ვინ არის იესო ქრისტე? |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ვინ არის იესო ქრისტე? |
Kanishtha-Adhikar |
Nov 11 2011, 07:30 PM
პოსტი
#1
|
Govinda das ჯგუფი: Members პოსტები: 131 რეგისტრ.: 4-May 11 მდებარ.: sukhum წევრი № 10,979 |
ამ კითხვაზე მსურს დამაკმაყოფილებელი პასუხის მიღება ბიბლიიდან.
მე ვთხოვ მართლმადიდებლობის კარგად მცოდნე ფორუმელებს, რომ გამომეხმაურონ და ამიხსნან, თუ ვინ არის იესო ქრისტე სინამდვილეში და რა დამოკიდებულება აქვს მამა ღმერთთან. მაინტერესებს როგორ წარმოაჩენს ქრისტეს პიროვნებას ბიბლია. იესოს შესახებ დაინტერესება ყველა ვაიშნავს აქვს და ასევე მეც. თუმცა მის შესახებ არ არის დოგმატური სწავლება ვაიშნავიზმში, მაინც გვესმის კრიშნას მიმდევრებს (ჩვენებური გადასახედიდან) თუ ვინ შეიძლება იყოს იგი. ეხლა სოხუმშიც ძალიან მომრავლდა ქრისტეს მრავალი მქადაგებელი: ე.წ. "იეღოველები", ორმოცდათიანელები, ბაპტისტები და საიენტისტები (მაპატიეთ თუ ზუსტი ტერმინოლოგიით ვერ გამოვთქვამ მათი კრების სახელებს). მე თითოეულ მათგანს ვესაუბრე იესოს შესახებ და თითქმის ყველამ განსხვავებულად წარმოაჩინა ქრისტეს არსი და პიროვნება. მე მესმის, რომ მართლმადიდებლობა სასტიკად ამხელს ასეთ სწავლებებს ქრისტეს შესახებ, როგორც მათ აქვთ და ვინაიდან ეს ასეა, მაშინ ეხლა თქვენ გთხოვთ ახსნას შესაბამის საკითხზე. იმედი მაქვს ამომწურავად იქნება პასუხები. წინასწარ გიხდით დიდ მადლობას ჰარე კრიშნა! პ.ს. ლელუაშვილი შენი იმედი მაქ -------------------- პიროვნება, რომლის არსება მთლიანად დაუპყრია კრიშნას ცნობიერებას, ყველაფერს სწირავს სულიერ ამაღლებას და მისი შენაწირიც აბსოლუტური სულიერებით არის აღბეჭდილი. იგი უსათუოდ დამკვიდრდება უფლის სასუფეველში(ბ.გ.4;24). |
lasha_k |
Nov 17 2011, 10:44 AM
პოსტი
#2
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 175 რეგისტრ.: 17-August 10 წევრი № 9,301 |
[დასასრული - მესამე ნაწილი] QUOTE როგორც ზევით ვთქვი, მესიანური იდეას საკუთარ თავში მოქონდა ისრაელისათვის ერთდროულად დიდი უპირატესობა და ასევე დიდი განსაცდელი - ის თვლიდა, რომ მისი არჩევა ნიშნავს უმაღლეს შეფასებას ღვთის თვალში სხვა ხალხთან შედარები ანუ თავისი არჩევითობა გაუთანაბრა მიწიერი ბედნიერების, წარმატებისა და პირველობის შეპირებას. - რატომ მოხდა ასე?! ღმერთი რომელიც მოსეს ეცხადებოდა ჭეშმარიტია, მაგრამ თუ მისი თაყვანისმცემელნი კარგავენ მასზე ჭეშმარიტ ამაღლებულ შეხედულობას და უთანაბრდებიან მიწიერ ბედნიერებას, მაშინ თავად უკარგავენ მნიშვნელობას საკუთარ ლოცვასა და მსახურს, რის გამოც ეს ყველაფერი უფლამდე არ აღწევს, გზად კი ეშმაკი ეღობება. სწორედ ამიტომ განუცხადა იესომ იუდეველებს, რომლებიც აცხადებდნენ, რომ მათი მამა ღმერთია: - ''თქვენი მამა არის ეშმაკი'' [იოანე 8:40/47] სწორედ ამიტომ ვერ იგებდნენ მის სიტყვებს და სწორედ ამიტომაც ჯვარს აცვეს - ერთად ერთი მიზეზის გამო (!) * * * სახარების კითხვისას, მკითხველს თვალში ხდება ბევრი ეპიზოდი, სადაც იესოს წესის დარღვევაში ადანაშაულებდნენ: ''შაბათის'' დარღვევა[მათე 12:1/8]; ''კაშრუტ''ის გაუქმება - საკვების კანონები [მარკოზი 7:19];... და ა.შ. მაგრამ როდესაც საკითხში ჩავღრმავდებით დავინახავთ, რომ მიუხედავად ყველაფრისა იესო ქრისტედ წოდებულს არც ერთი წესი არ დაურღვევია - მან დაარღვია ის რაც ეშმაკისეული იყო ხოლო, ღვთის კანონის ''გასაუქმებლად კი არა, აღსასრულებლად მოვედი'' [მათე 5:17]'' [სიტყვა -აღსრულება - ორიგინალში (მაცხოვარის ენა არამიულია) + ბერძნული გრამატიკა გაცილებიდ ფართო მნიშვნელობისაა: ''ჭეშმარიტი აზრი გამოხატო; შეავსო; დაამოწმო; სრულად გამოხატო;..] საქმე იმაში კი არაა, რომ თავად ფარისეველთა სწავლებას აღუდგა წინ იესო, არამედ სწავლების დამახინჯებას. თავად ფარისევლები საკმაოდ განათლებულნი ითვლებოდნენ და სხვებისაგან (თუნდაც სადუკევლებისაგან) განსხვავებით აღიარებდნენ მკვდრეთით აღდგომას. გავიხსენოთ იგივე მოციქული პავლე ანუ ყოფილი სავლე... განთქმული რაბინი და თალმუდისტი თარსიდან რავ შაული, რომელსაც ქრისტეს რჯულის მიღების შემდეგადაც პატივისცემით ხვდებოდნენ სინაგოგაში შესვლისას და სიტყვის თქმას სთხოვდნენ იუდეველები [საქმეები 13:15]; ან მაგალითად მისი განცხადება: ''პავლემ იცოდა, რომ ერთი ნაწილი სადუკევლებისა იყო, სხვა კი ფარისევლებისა, და იყვირა სინედრომში: კაცნო და ძმანო, მე ფარისეველი ვარ, ფარისეველის ძე''[საქმეები 23:6] აქ შემიძლია ბევრი ვისაუბრო და დავიხმარო იუდეველთა გადმოცემა - თალმუდი (''ზეპირი თორა''; თორა - ბიბლიის პირველი ხუთი წიგნი); მაგალითად თალმუდში ჩაწერილი: ''ადამიანი კი არაა შაბათისათვის, შაბათია ადამიანისათვის'' და მსგავსი... რომლის ყველაზე უკეთ მცოდნე, რა თქმა უნდა თავად მაცხოვარი იქნებოდა, რის გამოც საკადრის პასუცს სცემდა ფარისეველთ - მაგრამ კონკრეტულობისა და სიმარტივისათვის სახარებიდან ორ ეპიზოდს გავიხსენებ, რომლებიც ნათლად მიუთითებენ ყველაფერ ზევით ნათქვამზე. პირველ ეპიზოდში იესო გამოწვევით მიმართავს ბრბოს, რომელიც ასევე შედგებოდა რელიგიური ლიდერებისაგან: ''რომელი თქვენთაგანი მამხილებს ცოდვის გამო? '' [იოანე 8:46] არავინ/ვერავინ გამოვიდა, რომ თუნდაც ერთი ბრალდება წაეყენებინათ კანონის დარღვევისა თუ სხვა ჭეშმარიტული ტრადიციის მოშლაში. მეორე პირველის მსგავსია, მაგრამ ქრისტიანებისათვის შედარებით დრამატული/ემოციური. იესო დგას სინედრომის წინაშე [მარკოზი 14: 55/56] ''მღვდელმთავარნი და მთელი სინედრონი ეძებენ მოწმობას იესოს წინააღმდეგ, რათა მოეკლათ იგი, მაგრამ ვერ პოულობდნენ''. ვერც ერთი მიზეზი ვერ იპოვეს (!) ... და ბოლოს, კითხვაზე: ''შენა ხარ ქრისტე, ძე კურთხეულისა?'' ის პასუხობს ყველაზე განსაცვიფრებელს, რაც ოდესმე თქმულა. ''მაშინ მღვდელმთავარმა შემოიხია სამოსელი და თქვა: რაღად გვინდა მოწმენი? თქვენ გესმით გმობა. რას იტყვით თქვენ? მაშინ ყველამ დაადო მსჯავრი მას, რომ სიკვდილს იმსახურებდა.'' [მარკოზი 14: 63/64] ასე და ამდაგვარად ბატონებო და ქალბატობებო... სიკვდილს! თან განსაკუთრებული სისასტიკით! მათი წესით ღვთისგმობა ასე უნდა დასჯილიყოდა მითუმეტეს თუ ეშმაკთან ქონდათ საქმე [როგორც შერაცხეს მაცხოვარი და მისი საქმეები] [აქ მოკლედ შევეხები განსაზღვრული ჯგუფის აბსურდულ მტკიცებასაც: ''იესოს არსად უთქვამს რომ თავადაა ღმერთი'' და ამდაგვარი... თავი რომ გავანებო წინა პოსტში ახალი აღთქმიდან ნახსენებ მარტო მაცხოვარის სიტყვებს, (და მთლიანობაში ახალი აღთქმის სულისკვეთებას/არს, რაც მოციქულებმა გადმოგვცეს) ზემოთ მოყვანილი მაგალითიც ნათლად მოწმობს რას აცხადებდა იესო და რატომ/რა მიზეზით დაიმსახურა სინოდისაგან სიკვდილით დასჯა] თუმცა წესი მაინც დაარღვიეს - ქრისტე ორჯერ აწამეს - მიუხედავად იმისა, რომ თუნდაც რომის კანი გრძალავდა ერთ დანაშაულზე ორჯერ დასჯას. პირველად ტყვიის ბურთულებიანი, ხუთკუდა ''მათრახით'' 39 დარტყმა მიაყენეს (იუდეველებთან აგრძალული იყო 40ზე მეტი დარტყმა, რაც სიკვდილს იწვევდა) ყოველი დარტყმისას ''მათრახი'' ეფინებოდა სხეულს და ხუთ ადგილას კანს ხეთქავდა ძვლამდე... პილატეს ეგონა შეეშვებოდნენ და ვითომ კარგს აკეთებდა, რადგან: - დიახ... სასტიკად ნაწამები იესოს დამნახავე ადამიანი ალბათ მართლა შეეშვებოდა, მაგრამ ეშმაკი... არასდროს. (!) მეორედ - ჯვარს აცვეს. ორი ათასი წლის მანძილზე იმდენჯერ გვსმენია ეს სიტყვა, რომ მისი ჭეშმარიტი აზრი ასე ვთქვათ - დავკარგეთ. ციცერონის თქმით, ესაა ადამიანის მიერ გამოგონილი ყველაზე სასტიკი წამების ფორმა... დეტალებზე აღარ შევჩერდები, რომელიც მართლა საშინელია და პირადად მე ვერც შევძელი ამ მასალების მთლიანად წაკითხვა. ვიტყვი მხოლოდ იმას, რომ მაცხოვარი დანარჩენ ორ გაკრულზე ადრე გარდაიცვალა. ''პილატეს გაუკვიდა (კიდეც), რომ ასე მალე. '' [მარკოზი 15:44] სხვებს წვივები გადაუმტვრიეს, იესო ქრისტესათვის ეს არ დაჭირებიათ, გულმა ვერ გაუძლო ამდენ ტკივილს.... და ვერავინ იტყვის, რომელი უფრო მტკივნეული იყო: სულიერი თუ ფიზიკური. ეს იყო მათი არჩევანი და რაც ნაწინასწარმეტყველები იყო, რადგან უფალისათვის არასდროს არაფერია უცნობი. * * * საერთოდ მესიანური იდეა - შეხების მთავარი ქვაკუთხედია ქრისტიანებსა და იუდეველთა შორის. ამაში დამეთანხმება როგორც ერთი მხარე, ასევე მეორეც. მთავარი კი ისაა, რომ ამ იდეის გაგება აბსოლიტურად ურთიერთსაწინააღმდეგოა - მიუხედავად იმისა, რომ იდეის მატარებელი წერილი, უცვლელად წმინდაა როგორც ერთი მხარისათვის, ასევე მეორისათვის. პარადოქსალურ სიტუაციაშიც კი ვვარდებით, მაგრამ თუ აქ გავითვალისწინებთ, რომ საქმეში არაერხელ ნახსენები ეშმაკი/მაცდურია ჩამბული, შესაბამისი დასკვნებს გამოვიტანთ. [ის სრულებითაც არ არის ''რქიან/კუდიანი'', პირიქით ... გარდა ამისა სრულებითაც არ გავს ''ჰოლივუდის'' გმირს და ოსტატურად იყენებს თავად წმინდა წერილსაც კი - გველაპარაკება მისი ენით - როგორც თავად იესოს ელაპარაკებოდა უდაბნოში: ''ვინაიდან დაწერილია...(გააკეთე ეს)'' [მათე 4:6] დღეს სწორედ ამ ფრაზით შეიარაღებულნი დადიან საშოვარზე გამოსული უამრავი რელიგიის წამრმომადგენელი - ბიბლიის ფრიალით და ფრაზით: ''ვინაიდან დაწერილია''... ''აი ჩახედეთ თუ არ გჯერავთ''] ერთი სიტყვით, იუდეველები მესიას (ქრისტეს) განიხილავდნენ როგორც მსოფლიოს/დედამიწის მეფეს [სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით], რომელიც მათ კეთილდღეობასა და პირველობას უბოძებს, რასაც კარგად აღწერს ებრაული კანონის ერთადერთი აღიარებული ავტორიტეტი ამ საკითხში რამბამი - რაბი მოშე ბენ მაიმონი - ამჯერად ამაზე აღარ გავამახვილებ ყურადღებას, მხოლოდ ავღნიშნავ, რომ იესო ნაზარეთელი ასეთი კრიტერიუმებში არ ჯდებოდა: - მიწიერი სიმდიდრესა და ბედნიერებას მოსატანად არ მოვლენია ის ისრაელს და მითუმეტეს ერთ განსაკუთრებულ ხალხთან აღთქმის დასადებად, ''რადგან ღმერთთან არ არსებობს მიკერძოება'' [რომაელთა 2:11] იესოს სიტყვა ვერ დაეტია მათში [იოანე 8:37] და ისინი მის მოკვლას ცდილობდნენ [იოანე 8:40]; მათ არ ესმოდათ იესოსი [იოანე 8:43], რადგან მათი მამა ეშმაკი იყო იმ მომენტში [იოანე 8:44] აქვე ავღნიშნავ: - იყო დრო, მეც მძლევდა ზოგჯერ მაცდური და ვერ ვწვდებოდი მაცხოვრის სიტყვების ღრმა არს: '' მიუტევე ამათ, ვინაიდან არ იციან, რას აკეთებენ''[ლუკა 23:34] მაგრამ ღვთის ნებითა და დახმარებით გამოვსწორდი, ხოლო ჯვრისწერისას - როდესაც მსახური უფალს სთხოვდა დაველოცეთ: აბრაამისა და სარრას მსგავსად, ისააკისა და რებეკკას, იაკობისა და რახელის, ყველა პატრიარქის, მოსეს, ღვთისმშობლის მშობლების იოაკიმესა და ანნას..... მსგავსად - საბოლოოდ მივხვდი რომ ვცდებოდი. * * * კაცობრიობის ისტორიაში არც ერთი აღიარებული რელიგიური ბელადი: არც აბრაამი თუ მოსე, არც ბუდდა თუ ვიშნუს მერვე გარდასახვა კრიშნა, არც მუჰჰამედი, კონფუძი... და ა.შ. არ აცხადებდა პრეტენზიას ღმერთის სახელზე. ერთადერთი გამონაკლისი ამ მხვრივ - იესო ქრისტეა. მაშ ასე: ჩვენ ვდგავართ ალტერნატივის წინაშე. - იესო ნაზარეთიდან: ქრისტე (მესია), ძე ღვთისა და თავად ღმერთი; - ან: სულიერად ავადმყოფი და შეიძლება უფრო მეტიც - ეშმაკი. ჩემთვის აბსოლიტურად ნათელია, რომ არც ავადმყოფი ყოფილა და არც ეშმაკით შეპყრობილი. შესაბამისად რაც არ უნდა '' ყველაზე განსაცვიფრებელი, იყოს რაც ოდესმე თქმულა'' - ისაა: უფალი იესო ქრისტე, ძე ღვთისა მხოლოდშობილი, მამისაგან შობილი უწინარეს ყოველთა საუკუნეთა. ნათელი ნათლისაგან, ღმერთი ჭეშმარიტი ღვთისაგან ჭეშმარიტისა, შობილი და არა ქმნილი, ერთარსი მამისა, რომლისაგან ყოველი შეიქმნა. რომელი ჩუენთვის, კაცთათვის და ჩუენისა ცხოვრებისათვის გარდამოხდა ზეცით, და ხორცნი შეისხნა სულისაგან წმიდისა და მარიამისაგან ქალწულისა, და განკაცნა. * * * ესაა ჩემი არჩევანი. |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 26th September 2024 - 08:55 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი