რისი სწამს დიაკვან ანდრია კურაევს?, დიაკვან ანდრია კურეავის ცდომილების შესახებ |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
რისი სწამს დიაკვან ანდრია კურაევს?, დიაკვან ანდრია კურეავის ცდომილების შესახებ |
gio_xomasa |
Nov 17 2011, 02:15 PM
პოსტი
#1
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 26 რეგისტრ.: 17-November 11 წევრი № 11,771 |
პირადად მე ბევრი რამისთვის მადლობელი ვარ მამა ანდრია კურაევისა, კერძოდ, მისი ნიჭიერი პოლემიკური სტატიებისთვის, რომლებშიც იგი მახვილგონივრულად ებრძვის ეკლესიის მტრებს, განსაკუთრებით ნეოწარმართობასა და ოკულტიზმს. იგი სწრაფად რეაგირებს პროვოკაციებსა და თავდასხმებზე, ეკლესიის წინააღმდეგ რომ ეწყობა, შეუძლია თავისი ცოდნისა და ძალების მობილიზება მათთვის პასუხის გასაცემად. მამა ანდრია თვალსაჩინო საეკლესიო ჟურნალისტია ამ სიტყვის კარგი გაგებით, ანუ ეხმიანება მიმდინარე მოვლენებს, რომლებიც ადამიანებს აშფოთებს. მაგრამ ამავე დროს ვერ ვიშორებ კითხვას: რატომ ხდება, რომ იცავს რა ეკლესიას, ებრძვის რა მის მტრებს მართლმადიდებლური პოზიციებიდან,
თავად თმობს ამ პოზიციებს, როდესაც საქმე ეხება ეკლესიის სწავლებას და მის საღმრთისმეტყველო გააზრებას? ასეთ დროს გასაოცარ შეცდომებს ვაწყდებით, რომლებიც მკითველს გზა-კვალს უბნევენ. ამიტომ გულისტკივილით ვსვამთ კითხვას: რისი სწამს დიაკვან ანდრია კურაევს? ჩვენ ვლაპარაკობთ არა შინაგან რელიგიურ გრძნობაზე, არა მისტიკურ განცდებზე - ეს მისი სულიერი საიდუმლოა, რომელსაც უცხო ხელი ვერ შეეხება, ამაზე მსჯელობა მხოლოდ მის სულიერ მოძღვარს შეუძლია, თუკი ჰყავს ასეთი. აქ ლაპრაკია ქრისტიანული სარწმუნოების წყაროებზე, რომელთა მიმართ მამა ანდრია უარყოფასა და უნდობლობას გამოხატავს, თუ ეს ზეპირი ან წერითი მეტყველების ლაფსუსები არ არის. მართლმადიდებლური სარწმუნოების საფუძველია ძველი და ახალი აღთქმის წიგნებში დაცული წმ. გარდამოცემა, რომელიც ლიტურგიკაში, კანონიკასა და ეკლესიის სიმბოლურ წიგნებში, აგრეთვე პატრისტიკულ ლიტერატურაში ცოცხლობს და „მამათა ერთსულოვნების“ პრინციპს ემყარება. სწამს კი მამა ანდრია კურაევს წმ. გარდამოცემა? არა. იგი აცხადებს, რომ შეიძლება იყო უბრალოდ ქრისტიანი ყოველგვარი ტიპიკონის, მსოფლიო კრებების კანონების - კანონის და ა.შ. გარეშე. ესე იგი, წმ. გარდამოცემის არსებითი და იქნებ უმთავრესი ორგანული ნაწილი - ლიტურგიკა, მისივე სიტყვებით, რაღაც არაარსებითია, ურომლისოდაც ადამიანს შეუძლია ქრისტიანი იყოს, ამ სიტყვებს იგი არაერთგზის იმეორებს წიგნში „ეკუმენიზმის გამოწვევა“. ეტყობა, მამა ანდრიას აზრით, „იყო უბრალოდ ქრისტიანი“ ნიშნავს წრფელი გულით შეასრულო მცნებები და სხვა არაფერზე იფიქრო. მაგრამ ამგვარი უბრალოება ფილოსოფიის დოქტორისათვის ფილოსოფიური პოზიციაა, კერძოდ კი - აგნოსტიციზმი. უცნაური სურათია: პროტესტანტებთან პოლემიკაში მამა ანდრია კურაევი მოიხმობს ეკლესიის ცნებას, როგორც მყარ ტრადიციას, რომელმაც მოციქულთა სწავლება შემოინახა, ხოლო როდესაც ეკუმენიზმის გამართლებას ცდილობს, მაშინ ამბობს, რომ შეიძლება გვერდი აუარო ისეთ წვრილმანებს, როგორიცაა ტიპიკონი და კანონიკა. ამასთან ერთად, იგი შერჩევით სარგებლობს ციტატებით პატრისტიკიდან, ანუ აცხადებს, რომ შეიძლება ცხონება ეკლესიის გარეშე ანდა ეკლესიის დეფორმირებული და შეკვეცილი ცნებით. წმ. გარდამოცემისადმი უნდობლობა ლოგიკურად წმ. წერილისადმი უნდობლობამდე მიდის. ისიც არ არის ნაკლებად მნიშვნელოვანი, რომ ახალ აღთქმას საფუძვლად ძველი აღთქმა უდევს, მისი გამოვლინებაა, თვით უფალმა თქვა: „გამოიძიებდით წიგნთაგან... და იგინი არიან, რომელნი წამებენ ჩემთვის“ (ინ.5,39). მამა ანდრიამ „გამოიძია“ წმ. წერილი და თავის სტატიაში „ექუსთა დღეთა“-ს პოლემიკურობა „იმ დასკვნამდე მივიდა, რომ ბიბლიის ნდობა არ შეიძლება: მოსე ფსევდო მოსეა, მითიური პირი; ესაია და სხვა ბიბლიური პირებიც მხოლოდ „ფსევდონი“, ანუ ცრუნი და არარსებულნი არიან. მამა ანდრიას აზრით, ეს ისეთივე პირობითი და სუბიექტური ენაა, როგორც, მაგალითად, ჩვენ ვამბობთ, რომ „მზე ამოვიდა“, მამა ანდრიამ კი, თუმცა ბავშობიდან იყენებს ამ გამოთქმებს, იცის, რომ მზე კი არ ამოდის, დედამიწა ბრუნავს მის გარშემო (იმასაც დავამატებთ, რომ მამა ანდრიას, როგორც ერუდირებულსა და ცნობისმოყვარე ადამიანს, ალბათ შესწავლილი აქვს თანამედროვე კოსმოლოგიური სისტემები, თუმცა კი არ ეთანხმება აინშტაინსა და ფლორენსკის, რომლების ამტკიცებენ, რომ გეო - ან ჰელიოცენტრული პრინციპები უახლოესი კოსმოსის სისტემაში მათემატიკურად დადასრუებული არ არის). მამა ანდრიას მიაჩნია, რომ „ექუსთა დღეთა“, ანუ „დაბადების“ პირველი წიგნი, რომელიც ჩვეულებრივ ქრისტეს შობამდე XV საუკუნით თარიღდება, მოგვიანებით დაწერა ვიღაც პოლემისტმა იუდეველმა ბაბილონელთა ჯიბრზე. გამოდის, რომ ბიბლია ანტიმითოლოგიური ნაწარმოებია, რომელსაც მიზნად აქვს იუდეველთა დაცვა წარმართული მითოლოგიისგან - როგორც ჩანს,ბაბილონის ტყვეობის დროს, ამასთან ნათლად მიგვანიშნებს, რომ ბიბლია, ამ შემთხვევაში „ექუსთა დღეთა“, ღმრთივსულიერი ნაწარმოები კი არ არის არამედ „მითი მითების წინააღმდეგ“, რომელიც ბაბილონელთა მოძულე იუდეველმა „კბილი კბილისა წილ“-ის პრინციპით შეთხზა. ამგვარად, მამა ანდრიამ გაიმეორა ანტიბიბლიური კრიტიკოს-რაციონალისტების - ბაუერისა და მის მსგავსთა აზრები, რომელთაც დღეს დაკარგული აქვთ ყოველგვარი ავტორიტეტი თვით უწრწმონო მეცნიერებს შორისაც. თუკი მამა ანდრიას არ სწამს ძველი აღთქმის ღმრთივსულიერება და ისტორიულობა, აღალი აღთქმა ჰაერში რჩება გამოკიდებული - საფუძველი მას დაკარგული აქვს. მაშ, რიღასი სწამს დიაკვან ანდრია კურაევს? არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი) თარგმნა ნინო გულიაშვილმა |
afxazi |
Nov 20 2011, 10:38 PM
პოსტი
#2
|
დავითი ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე პოსტები: 8,814 რეგისტრ.: 7-March 07 წევრი № 1,291 |
nk44
ციტატა 36. ხოლო დღისა მისთჳს და ჟამისა არავინ იცის, არცა ანგელოზთა ცისათა, გარნა მამამან მხოლომან ამ ციტატის გაგებას ელემენტარული მონდომება, სახარების განმარტებათა ხელში აღება და წაკითხვა ჭირდება. ციტატა მე წაკითხული მაქვს ბატონი ედიშერის აღნიშნული ნაშრომი, მაგრამ მაინც ვერ გავიგე და აფხაზს ვთხოვ რომ ამიხსნას. თუ ერთი პიროვნება შეიძლება იყოს ხრწნადიც და უხრწნელიც, რატომ არ შეიძლება იყოს მცოდნეც და არმცოდნეც? იესოს ტვინი ხომ თანდათანობით ვითარდებოდა? არქმიმანდრიტი რაფაელის პასუხი მგონი არ არსებობს, რადგან ''გიო ხომასა'' ამდენი ხანია მაგ წიგნის დადებით იმუქრება, მაგრამ მე ჯერ არ მინახავს ბატონმა ედიშერმა განმარტა ეს ყოველივე, თუმცა მამა ლაზარემ ამის გამო მწვალებლობა დააბრალა მას, არადა წყარო იოანე დამასკელია. როდესაც თვისებებზე ვსაუბრობთ აუცილებლად უნდა გვქონდეს გარკვეულობა რა ტიპის თვისებებზეა საუბარი. უყვედრელ ვნებულებებს (რომელშიც ერთიანდება ხრწნილება), რაც ცოდვის შედეგი იყო ვერ გავათანაბრებთ ისეთ თვისებებთან, რაც არის უმეცრება, მონობა, არაცხოველმყოფელობა, არამეუფება. წმ. იოანე დამასკელი ამბობს: "გვმართებს ვიცოდეთ, რომ უფალმა მიიღო უმეცრებითი და მონური ბუნება, რადგან ადამიანური ბუნება, ერთი მხრივ, მონაა მისი შემქმნელი ღვთისა და, მეორე მხრივ, არც სამომავლოთა ცოდნა აქვს მას. ამიტომ, თანახმად გრიგოლ ღვთისმეტყველისა, „თუ ხილულს გავმიჯნავთ გონებითისგან“ (30-ე სიტყვა), მონურად და უმეცრად ითქმის ხორცი, მაგრამ ჰიპოსტასისეული იგივეობისა და განურღვეველი ერთობის გამო გამდიდრდა უფლის სული სამომავლოთა ცოდნით, ისევე როგორც დანარჩენი ღვთივნიშნებით. მართლაც, ისევე როგორც ადამიანთა ხორცი საკუთარი ბუნების მიხედვით არ იყო ცხოველმყოფელი, მაგრამ უფლის სული, ჰიპოსტასურად შეერთებული თვით ღმერთ-სიტყვასთან, თუმცა არ განდგომია იგი ბუნებისეულ მოკვდავობას, ცხოველმყოფელი გახდა სიტყვასთან ჰიპოსტასური ერთობის გამო და არ ძალგვიძს თქმა, რომ არ იყო და არის იგი მარადის ცხოველმყოფელი, ამგვარადვე, ადამიანური ბუნება არსობრივად არ ფლობს სამომავლოთა ცოდნას, მაგრამ უფლის სული ღმერთ-სიტყვასთან ერთობისა და ჰიპოსტასისეული იგივეობის გამო გამდიდრდა, როგორც ვთქვი, დანარჩენ ღვთივნიშნებთან ერთად სამომავლოთა ცოდნითაც. ამასთან, უნდა ვიცოდეთ, რომ არც მისი მონად თქმა ძალგვიძს, რადგან მონობისა და მეუფეობის სახელი ნიშნეულობაა არა ბუნებისა, არამედ - მიმართებითობათა, როგორც, აგრეთვე - მამობისა და ძეობის სახელი, რამეთუ ესენი გვიცხადებს არა არსებას, არამედ მოთვისეობას. ამიტომ, როგორც უმეცრებასთან დაკავშირებით გვითქვამს, თუკი დაწვრილმანებული განჩხრეკით ანუ გონების ფაქიზი წარმოსახვებით განვყოფთ ქმნილს უქმნელისგან და თუ ხორცი არ იქნება შეერთებული ღმერთ-სიტყვასთან, მაშინ მონა იქნება იგი; მაგრამ ერთგზის ჰიპოსტასურად შეერთებული როგორღა იქნება მონა? მართლაც, ერთია რა ქრისტე, არ შეიძლება, რომ თავისი თავის მონა იყოს ის, ვინც უფლად ჰგიეს. ესენი ხომ მიმართებითნი არიან და არა მარტივად ნათქვამთაგანნი3. ამიტომ, ვისი მონა იქნება იგი? მამისა? მაგრამ თუ იგი მამის მონაა, თავისი თავისა კი - არანაირად, მაშ ყოველივე, რაც მამას აქვს, არ ყოფილა ძისა. ანდა, როგორღა ამბობს მოციქული ჩეენს შესახებ, რომლებიც ქრისტეს მიერ ვართ ძეობილნი, რომ: „აღარ ხართ მონა, არამედ ძე“ (გალატ. 4,7), თუ თვითვეა მონა?" ამასთან გთხოვ დაკვირვებით წაიკითხო გარდამოცემის 91 თავი. -------------------- სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის კლიმენტი ალექსანდრიელი |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 1st June 2024 - 04:45 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი