სხვა პატრიარქები, ამ თემაში ვისაუბრებთ პატრიარქებზე (ილია II-ს გამოკლებით) |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
სხვა პატრიარქები, ამ თემაში ვისაუბრებთ პატრიარქებზე (ილია II-ს გამოკლებით) |
A.V.M |
Nov 13 2011, 07:33 PM
პოსტი
#1
|
მადლობა ამ ფორუმს! ჯგუფი: Senators პოსტები: 13,742 რეგისტრ.: 14-June 11 მდებარ.: ფორუმს გარეთ წევრი № 11,203 |
საქართველოს საკათალიკო ტახტს დიდი ისტორია აქვს.ამის გამო საინტერესო იქნება თუ ვისაუბრებთ იმ პატრიარქებზე,რომლებიც დიდი თუ მცირე ხნის წინ გარდაიცვალნენ.
ვისაუბროთ ამ თემაში მათ ცხოვრებასა და მოღვაწეობაზე... -------------------- აბა ჰე და აბა ჰო!
|
A.V.M |
Nov 16 2011, 08:36 PM
პოსტი
#2
|
მადლობა ამ ფორუმს! ჯგუფი: Senators პოსტები: 13,742 რეგისტრ.: 14-June 11 მდებარ.: ფორუმს გარეთ წევრი № 11,203 |
მისი უწმიდესობა და უნეტარესობა ქრისტეფორე III (ერისკაცობაში ქრისტეფორე მურმანის ძე ციცქიშვილი) (დ. 27 მარტი, 1873, ვერტყვიჭალა, ხარაგაულის რაიონი — გ. 10 იანვარი, 1932, თბილისი), ქართველი სასულიერო და საზოგადო მოღვაწე, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი და მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი 1927-1932 წლებში.
1895 წელს დაამთავრა თბილისის სასულიერო სემინარია. 1895-1922 მღვდლად იყო ჯერ იმიერკასპიის ოლქში, შემდეგ საქართველოს სოფლებში - ხიდისთავში, იტრიაში, ნაბახტევში, თბილისის ვერის წმ. ნიკოლოზის ეკლესიაში. იყო სოფ. იტრიის ორკლასიანი სკოლის გამგე და საღვთო სჯულის მასწავლებელი (1898-1905), გორის მაზრის სამრევლო სკოლების მეთვალყურე (1904-1905), თბილისის მეხუთე გიმნაზიის საღვთო სჯულის მასწავლებელი (1905-1918), იქვე ქართული ენის მასწავლებელი (1918-1921). 1905 თბილისში თავმჯდომარეობდა არალეგალურ კრებას, რომელმაც შეიმუშავა მოთხოვნა ქართული მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის შესახებ. იყო ურბნისის ეპარქიის მღვდელმთავარი (1921); ეპისკოპოსი (1922-იდან); აფხაზეთის მიტროპოლიტი (1925-1927). გამოქვეყნებული აქვს ისტორიული და ლიტერატურული ხასიათის მნიშვნელოვანი გამოკვლევები და წერილები. დაკრძალულია თბილისში, სიონის საკათედრო ტაძარში. ლიტერატურა: ციცქიშვილი გ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, გვ. 554, თბ., 1986 წელი. საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქები, რ. მეტრეველის რედაქციით, "ნეკერი", თბ., 2000 -------------------- აბა ჰე და აბა ჰო!
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 1st November 2024 - 04:58 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი