რისი სწამს დიაკვან ანდრია კურაევს?, დიაკვან ანდრია კურეავის ცდომილების შესახებ |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
რისი სწამს დიაკვან ანდრია კურაევს?, დიაკვან ანდრია კურეავის ცდომილების შესახებ |
gio_xomasa |
Nov 17 2011, 02:15 PM
პოსტი
#81
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 26 რეგისტრ.: 17-November 11 წევრი № 11,771 |
პირადად მე ბევრი რამისთვის მადლობელი ვარ მამა ანდრია კურაევისა, კერძოდ, მისი ნიჭიერი პოლემიკური სტატიებისთვის, რომლებშიც იგი მახვილგონივრულად ებრძვის ეკლესიის მტრებს, განსაკუთრებით ნეოწარმართობასა და ოკულტიზმს. იგი სწრაფად რეაგირებს პროვოკაციებსა და თავდასხმებზე, ეკლესიის წინააღმდეგ რომ ეწყობა, შეუძლია თავისი ცოდნისა და ძალების მობილიზება მათთვის პასუხის გასაცემად. მამა ანდრია თვალსაჩინო საეკლესიო ჟურნალისტია ამ სიტყვის კარგი გაგებით, ანუ ეხმიანება მიმდინარე მოვლენებს, რომლებიც ადამიანებს აშფოთებს. მაგრამ ამავე დროს ვერ ვიშორებ კითხვას: რატომ ხდება, რომ იცავს რა ეკლესიას, ებრძვის რა მის მტრებს მართლმადიდებლური პოზიციებიდან,
თავად თმობს ამ პოზიციებს, როდესაც საქმე ეხება ეკლესიის სწავლებას და მის საღმრთისმეტყველო გააზრებას? ასეთ დროს გასაოცარ შეცდომებს ვაწყდებით, რომლებიც მკითველს გზა-კვალს უბნევენ. ამიტომ გულისტკივილით ვსვამთ კითხვას: რისი სწამს დიაკვან ანდრია კურაევს? ჩვენ ვლაპარაკობთ არა შინაგან რელიგიურ გრძნობაზე, არა მისტიკურ განცდებზე - ეს მისი სულიერი საიდუმლოა, რომელსაც უცხო ხელი ვერ შეეხება, ამაზე მსჯელობა მხოლოდ მის სულიერ მოძღვარს შეუძლია, თუკი ჰყავს ასეთი. აქ ლაპრაკია ქრისტიანული სარწმუნოების წყაროებზე, რომელთა მიმართ მამა ანდრია უარყოფასა და უნდობლობას გამოხატავს, თუ ეს ზეპირი ან წერითი მეტყველების ლაფსუსები არ არის. მართლმადიდებლური სარწმუნოების საფუძველია ძველი და ახალი აღთქმის წიგნებში დაცული წმ. გარდამოცემა, რომელიც ლიტურგიკაში, კანონიკასა და ეკლესიის სიმბოლურ წიგნებში, აგრეთვე პატრისტიკულ ლიტერატურაში ცოცხლობს და „მამათა ერთსულოვნების“ პრინციპს ემყარება. სწამს კი მამა ანდრია კურაევს წმ. გარდამოცემა? არა. იგი აცხადებს, რომ შეიძლება იყო უბრალოდ ქრისტიანი ყოველგვარი ტიპიკონის, მსოფლიო კრებების კანონების - კანონის და ა.შ. გარეშე. ესე იგი, წმ. გარდამოცემის არსებითი და იქნებ უმთავრესი ორგანული ნაწილი - ლიტურგიკა, მისივე სიტყვებით, რაღაც არაარსებითია, ურომლისოდაც ადამიანს შეუძლია ქრისტიანი იყოს, ამ სიტყვებს იგი არაერთგზის იმეორებს წიგნში „ეკუმენიზმის გამოწვევა“. ეტყობა, მამა ანდრიას აზრით, „იყო უბრალოდ ქრისტიანი“ ნიშნავს წრფელი გულით შეასრულო მცნებები და სხვა არაფერზე იფიქრო. მაგრამ ამგვარი უბრალოება ფილოსოფიის დოქტორისათვის ფილოსოფიური პოზიციაა, კერძოდ კი - აგნოსტიციზმი. უცნაური სურათია: პროტესტანტებთან პოლემიკაში მამა ანდრია კურაევი მოიხმობს ეკლესიის ცნებას, როგორც მყარ ტრადიციას, რომელმაც მოციქულთა სწავლება შემოინახა, ხოლო როდესაც ეკუმენიზმის გამართლებას ცდილობს, მაშინ ამბობს, რომ შეიძლება გვერდი აუარო ისეთ წვრილმანებს, როგორიცაა ტიპიკონი და კანონიკა. ამასთან ერთად, იგი შერჩევით სარგებლობს ციტატებით პატრისტიკიდან, ანუ აცხადებს, რომ შეიძლება ცხონება ეკლესიის გარეშე ანდა ეკლესიის დეფორმირებული და შეკვეცილი ცნებით. წმ. გარდამოცემისადმი უნდობლობა ლოგიკურად წმ. წერილისადმი უნდობლობამდე მიდის. ისიც არ არის ნაკლებად მნიშვნელოვანი, რომ ახალ აღთქმას საფუძვლად ძველი აღთქმა უდევს, მისი გამოვლინებაა, თვით უფალმა თქვა: „გამოიძიებდით წიგნთაგან... და იგინი არიან, რომელნი წამებენ ჩემთვის“ (ინ.5,39). მამა ანდრიამ „გამოიძია“ წმ. წერილი და თავის სტატიაში „ექუსთა დღეთა“-ს პოლემიკურობა „იმ დასკვნამდე მივიდა, რომ ბიბლიის ნდობა არ შეიძლება: მოსე ფსევდო მოსეა, მითიური პირი; ესაია და სხვა ბიბლიური პირებიც მხოლოდ „ფსევდონი“, ანუ ცრუნი და არარსებულნი არიან. მამა ანდრიას აზრით, ეს ისეთივე პირობითი და სუბიექტური ენაა, როგორც, მაგალითად, ჩვენ ვამბობთ, რომ „მზე ამოვიდა“, მამა ანდრიამ კი, თუმცა ბავშობიდან იყენებს ამ გამოთქმებს, იცის, რომ მზე კი არ ამოდის, დედამიწა ბრუნავს მის გარშემო (იმასაც დავამატებთ, რომ მამა ანდრიას, როგორც ერუდირებულსა და ცნობისმოყვარე ადამიანს, ალბათ შესწავლილი აქვს თანამედროვე კოსმოლოგიური სისტემები, თუმცა კი არ ეთანხმება აინშტაინსა და ფლორენსკის, რომლების ამტკიცებენ, რომ გეო - ან ჰელიოცენტრული პრინციპები უახლოესი კოსმოსის სისტემაში მათემატიკურად დადასრუებული არ არის). მამა ანდრიას მიაჩნია, რომ „ექუსთა დღეთა“, ანუ „დაბადების“ პირველი წიგნი, რომელიც ჩვეულებრივ ქრისტეს შობამდე XV საუკუნით თარიღდება, მოგვიანებით დაწერა ვიღაც პოლემისტმა იუდეველმა ბაბილონელთა ჯიბრზე. გამოდის, რომ ბიბლია ანტიმითოლოგიური ნაწარმოებია, რომელსაც მიზნად აქვს იუდეველთა დაცვა წარმართული მითოლოგიისგან - როგორც ჩანს,ბაბილონის ტყვეობის დროს, ამასთან ნათლად მიგვანიშნებს, რომ ბიბლია, ამ შემთხვევაში „ექუსთა დღეთა“, ღმრთივსულიერი ნაწარმოები კი არ არის არამედ „მითი მითების წინააღმდეგ“, რომელიც ბაბილონელთა მოძულე იუდეველმა „კბილი კბილისა წილ“-ის პრინციპით შეთხზა. ამგვარად, მამა ანდრიამ გაიმეორა ანტიბიბლიური კრიტიკოს-რაციონალისტების - ბაუერისა და მის მსგავსთა აზრები, რომელთაც დღეს დაკარგული აქვთ ყოველგვარი ავტორიტეტი თვით უწრწმონო მეცნიერებს შორისაც. თუკი მამა ანდრიას არ სწამს ძველი აღთქმის ღმრთივსულიერება და ისტორიულობა, აღალი აღთქმა ჰაერში რჩება გამოკიდებული - საფუძველი მას დაკარგული აქვს. მაშ, რიღასი სწამს დიაკვან ანდრია კურაევს? არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი) თარგმნა ნინო გულიაშვილმა |
A.V.M |
Nov 21 2011, 12:42 AM
პოსტი
#82
|
მადლობა ამ ფორუმს! ჯგუფი: Senators პოსტები: 13,742 რეგისტრ.: 14-June 11 მდებარ.: ფორუმს გარეთ წევრი № 11,203 |
ციტატა კი მაგრამ ამას ხომ თავად ქრისტე ამბობს?!! 36. ხოლო დღისა მისთჳს და ჟამისა არავინ იცის, არცა ანგელოზთა ცისათა, გარნა მამამან მხოლომან მათე 24.36 ეჰ.... მერამდენედ ხდება იმ სიტყვების გამეორება რაც მე უნდა დავწერეო... მაგრამ არა უშავს. ეხლა დაინახავთ ბატონო,რომ მაგ საკითხსი დიდად პატივცემული არქიმანდრიტი რაფაერი ცდებს. დავიწყოთ წმ.მამათა განმარტებებით ამის შესახებ.და უპირველესად ვთქვათ თეოფილე ბუკგარელის სიტყვები: ,,სურს რა მოთოკოს მოწაფეთა ცნობისმოყვარეობა უკანასკნელ დღესა და საათზე, უფალი ეუბნება, რომ არც ზეციურმა ანგელოზებმა, არც ძემ არ იციან ამის შესახებ. მას რომ ეთქვა, მე ვიცი, მაგრამ არ მსურს გაგიმხილოთ, ასეთ შემთხვევაში დაანაღვლიანებდა მათ. ახლა კი, როცა ამბობს, რომ არც ზეციურმა ანგელოზებმა, არც მე არ ვიცით, - იგი ფრიად ბრძნულად იქცევა და მთლიანად თოკავს მათ სურვილისგან გაიგონ და თავი მოაბეზრონ მას. ამის გაგებას მაგალითი შეძლებ. პატარა ბავშვები, როდესაც დაინახავენ რაიმეს მამის ხელში, ხშირად სთხოვენ მას და თუკი მამებს არ სურთ მიცემა, ისინი ვერ იღებენ რა რაც ითხოვეს, იწყებენ ტირილს. ასეთ შემთხვევაში მამები მალავენ საგანს, რომელიც ხელში ეჭირათ და უჩვენებენ ბავშვებს ცარიელ ხელებს, რათა შეაკავონ მათი ცრემლები. ასევე უაფლმა, ექცევა რა მოციქულებს როგორც ბავშვებს, დაფარა მათგან უკანასკნელი დღე. სხვაგვარად, რომ ვთქვა, მე ვიცი, მაგრამ არ გეტყვით, - ისინი დამწუხრდებოდნენ, რადგან მას სურდა მათთვის თქმა. ხოლო ის, რომ უფალმა იცის უკანასკნელ დღესა და საათზე, ეს ნათელია, რადგანაც თავად შექმნა საუკუნენი. მაშ, როგორღა არ იცის ის, რაც თავადვე შექმნა? ამისთვის, ჩვენი სარგებლისათვის ღმერთმა დაფარა როგორც საყოველთაო აღსასრული ცხოვრებისა, ისე თითოეული ჩვენგანისა, კერძოდ, რათა ჩვენ, ამ აღსასრულის არცოდნის პირობებში, განუწყვეტლივ ვიღვწოდეთ, ველით და გვეშინია რა, რომ მოუმზადებლებს არ მოგვისწროს. მაგრამ თქმული სხვა მხრივადაც განვიხილოთ. საღამოს დგება აღსასრული, როდესაც ვინმე მოხუცებულობაში კვდება; შუაღამისას - როდესაც შუახანს მიაღწევს, მამლის ყივილისას - როდესაც ჩვენში განსჯა იღვიძებს არაცნობიერის ძილისაგან იწყებს მოქმედებას და გაგებას, მასში თითქოსდა მამალი იწყებს ხმობას. დაბოლოს, დილა სულ მთლად ბავშურ ასაკს აღნიშნავს. ამრიგად, ყველას მართებს სიცოცხლის დასასრულზე ფიქრი. ჩვილი რომ ჩვილია - მასზეც უნდა ვიზრუნოთ, რომ მოუნათლავი არ მოკვდეს. ამას ამცნებს უფალი ზოგადად ყველას - საერთო ხალხსაც და განდეგილებსაც. ასე რომ ჩვენ მღვიძარებაში უნდა ვიყოთ და ვილოცოთ, აღვასრულოთ ერთიცა და მეორეც, რადგან მრავალნი, თუმცა კი მღვიძარენი არიან, მაგრამ ღამეებს ლოცვაში კი არ ატარებენ. არამედ ცუდ საქმეებში. დააკვირდი იმასაც, რომ ახლა ქრისტეს არ უთქვამს: მე არ ვიცი, როდის დადგება აღსასრულის ჟამი, არამედ „არ იცით“, რადგანაც ჩვენი სარგებლობისთვის დაფარა ეს ჟამი. თუკი ჩვენ არ ვიცით რა აღსასრულის ჟამი, მტრობა გვაქვს ერთმანეთს შორის, რას აღარ ჩავიდენდით აღსასრულის ჟამი რომ არ ვიცოდეთ? მაშინ სიცოცხლის მთელ დროს, სიკვდილამდე, უკიდურესად ცუდ საქმეებში გავატარებდით. ხოლო უკანასკნელ დღეს, გამოვხატავდით რა სინანულს, კიდევ უფრო უარეს მდგომარეობაში ჩავვარდებოდით. ეხლა წმ.ევლოგის აზრი ვნახოთ: ”ზოგთა სიტყვით, როდესაც უფალმა თქვა, რომ არ იცის უკანასკნელი დღე, ამით მან ცხადყო და წარმოაჩჳნა ის ნიშნულება, რაც საკუტრივ ადამიანური ბუნებისათვისაა თვისობრივი, არათუ იმ აზრით, რომ თვითვე იყო უმეცარი (განიგდოს ეს, რადგან ვინც დაუშვებს, რომ უმეცრება ჰქონდა მას ან ღვთიურად ან ადამიანურად, ასეთი ვინმე ვერ იქნება თავისუფალი მცდარი კადნიერებისგან), არამედ - იმ აზრით, რომ, როგორც ამბობს ნეტარი კირილე, თუ დაწვრილმანებული აზრებით ანუ გონების წარმოსახვებით, განხილვის წესისამებრ, გავაცალკევებთ თითოეულ ბუნებას, დავინახავთ მათთვის თვისობრივ და თავ-თავის ნიშნეულობებს, ან კიდევ, თანახმად გრიგოლ ღვთისმეტყველისა, რაჟამს წარმოდგენაში დავაშორიშორებთ ბუნებებს, გაიმიჯნებიან სახელებიც, ხოლო თვისობრივი ნიშნეულობა ლიტონი ადამიანობისა არის უმეცრება. სწორედ ამ კუთხით შეიძლება იტქვას, რომ ქრისტეს კაცებასთან, როგორც უბრალოდ კაცებასთან, დაკავშირებით დაინახება უმეცრება” ეხლა წმ.გრიგოლ დიდს მოვუსმინოთ: ,,რადგან განკაცდა მხოლოდშობილი ძე და გახდა იგი ჩვენს გამო სრული კაცი,იცოდა კიდეც მან დღე და საათი განკითხვისა თავისი კაცობრივი ბუნებით." ამ ეტაზე ეს ვიკმაროთ და შემდეგ გავაგრძელოთ... -------------------- აბა ჰე და აბა ჰო!
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 6th June 2024 - 01:14 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი