011, 09:09 PM
georgios   GIORGI LELUASHVILI ისე მახინჯ...   Nov 25 2011, 09:13 PM
GIORGI LELUASHVILI   GIORGI LELUASHVILI ისე მახინჯ...   Nov 25 2011, 09:17 PM
georgios   GIORGI LELUASHVILI :D   Nov 25 2011, 09:21 PM
lasha_k   gabrieli. მიხარია რომ მო...   Nov 29 2011, 12:08 PM
georgios   Kanishtha-Adhikar სწავლების ...   Nov 30 2011, 08:54 PM
A.V.M   წმ.ბასილი დიდი ასე ...   Nov 30 2011, 09:02 PM
A.V.M   სული წმინდის შესახ...   Nov 30 2011, 09:13 PM
Kanishtha-Adhikar   georgios A.V.M მადლობა ბიჭე...   Nov 30 2011, 09:53 PM
GIORGI LELUASHVILI   Kanishtha-Adhikar მიკვირს პოლ...   Nov 30 2011, 10:00 PM
A.V.M   ჩვენში ვინც ერკვე...   Nov 30 2011, 11:25 PM
Kanishtha-Adhikar   GIORGI LELUASHVILI ის კი გასაგ...   Dec 1 2011, 01:25 PM
GIORGI LELUASHVILI   Kanishtha-Adhikar ააჰაა, გასა...   Dec 2 2011, 07:17 PM
Kanishtha-Adhikar   Kanishtha-Adhikar ააჰაა, გასა...   Dec 6 2011, 03:14 PM
A.V.M   მართალი ხარ გოვინ...   Dec 6 2011, 07:21 PM
Kanishtha-Adhikar   A.V.M მადლობა, გაიხარე...   Dec 8 2011, 10:14 PM
GIORGI LELUASHVILI   Kanishtha-Adhikar ეს ორი მამა ...   Dec 8 2011, 10:23 PM
A.V.M   ძალიან კარგია... დი...   Dec 9 2011, 12:02 AM
georgios   Kanishtha-Adhikar http://predanie.ru/audio/jitij...   Dec 9 2011, 01:10 AM
GIORGI LELUASHVILI   A.V.M ჰოდა ზუსტად ამ ...   Dec 9 2011, 03:08 PM
A.V.M   ნამდვილად.და სწორ...   Dec 9 2011, 05:48 PM
GIORGI LELUASHVILI   A.V.M სასაცილოა სატირ...   Dec 9 2011, 06:24 PM
Kanishtha-Adhikar   GIORGI LELUASHVILI georgios გაიხარე...   Dec 9 2011, 06:43 PM
esre ars cheshmariteba   GIORGI LELUASHVILI georgios გაიხარე...   Feb 23 2012, 09:50 PM
afxazi   esre ars cheshmariteba შენგან შე...   Feb 23 2012, 09:48 PM
esre ars cheshmariteba   [b]esre ars cheshmariteba შენგან შ...   Feb 23 2012, 10:04 PM
afxazi   esre ars cheshmariteba ცუდად ვამ...   Feb 23 2012, 09:53 PM
afxazi   esre ars cheshmariteba რატომ ძა...   Feb 23 2012, 10:05 PM
esre ars cheshmariteba   esre ars cheshmariteba რატომ ძალ...   Feb 23 2012, 10:20 PM
afxazi   esre ars cheshmariteba მეჩვენებ...   Feb 23 2012, 10:20 PM
GIORGI LELUASHVILI   არც მე მაქვს ნერვე...   Feb 23 2012, 10:28 PM
afxazi   ეს აღარ წავიკითხე,...   Feb 23 2012, 10:30 PM
Otherguy   ეს აღარ წავიკითხე, ...   Feb 24 2012, 12:05 AM
აკაკი   esre ars cheshmariteba დაიცავით ...   Feb 23 2012, 11:26 PM
afxazi   Otherguy ეს ადამიანი აქ...   Feb 24 2012, 12:08 AM
A.V.M   მე არანაირი სურვი...   Feb 24 2012, 12:10 AM
afxazi   esre ars cheshmariteba უკანასკნ...   Feb 24 2012, 09:53 PM
toka@   esre ars cheshmariteba :D ვისი ხარ ...   Feb 24 2012, 09:55 PM
afxazi   ვერ გავიგე რა უბედ...   Feb 24 2012, 09:55 PM
esre ars cheshmariteba   ვერ გავიგე რა უბედ...   Feb 24 2012, 09:57 PM
toka@   esre ars cheshmariteba მოგვენატრ...   Feb 24 2012, 09:58 PM
afxazi   esre ars cheshmariteba ვიცი რომ ...   Feb 24 2012, 09:59 PM
esre ars cheshmariteba   esre ars cheshmariteba ვიცი რომ ღ...   Feb 24 2012, 10:12 PM
afxazi   esre ars cheshmariteba ჭეშმარიტ...   Feb 24 2012, 10:18 PM
esre ars cheshmariteba   esre ars cheshmariteba ჭეშმარიტ...   Feb 24 2012, 10:28 PM
afxazi   esre ars cheshmariteba ნუ ცდილობ ...   Feb 24 2012, 10:29 PM
esre ars cheshmariteba   esre ars cheshmariteba ნუ ცდილობ...   Feb 24 2012, 10:32 PM
Ornies   Kanishtha-Adhikar იესო არის ია...   Mar 28 2012, 01:25 AM
afxazi   Ornies ე.ი. იეღოველი ხა...   Mar 28 2012, 11:37 AM
toka@   afxazi გაგიკვირდა? :)   Mar 28 2012, 12:58 PM
A.V.M   არა მგონია...   Mar 28 2012, 04:30 PM
■გიორგი■   იესო ქრისტე ღვთის ...   Mar 31 2012, 12:45 AM
George Leluashvili   ■გიორგი■ ანუ იმავ...   Mar 31 2012, 03:20 PM
NINJA - ნინძა   George Leluashvili არ ვარ მართ...   Mar 31 2012, 03:35 PM
George Leluashvili   NINJA - ნინძა ვახო, შენ...   Mar 31 2012, 09:17 PM
■გიორგი■   ანუ იმავე ბუნებისა...   Apr 1 2012, 12:07 AM
toka@   ■გიორგი■ სახარები...   Apr 1 2012, 12:18 AM
A.V.M   ბატონო ■გიორგი■! ...   Apr 1 2012, 12:36 AM
■გიორგი■   [b]■გიორგი■ სახარებ...   Apr 1 2012, 05:05 PM
ქევანა   ასეთი ფრაზები მაგ...   Apr 1 2012, 06:18 PM
A.V.M   ვიცი. როგორც ვფიქრ...   Apr 1 2012, 07:59 PM
George Leluashvili   ■გიორგი■ ბევრ ფილ...   Apr 1 2012, 11:49 PM
■გიორგი■   [b]■გიორგი■ ბევრ ფი...   Apr 3 2012, 03:28 PM
George Leluashvili   ■გიორგი■ ანუ შენი ...   Apr 3 2012, 04:02 PM
George Leluashvili   ■გიორგი■ სწორედ ა...   Apr 3 2012, 07:51 PM
■გიორგი■   [b]■გიორგი■ მიზანი ...   Apr 3 2012, 08:06 PM
George Leluashvili   ■გიორგი■ აგიხსენ...   Apr 3 2012, 08:16 PM
■გიორგი■   ■გიორგი■ ვეცდები ...   Apr 3 2012, 09:06 PM
George Leluashvili   ■გიორგი■ :D :D მე ამ მ...   Apr 4 2012, 05:52 PM
■გიორგი■   George Leluashvili გაუგებარი ...   Apr 5 2012, 12:55 AM
George Leluashvili   შენ თუ წაკითხულიდ...   Apr 5 2012, 03:45 PM
■გიორგი■   შენ თუ წაკითხულიდ...   Apr 8 2012, 01:28 AM
George Leluashvili   ■გიორგი■ ობიექტურ...   Apr 8 2012, 05:28 PM
4 გვერდი V  1 2 3 > » 


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 25th May 2024 - 03:32 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი