სხვა პატრიარქები, ამ თემაში ვისაუბრებთ პატრიარქებზე (ილია II-ს გამოკლებით) |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
სხვა პატრიარქები, ამ თემაში ვისაუბრებთ პატრიარქებზე (ილია II-ს გამოკლებით) |
A.V.M |
Nov 13 2011, 07:33 PM
პოსტი
#1
|
მადლობა ამ ფორუმს! ჯგუფი: Senators პოსტები: 13,742 რეგისტრ.: 14-June 11 მდებარ.: ფორუმს გარეთ წევრი № 11,203 |
საქართველოს საკათალიკო ტახტს დიდი ისტორია აქვს.ამის გამო საინტერესო იქნება თუ ვისაუბრებთ იმ პატრიარქებზე,რომლებიც დიდი თუ მცირე ხნის წინ გარდაიცვალნენ.
ვისაუბროთ ამ თემაში მათ ცხოვრებასა და მოღვაწეობაზე... -------------------- აბა ჰე და აბა ჰო!
|
A.V.M |
Nov 20 2011, 08:19 PM
პოსტი
#2
|
მადლობა ამ ფორუმს! ჯგუფი: Senators პოსტები: 13,742 რეგისტრ.: 14-June 11 მდებარ.: ფორუმს გარეთ წევრი № 11,203 |
მისი უწმიდესობა და უნეტარესობა დავით VI (ერისკაცობაში ხარიტონ ჯიბოს ძე დევდარიანი) (დ. 6 აპრილი, 1903, სოფ. მირონწმინდა, ხარაგაულის რაიონი — გ. 9 ნოემბერი, 1977, თბილისი) — სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი და მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი 1972-1977 წლებში.
1917 წელს დაამთავრა სოფელ სარგვეშის არასრული სასწავლებელი. 1918 წლის 1 აგვისტოს ქუთათელმა მიტროპოლიტმა ანტონმა (გიორგაძემ) დაადგინა მირონწმინდის წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის მედავითნედ. 1927 წლის 26 თებერვალს საჩხერის წმინდა ნინოს სახელობის ტაძარში მარგველმა ეპისკოპოსმა ვარლაამმა (მახარაძე) დიაკვნად აკურთხა, ხოლო მეორე დღეს მღვდლად დაასხა ხელნი და სარგვეშის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად განამწესა. 1928 წელს გახდა ხარაგაულის ოლქის მთავარი ხუცესი. 1929-იდან მსახურობდა თბილისში, სიონის საკათედრო ტაძარში მედავითნედ, 1932-1945 წლებში - თბილისის ქვაშვეთის წმინდა გიორგის ეკლესიაში, 1945-1947 წლებში - კუკიის წმინდა ნინოს ეკლესიაში. 1956 წელს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა მელქისედეკ III-მ ბერად აღკვეცა და დავითი უწოდა. 27 აგვისტოს არქიმანდრიტის წოდება მიენიჭა, 28 აგვისტოს კი ეპისკოპოსად აკურთხეს (განაგებდა არგვეთისა და ურბნისის ეპარქიებს). 1959-1972 წლებში იყო სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსი. 1972 წლის 1 ივლისს საქართველოს XII საეკლესიო კრებამ იგი კათოლიკოს-პატრიარქად აირჩია. ინტრონიზაცია შედგა 2 ივლისს სვეტიცხოვლის ტაძარში. იყო სსრკ და საქართველოს მშვიდობის დაცვის კომიტეტების წევრი. დაკრძალულია თბილისში, სიონის საკათედრო ტაძარში -------------------- აბა ჰე და აბა ჰო!
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 1st November 2024 - 04:58 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი