მსოფლიოს მართლმადიდებელ ეკლესიათა პატრიარქები, პატრიარქები |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
მსოფლიოს მართლმადიდებელ ეკლესიათა პატრიარქები, პატრიარქები |
A.V.M |
Nov 18 2011, 08:47 PM
პოსტი
#1
|
მადლობა ამ ფორუმს! ჯგუფი: Senators პოსტები: 13,742 რეგისტრ.: 14-June 11 მდებარ.: ფორუმს გარეთ წევრი № 11,203 |
საქართველოს გარდა მსოფლიოში მრავალი მართლმადიდებლური ეკლესიაა,რომელთაც რა თქმა უნდა საკუთარი მმართველი ყავთ.
ამ თემაში ვისაუბრებთ მათ შესახებ. -------------------- აბა ჰე და აბა ჰო!
|
A.V.M |
Nov 18 2011, 08:57 PM
პოსტი
#2
|
მადლობა ამ ფორუმს! ჯგუფი: Senators პოსტები: 13,742 რეგისტრ.: 14-June 11 მდებარ.: ფორუმს გარეთ წევრი № 11,203 |
პატრიარქი თეოფილოს III (ბერძნ. Πατριάρχης Ιεροσολύμων Θεόφιλος Γ΄; საერო სახელი ილია იანოპოლუსი, ბერძნ. Ηλίας Γιαννόπουλος; დ. 1952, გარგალიანი, მესინია, საბერძნეთი) — იერუსალიმის 141-ე პატრიარქი 2005 წლის 22 აგვისტოდან, იერუსალიმის მართლმადიდებელი ეკლესიის მმართველი. სრული წოდება: უწმინდესი და უნატარესი კირ თეოფილოსი, პატრიარქი წმიდისა ქალაქისა იერუსალიმისა და სრულიად პალესტინისა, სირიისა, არაბეთისა, იორდანისა, გალილეის კანისა და წმინდა სიონისა.
უნეტარესი თეოფილე III (ერისკაცობაში ილიას იანოპულოსი) დაიბადა 1952 წელს მესინიაში, (საბერძნეთი); 1964 წელს გაემგზავრა იერუსალიმში, სადაც ხელდასხმულ იქნა დიაკვნად; შემდგომში მსახურობდა პატრიარქ ბენედიქტე I-თან არქიდიაკვნად; 1991 წელს ხელდასხმულ იქნა მღვდლად და დაინიშნა გალილეის კანას ეკლესიის მოძღვრად; აქ მოღვაწეობის დროს მან დააფუძნა ორგანიზაცია „ნურ ალ მასიჰ“-ი (ნათელი ქრისტესი); 1996 წელს გაემგზავრა ყატარში, სადაც ვაჰაბიტურმა ორგანიზაციამ პირველად მიიღო ქრისტიანი სასულიერო პირი. პარალელურად მსახურობდა წმიდა საფლავის ეგზარქოსად ყატარში; 2000-2003 წლებში იყო იერუსალიმის პატრიარქის პირადი წარმომადგენელი მოსკოვში; 2005 წლის თებერვალში პატრიარქ ირინეოსის მიერ დაინიშნა თაბორის მთის მთავარეპისკოპოსად; იერუსალიმის საპატრიარქოში განვითარებული ცნობილი მოვლენების შემდეგ მთავარეპისკოპოსი თეოფილე არჩეულ იქნა იერუსალიმის ეკლესიის 141-ე მეთაურად; 2005 წლის 22 აგვისტოს მოხდა მისი აღსაყდრება საპატრიარქო ტახტზე; უნეტარეს თეოფილოსს რთულ პერიოდში უწევს იერუსალიმის ეკლესიის მწყემსმთავრობა. ისრაელის სახელმწიფოს, პალესტინის ავტონომიასა და იორდანიის სამეფოს შორის არსებული დაძაბული პოლიტიკური ვითარება უარყოფითად აიხასება ეკლესიის მდგომარეობაზე; პატრიარქი თეოფილე III არის ღვთისმეტყველების ბაკალავრი (ათენი) და მაგისტრი (ლონდონი); ფლობს ბერძნულ, ინგლისურ და არაბულ ენებს. -------------------- აბა ჰე და აბა ჰო!
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 1st November 2024 - 02:45 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი