რისი სწამს დიაკვან ანდრია კურაევს?, დიაკვან ანდრია კურეავის ცდომილების შესახებ |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
რისი სწამს დიაკვან ანდრია კურაევს?, დიაკვან ანდრია კურეავის ცდომილების შესახებ |
gio_xomasa |
Nov 17 2011, 02:15 PM
პოსტი
#21
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 26 რეგისტრ.: 17-November 11 წევრი № 11,771 |
პირადად მე ბევრი რამისთვის მადლობელი ვარ მამა ანდრია კურაევისა, კერძოდ, მისი ნიჭიერი პოლემიკური სტატიებისთვის, რომლებშიც იგი მახვილგონივრულად ებრძვის ეკლესიის მტრებს, განსაკუთრებით ნეოწარმართობასა და ოკულტიზმს. იგი სწრაფად რეაგირებს პროვოკაციებსა და თავდასხმებზე, ეკლესიის წინააღმდეგ რომ ეწყობა, შეუძლია თავისი ცოდნისა და ძალების მობილიზება მათთვის პასუხის გასაცემად. მამა ანდრია თვალსაჩინო საეკლესიო ჟურნალისტია ამ სიტყვის კარგი გაგებით, ანუ ეხმიანება მიმდინარე მოვლენებს, რომლებიც ადამიანებს აშფოთებს. მაგრამ ამავე დროს ვერ ვიშორებ კითხვას: რატომ ხდება, რომ იცავს რა ეკლესიას, ებრძვის რა მის მტრებს მართლმადიდებლური პოზიციებიდან,
თავად თმობს ამ პოზიციებს, როდესაც საქმე ეხება ეკლესიის სწავლებას და მის საღმრთისმეტყველო გააზრებას? ასეთ დროს გასაოცარ შეცდომებს ვაწყდებით, რომლებიც მკითველს გზა-კვალს უბნევენ. ამიტომ გულისტკივილით ვსვამთ კითხვას: რისი სწამს დიაკვან ანდრია კურაევს? ჩვენ ვლაპარაკობთ არა შინაგან რელიგიურ გრძნობაზე, არა მისტიკურ განცდებზე - ეს მისი სულიერი საიდუმლოა, რომელსაც უცხო ხელი ვერ შეეხება, ამაზე მსჯელობა მხოლოდ მის სულიერ მოძღვარს შეუძლია, თუკი ჰყავს ასეთი. აქ ლაპრაკია ქრისტიანული სარწმუნოების წყაროებზე, რომელთა მიმართ მამა ანდრია უარყოფასა და უნდობლობას გამოხატავს, თუ ეს ზეპირი ან წერითი მეტყველების ლაფსუსები არ არის. მართლმადიდებლური სარწმუნოების საფუძველია ძველი და ახალი აღთქმის წიგნებში დაცული წმ. გარდამოცემა, რომელიც ლიტურგიკაში, კანონიკასა და ეკლესიის სიმბოლურ წიგნებში, აგრეთვე პატრისტიკულ ლიტერატურაში ცოცხლობს და „მამათა ერთსულოვნების“ პრინციპს ემყარება. სწამს კი მამა ანდრია კურაევს წმ. გარდამოცემა? არა. იგი აცხადებს, რომ შეიძლება იყო უბრალოდ ქრისტიანი ყოველგვარი ტიპიკონის, მსოფლიო კრებების კანონების - კანონის და ა.შ. გარეშე. ესე იგი, წმ. გარდამოცემის არსებითი და იქნებ უმთავრესი ორგანული ნაწილი - ლიტურგიკა, მისივე სიტყვებით, რაღაც არაარსებითია, ურომლისოდაც ადამიანს შეუძლია ქრისტიანი იყოს, ამ სიტყვებს იგი არაერთგზის იმეორებს წიგნში „ეკუმენიზმის გამოწვევა“. ეტყობა, მამა ანდრიას აზრით, „იყო უბრალოდ ქრისტიანი“ ნიშნავს წრფელი გულით შეასრულო მცნებები და სხვა არაფერზე იფიქრო. მაგრამ ამგვარი უბრალოება ფილოსოფიის დოქტორისათვის ფილოსოფიური პოზიციაა, კერძოდ კი - აგნოსტიციზმი. უცნაური სურათია: პროტესტანტებთან პოლემიკაში მამა ანდრია კურაევი მოიხმობს ეკლესიის ცნებას, როგორც მყარ ტრადიციას, რომელმაც მოციქულთა სწავლება შემოინახა, ხოლო როდესაც ეკუმენიზმის გამართლებას ცდილობს, მაშინ ამბობს, რომ შეიძლება გვერდი აუარო ისეთ წვრილმანებს, როგორიცაა ტიპიკონი და კანონიკა. ამასთან ერთად, იგი შერჩევით სარგებლობს ციტატებით პატრისტიკიდან, ანუ აცხადებს, რომ შეიძლება ცხონება ეკლესიის გარეშე ანდა ეკლესიის დეფორმირებული და შეკვეცილი ცნებით. წმ. გარდამოცემისადმი უნდობლობა ლოგიკურად წმ. წერილისადმი უნდობლობამდე მიდის. ისიც არ არის ნაკლებად მნიშვნელოვანი, რომ ახალ აღთქმას საფუძვლად ძველი აღთქმა უდევს, მისი გამოვლინებაა, თვით უფალმა თქვა: „გამოიძიებდით წიგნთაგან... და იგინი არიან, რომელნი წამებენ ჩემთვის“ (ინ.5,39). მამა ანდრიამ „გამოიძია“ წმ. წერილი და თავის სტატიაში „ექუსთა დღეთა“-ს პოლემიკურობა „იმ დასკვნამდე მივიდა, რომ ბიბლიის ნდობა არ შეიძლება: მოსე ფსევდო მოსეა, მითიური პირი; ესაია და სხვა ბიბლიური პირებიც მხოლოდ „ფსევდონი“, ანუ ცრუნი და არარსებულნი არიან. მამა ანდრიას აზრით, ეს ისეთივე პირობითი და სუბიექტური ენაა, როგორც, მაგალითად, ჩვენ ვამბობთ, რომ „მზე ამოვიდა“, მამა ანდრიამ კი, თუმცა ბავშობიდან იყენებს ამ გამოთქმებს, იცის, რომ მზე კი არ ამოდის, დედამიწა ბრუნავს მის გარშემო (იმასაც დავამატებთ, რომ მამა ანდრიას, როგორც ერუდირებულსა და ცნობისმოყვარე ადამიანს, ალბათ შესწავლილი აქვს თანამედროვე კოსმოლოგიური სისტემები, თუმცა კი არ ეთანხმება აინშტაინსა და ფლორენსკის, რომლების ამტკიცებენ, რომ გეო - ან ჰელიოცენტრული პრინციპები უახლოესი კოსმოსის სისტემაში მათემატიკურად დადასრუებული არ არის). მამა ანდრიას მიაჩნია, რომ „ექუსთა დღეთა“, ანუ „დაბადების“ პირველი წიგნი, რომელიც ჩვეულებრივ ქრისტეს შობამდე XV საუკუნით თარიღდება, მოგვიანებით დაწერა ვიღაც პოლემისტმა იუდეველმა ბაბილონელთა ჯიბრზე. გამოდის, რომ ბიბლია ანტიმითოლოგიური ნაწარმოებია, რომელსაც მიზნად აქვს იუდეველთა დაცვა წარმართული მითოლოგიისგან - როგორც ჩანს,ბაბილონის ტყვეობის დროს, ამასთან ნათლად მიგვანიშნებს, რომ ბიბლია, ამ შემთხვევაში „ექუსთა დღეთა“, ღმრთივსულიერი ნაწარმოები კი არ არის არამედ „მითი მითების წინააღმდეგ“, რომელიც ბაბილონელთა მოძულე იუდეველმა „კბილი კბილისა წილ“-ის პრინციპით შეთხზა. ამგვარად, მამა ანდრიამ გაიმეორა ანტიბიბლიური კრიტიკოს-რაციონალისტების - ბაუერისა და მის მსგავსთა აზრები, რომელთაც დღეს დაკარგული აქვთ ყოველგვარი ავტორიტეტი თვით უწრწმონო მეცნიერებს შორისაც. თუკი მამა ანდრიას არ სწამს ძველი აღთქმის ღმრთივსულიერება და ისტორიულობა, აღალი აღთქმა ჰაერში რჩება გამოკიდებული - საფუძველი მას დაკარგული აქვს. მაშ, რიღასი სწამს დიაკვან ანდრია კურაევს? არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი) თარგმნა ნინო გულიაშვილმა |
afxazi |
Nov 20 2011, 11:51 AM
პოსტი
#22
|
დავითი ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე პოსტები: 8,814 რეგისტრ.: 7-March 07 წევრი № 1,291 |
nk44
ციტატა იქნებ დაწეროთ კონკრეტულად რა ადგილს არ ეთანხმებით არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)-ის სტატიიდან?? ამაზე როგორ გაწყენინებ. მაცალე ცოტა ხანს. მაგალითად 1995 წელს გამოცემულ პატარა ბროშურაში, რომელიც იეღოველთა მხილებას მიეძღვნა ხსენებული არქიმანდრიტი წერდა: “რაც შეეხება იმას, რომ ძემ არ იცის მეორედ მოსვლის დღე, ეს არცოდნა მის კაცობრივ ბუნებას ეკუთვნის, რომელიც ყველაფრით ჩვენი ბუნების მსგავსი იყო, გარდა ცოდვისა. ქრისტეს ღმრთაებრივი ბუნება ყოვლისმცოდნე იყო, კაცობრივი ბუნება კი, რომელიც ყველა სულიერ ძალას შეიცავდა, მათ შორის გონებასაც, ადამიანის ზრდისა და განვითარების კანონებს ემორჩილებოდა, მაშასადამე, აბსოლუტურ ცოდნას არ ფლობდა: “ხოლო ყრმა იგი აღროძინდებოდა და განმტკიცდებოდა სულითა და აღივსებოდა სიბრძნითა” (ლუკა 2,40); “და იესო წარემატებოდა სიბრძნითა და ჰასაკითა” (ლუკა 2,52). ეხლა ერთი წამით დავივიწყოთ ედიშერ ჭელიძის არსებობა და გამუქებული ფრაზა შევადაროთ უპირველესად იოანე დამასკელს: "ამასთან, ითქმის, რომ იგი „წარემატებოდა სიბრძნით, ასაკიდა და მადლით“ (ლუკა 2,52), რადგან, ერთი მხრივ, იზრდებოდა ასაკით, და ასაკის ზრდის შედეგად სააშკარაოზე გამოჰქონდა თავის თავში არსებული სიბრძნე, მეორე მხრივ კი - ყოვლითურთ განიკუთვნებდა რა ჩვენეულს, საკუთარ წარმატებად აქცევდა იგი ადამიანთა წარმატებას სიბრძნეში და მადლში, აგრეთვე მამისეული სათნოჩენის სრულყოფას, რაც არის ადამიანთა ღვთისმცოდნეობა და ხსნა. მაგრამ ვინც ამბობს, რომ წარემატებოდა იგი სიბრძნით და მადლით როგორც მიმღები ამათი შემატებისა, ამგვარი ვინმე არც იმას ამბობს, რომ ხორცის პირველმყოფობიდანვე1 მოხდა შეერთება2, არცთუ ჰიპოსტასურ შეერთებას თვლის იგი რადმე, არამედ ერწმუნება ამაოდ-მბრძნობ ნესტორს და მოთვისეობითს შეერთებასა3 და ლიტონ შთამკვიდრებას4 მეზღაპრეობს, „არ უწყის რა არც ის, რას ამბობს, და არც ის, რის შესახებ ამტკიცებს“ (1ტიმ. 1,7). მართლაც, თუ ჭეშმარიტად შეუერთდა ღმერთ-სიტყვას ხორცი თავისი პირველმყოფობიდანვე ანდა, უკეთ, თუ ღმერთ-სიტყვაში მყოფობდა იგი და თუ ჰიპოსტასისეული იგივეობა ჰქონდა მასთან, როგორღა არ გამდიდრდებოდა იგი სრულყოფილად ყველა სიბრძნითა და მადლით, თუმცა არა როგორც წილმიმღები მადლისა, ანდა მომადლებით წილმქონე სიტყვისეულთა, არამედ, უმალ - ადამიანურთა და საღმრთოთა ჰიპოსტასური ერთობის გამო, რაც აღსრულდა ერთ ქრისტეში, რადგან თვითვე იყო ერთდროულად ღმერთიც და ადამიანიც, ქვეყნიერებისათვის მადლის, სიბრძნისა და ყოველგვარ სიკეთეთა სისავსის აღმომაცენებელი." http://www.orthodoxy.ge/gvtismetkveleba/damaskeli/66.htm თეოფილაქტე ბულგარელი: “იზრდებოდა იესო სხეულით, თუმცა შეეძლო, რომ თვით საშოდანვე ასულიყო იგი მამაკაცის ასაკის საზომამდე, მაგრამ ზმანებად ჩათვლიდნენ მას. ამიტომ მცირე-მცირედ იზრდებოდა იგი. ამასთან იზრდებოდა რა, ვლინდებოდა ღმერთი-სიტყვის სიბრძნე, რადგან განვითარებითად როდი გახდა იგი ბრძენი. ნუ იყოფინ! არამედ მცირე-მცირედ გამოაჩინა რა მან შინაგანი სიბრძნე, ამიტომ ითქმის, რომ სხეულებრივი ასაკის შესაბამისად “წარემატებოდა და განმტკიცდებოდა სულით”. მართლაც მცირე ასაკში რომ გამოევლინა მას მთელი სიბრძნე, მოჩვენებად ჩათვლიდნენ. აწ კი, რადგან ასაკის შესაბამისად და ასაკის დატევნისებრ გამოავლინა მან თავისი თავი, აღასრულა განგებულება, რამეთუ არათუ თანდათან შეითვისა სიბრძნე (რაღა უნდა ყოფილიყო მასზე უფრო სრული, ვინც დასაბამიდანვე სრულია?), არამედ არსებული გამოააშკარავა ნაწილ-ნაწილ” (PG. 123, 732 D). წმ. კირილე ალექსანდრიელი: “არც იმ ნაბოდვარის თქმა გაბედო, რომ თითქოს სიტყვებს “წარემატებოდა ასაკით და სიბრძნით და მადლით” ადამიანს ვუკავშირებდეთ, რადგან ეს, ვფიქრობ, სხვა არაფერია, თუ არა ერთი ქრისტეს ორად გაყოფა” (μηδ’ αὖ ἐκεῖνο φληνάφὠς τολμήσῃς εἰπεῖν, ὅτι τὸ προκόπτειν ἐν ἡλικίᾳ τε καὶ σοφιᾳ καὶ χάριτο τῳ ἀνθρώπῳ προσάψομεν. Τοῦτο γὰρ, οἷμαι, ἐστὶν ἕτερον οὐδὲν. ἢ διέλειν εἰς δύο τὸν ἕνα Χρίστον, იხ. წმ. კირილე ალექსანდრიელი, მეჩვიდმეტე სააღდგომო ქადაგება, PG. t. 77, col. 780 D); იხ. იგივე ტექსტი, წმ. კირილე ალექსანდრიელი, თორმეტი ანათემის აპოლოგია აღმოსავლელთა წინააღმდეგ, PG. 76, 341 A). იგივე მამა: “გვწამს, რომ თვით ქალწულებრივი მუცლისა და საშოსაგან კაცად გამოვიდა ღმერთად მყოფი ემმანუელი, ყოვლითურთ სავსე მასში ბუნებითად არსებული სიბრძნითა და მადლით. ამიტომ, რა განვითარება უნდა მიეღო მას, რომელშიც არის სიბრძნის ყველა საუნჯე და რომელიც მბოძებელია ზენა მადლისა ღმერთთან და მამასთან ერთად? მაშ, როგორ ითქმის, რომ “წარემატებოდა იგი?” ვფიქრობ, ღმერთმა-სიტყვამ თავისი სხეულის ზრდასა და ასაკს თანაშეაზომა (συμμετροῦντος) მასში არსებულ ყველაზე უფრო ღვთისმშვენ სიკეთეთა გამოვლენა (ἔκφανσιν), რადგან ვაცნობიერებთ, რომ თუმცა გახდა იგი ჩვენებრ ადამიანი, თავდაპირველად ის იღვაწა, რომ დაფარული დარჩენილიყო და, ასე ვთქვათ, ჩუმად და მდუმარედ წარემართა საიდუმლოს ძალა ცოტცოტაობით... გაუმკაცრდა კიდეც თვით წმინდა მოციქულებსაც, რათა არ გაეცხადებინათ მათ იგი. მართლაც, ყველასათვის უჩვეულო და უცხო საქმედ გამოჩნდებოდა და ცნობისმოყვარეობასაც აღძრავდა, თუკი იგი, ჯერაც ჩვილად მყოფი, ღვთისთვის შესაფერის სიბრძნეს გამოავლენდა” (ნესტორის წინააღმდეგ, წიგნი III,PG. 76, 153 B-S). კვლავ: “თუმცა კი უმეცრებითი ბუნება მიიღო უფალმა, მაგრამ საღვთო ღირსებები გადასცა მას. და იყო უფლის სული მქონებელი ერთობლივად ყველა სიბრძნისა, - საღვთოსი და ადამიანურისა, - ყველა ცოდნისა, - წარსულთა, არსებულთა და სამომავლოთა” (Εἰ γὰρ καὶ τὴν ἀγνοουσαν ὁ Κύριος φύσιν ἔλαβεν, ἀλλὰ τῶν θείων αὐχημάτων ταύτῃ μετέδωκε. καὶ ἦν ἡ Κυρίου ψυχὴ πᾶσαν ἔχουσα σοφίαν θείαν ἅμα δὴ καὶ ἀνθρωπικήν, πᾶσαν γνῶσιν τῶν γεγονότων, τῶν ὄντων, τῶν ἐσομένων, ყოვლადწმინდა სამების შესახებ, T. 21; PG. 77, 1161 A). ვრცლად იხილეთ აქ: http://library.church.ge/index.php?option=...emid=69&lang=en აღარაფერს ვამბობ ჩვილი ბავშვების უმოწყალოდ გაწირვაზე ჯოჯოხეთისთვის, რაც არ გაუკეთებია არც ერთ მამას. ამ მოძღვრებას მოყვა სწავლება იმის შესახებ, რომ შვილები მამათა ცოდვების გამო ისჯებიან, რაც კატეგორიულადაა დაგმობილი ეკლესიის მიერ. შემდეგ კი სწავლება იმის შესახებ რომ სულები იქმნებიან მშობელთა სულებისგან და ა.შ. ამ მოძღვრების შემცველი სტატიებით გადავსებული იყო გაზ. "მრევლი". -------------------- სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის კლიმენტი ალექსანდრიელი |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 27th September 2024 - 03:54 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი