მსოფლიოს მართლმადიდებელ ეკლესიათა პატრიარქები, პატრიარქები |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
მსოფლიოს მართლმადიდებელ ეკლესიათა პატრიარქები, პატრიარქები |
A.V.M |
Nov 18 2011, 08:47 PM
პოსტი
#1
|
მადლობა ამ ფორუმს! ჯგუფი: Senators პოსტები: 13,742 რეგისტრ.: 14-June 11 მდებარ.: ფორუმს გარეთ წევრი № 11,203 |
საქართველოს გარდა მსოფლიოში მრავალი მართლმადიდებლური ეკლესიაა,რომელთაც რა თქმა უნდა საკუთარი მმართველი ყავთ.
ამ თემაში ვისაუბრებთ მათ შესახებ. -------------------- აბა ჰე და აბა ჰო!
|
A.V.M |
Nov 19 2011, 07:53 PM
პოსტი
#2
|
მადლობა ამ ფორუმს! ჯგუფი: Senators პოსტები: 13,742 რეგისტრ.: 14-June 11 მდებარ.: ფორუმს გარეთ წევრი № 11,203 |
თეოდორე II - (ბერძნ. Πατριάρχης Αλεξανδρείας Θεόδωρος Β΄, ერისკაცობაში ნიკოლაოს ხორეფტაკისი, დ. 25 ნოემბერი, 1954) — სრულიად აფრიკისა და დიდისა ქალაქის ალექსანდრიის პაპი და პატრიარქი 2004 წლიდან. აირჩიეს საავიაციო კატასტროფაში პატრიარქ პეტრე VII დაღუპვის შემდეგ.
იგი დაიბადა კუნძულ კრეტაზე, (საბერძნეთი). აქვე დაამთავრა საშუალო სკოლა. სწავლა განაგრძო ათენის რიზარიოსის საეკლესიო სკოლაში, რომლის წარჩინებით დასრულების შემდეგ ჩაირიცხა თესალონიკის არისტოტელეს სახელობის უნივერსიტეტის საღვთისმეტყველო ფაკულტეტზე. დაამთავრა სალონიკის სასულიერო სასწავლებელი. სწავლობდა ხელოვნების ისტორიას, ლიტერატურასა და ფილოსოფიას სსრკ-ში (ოდესის უნივერსიტეტში). 1975 წელს ხელდასხმულ იქნა დიაკვნად და დაინიშნა კრეტის სამთავარეპისკოპოსოს ლამბისისა და სფაკიონის სამიტროპოლიტოს მთავარდიაკვნად და სვინგელოზად; 1985 წელს ხელდასხმულ იქნა მღვდლად და დაინიშნა ალექსანდრიის საპატრიარქო ეგზარქოსად რუსეთში; მან დააარსა ბერძნული კულტურის ინსტიტუტი და ფილიკის მუზეუმი; 1990 წელს ხელდასხმულ იქნა კირენის ეპისკოპოსად და დაინიშნა პატრიარქ პართენიოსის პირად წარმომადგენლად ათენში (1997 წლამდე); 1997 წელს დაინიშნა აწ განსვენებული პატრიარქ პეტრე VII-ის ქორეპისკოპოსად; 1997 წელს - კამერუნის მიტროპოლიტად; აქ მან ააშენა არაერთი სკოლა, ეკლესია და საავადმყოფო; 2002 წელს გადაყვანილ იქნა ზიმბაბვის მიტროპოლიტად; აქ მიტროპოლიტმა თეოდორემ დააფუძნა 6 სამისიონერო ცენტრი, ასევე სხვა საზოგადოებრივი დაწესებულებები; 2004 წლის სექტემბერში პატრიარქი პეტრე VII და ალექსანდრიის ეკლესიის რამდენიმე ეპისკოპოსი დაიღუპა საავიაციო კატასტროფაში ეგეოსის ზღვის თავზე. 9 ოქტომბერს სინოდმა თეოდორე აირჩია პატრიარქად, ხოლო ინტრონიზაცია მოხდა 24 ოქტომბერს. -------------------- აბა ჰე და აბა ჰო!
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 27th September 2024 - 12:39 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი