IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> ვინ არის იესო ქრისტე?
Kanishtha-Adhikar
პოსტი Nov 11 2011, 07:30 PM
პოსტი #1


Govinda das
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 131
რეგისტრ.: 4-May 11
მდებარ.: sukhum
წევრი № 10,979



ამ კითხვაზე მსურს დამაკმაყოფილებელი პასუხის მიღება ბიბლიიდან.

მე ვთხოვ მართლმადიდებლობის კარგად მცოდნე ფორუმელებს, რომ გამომეხმაურონ და ამიხსნან, თუ ვინ არის იესო ქრისტე სინამდვილეში და რა დამოკიდებულება აქვს მამა ღმერთთან.
მაინტერესებს როგორ წარმოაჩენს ქრისტეს პიროვნებას ბიბლია.

იესოს შესახებ დაინტერესება ყველა ვაიშნავს აქვს და ასევე მეც.
თუმცა მის შესახებ არ არის დოგმატური სწავლება ვაიშნავიზმში, მაინც გვესმის კრიშნას მიმდევრებს (ჩვენებური გადასახედიდან) თუ ვინ შეიძლება იყოს იგი.

ეხლა სოხუმშიც ძალიან მომრავლდა ქრისტეს მრავალი მქადაგებელი: ე.წ. "იეღოველები", ორმოცდათიანელები, ბაპტისტები და საიენტისტები (მაპატიეთ თუ ზუსტი ტერმინოლოგიით ვერ გამოვთქვამ მათი კრების სახელებს).
მე თითოეულ მათგანს ვესაუბრე იესოს შესახებ და თითქმის ყველამ განსხვავებულად წარმოაჩინა ქრისტეს არსი და პიროვნება.
მე მესმის, რომ მართლმადიდებლობა სასტიკად ამხელს ასეთ სწავლებებს ქრისტეს შესახებ, როგორც მათ აქვთ და ვინაიდან ეს ასეა, მაშინ ეხლა თქვენ გთხოვთ ახსნას შესაბამის საკითხზე.

იმედი მაქვს ამომწურავად იქნება პასუხები.

წინასწარ გიხდით დიდ მადლობასsmile.gif
ჰარე კრიშნა!



პ.ს. ლელუაშვილი შენი იმედი მაქa075.gif


--------------------
პიროვნება, რომლის არსება მთლიანად დაუპყრია კრიშნას ცნობიერებას, ყველაფერს სწირავს სულიერ ამაღლებას და მისი შენაწირიც აბსოლუტური სულიერებით არის აღბეჭდილი. იგი უსათუოდ დამკვიდრდება უფლის სასუფეველში(ბ.გ.4;24).
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
 
Reply to this topicStart new topic
გამოხმაურებები
lasha_k
პოსტი Nov 16 2011, 02:32 PM
პოსტი #2


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 175
რეგისტრ.: 17-August 10
წევრი № 9,301



[გაგრძელება - (მეორე ნაწილი)]


ციტატა
ერთ დღეს ხალხს თავზარი დაეცა. მოულოდნელად ებრაელთა წიაღიდან გამოვიდა ადამიანი და იწყო ლაპარაკი იმდაგვარად:
- თითქოს თავად იყო ყველაფერი არსებულის შემქმნელი ანუ ღმერთი;
მისი თქმით მას შეეძლო ცოდვათა მიტევება; ის ამბობდა, რომ იყო ყოველთვის და ასევე, კიდევ დაბრუნდებოდა კაცობრიობის განსასჯელად;...
ერთი სიტყვით, ის ამბობდა: - ყველაზე განსაცვიფრებელს, რაც ოდესმე თქმულა.




აქ პატარას გადავუხვევ:
პანთეიზმური იდეის თანახმად - ღმერთი, ესაა ყველაფერი ჩვენს ირგვლივ და მათ შორის ჩვენც - ყველას შეუძლია თქვას, რომ:
'' - ღვთის ნაწილია; ერთია მასთან ერთად; თავად ღმერთია''
აქ გასაკვირი არაფერია, მაგრამ ის იზიარებდა არა პანთეიზმს, არამედ - იუდაიზმს.
შესაბამისად, ის არ გულისხმობდა მასეთ ღმერთს.
ღმერთი - იუდეველებში სამყაროს/ქმნილების გარეთაა;
მან შექმნა ეს ყველადერი და უსასრულოდ განსხვავდება ყველაფრისაგან, რაც არ უნდა იყოს.
როდესაც სწორედ ამ მომენტს გაითავისებთ,
თქვენ იგრძნობთ იმას, თუ რას ამბობდა ის...

- ყველაზე განსაცვიფრებელს, რაც ოდესმე თქმულა.

დღეს მისი სიტყვათა ნაწილი ჩვენ გვერდს ვგივლის - იმდენად ხშირად მოგვისმენია, რომ არც კი გვესმის, თუ რა სიმაღლეს აღწევს მათი არსი;
მაგალითად: სიტყვები ცოდვათა მიტევების შესახებ.
თუ ისინი ღვთისაგან არ გამოდის, მაშინ უბრალოდ ... რბილად რომ ვთქვათ სასაცილო და უფრო მეტიც - სიგიჟეა.
ჩვენთვის გასაგებია როდესაც ადამიანი პატიობს წყენასა და დამცირებას, რომელიც მას მიაყენეს. ''დამიშავე რამე?! - გპატიობ! ; მომპარე რამე ?! - გპატიობ!''
მაგრამ როგორ შევხედოთ იმას, ვისაც არავინ შეხებია და არც გაუძარცვავს იგი,
და ამ დროს ის გპატიობს იმას, რომ შენ სხვას შეეხე და შეიძლება რაიმე მოპარე კიდეც?!

სიმართლე რომ ვთქვათ, ასეთი საქციელი მოგვეჩვენებოდა ძალიან სულელურად.
თუმცა იესო ქრისტედ წოდებული სწორედ ასე მოიქცა.
ის ხალხს ეუბნებოდა, რომ მათ ცოდვები მიეტევათ... და ამ დროს არაფერს ეკითხებოდა მათ, ვისაც ამ ცოდვებმა ზიანი მიაყენა.
წარბშეუხრელად მას ისე მოჰქონდა თავი, თითქოს: ეს მას აწყენინეს, მას მოექცნენ უსამართლოდ, მას მოპარეს...

ყველაფერ ამას აზრი მხოლოდ ერთ შემთხვევაში ექნებოდა:
თუ ის მართლაც ღმერთი იქნებოდა, რომლის რჯულიც დარღვეულია; სიყვარული - შეურაცხმყოფილია ყოველი ჩადენილი ცოდვის მიერ და პირადად სურს მასთან დაახლოების ჭეშმარიტული გზის დანახება მისი ქმნილებისათვის, რათა მან სწორი არჩევანი გააკეთოს მომავალში...
ნებისმიერი სხვის ბაგეთა მიერ ნათქვამი მსგავსი სიტყვები ჩაითვლებოდა მხოლოდ სისულელედ და დიდების მანიის გამოვლინებად, რომლის თანასწორიც არ ყოფილა და არც იქნება კაცობრიობის ისტორიაში.

ყველაფერსდა მიუხედავად, თუნდაც მის დღევანდელ მტრებს [რაც შეიძლება გასაკვირია კიდეც] სახარების კითხვისას სრულებითაც არ ეჩვენებათ აზრი, რომ ის ან სულელია, ან ამაყია... მითუმეტეს სულიერად ავადმყოფი.
იესო ქრისტედ წოდებული ამბობს, რომ ის ''მშვიდი და თავმდაბალია ''[მათე 11:29] და ყველაფერის მიუხედავად თითქმის ყველას სჯერა ამ სიტყვების.


* * *

ყველაფერი ეს იმისათვის ვთქვი, რომ წინ აღვუდგე დღევანდელ დღეს ფართოდ გავრცელებულ, უკაცრავად და მართლაც სულელურ გამონათქვამს:
'' - მზად ვარ ვაღიარო, რომ იესო - უდიდესი პიროვნებაა, დიდი: ჰუმანტი, მასწავლებელი, გურუ, უმაღლესი ზნეობრივი კანონების გადმომცემი, წინასწარმეტყველი...
მაგრამ ვერასოდეს გავიზიარებ პრეტენზიას იმაზე, რომ ის თავად ღმერთია.''

უბრალო მომაკვდავი, თუნდაც - უდიდესი - რომელიც იმის მტკიცებას დაიწყებდა რაც იესომ გააკეთა, იქნებოდა არა უდიდესი ზნეობრივი მასწავლებელი, არამედ როგორც ზევით ავღნიშნე ფსიქიკურად ავადმყოფი, საკუთარ თავს ნაპოლეონად რომ თვლიან მაგალითად... ან თავად ეშმაკი.
მესამე არ არსებობს:
ან - ძე ღვთისა და თავად ღმერთი;
ან გიჟი და შეიძლება უფრო უარესიც;

* * *

საკმაო ხნის წინ პირველად ჰეროდემ ჩამაფიქრა. უკვე როდესაც გახმაურებულ ფილმში სცენას ვუყურებდი ნათლად ვხედავდი, რომ სწორედ ეს სასტიკი პერსონაჟი იქცევა (ბევრისაგან განსხვავებით) სწორედ ისე, როგორც ზევით ჩამოვაყალიბე.

როდესაც პილატემ შეიტყო, რომ იესო გალილეველია, სასწრაფოდ ჰეროდეს გაუგზავნა - მეოთხედმთავარი გალილეაში - რომელიც იმ დღეებში იერუსალიმში იმყოფებოდა. ხოლო ეს უკანასკნელი კი დიდი ხანია სულმოუთმენლად ელოდებოდა იესოსთან შეხვედრას - მეოთხედმთავარი ჰეროდე სწორედ ის იყო ვინც იოანე ნათლისმცემელს თავი მოკვეთა და ეგონა, რომ იესო მისი ძალით მოქმედებდა [მათე 14:2] შესაბამისად იესოც საშიშროებას წარმოადგენდა მისთვის - მისდა სასიხარულოდ, ამ მომენტში სწორედ მას არგუნეს მაცხოვარის ბედის გადაწყვეტა.
გალილეის მეოთხედმთავარმა ვერაფრით ვერ დაიჯერა, რომ: ''მან შექმნა ეს ყველაფერი და უსასრულოდ განსხვავდება ყველაფრისაგან, რაც არ უნდა იყოს; რომ ეს კაცი თავად ღმერთია.''
ამავე დროს ჰეროდეს აღარც მისი სიკვდილი სურს. ''განა შეიძლება ავადმყოფის მოკვლა?! ის ხომ ფსიქიკურად ვერაა კარგად?!''
მან იწყო მაცხოვარის დაცინვა [ლუკა 23:10/11].როდესაც მღვდელმთავარნი და სხვა დაფასებული/მცოდნენი გაცხარებულნი ბრალს დებდნენ მას; ის დასცინოდა, აბუჩად იგდებდა, ''ზიზილ/პიპილოები'' ჩააცვა და უკან გაუგზავნა პილატეს, რადგან აღარ ეშინოდა მისი.
[ხოლო იოანე ნათლისმცემელს კი თავი მოკვეთა... მას არ განუცხადებია, რომ ღმერთია.]

* * *

ჰეროდე მოიქცა ისე, როგორც მოიქცეოდა უმეტესწილად ჩვეულებრივი მოკვდავი, ვინც არ დაიჯერებდა ყველაზე განსაცვიფრებელს, რაც ოდესმე თქმულა.
ვიმეორებ მესამე არ არსებობს: ან ძე ღვთისა და თავად ღმერთი;
ან ფსიქიკურად ავადმყოფი და შეიძლება უფრო მეტიც - ეშმაკი - რასაც იუდეველი მღვდელმთავრები ამტკიცებდნენ.
პიროვნებამ უნდა გააკეთოს არჩევანი:
- შეუძლია ზურგი შეაქციოს რადგან არანორმალური ანუ ფსიქიკურად დაავადებულია და რის გამოც ყურადღება არ მიაქციოს;
შეუძლია ეშმაკად გამოაცხადოს და ''მოკლას'';
- ან აღიაროს ღმერთად... უფრო სწორედ კი განკაცებულ ღმერთად - რამეთუ იესოში შენარჩუნებული იყო კაცური ბუნებაც, რომელსაც ერწყმოდა - ღვთიური.

მხოლოდ ყველას ვთხოვ უარი თქვას ამ მაღალფარდოვნულ უაზრობისაგან:
''უდიდესი პიროვნება, დიდი ჰუმანტი, მასწავლებელი, წინასწარმეტყველი...და ა.შ. ''
უბრალოდ ის არ გვაძლევს იმის საშუალებას, რომ ამდაგვარად ვიფიქროთ და რაღაც ''ოქროს შუალედის'' ძებნა ვიწყოთ.

მთელი მისი ქადაგების მთავარი მომქმედი პირი თავადაა და
ამავე დროს ყველაზე მეტად ამაზე თავადვე გვეუნება.
თუნდაც თვალი გადავავლოთ უმეტესობისათვის კარგად ნაცნობ გამოთქმებს, რომლებსაც ძიებაც კი არ ესაჭიროება
[მხოლოდ მისი პირადი სიტყვები]:
''მე ვარ წუთისოფლის ნათელი''[9:5],
''მე ვარ პური სიცოცხლისა. ჩემთან მომსვლელს არ მოშივდება და
ჩემს მორწმუნეს არასდროს მოსწყურდება''[იოანე 6:35],
''მე ვარ გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე.
მამასთან ვერავინ მივა, თუ არა ჩემით''[იოანე 14:6],
''იკვლევთ წერილებს, ისინი კი ჩემს შესახებ მოწმობენ''[იოანე 5:39],
''მე და მამა ერთი ვართ''[იოანე 10:30],
''ვინც მე მიხილა, მამა იხილა.''[იოანე 14:9],
''ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ:
სანამ აბრაამი იქნებოდა მე ვარ''[იოანე 8:58],
''განა არ გწამს, რომ მე მამაში ვარ და მამა ჩემში?''[14:10],
''ყველაფერი, რაც მამას აქვს, ჩემია''[16:15],
''ყველაფერი ჩემი შენია, შენი კი - ჩემი.
და მე მათში განვდიდდი''[17:10],
''მე ვარ აღდგომა და სიცოცხლე,
ჩემი მორწმუნე, კიდეც რომ მოკვდეს, იცოცხლებს''[11:25],
''მე ვარ კარი: ვინც შედის ჩემით, გადარჩება''[10:9],
''თუ არ იწამებთ, რომ მე ვარ, თქვენივე ცოდვებში დაიხოცებით''[8:24],
''აქამდე არაფერი გითხოვიათ ჩემი სახელით.
ითხოვეთ და მიიღებთ, რათა თქვენი სიხარული სრულყოფილი იყოს.''[16:24],
''ყველამ შესვით აქედან, ვინაიდან ეს არის ჩემი სისხლი
ახალი აღთქმისა, მრავალთათვის დაღვრილი ცოდვათა მისატევებლად.''[მათე 26:28],
''რადგან მამა არავის სჯის,
არამედ მთელი სამსჯავრო ძეს გადასცა''[იოანე 5:22],
''ვინც მეუბნება: უფალო, უფალო! ყველა როდი შევა
ცათა სასუფეველში... ბევრი მეტყვის იმ დღეს: უფალო, უფალო!
განა შენი სახელით არ ვწინასწარმეტყველებდით?...
მაშინ მე განვუცხადებ მათ: მე არასდროს არ გიცნობდით თქვენ.''[მათე 7:21/23].....


* * *

როგორც ზევით ვთქვი, მესიანური იდეას საკუთარ თავში მოქონდა ისრაელისათვის ერთდროულად დიდი უპირატესობა და ასევე დიდი განსაცდელი - ის თვლიდა, რომ მისი არჩევა ნიშნავს უმაღლეს შეფასებას ღვთის თვალში სხვა ხალხთან შედარები ანუ თავისი არჩევითობა გაუთანაბრა მიწიერი ბედნიერების, წარმატებისა და პირველობის შეპირებას.

- რატომ მოხდა ასე?!

[გაგრძელება იქნება]
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში
Kanishtha-Adhikar   ვინ არის იესო ქრისტე?   Nov 11 2011, 07:30 PM
GIORGI LELUASHVILI   Kanishtha-Adhikar მოკლედ, ძალ...   Nov 11 2011, 07:50 PM
GIORGI LELUASHVILI   აი, რას ამბობს მოცი...   Nov 11 2011, 08:10 PM
Kanishtha-Adhikar   GIORGI LELUASHVILI დიდი მადლობ...   Nov 11 2011, 08:21 PM
karpaki   Kanishtha-Adhikar ესენი ქრის...   Nov 11 2011, 08:37 PM
afxazi   Kanishtha-Adhikar იგულისხმე...   Nov 11 2011, 08:47 PM
GIORGI LELUASHVILI   Kanishtha-Adhikar აფხაზმა სწო...   Nov 11 2011, 09:29 PM
georgios   Kanishtha-Adhikar გარდა სხვა ...   Nov 12 2011, 01:22 AM
lasha_k   გამარჯობათ :) ძალია...   Nov 16 2011, 12:06 PM
lasha_k   [გაგრძელება - (მეორე...   Nov 16 2011, 02:32 PM
A.V.M   ამ თემაზე დიდხანს ...   Nov 16 2011, 04:03 PM
lasha_k   [დასასრული - მესამე ...   Nov 17 2011, 10:44 AM
gabrieli.   [დასასრული - მესამე...   Nov 27 2011, 03:18 AM
Kanishtha-Adhikar   GIORGI LELUASHVILI რაღაცეებს ...   Nov 24 2011, 09:38 PM
georgios   Kanishtha-Adhikar მაგას სხვე...   Nov 24 2011, 11:17 PM
GIORGI LELUASHVILI   Kanishtha-Adhikar აჰა, ძალიან ...   Nov 25 2011, 12:00 AM
Kanishtha-Adhikar   [b]Kanishtha-Adhikar აჰა, ძალია...   Nov 30 2011, 08:22 PM
georgios   GIORGI LELUASHVILI ბრაჰმა, როგ...   Nov 25 2011, 12:52 AM
A.V.M   ხო მაგრამ ამგვარი ...   Nov 25 2011, 01:29 AM
sergi_glaxa   იესო მოკვდა და აღდ...   Nov 25 2011, 10:05 AM
GIORGI LELUASHVILI   georgios გავაცოცხლოთ ნა...   Nov 25 2011, 01:49 PM
A.V.M   იუდეველებს ოღონდ ს...   Nov 25 2011, 05:08 PM
georgios   GIORGI LELUASHVILI ჩემი პირად...   Nov 25 2011, 08:29 PM
GIORGI LELUASHVILI   georgios შესაძლოა ამ სა...   Nov 25 2011, 08:35 PM
georgios   GIORGI LELUASHVILI ვერ მოვიძი...   Nov 25 2011, 08:56 PM
GIORGI LELUASHVILI   georgios ხო, აზრზე ვარ ვი...   Nov 25 2011, 09:03 PM
georgios   GIORGI LELUASHVILI რა ვიცი. მე ...   Nov 25 2011, 09:07 PM
GIORGI LELUASHVILI   GIORGI LELUASHVILI რა ვიცი. მე ...   Nov 25 2011, 09:09 PM
georgios   GIORGI LELUASHVILI ისე მახინჯ...   Nov 25 2011, 09:13 PM
GIORGI LELUASHVILI   GIORGI LELUASHVILI ისე მახინჯ...   Nov 25 2011, 09:17 PM
georgios   GIORGI LELUASHVILI :D   Nov 25 2011, 09:21 PM
lasha_k   gabrieli. მიხარია რომ მო...   Nov 29 2011, 12:08 PM
georgios   Kanishtha-Adhikar სწავლების ...   Nov 30 2011, 08:54 PM
A.V.M   წმ.ბასილი დიდი ასე ...   Nov 30 2011, 09:02 PM
A.V.M   სული წმინდის შესახ...   Nov 30 2011, 09:13 PM
Kanishtha-Adhikar   georgios A.V.M მადლობა ბიჭე...   Nov 30 2011, 09:53 PM
GIORGI LELUASHVILI   Kanishtha-Adhikar მიკვირს პოლ...   Nov 30 2011, 10:00 PM
A.V.M   ჩვენში ვინც ერკვე...   Nov 30 2011, 11:25 PM
Kanishtha-Adhikar   GIORGI LELUASHVILI ის კი გასაგ...   Dec 1 2011, 01:25 PM
GIORGI LELUASHVILI   Kanishtha-Adhikar ააჰაა, გასა...   Dec 2 2011, 07:17 PM
Kanishtha-Adhikar   Kanishtha-Adhikar ააჰაა, გასა...   Dec 6 2011, 03:14 PM
A.V.M   მართალი ხარ გოვინ...   Dec 6 2011, 07:21 PM
Kanishtha-Adhikar   A.V.M მადლობა, გაიხარე...   Dec 8 2011, 10:14 PM
GIORGI LELUASHVILI   Kanishtha-Adhikar ეს ორი მამა ...   Dec 8 2011, 10:23 PM
A.V.M   ძალიან კარგია... დი...   Dec 9 2011, 12:02 AM
georgios   Kanishtha-Adhikar http://predanie.ru/audio/jitij...   Dec 9 2011, 01:10 AM
GIORGI LELUASHVILI   A.V.M ჰოდა ზუსტად ამ ...   Dec 9 2011, 03:08 PM
A.V.M   ნამდვილად.და სწორ...   Dec 9 2011, 05:48 PM
GIORGI LELUASHVILI   A.V.M სასაცილოა სატირ...   Dec 9 2011, 06:24 PM
Kanishtha-Adhikar   GIORGI LELUASHVILI georgios გაიხარე...   Dec 9 2011, 06:43 PM
esre ars cheshmariteba   GIORGI LELUASHVILI georgios გაიხარე...   Feb 23 2012, 09:50 PM
afxazi   esre ars cheshmariteba შენგან შე...   Feb 23 2012, 09:48 PM
esre ars cheshmariteba   [b]esre ars cheshmariteba შენგან შ...   Feb 23 2012, 10:04 PM
afxazi   esre ars cheshmariteba ცუდად ვამ...   Feb 23 2012, 09:53 PM
afxazi   esre ars cheshmariteba რატომ ძა...   Feb 23 2012, 10:05 PM
esre ars cheshmariteba   esre ars cheshmariteba რატომ ძალ...   Feb 23 2012, 10:20 PM
afxazi   esre ars cheshmariteba მეჩვენებ...   Feb 23 2012, 10:20 PM
GIORGI LELUASHVILI   არც მე მაქვს ნერვე...   Feb 23 2012, 10:28 PM
afxazi   ეს აღარ წავიკითხე,...   Feb 23 2012, 10:30 PM
Otherguy   ეს აღარ წავიკითხე, ...   Feb 24 2012, 12:05 AM
აკაკი   esre ars cheshmariteba დაიცავით ...   Feb 23 2012, 11:26 PM
afxazi   Otherguy ეს ადამიანი აქ...   Feb 24 2012, 12:08 AM
A.V.M   მე არანაირი სურვი...   Feb 24 2012, 12:10 AM
afxazi   esre ars cheshmariteba უკანასკნ...   Feb 24 2012, 09:53 PM
toka@   esre ars cheshmariteba :D ვისი ხარ ...   Feb 24 2012, 09:55 PM
afxazi   ვერ გავიგე რა უბედ...   Feb 24 2012, 09:55 PM
esre ars cheshmariteba   ვერ გავიგე რა უბედ...   Feb 24 2012, 09:57 PM
toka@   esre ars cheshmariteba მოგვენატრ...   Feb 24 2012, 09:58 PM
afxazi   esre ars cheshmariteba ვიცი რომ ...   Feb 24 2012, 09:59 PM
esre ars cheshmariteba   esre ars cheshmariteba ვიცი რომ ღ...   Feb 24 2012, 10:12 PM
afxazi   esre ars cheshmariteba ჭეშმარიტ...   Feb 24 2012, 10:18 PM
esre ars cheshmariteba   esre ars cheshmariteba ჭეშმარიტ...   Feb 24 2012, 10:28 PM
afxazi   esre ars cheshmariteba ნუ ცდილობ ...   Feb 24 2012, 10:29 PM
esre ars cheshmariteba   esre ars cheshmariteba ნუ ცდილობ...   Feb 24 2012, 10:32 PM
Ornies   Kanishtha-Adhikar იესო არის ია...   Mar 28 2012, 01:25 AM
afxazi   Ornies ე.ი. იეღოველი ხა...   Mar 28 2012, 11:37 AM
toka@   afxazi გაგიკვირდა? :)   Mar 28 2012, 12:58 PM
A.V.M   არა მგონია...   Mar 28 2012, 04:30 PM
■გიორგი■   იესო ქრისტე ღვთის ...   Mar 31 2012, 12:45 AM
George Leluashvili   ■გიორგი■ ანუ იმავ...   Mar 31 2012, 03:20 PM
NINJA - ნინძა   George Leluashvili არ ვარ მართ...   Mar 31 2012, 03:35 PM
George Leluashvili   NINJA - ნინძა ვახო, შენ...   Mar 31 2012, 09:17 PM
■გიორგი■   ანუ იმავე ბუნებისა...   Apr 1 2012, 12:07 AM
toka@   ■გიორგი■ სახარები...   Apr 1 2012, 12:18 AM
A.V.M   ბატონო ■გიორგი■! ...   Apr 1 2012, 12:36 AM
■გიორგი■   [b]■გიორგი■ სახარებ...   Apr 1 2012, 05:05 PM
ქევანა   ასეთი ფრაზები მაგ...   Apr 1 2012, 06:18 PM
A.V.M   ვიცი. როგორც ვფიქრ...   Apr 1 2012, 07:59 PM
George Leluashvili   ■გიორგი■ ბევრ ფილ...   Apr 1 2012, 11:49 PM
■გიორგი■   [b]■გიორგი■ ბევრ ფი...   Apr 3 2012, 03:28 PM
George Leluashvili   ■გიორგი■ ანუ შენი ...   Apr 3 2012, 04:02 PM
George Leluashvili   ■გიორგი■ სწორედ ა...   Apr 3 2012, 07:51 PM
■გიორგი■   [b]■გიორგი■ მიზანი ...   Apr 3 2012, 08:06 PM
George Leluashvili   ■გიორგი■ აგიხსენ...   Apr 3 2012, 08:16 PM
■გიორგი■   ■გიორგი■ ვეცდები ...   Apr 3 2012, 09:06 PM
George Leluashvili   ■გიორგი■ :D :D მე ამ მ...   Apr 4 2012, 05:52 PM
■გიორგი■   George Leluashvili გაუგებარი ...   Apr 5 2012, 12:55 AM
George Leluashvili   შენ თუ წაკითხულიდ...   Apr 5 2012, 03:45 PM
■გიორგი■   შენ თუ წაკითხულიდ...   Apr 8 2012, 01:28 AM
George Leluashvili   ■გიორგი■ ობიექტურ...   Apr 8 2012, 05:28 PM
4 გვერდი V  1 2 3 > » 


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 28th May 2024 - 03:43 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი