IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> რისი სწამს დიაკვან ანდრია კურაევს?, დიაკვან ანდრია კურეავის ცდომილების შესახებ
gio_xomasa
პოსტი Nov 17 2011, 02:15 PM
პოსტი #81


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 26
რეგისტრ.: 17-November 11
წევრი № 11,771



პირადად მე ბევრი რამისთვის მადლობელი ვარ მამა ანდრია კურაევისა, კერძოდ, მისი ნიჭიერი პოლემიკური სტატიებისთვის, რომლებშიც იგი მახვილგონივრულად ებრძვის ეკლესიის მტრებს, განსაკუთრებით ნეოწარმართობასა და ოკულტიზმს. იგი სწრაფად რეაგირებს პროვოკაციებსა და თავდასხმებზე, ეკლესიის წინააღმდეგ რომ ეწყობა, შეუძლია თავისი ცოდნისა და ძალების მობილიზება მათთვის პასუხის გასაცემად. მამა ანდრია თვალსაჩინო საეკლესიო ჟურნალისტია ამ სიტყვის კარგი გაგებით, ანუ ეხმიანება მიმდინარე მოვლენებს, რომლებიც ადამიანებს აშფოთებს. მაგრამ ამავე დროს ვერ ვიშორებ კითხვას: რატომ ხდება, რომ იცავს რა ეკლესიას, ებრძვის რა მის მტრებს მართლმადიდებლური პოზიციებიდან,
თავად თმობს ამ პოზიციებს, როდესაც საქმე ეხება ეკლესიის სწავლებას და მის საღმრთისმეტყველო გააზრებას? ასეთ დროს გასაოცარ შეცდომებს
ვაწყდებით, რომლებიც მკითველს გზა-კვალს უბნევენ. ამიტომ გულისტკივილით ვსვამთ კითხვას: რისი სწამს დიაკვან ანდრია კურაევს?

ჩვენ ვლაპარაკობთ არა შინაგან რელიგიურ გრძნობაზე, არა მისტიკურ განცდებზე - ეს მისი სულიერი საიდუმლოა, რომელსაც უცხო ხელი ვერ შეეხება, ამაზე მსჯელობა მხოლოდ მის სულიერ მოძღვარს შეუძლია, თუკი ჰყავს ასეთი. აქ ლაპრაკია ქრისტიანული სარწმუნოების წყაროებზე, რომელთა მიმართ მამა ანდრია უარყოფასა და უნდობლობას გამოხატავს, თუ ეს ზეპირი ან წერითი მეტყველების ლაფსუსები არ არის.
მართლმადიდებლური სარწმუნოების საფუძველია ძველი და ახალი აღთქმის წიგნებში დაცული წმ. გარდამოცემა, რომელიც ლიტურგიკაში, კანონიკასა და ეკლესიის სიმბოლურ წიგნებში, აგრეთვე პატრისტიკულ ლიტერატურაში ცოცხლობს და „მამათა ერთსულოვნების“ პრინციპს ემყარება. სწამს კი მამა ანდრია კურაევს წმ. გარდამოცემა? არა. იგი აცხადებს, რომ შეიძლება იყო უბრალოდ ქრისტიანი ყოველგვარი ტიპიკონის, მსოფლიო კრებების კანონების - კანონის და ა.შ. გარეშე. ესე იგი, წმ. გარდამოცემის არსებითი და იქნებ უმთავრესი ორგანული ნაწილი - ლიტურგიკა, მისივე სიტყვებით, რაღაც არაარსებითია, ურომლისოდაც ადამიანს შეუძლია ქრისტიანი იყოს, ამ სიტყვებს იგი არაერთგზის იმეორებს წიგნში „ეკუმენიზმის გამოწვევა“. ეტყობა, მამა ანდრიას აზრით, „იყო უბრალოდ ქრისტიანი“ ნიშნავს წრფელი გულით შეასრულო მცნებები და სხვა არაფერზე იფიქრო. მაგრამ ამგვარი უბრალოება ფილოსოფიის დოქტორისათვის ფილოსოფიური პოზიციაა, კერძოდ კი - აგნოსტიციზმი. უცნაური სურათია: პროტესტანტებთან პოლემიკაში მამა ანდრია კურაევი მოიხმობს ეკლესიის ცნებას, როგორც მყარ ტრადიციას, რომელმაც მოციქულთა სწავლება შემოინახა, ხოლო როდესაც ეკუმენიზმის გამართლებას ცდილობს, მაშინ ამბობს, რომ შეიძლება გვერდი აუარო ისეთ წვრილმანებს, როგორიცაა ტიპიკონი და კანონიკა. ამასთან ერთად, იგი შერჩევით სარგებლობს ციტატებით პატრისტიკიდან, ანუ აცხადებს, რომ შეიძლება ცხონება ეკლესიის გარეშე ანდა ეკლესიის დეფორმირებული და შეკვეცილი ცნებით. წმ. გარდამოცემისადმი უნდობლობა ლოგიკურად წმ. წერილისადმი უნდობლობამდე მიდის. ისიც არ არის ნაკლებად მნიშვნელოვანი, რომ ახალ აღთქმას საფუძვლად ძველი აღთქმა უდევს, მისი გამოვლინებაა, თვით უფალმა თქვა: „გამოიძიებდით წიგნთაგან... და იგინი არიან, რომელნი წამებენ ჩემთვის“ (ინ.5,39).

მამა ანდრიამ „გამოიძია“ წმ. წერილი და თავის სტატიაში „ექუსთა დღეთა“-ს პოლემიკურობა „იმ დასკვნამდე მივიდა, რომ ბიბლიის ნდობა არ შეიძლება: მოსე ფსევდო მოსეა, მითიური პირი; ესაია და სხვა ბიბლიური პირებიც მხოლოდ „ფსევდონი“, ანუ ცრუნი და არარსებულნი არიან. მამა ანდრიას აზრით, ეს ისეთივე პირობითი და სუბიექტური ენაა, როგორც, მაგალითად, ჩვენ ვამბობთ, რომ „მზე ამოვიდა“, მამა ანდრიამ კი, თუმცა ბავშობიდან იყენებს ამ გამოთქმებს, იცის, რომ მზე კი არ ამოდის, დედამიწა ბრუნავს მის გარშემო (იმასაც დავამატებთ, რომ მამა ანდრიას, როგორც ერუდირებულსა და ცნობისმოყვარე ადამიანს, ალბათ შესწავლილი აქვს თანამედროვე კოსმოლოგიური სისტემები, თუმცა კი არ ეთანხმება აინშტაინსა და ფლორენსკის, რომლების ამტკიცებენ, რომ გეო - ან ჰელიოცენტრული პრინციპები უახლოესი კოსმოსის სისტემაში მათემატიკურად დადასრუებული არ არის).

მამა ანდრიას მიაჩნია, რომ „ექუსთა დღეთა“, ანუ „დაბადების“ პირველი წიგნი, რომელიც ჩვეულებრივ ქრისტეს შობამდე XV საუკუნით თარიღდება, მოგვიანებით დაწერა ვიღაც პოლემისტმა იუდეველმა ბაბილონელთა ჯიბრზე. გამოდის, რომ ბიბლია ანტიმითოლოგიური ნაწარმოებია, რომელსაც მიზნად აქვს იუდეველთა დაცვა წარმართული მითოლოგიისგან - როგორც ჩანს,ბაბილონის ტყვეობის დროს, ამასთან ნათლად მიგვანიშნებს, რომ ბიბლია, ამ შემთხვევაში „ექუსთა დღეთა“, ღმრთივსულიერი ნაწარმოები კი არ არის არამედ „მითი მითების წინააღმდეგ“, რომელიც ბაბილონელთა მოძულე იუდეველმა „კბილი კბილისა წილ“-ის პრინციპით შეთხზა. ამგვარად, მამა ანდრიამ გაიმეორა ანტიბიბლიური კრიტიკოს-რაციონალისტების - ბაუერისა და მის მსგავსთა აზრები, რომელთაც დღეს დაკარგული აქვთ ყოველგვარი ავტორიტეტი თვით უწრწმონო მეცნიერებს შორისაც.
თუკი მამა ანდრიას არ სწამს ძველი აღთქმის ღმრთივსულიერება და ისტორიულობა, აღალი აღთქმა ჰაერში რჩება გამოკიდებული - საფუძველი მას დაკარგული აქვს. მაშ, რიღასი სწამს დიაკვან ანდრია კურაევს?

არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)

თარგმნა ნინო გულიაშვილმა
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
 
Closed TopicStart new topic
გამოხმაურებები
afxazi
პოსტი Nov 21 2011, 06:26 PM
პოსტი #82


დავითი
***

ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე
პოსტები: 8,814
რეგისტრ.: 7-March 07
წევრი № 1,291



nk44

ციტატა
ეხლა რა ხდება დამიწერ რისთვისაც გამომცადე?/


მე არ გამომიცდიხარ, აინტერესებდა როგორი წარმოდგენა გქონდა ამ სწავლებაზე. გააზრება ჭირდება იმ ყველაფერს, რომ ქრისტე არის ერთი ჰიპოსტასი, ერთი პიროვნება, ძე ღმერთის ჰიპოსტასი, რომელმაც მიიღო დაცემული ადამიანური ბუნება ამ უკანასკნელის ყველა თვისებით და აღადგინა იგი თავდაპირველ, დაუცემელ მდგომარეობაში.

ბუნება, ცალკე აღებულად არ არსებობს, იგი ჰიპოსტასში ცხადდება და მის მიერ შეიცნობა. ბუნება ჰიპოსტასისი გარეშე არ არსებობს. როგორც თეოდორიტე კვირელი ამბობს ბუნება ეს არის ზოგადობა, ხოლო ჰიპოსტასი კერძოობა. ანუ ადამიანის შემთხვევაში არსებობს ერთი საერთო ადამიანური ბუნება, რომელიც აერთიანებს თვისებებს: შიმშილი, წყურვილი, ძილი, შიში (და სხვა უყვედრელი ვნებულებანი). ამ ყველაფრით ყველა ადამიანი ერთიანია, მაგრამ ისინი განსხვავდებიან ჰიპოსტასის მიხედვით ანუ იმის მიხედვით, თუ ამა თუ იმ პიროვნებაში ბუნების ესა თუ ის თვისება. მაგ. ბუნებრივი თვისება წყურვილი ყველა ადმაიანისთვის საერთოა, მაგრამ ის თუ როგორ წყურია ადამიანს, ეს უკვე ჰიპოსტასის მანიშნებელია და ამ კუთხით არ არსებობს ორი აბსოლუტუტურად ერთნაირი პიროვნება (რომ იდენტურად სწყუროდეს ორს). ანუ ჰიპოსტასი ამოქმედებს ბუნების ამა თუ იმ თვისებას. ის, რომ ადმაიანს სწყურია სწორედ ჰიპოსტასის მიერ ვიგებთ. ანუ ბუნების თვისებაა წყურვილი, ხოლო ჰიპოსტასი არის მწყურვალი (ამოქმედებული თვისება, მოქმედებაში მოყვანილი თვისება).

განკაცებული ღმერთის შემთხვევაში გვაქვს ერთი ჰიპოსტასი ორი ბუნებით, საღვთო და ადამიანურ ბუნებით. სწორედ ეს ერთი ჰიპოსტასი აცხადებს როგორც საღვთო, ისე კაცობრივი ბუნების თვისებებს. ამიტომ, როდესაც საუბარია იმის შესახებ, რომ ქრისტეს მოწყურდა, ან მკვდარი აღადგინა, ანდა ჯვარს ეცვა, ვსაუბრობთ იმაზე რომ მოწყურდა ერთ ჰიპოსტასს, ერთ ქრისტეს ადამიანური ბუნებით, მკვდარი აღადგინა ერთმა ქრისტემ საღვთო ბუნებით, ჯვარს ეცვა ერთი ქრისტე, ადამიანური ბუნებით და არა ასე, ჯვარს ეცვა ადამიანური ბუნება (ანუ ადამიანი), მკვდარი აღადგინა ღმერთმა, მოწყურდა ადამიანს და ა.შ. ეს არის სწორედ ნესტორიანიზმი, ანუ ერთი ძის ორად გაყოფა. ნესტორი მიიჩნევდა, რომ განკაცება ეს არის მდგომარეობა, როდესაც ქრისტე კაცი განიღმრთო. ანუ დაიბადე ჩვეულებრივი ადმაიანი - ქრისტე, რომელშიც მოგიანებით დამკვიდრდა ღმერთი. მსგავსად ძველი აღთქმის წინასწარმეტყველებისა. ეს უკანასკნელი არის მდგომარეობა ორი პიროვნების შეერთებისა. მართალია წინასწარმეტყველი, ისევე როგორც მოციქული ავლენდა არადამიანურ ნიჭს (წინასწარმეტყველება, სასწაული), მაგრამ პიროვნული ცნობიერების არაუგულებელყოფით. მაგრამ განკაცება ეს არის ძე ღმერთის მიერ ადამიანური ბუნების მიღება და არა ძე ღმერთის ადამიან პიროვნებასთან შეერთება. და იმის გამო, რომ ბუნება პიროვნების გარეშე არ არსებობს, სწორედ ძე ღმერთის ჰიპოსტასი გახდა (როგორც იოანე დამასკელი ამბობს) ჰიპოსტასი ადამიანური ბუნებისა, ანუ ამა თუ იმ ადმაიანურ თვისება სწორედ საღვთო ჰიპოსტასის მიერ მოდიოდა მოქმედებაში. მაგრამ ეს მოქმედება იყო არა ძალდატანებითი, მძლავრებითი (როგორც ჩვენშია, რომ გვინდა თუ არ გვინდა გვშია, გვწურია და ა.შ.), არამედ ინებებდა რა უფალი გამოავლენდა ამ თუ იმ თვისებას. ანუ ყოველი თვისების გამოვლენას წინ უძღოდა ნებება.

"ამრიგად, თვით ხორცი თავისთავად მოკვდავიც იყო და, ამავე დროს, ცხოველმყოფელიც სიტყვასთან მისი ჰიპოსტასური ერთობის გამო. მსგავსადვე, ნების განღმრთობასაც ვამბობთ, მაგრამ არა ისე, რომ თითქოს შეიცვალა ბუნებითი მოძრაობა, არამედ იმგვარად, რომ შეუერთდა იგი სიტყვის საღვთო და ყოვლადძლიერ ნებას და გახდა განკაცებული ღვთის ნება. ამიტომ, როდესაც ქრისტემ, ერთი მხრივ, ინება დაფარულიყო, ვერ შეძლო ეს, სათნოიჩინა რა ღმერთმა-სიტყვამ, რომ თავისი თავის მიერ გაეცხადებინა მასში ჭეშმარიტად მყოფი უძლურება ადამიანური ნებისა. მეორე მხრივ, ინება მან და იმოქმედა კეთროვნის განწმენდა საღვთო ნებასთან ერთობის შედეგად." (გარდამოცემა 61 თავი).

ასე რომ ჩვენ ვსაუბრობთ ერთ ქრისტეზე, ერთ პიროვნებაზე ორი ბუნებით. აქედან გამომდინარე, ის თვისებები რაც საღვთო ჰიპოსტასის მიერ მოდიოდა მოქმედებაში არ ერთიანდება ერთ სიბრტყეზე.

წმ. იოანე დამასკელი გარდამოცემის 91 თავში განყოფს უყვედრელ ვნებულებებს (შიმშილი, წყურვილი, შიში, ძილი ...) თვისებებისგან: არაცხოველმყოფელობა, მონობა, უმეცრება, არამეუფება და რატომ?

"გვმართებს ვიცოდეთ, რომ უფალმა მიიღო უმეცრებითი და მონური ბუნება, რადგან ადამიანური ბუნება, ერთი მხრივ, მონაა მისი შემქმნელი ღვთისა და, მეორე მხრივ, არც სამომავლოთა ცოდნა აქვს მას. ამიტომ, თანახმად გრიგოლ ღვთისმეტყველისა, „თუ ხილულს გავმიჯნავთ გონებითისგან“ (30-ე სიტყვა), მონურად და უმეცრად ითქმის ხორცი, მაგრამ ჰიპოსტასისეული იგივეობისა და განურღვეველი ერთობის გამო გამდიდრდა უფლის სული სამომავლოთა ცოდნით, ისევე როგორც დანარჩენი ღვთივნიშნებით. მართლაც, ისევე როგორც ადამიანთა ხორცი საკუთარი ბუნების მიხედვით არ იყო ცხოველმყოფელი, მაგრამ უფლის სული, ჰიპოსტასურად შეერთებული თვით ღმერთ-სიტყვასთან, თუმცა არ განდგომია იგი ბუნებისეულ მოკვდავობას, ცხოველმყოფელი გახდა სიტყვასთან ჰიპოსტასური ერთობის გამო და არ ძალგვიძს თქმა, რომ არ იყო და არის იგი მარადის ცხოველმყოფელი, ამგვარადვე, ადამიანური ბუნება არსობრივად არ ფლობს სამომავლოთა ცოდნას, მაგრამ უფლის სული ღმერთ-სიტყვასთან ერთობისა და ჰიპოსტასისეული იგივეობის გამო გამდიდრდა, როგორც ვთქვი, დანარჩენ ღვთივნიშნებთან ერთად სამომავლოთა ცოდნითაც.

ამასთან, უნდა ვიცოდეთ, რომ არც მისი მონად თქმა ძალგვიძს, რადგან მონობისა და მეუფეობის სახელი ნიშნეულობაა არა ბუნებისა, არამედ - მიმართებითობათა, როგორც, აგრეთვე - მამობისა და ძეობის სახელი, რამეთუ ესენი გვიცხადებს არა არსებას, არამედ მოთვისეობას. ამიტომ, როგორც უმეცრებასთან დაკავშირებით გვითქვამს, თუკი დაწვრილმანებული განჩხრეკით ანუ გონების ფაქიზი წარმოსახვებით განვყოფთ ქმნილს უქმნელისგან და თუ ხორცი არ იქნება შეერთებული ღმერთ-სიტყვასთან, მაშინ მონა იქნება იგი; მაგრამ ერთგზის ჰიპოსტასურად შეერთებული როგორღა იქნება მონა?

მართლაც, ერთია რა ქრისტე, არ შეიძლება, რომ თავისი თავის მონა იყოს ის, ვინც უფლად ჰგიეს. ესენი ხომ მიმართებითნი არიან და არა მარტივად ნათქვამთაგანნი3. ამიტომ, ვისი მონა იქნება იგი? მამისა? მაგრამ თუ იგი მამის მონაა, თავისი თავისა კი - არანაირად, მაშ ყოველივე, რაც მამას აქვს, არ ყოფილა ძისა. ანდა, როგორღა ამბობს მოციქული ჩეენს შესახებ, რომლებიც ქრისტეს მიერ ვართ ძეობილნი, რომ: „აღარ ხართ მონა, არამედ ძე“ (გალატ. 4,7), თუ თვითვეა მონა?"


რაც შეეხება 91-ე თავს. აი რას ამბობს წმინდა მამა:

Γ. შეერთების შემდეგ სათქმელნი სამი სახისაა:

1. პირველია ის, რაც განგებულებითად იქმნა და ითქვა მის მიერ შესაბამისად ბუნებისა, როგორც მაგალითად: ქალწულისგან შობა, ასაკობრივად ზრდა, წარმატება, შიმშილი, წყურვილი, დამაშვრალობა, ცრემლი, ძილი, ლურსმნებით დახვრეტა, სიკვდილი და სხვა ამგვარი, რაც კი ბუნებისეულ და უყვედრელ ვნებულებას წარმოადგენს, რადგან ყველა მათგანში არის შეზავებულობა ღვთიურისა ადამიანურთან.

4. მეოთხეა ის, რაც გამომდინარეობს წარმოდგენისეული გამიჯვნიდან, რადგან თუ წარმოდგენაში გავმიჯნავთ ჭეშმარიტად განუყრელთ, ე. ი. [თუ გავმიჯნავთ] ხორცს სიტყვისგან, მაშინ ითქმება იგი „მონადაც“ და „უმეცრადაც“, რადგან მონური და უმეცრებითი ბუნებისაც იყო და რომ არ შეერთებოდა ღმერთ-სიტყვას ხორცი, მონური იქნებოდა ის და უმეცარი, მაგრამ, ღმერთ-სიტყვასთან ჰიპოსტასური შეერთების გამო, აღარც მონა იყო და აღარც უმეცრებდა. ამგვარადვე უწოდა მან, აგრეთვე, მამას თავისი ღმერთი.


შესაბამისად, როდესაც ვსაუბრობთ იმის შესახებ, რომ ქრისტემ უმეცრება გამოამჟღავნა, ვგულისხმობთ იმას, რომ თვისება უმეცრება მოქმედებაში მოიყვანა ჰიპოსტასმა და ეს თვისება განცხადდა როგორც უმეცრება, ანუ დასკვნა ერთია - უმეცარია ჰიპოსტასი. ასევეა მონობის შემთხვევაში, არამეუფების შემთხვევაში და ცხოველმყოფელობის შემთხვევაში. და რა გამოდის - ვყოფთ ერთ ქრისტეს ორად, რადგან შეუძლებელია ერთი და იგივე ჰიპოსტასი ერთდროულად მცოდნეც იყოს და არამცოდნეც. ერთმა ჰიპოსტასმა თან იცოდეს და თან არ იცოდეს. ერთი ჰიპოსტასი მონაც იყოს და მეუფეც, თუ მეუფეა მონა როგორღაა და თუ მონაა მეუფე როგორღაა და ა.შ.

ამიტომ საუბრობს მართლმადიდებელი ეკლესია, რომ ჰიპოსტასური იგივეობის გამო კაცობრივი ბუნება გამდიდრდა საღვთო თვისებებით.

აი, წმინდა მამის რჯულდება:

"2. მეორეა ის, რაც მოჩვენებითად ქმნა ან თქვა მან. კერძოდ, შეკითხვა: „სად დადეთ ლაზარე?“ აგრეთვე ლეღვთან მისვლა, მიფარვა ანუ განშორება, ლოცვა, ანდა თავის მოჩვენება „უფრო შორს წასასვლელად“ (ლუკა 24,28).

მართლაც, არ საჭიროებდა იგი ამათ (და სხვა ამგვართ) არც როგორც ღმერთი, არც როგორც ადამიანი, თუმცა ადამიანისებრ წარმოაჩენდა იგი თავს, როდესაც ამას ითხოვდა საჭიროება და სარგებლიანობა11. მაგალითად, ილოცა მან, რათა ეჩვენებინა, რომ არ იყო იგი ღვთის მოწინააღმდეგე და რომ პატივს სცემდა მამას, როგორც თავის მიზეზს. ასევე, იკითხა მან, მაგრამ არა როგორც უმეცარმა, არამედ როგორც ცხადმყოფელმა იმისა, რომ ღმერთობასთან ერთად ჭეშმარიტად ადამიანიც იყო. ამასთან, განეშორებოდა კიდეც იგი, რათა ესწავლებინა ჩვენთვის, არ გვემოქმედა ნაჩქარევად, არცთუ ჩვენითვე გაგვეცა თავი".


ვიცი ამ ყველაფრის მიუხედავად მაინც იგივე აზრზე დარჩებით, მაგრამ ჩემი რჩევა იქნება, რომ რაც არ უნდა გწამდეთ შეგნებულად გწამდეთ და არა ისე, რომ ვიღაც ამბობს და ამის გამო გჯეროდეთ.


--------------------
სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის

კლიმენტი ალექსანდრიელი


User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში
gio_xomasa   რისი სწამს დიაკვან ანდრია კურაევს?   Nov 17 2011, 02:15 PM
Hercules   მაგაზე პასუხი გასც...   Nov 17 2011, 04:45 PM
A.V.M   ეხლა რა უნდა ვკითხ...   Nov 17 2011, 07:16 PM
gio_xomasa   Hercules ეს პასუხი კი არ...   Nov 18 2011, 10:46 AM
Hercules   ეს პასუხი კი არა უფ...   Nov 18 2011, 03:26 PM
afxazi   gio_xomasa და თუ გაგიგი...   Nov 18 2011, 11:04 AM
lasha_k   gio_xomasa არ მჯერავს მა...   Nov 18 2011, 11:24 AM
gio_xomasa   lasha_k წყაროები თავად ...   Nov 18 2011, 11:51 AM
nk44   Hercules A.V.M afxazi იქნებ დაწ...   Nov 19 2011, 07:18 PM
A.V.M   ჯერ ბატონმა გიორგ...   Nov 19 2011, 07:34 PM
-ი ბ ე რ ი ე ლ ი   gio_xomasa ძალიან დიდ სა...   Nov 19 2011, 11:54 PM
lasha_k   -ი ბ ე რ ი ე ლ ი ჰო ის...   Nov 20 2011, 12:48 AM
afxazi   nk44 ამაზე როგორ გაწ...   Nov 20 2011, 11:51 AM
afxazi   რაც შეეხება იმ ბრო...   Nov 20 2011, 12:07 PM
nk44   afxazi როცა უფალს მოში...   Nov 20 2011, 12:46 PM
afxazi   nk44 მოშივდა ერთ ჰიპ...   Nov 20 2011, 01:14 PM
nk44   nk44 მოშივდა ჰიპოსტა...   Nov 20 2011, 01:19 PM
afxazi   nk44 მოიცა არ წაიკით...   Nov 20 2011, 01:20 PM
nk44   nk44 მოიცა არ წაიკითხ...   Nov 20 2011, 01:24 PM
afxazi   nk44 :D :D გაურკვევლა...   Nov 20 2011, 01:27 PM
nk44   ხოდა რომელს მოში...   Nov 20 2011, 01:38 PM
afxazi   nk44 ვაიმეეეეეე :wacko: ...   Nov 20 2011, 01:41 PM
nk44   nk44 ვაიმეეეეეე :wacko: ...   Nov 20 2011, 01:45 PM
afxazi   nk44 აა, თურმ მე გპას...   Nov 20 2011, 02:35 PM
nk44   nk44 აა, თურმ მე გპასუ...   Nov 20 2011, 06:52 PM
A.V.M   თუ არ ვცდები ამ თემ...   Nov 20 2011, 08:13 PM
nk44   თუ არ ვცდები ამ თემ...   Nov 20 2011, 09:40 PM
Hercules   მე წაკითხული მაქვს...   Nov 20 2011, 10:08 PM
afxazi   nk44 ამ ციტატის გაგე...   Nov 20 2011, 10:38 PM
nk44   ხოდა დაწერე მერე ...   Nov 21 2011, 02:06 PM
Hercules   დიდი მადლობა პასუხ...   Nov 20 2011, 11:03 PM
afxazi   წმ. იოანე დამასკელ...   Nov 20 2011, 11:15 PM
lasha_k   afxazi გაიხარე აფხაზ მ...   Nov 21 2011, 12:04 AM
A.V.M   ეჰ.... მერამდენედ ხდ...   Nov 21 2011, 12:42 AM
gio_xomasa   Hercules ხელით იკრიფე ტ...   Nov 21 2011, 10:42 AM
afxazi   gio_xomasa არადა მე მგონი...   Nov 21 2011, 10:49 AM
gio_xomasa   afxazi მოთმინება, დასკ...   Nov 21 2011, 10:53 AM
afxazi   nk44 აგერ არის ყველაფ...   Nov 21 2011, 02:50 PM
nk44   nk44 აგერ არის ყველა...   Nov 21 2011, 03:04 PM
afxazi   nk44 უკაცრავად მაგრა...   Nov 21 2011, 03:13 PM
nk44   afxazi ის რომ შენ რაღაც ...   Nov 21 2011, 03:30 PM
afxazi   nk44 ეუფ :D :D სანამ ამ ...   Nov 21 2011, 03:38 PM
nk44   nk44 ეუფ :D :D სანამ ამ ...   Nov 21 2011, 03:48 PM
afxazi   nk44 მე შეგეკითხე: ღმ...   Nov 21 2011, 03:52 PM
nk44   nk44 მე შეგეკითხე: ღმ...   Nov 21 2011, 04:11 PM
afxazi   nk44 კარგი რა გამოცდა...   Nov 21 2011, 04:16 PM
nk44   nk44 კარგი რა გამოცდ...   Nov 21 2011, 04:23 PM
benediqt   afxazi ამ ადამიანთან- nk4...   Nov 21 2011, 04:53 PM
afxazi   benediqt ეს ისედაც ცხად...   Nov 21 2011, 05:53 PM
Hercules   ბუნება ჯვარზე როგო...   Nov 21 2011, 06:22 PM
afxazi   nk44 მე არ გამომიცდი...   Nov 21 2011, 06:26 PM
A.V.M   ეს თავიდანვე მივხ...   Nov 21 2011, 06:41 PM
nk44   afxazi რა გინდა მე აგიხ...   Nov 21 2011, 07:29 PM
afxazi   nk44 აჰა, ეხლა საერთო...   Nov 21 2011, 07:35 PM
nk44   [b]nk44 აჰა, ეხლა საერთ...   Nov 21 2011, 07:38 PM
afxazi   nk44 შენ არ მეკითხები...   Nov 21 2011, 07:41 PM
nk44   [b]nk44 შენ არ მეკითხე...   Nov 21 2011, 07:45 PM
afxazi   nk44 ეს ჩემი სტილი არ...   Nov 21 2011, 07:47 PM
A.V.M   ჯერ ვიტყვი იმას,რო...   Nov 21 2011, 07:57 PM
nk44   A.V.M გეთანხმები შეუძ...   Nov 21 2011, 08:11 PM
lasha_k   nk44 კი ნამდვილად გა...   Nov 21 2011, 08:36 PM
nk44   [b]nk44 კი ნამდვილად გა...   Nov 21 2011, 08:46 PM
benediqt   lasha_k A.V.M afxazi ამიტომაც...   Nov 21 2011, 08:59 PM
aia   მიბრძანდით მოძღვა...   Nov 21 2011, 09:27 PM
afxazi   benediqt მე მგონი არ არ...   Nov 21 2011, 09:29 PM
gio_xomasa   benediqt რამდენს უფლება...   Nov 22 2011, 10:38 AM
afxazi   gio_xomasa არცერთ ჩემს კ...   Nov 22 2011, 10:44 AM
nk44   benediqt პროტესტანტი და ...   Nov 22 2011, 10:51 AM
gio_xomasa   afxazi ვერ გავიგე რატო...   Nov 22 2011, 11:26 AM
afxazi   nk44 ე.ი. რას მიედო-მო...   Nov 22 2011, 11:30 AM
gio_xomasa   არ მიცნობ ვინ ვარ დ...   Nov 22 2011, 11:40 AM
afxazi   gio_xomasa :D კარგი, კარგი...   Nov 22 2011, 11:55 AM
nk44   afxazi ვეტანხმები გიო-...   Nov 22 2011, 11:56 AM
nk44   პირადად მე ბევრი რ...   Nov 22 2011, 12:20 PM
Hercules   და სად წერს დიაკვა...   Nov 22 2011, 05:04 PM
afxazi   nk44 არ მაქვს პრობლე...   Nov 22 2011, 12:20 PM
nk44   [b]nk44 არ მაქვს პრობლე...   Nov 22 2011, 12:38 PM
gio_xomasa   nk44 1) ამ სიტყვებს იგი ...   Nov 22 2011, 12:34 PM
gio_xomasa   nk44 http://kuraev.ru/index.php?option=com_remo.....   Nov 22 2011, 01:08 PM
A.V.M   სწორედ მაგ წმ.მამე...   Nov 22 2011, 03:56 PM
gio_xomasa   A.V.M http://church.ge/index.php?showtopic=9196...   Nov 22 2011, 04:12 PM
A.V.M   ვერ ვხვდები ვიზე ა...   Nov 22 2011, 04:23 PM
gio_xomasa   A.V.M შემეშალა 23 ძალი...   Nov 22 2011, 04:27 PM
iakob7   სად ხართ ხალხო.რით...   Dec 6 2011, 12:22 AM
A.V.M   მეც მაინტერესებს ...   Dec 6 2011, 12:43 AM
iakob7   A.V.M :D 90 ფურცელი თუა ...   Dec 6 2011, 12:50 AM
A.V.M   ეგ თქვა აფხაზმა,მა...   Dec 6 2011, 12:59 AM


Closed TopicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 6th June 2024 - 08:36 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი