IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> სხვა პატრიარქები, ამ თემაში ვისაუბრებთ პატრიარქებზე (ილია II-ს გამოკლებით)
A.V.M
პოსტი Nov 13 2011, 07:33 PM
პოსტი #1


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



საქართველოს საკათალიკო ტახტს დიდი ისტორია აქვს.ამის გამო საინტერესო იქნება თუ ვისაუბრებთ იმ პატრიარქებზე,რომლებიც დიდი თუ მცირე ხნის წინ გარდაიცვალნენ.
ვისაუბროთ ამ თემაში მათ ცხოვრებასა და მოღვაწეობაზე...


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
 
Reply to this topicStart new topic
გამოხმაურებები
A.V.M
პოსტი Nov 21 2011, 07:03 PM
პოსტი #2


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



კათოლიკოს-პატრიარქი კალისტრატე ცინცაძე (1932-1952 წწ.)
-----------------------------------------------------------
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმიდესი და უნეტარესი კალისტრატე ცინცაძე ერთ-ერთი რჩეული მამამთავარია, რომელსაც საქართველოს ისტორიის ყველაზე ტრაგიკულ ხანას მოუხდა მღვდელმთავრობა, მაშინ, როცა ბოლშევიკური საოკუპაციო ხელისუფლებისათვის ქრისტიანული სარწმუნოება, ეკლესია სრულიად მიუღებელი იყო. ამ დროს სასულიერო პირობა გმირობის ტოლფასი გახლდათ. ის დაუღალავად იბრძოდა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღსადგენად.

კალისტრატე ცინცაძეკალისტრატე (ბიჭიკო) მიხეილის ძე ცინცაძე 1866 წლის 12 აპრილს ქუთაისის გუბერნიის სოფელ ტობანიერში, სასულიერო პირის ოჯახში დაიბადა. წერა-კითხვა ოჯახში შეასწავლეს. 1882 წელს ქუთაისის სასულიერო სემინარიის წარჩინებით დასრულების შემდეგ, ეპისკოპოს გაბრიელის რეკომენდაციით, თბილისის სასულიერო სემინარიაში ჩაირიცხა, სადაც მკაცრი რეჟიმი და ანტიქართული განწყობა სუფევდა. 1886 წლის 24 მაისს მისმა თანაკურსელმა იოსებ ლაღიაშვილმა სიცოცხლეს გამოასალმა რექტორი ჩუდეცკი, რაც რუსეთის რეაქციული პოლიტიკის წინააღმდეგ ბრძოლის დასაწყისი გახლდათ. საქართველოს ეგზარქოსმა პავლემ განსვენებული ჩუდეცკი რუსეთის სახელმწიფოებრივი და რელიგიური ინტერესებისათვის წამებულად წარმოაჩინა და თბილისის წმ. ალექსანდრე ნეველის სახ. ეკლესიაში ქართველი ერი საჯაროდ დაწყევლა: “ბოროტმოქმედის მსხვერპლი კი არ იმსახურებს გლოვას, არამედ ის გარემო, რომელმაც წარმოშვა ბოროტმოქმედი. დიახ, გლოვობენ მამები და დედები ჩვენი მხარისა, რომ ჩვენს წრეში არსებობენ ბავშვები ცხოველური მიდრეკილებების ამარა. მათ მიმართ არ იმოქმედა ოჯახის ლმობიერებამ, ვერ მოახდინა გავლენა სკოლის კეთილმა და თბილმა დამოკიდებულებამ. ისინი შეპყრობილნი არიან გარეშე, ცრუ და მავნე ზემოქმედებით; გლოვობენ იმის გამო, რომ უზნეო ადამიანებს შეუძლიათ გახდნენ ეკლესიის მსახურნიც კი. წყეულიმც იყოს ის ხალხი და ქვეყანა, რომელიც ასეთ ბოროტმოქმედთ შობს.” ეგზარქოს პავლეს ამ სიტყვებმა ქართველი საზოგადოება აღაშფოთა. დიმიტრი ყიფიანმა ეგზარქოსისადმი გაგზავნილ ღია წერილში მოითხოვა, ეგზარქოს პავლეს დაუყოვნებლივ დაეტოვებინა საქართველო. დიმიტრი ყიფიანი იმპერატორმა გაკიცხა, გადააყენა ქუთაისის თავადაზნაურთა წინამძროლობის თანამდებობიდან და სტავროპოლში გადაასახლა, სადაც იგი 1887 წელს სიცოცხლეს გამოასალმეს.

სემინარიელი კალისტრატე ცინცაძე ამ მოვლენების შუაგულში ტრიალებდა და სამშობლოს ინტერესების ბრძოლა მის სამოქმედო გეგმად იქცა. 1889-1892 წლებში კიევის სასულიერო აკადემიაში სწავლისას მან თავი გამოიჩინა, როგორც ნიჭიერმა სტუდენტმა. ის ღვთისმეტყველების კანდიდატის ხარისხით დაბრუნდა საქართველოში, 1893 წლის 11 აპრილს აკურთხეს დიდუბის ეკლესიის დიაკვნად, 18 აპრილს – მღვდლად. ამ დროიდან საქართველოს პოლიტიკურ თუ საეკლესიო ცხოვრების სფეროში არ მომხდარა რაიმე მნიშვნელოვანი, რომელშიც კალისტრატე ცინცაძეს მონაწილეობა არ მიეღოს.
მამა კალისტრატე კარგად ხედავდა რუსი ეგზარქოსების ანტიქართული პოლიტიკის მიზნებსა და საქმიანობას (1898-1917წწ.), რამაც ხალხსა და მწყემსმთავრებს შორის სრული გაუცხოება გამოიწვია. უწმიდესის მოგონებებიდან ჩანს, რომ რუსეთის ხელისუფლების მიერ საქართველოში მოვლენილი ეგზარქოსები გამოირჩეოდნენ ანტიქართული სულისკვეთებით, რომელნიც ფეხქვეშ თელავდნენ ივერიის უძველესი სამოციქულო ეკლესიის კანონიერ უფლებებს, აბუჩად იგდებდნენ ქართველ ხალხს და დაჟინებით ცდილობდნენ მათ გარუსებას, მაგრამ ამას ვერ ახერხებდნენ. კალისტრატე ცინცაძე მიიჩნევდა, რომ აუცილებელი იყო საქართველოს მართლმადიდებელ სამოციქულო ეკლესიას დაბრუნებოდა რუსეთის საერო ხელისუფლების მიერ უკანონოდ წართმეული ავტოკეფალია.

1917 წლის თებერვალში რუსეთის იმპერიაში მომხდარი დიდი ცვლილების შემდეგ (25 თებერვალს იმპერატორი ნიკოლოზ II ტახტიდან გადადგა), 1917 წლის 12 (25) მარტს ქართველმა სამღვდელოებამ სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში საზეიმოდ გამოაცხადეს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენა. დეკანოზი კალისტრატე ჯერ საქართველოს ეკლესიის დროებით მმართველობაში აირჩიეს, ხოლო 17 სექტემბერს – საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მმართველობის უმაღლეს ორგანოში – საკათალიკოსო საბჭოში. იგი მონაწილეობდა ყველა იმ მოლაპარაკებაში, რომელიც საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღიარების პრობლემებს ეხებოდა. 1923 წლის იანვარში დეკანოზი კალისტრატე საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საკათალიკოსო საბჭოს წევრებთან ერთად ანტისაბჭოთა საქმიანობის ბრალდებით დააპატიმრეს. ციხეში საკათალიკოსო საბჭოს წევრებს საკვებსაც არ აძლევდნენ, ექიმებს არ უშვებდნენ დაუძლურებულ ავადმყოფებთან. საბჭოთა ხელისუფლებას სურდა, მორალურად გაეტეხა ისინი. მან მეტეხის ციხეში 3 წელი გაატარა.

1925 წლის 31 ოქტომებრს უწმიდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარიქის ამბროსის ლოცვა-კურთხევით, დეკანოზი კალისტრატე აიყვანეს ნინოწმინდელი ეპისკოპოსის ხარისხში.

უწმიდესმა ამბროსიმ ამ სიტყვებით მიმართა მას: “დღეს შენ მიიღე უმაღლესი ღირსება და ხარისხი, გუშინ კი მიეცი ღმერთს აღთქმა, რომ იშრომო და იმოღვაწეო ამ ხარისხში თავგანწირულად, მოგილოცავ ამ ხარისხს და გისურვებ, ზიდო იგი აღთქმისებრ ღირსეულად, მოგეტანოს ჩვენი დედაეკლესიისათვის ის სარგებლობა, რომელსაც ის მოელის შენგან. ამის გარანტია გვაქვს ჩვენ წარსულს შენ საქმიანობაში. შენი მოღვაწეობა დაიწყო ჩვენი ეკლესიის მონობის დროს, მაშინ, როდესაც იმის ბედ-იღბალს განაგებდნენ რუსეთის სინოდი და მისგან დაყენებულნი, ქართული ენის არმცოდნე ეგზარქოსები. შენ იმ მონობის დროს ემსახურებოდი ეკლესიურ ავტოკეფალური უფლებების აღდგენას, წერდი ავტოკეფალიის შესახებ წერილებსა და წიგნებს. მივაღწიეთ ეკლესიის თავისუფლებას… ამ დღიდან შენი შრომა და ღვაწლი ეკლესიის საკეთილდღეოდ ყველამ კარგად იცის…

დღიდან საქართველოს საკათალიკოსო საბჭოს დაარსებისა შენ იყავი მისი მუდმივი, სამივე კრების მიერ არჩეული წევრი და უმთავრესი პასუხისმგებელი მუშაკი, რისთვისაც ბევრი დაუმსახურებული უსიამოვნებანიც განგიცდია. ბოლო ხანებში, როცა ჩემი ჯანმრთელობა შეირყა იმდენად, რომ ინტენსიური მუშაობა არ შემეძლო, იძულებული შევიქენ, მომეძებნა საიმედო თანაშემწე, ჩემი ყურადღება შენ მიიპყარი, როგორც ეკლესიის ერთგულმა და მისთვის თავდადებულმა მუშაკმა, ხოლო თხოვნა, რომლითაც მოგმართე, იყო არაჩვეულებრივი, მიგეღო მღვდელმთავრის ხარისხი, უარგეყო ოჯახური სიამოვნება…

ბოლოს აღვნიშნავ იმას, რომ მშობელი ეკლესია თქვენ გაჯილდოებთ მიტროპოლიტის პატივით. აქ გმართებს კეთილგონიერება, თავმდაბლობა, განდიდების სურვილის უარყოფა. დიდია შენგან მიღებული ღირსება და პატივი, მაგრამ კიდევ უფრო დიდია ის იწროება, შრომა, ვაება და წყენა, რომელიც შენ მოგელის. აქ საჭიროა მოთმინებით ატანა ყველა იმისა, რაც ეკლესიის კეთილდღეობისათვის უსიამოვნება შეგხვდება ცხოვრებაში. რამდენად ამაღლდები, იმდენად უფრო მეტად უნდა დამდაბლდე, აქ არის ნამდვილი სულიერი სიმაღლე”.

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ისტორიაში ეს იყო უიშვიათესი შემთხვევა, როცა ახალნაკურთხი ეპისკოპოსი იმავე დღეს მიტროპოლიტის პატივში აჰყავდათ. მნიშვნელოვანი სიტყვა წარმოთქვა კალისტრატე ცინცაძემ: “თქვენ მოგეხსენებათ, რომ წესი მღვდელმთავრად განმზადებულის განცხადებისა შეიცავს საჯაროდ თქმულს აღსარებას… ნება მიბოძეთ, მეც აღვიარო სამღვდელო და საერო დასთა წინაშე გულისა ჩემის ზრახვანი! ვინც მიცნობს, უეჭველად იცის, რომ მღვდელმთავრობაზედ აზრი არც თავში მომსვლია და არც გულში გამივლია: ჩემი მოღვაწეობის სარბიელი ჩემი ძალღონისათვის საკმაო და ფრიად ვრცელიც იყო. მიუხედავად ამისა, უკანასკნელი ნახევარი წლის განმავლობაში ჩვენი ეკლესიის გულშემატკივართაგან, რომელთა შორის პირველი თქვენ ბრძანდებით, უწმიდესო მამამთავარო, თითქმის ყოველდღე მესმოდა, იტვირთე ჯვარი მძიმე მღვდელმთავრისაო, ყველას მოკრძალებითა და უარით გისტუმრებდით… რათა, რისთვის?… დიდი მოციქული პავლე ხომ ბრძანებს: უკვე ვისმე ეპისკოპოზობის უნდეს, კეთილსა საქმესა გული ეტყვისო. დიახ, ამას ჰბრძანებს წმ. მოციქული, მაგრამ თვითვე დასძენს, ჯერ არს ეპისკოპოზისა, რათა უბრალო იყოს, ფრთხილ, წმიდა, შემკულ… სწავლულ… მყუდრო, უღალველ… აღნიშნული თვისებები განა ამშვენებენ წინაშე თქვენსა მდგომარესა?.. განა ამ თვისებათა უქონლობას არ უჩიოდნენ და ამის გამო არ ერიდებოდნენ მღვდელმთავრობას კაცთა შორის ბუმბერაზნი – ათანასე ალექსანდრიელი და ბასილი კესარიელი, გრიგოლ ღვთისმეტყველი და იოანე ოქროპირი?… მათთან შედარებით რას წარმოადგენს თქვენ მიერ მღვდელმთავრად განმზადებული?.. მტვერს, ფერფლსა და ნაცარს… იყო მეორე მიზეზიც: ბევრმა აქა მყოფმა იცის, რომ 33 წლის განმავლობაში ჩემი უერთგულესი მეგობარი და ცხოვრების განუყრელი თანამგზავრი უცხო და შორეული ერის შვილია, რომ ჩემი გულისათვის მან დასთმო დედა და მამა, დანი და ძმანი, სამშობლო მხარე და მეგობარნი, მომენდო მე, შეიყვარა და შეითვისა ჩემი ერი და ჩემი ეკლესია, საუკუნის მესამედის მანძილზე იზიარებდა ჩემს ლხინსა და, უფრო ხშირად, ჭირს და ერთხელაც არ მოუყენებია ჩემთვის უსიამოვნების აჩრდილიც კი… ნუთუ შემეძლო მე განვშორებოდი ასეთ ადამიანს, რასაც მოითხოვს საეკლესიო კანონმდებლობა, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ის უკვე შესულია მოხუცებულობაში და დღედაღამ თავს დასტრიალებს ბოროტის სენით შეპყრობილს ჩემს ასულს? არა, და ათასჯერ არა! იყო სხვა მიზეზიც. როგორ შეხვდებოდა ჩემს მღვდელმთავრობას საქართველოს სამოციქულო ეკლესიის ეპისკოპოსთა კრებული, თბილისის სამღვდელოება, რომელთანაც ისე ვარ არსებითად დაკავშირებული, რომ მის გარეშე ვერც კი წარმომიდგენია ჩემი თავი, თბილისის მორწმუნე ერი, რომელთა შორის ვიქცეოდი სამი ათეული წელიწადი, და ჩვენი ეკლესიის უზენაესი ორგანო საკათალიკოზო საბჭო?.. ეს ჩემთვის გამორკვეული არ იყო… მაშ, რამ, ან ვინ გამაბედვინა მოსვლა წინაშე თქვენსა? ერთის მხრივ, მოციქულთა შორის თავმა, რომელიც იტყვის: ძალი უფლისა უძლურებასა შინა სრულ იქმნებისო, მეორეს მხრივ, ჩემი ცხოვრების თანამგზავრის საქართველოს სამოციქულო ეკლესიისადმი სიყვარულმა და უზომო პატივისცემამ – გაიგო თუ არა ჩვენი ეკლესიის გულშემატკივართა ბეჯითი სურვილი, მან გადმომცა: თუ მშობელი ეკლესია მოითხოვს შენგან ახალ პირობებში სამსახურს, შენ, თანახმად მაცხოვრის მცნებისა, უნდა დაუტევო ცოლიცა და შვილიც, აღიღო გვარი თვისი და შეუდგე უფალსა: რომელი არა ივიწყებს ცის მფრინველთა და ველის შროშანთა, არ მოგვაკლებს თავის მოწყალებას ჩვენცაო… ამასთან ერთად გამოირკვა, რომ საქართველოს ეპისკოპოსთა კრებული, მორწმუნე ერი და საკათალიკოზო სახლი ჩემ მიერ დაუმსახურებელი თანაგრძნობით შეეგებნენ თქვენი უწმიდესობის სურვილს. ხოლო თბილისის სამღვდელოება სრულ ნდობასა და თავდადებულ თანამშრომლობას აღუთქვამს ჩემს უღირსებას… რა უნდა მექნა ყოველივე ამის შემდეგ, თუ არა მოვსულიყავი წინაშე თქვენსა და სიმდაბლით მომეხსენებინა: მორჩილ ვარ ბრძანებას თქვენისა და არა რას მცირესა წინააღმდგომსა ვიტყვი… გარნა, ეს კიდევ არ ნიშნავს, რომ ჩემს თავს ვთვლიდე სავსებით განმზადებულად მღვდელმთავრობისათვის: მე კიდევ ვსაჭიროებ თქვენს ბრძნულ რჩევასა და დარიგებას, ხელმძღვანელობასა და განსაკუთრებით ლოცვა-ვედრებასა. ამისათვის კადნიერებით გთხოვთ: აწ და მარადის ევედრენით მას, რომელი უძლურთა ჰკურნებს და ნაკლულოვანთა აღავსებს, გარდამოავლინოს ჩემზედა მადლი სულისა წმიდისა და მომანიჭოს ძალი და სიმხნე წინამდებარისა მსახურებისათვის.”

უწმიდესი და უნეტარესი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ამბროსის გადაწყვეტილებით, 1925 წლის 11 ნოემბრიდან ნინოწმინდის მიტროპოლიტი კალისტრატე დაინიშნა კათოლიკოს-პატრიარქის მუდმივ მოსაყდრედ, მიენიჭა ბარტყულაზე ჯვრის ტარების უფლება და მღვდელმთავართა შორის ღვთისმსახურების დროს უპირატესობა. ამ გადაწყვეტილებამ წონასწორობა დაააკრგვინა ე.წ. „განახლებისა და რეფორმების“ ჯგუფის ხელმძღვანელებს, ეპისკოპოსებს – დავითსა (კაჭახიძე) და ქრისტეფორეს (ციცქიშვილი). მათ იერიში მიტროპოლიტ კალისტრატეზე მიიტანეს. „რეფორმატორებმა“ ბოლშევიკური ხელისუფლების დახმარებითა და წაქეზებით 1926 წლის 26-27 დეკემბერს ქუთაისში მოიწვიეს საეკლესიო ყრილობა და მიიღეს გადაწყვეტილება უწმიდესი ამბროსისა და მისი მომხრე სასულიერო იერარქების გადაყენების შესახებ. 1926 წლის 30 დეკემბერს მიტროპოლიტმა კალისტრატემ უარი განაცხადა კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრეობაზე. 1927 წლის 12 იანვრიდან გაათავისუფლეს ნინოწმინდელობიდანაც და დატოვეს ქაშუეთის ეკლესიაში რიგით მღვდლად. კათოლიკოს-პატრიარქი ქრისტეფორე III გრძნობდა, რომ მიტროპოლიტ კალისტრატეს დაუმსახურებლად მოექცნენ. მიტროპოლიტმა დავითმაც ბოდიში მოიხადა კალისტრატეს წინაშე.

კალისტრატე ცინცაძე ქაშუეთის წმიდა გიორგის ეკლესიის აშენების ერთ-ერთი ინიციატორი გახლდათ. აქვს ისტორიული და ლიტერატურული ხასიათის მნიშვნელოვანი გამოკვლევები და წერილები. 1906 წელს გამოქვეყნდა მისი მონოგრაფია, რომელიც ქართველი ავტოკეფალისტების მეცნიერულ მტკიცებულებად იქცა. მას ეკუთვნის “შენიშვნები საქართველოს ეკლესიის ისტორიიდან”, “ვეფხისტყაოსნის ისტორიული ღირებულებანი”, “ქაშუეთის წმიდა გიორგის სახელობის ეკლესია”, “ივერიის საეკლესიო წესი”. “ქართული ოდიკისათვის” მისი შედგენილი იყო საქართველოს ეკლესიის კალენდრები 1930-1952 წლებში. კალისტრატე ცინცაძის პირადი არქივი დაცულია ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქრისტეფორე III-ის გარდაცვალების შემდეგ, 1932 წლის 10 იანვარს საგანგებოდ შეიკრიბა საკათალიკოსო სინოდი. სინოდმა ერთხმად მიიღო გადაწყვეტილება მიტროპოლიტ კალისტრატეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრედ გამორჩევის შესახებ. 1932 წლის 21 ივნისს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მე-6 კრებაზე იგი არჩეულ იქნა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად. 24 ივნისს სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში მოხდა მისი აღსაყდრება.

კათოლიკოს-პატრიარქი კალისტრატე ცინცაძე, საქართველოს სახელმწიფოებრივი მოწყობის საკითხში, დემოკრატიის იდეას ავითარებდა და ეკლესიის სახელმწიფოსაგან და სკოლის ეკლესიისაგან გამოყოფის კანონზომიერების საფუძვლებს საღვთო წერილსა და საღვთო გადმოცემაში ხედავდა. თავისუფლება და დემოკრატია ქრისტიანული პოლიტოლოგიის ფესვს წარმოადგენს და ისტორიის მიზანიც ამ ფესვის გახარება და განაყოფიერებაა. ესაა ეკლესიოლოგიური თვალსაზრისი, რომლის საყრდენი პუნქტი სიყვარულისა და კაცთა შორის სათნოების სახარებისეული გაგებაა.

პატრიარქის ფიქრისა და ზრუნვის საგანი ყოველთვის იყო საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია, მისი მომავალი. ის მარტო იბრძოდა საქართველოს ეკლესიის ინტერესებისათვის. მან გონივრული კომპრომისებით გადაარჩინა საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია, მოახერხა საერო ხელისუფლებისაგან წართმეული იურიდიული სტატუსის დაბრუნება, მიაღწია რუსეთის ეკლესიასთან ნორმალური ურთიერთობის აღდგენას, საქართველოს საპატრიარქოს იურისდიქციაში მოაქცია არაქართული სამრევლოები, ეკლესიას შეუნარჩუნა მრევლი, გადაარჩინა საეკლესიო სიწმინდენი, რეპრესიებიდან იხსნა არაერთი სასულიერო პირი. თავისი პიროვნებისა და ეკლესიისადმი პატივისცემით განმსჭვალა საერო ხელისუფლების ათეისტი ჩინოვნიკებიც.

კათოლიკოს-პატრიარქი კალისტრატე ცინცაძე 1952 წლის 3 თებერვალს 86 წლის ასაკში აღესრულა. უწმიდესი კათოლიკოსის ნეშტი დაკრძალეს სახელოვანი წინამორბედების – უწმიდესი კირიონ II-ის, ლეონიდის, ამბროსის, ქრისტეფორეს გვერდით სიონის საპატრიარქო ტაძარში.

მოამზადა თეონა ნოზაძემ


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში
A.V.M   სხვა პატრიარქები   Nov 13 2011, 07:33 PM
A.V.M   საქართველოს ეკლეს...   Nov 13 2011, 08:09 PM
afxazi   სინოდის ბოლოს ხდო...   Nov 13 2011, 09:49 PM
A.V.M   ნამდვილად აფხაზ... ...   Nov 13 2011, 10:25 PM
A.V.M   პატრიარქი კირიონ II(...   Nov 14 2011, 04:56 PM
A.V.M   კირიონი II იყო მოსკო...   Nov 14 2011, 05:13 PM
A.V.M   ამბროსი (კათოლიკოს...   Nov 15 2011, 07:57 PM
A.V.M   მისი უწმიდესობა და...   Nov 16 2011, 08:36 PM
A.V.M   ეფრემ II (ერისკაცობა...   Nov 17 2011, 09:00 PM
A.V.M   ლეონიდე (ერისკაცობ...   Nov 18 2011, 08:52 PM
A.V.M   მელქისედეკ I, საქარ...   Nov 19 2011, 07:50 PM
A.V.M   მისი უწმიდესობა და...   Nov 20 2011, 08:19 PM
A.V.M   კათოლიკოს-პატრიარ...   Nov 21 2011, 07:03 PM
A.V.M   პატრიარქ მელქისედ...   Nov 22 2011, 07:57 PM
A.V.M   წმინდა პეტრე I — ქარ...   Nov 23 2011, 11:52 PM
A.V.M   დომენტი III ( გ. სექტე...   Nov 24 2011, 11:21 PM
A.V.M   არსენ III — საქართვე...   Nov 25 2011, 07:04 PM
A.V.M   მაქსიმე II (გვარად ა...   Nov 26 2011, 07:16 PM
A.V.M   მალაქია II გურიელი, ...   Nov 27 2011, 05:55 PM
A.V.M   დავითი (გვარად ნემ...   Nov 28 2011, 10:09 PM
GIORGI LELUASHVILI   სად არის დაკრძალუ...   Nov 28 2011, 10:31 PM
A.V.M   გიო ვისზე ამბობ?   Nov 28 2011, 11:13 PM
GIORGI LELUASHVILI   A.V.M ანტონ II (ბაგრატიო...   Nov 29 2011, 09:23 PM
A.V.M   გიო ნაღდად არ ვიცი ...   Nov 29 2011, 10:27 PM
GIORGI LELUASHVILI   A.V.M აფხაზმა დაწერა, ...   Nov 29 2011, 10:30 PM
A.V.M   გიო! ნიჟნი-ნოვგორ...   Nov 30 2011, 08:36 PM
GIORGI LELUASHVILI   გიო! ნიჟნი-ნოვგორ...   Nov 30 2011, 10:08 PM
A.V.M   ააა. ბატონო...   Nov 30 2011, 11:22 PM
A.V.M   ეფთვმე საყვარელიძ...   Dec 1 2011, 08:23 PM
A.V.M   აბრაჰამი კათალიკო...   Dec 3 2011, 12:23 AM
A.V.M   ანტონ I, კათალიკოსი ...   Dec 3 2011, 07:50 PM
A.V.M   ანტონ I, კათალიკოსი ...   Dec 5 2011, 12:16 AM
soso_soso   გრიგოლ ლორთქიფანი...   Dec 5 2011, 08:45 PM
A.V.M   სოსო გაიხარე... ასე ...   Dec 6 2011, 12:00 AM
A.V.M   დავით III კათალიკოსი...   Dec 7 2011, 10:09 PM
A.V.M   დომენტი I, კათალიკო...   Dec 8 2011, 07:16 PM
A.V.M   დომენტი IV, კათალიკო...   Dec 9 2011, 11:30 PM
A.V.M   დომენტი IV (II ნაწილი) -...   Dec 10 2011, 07:54 PM
A.V.M   ევდემონ ჩხეტიძე, კ...   Dec 12 2011, 10:22 PM
A.V.M   ზაქარია ჯორჯაძე, კ...   Dec 13 2011, 07:07 PM
A.V.M   იოსებ ბაგრატიონი, ...   Dec 14 2011, 07:50 PM
A.V.M   კირიონ ( კირონ ) I, კა...   Dec 16 2011, 08:28 PM
A.V.M   მაქსიმე აბაშიძე. კ...   Dec 18 2011, 09:51 PM
A.V.M   ნიკოლოზ IX, კათალიკო...   Dec 20 2011, 08:09 PM
A.V.M   სვიმეონ კათალიკოს...   Dec 28 2011, 10:15 PM
A.V.M   წმიდა იოანე IV (ოქრო...   Mar 18 2012, 07:53 PM
A.V.M   ღირსი დოსითეოზ ქუთ...   Mar 20 2012, 07:35 PM
marine   პატრიარქი კალისტრ...   Dec 18 2012, 11:37 AM
A.V.M   marine გაიხარე...   Dec 19 2012, 01:15 AM
marine   marine გაიხარე... :მპუა2:...   Dec 19 2012, 12:38 PM
A.V.M   marine ხო.... თითეულ პოსტ...   Dec 20 2012, 03:04 AM
A.V.M   შემოგთავაზებთ ეპი...   Mar 20 2013, 12:25 AM
A.V.M   ამბროსი ხელაია: „ჩ...   Aug 7 2014, 10:02 AM
shio_graphics   მოგესალმებით,მე ვა...   Oct 26 2014, 07:15 PM
marine   მოგესალმებით,მე ვ...   Oct 26 2014, 09:16 PM
shio_graphics   დიდი მადლობა,თქვენ...   Oct 26 2014, 11:25 PM
marine   დიდი მადლობა,თქვე...   Oct 27 2014, 01:06 PM
marine   "ის [კათოლიკოს-პა...   Sep 6 2016, 12:15 PM
marine   "პატრიარქი [მელქი...   Sep 6 2016, 12:41 PM
marine   "მელქისედეკი - სა...   Sep 6 2016, 11:05 PM
marine   "სიტყვა არ უნდა შ...   Oct 3 2016, 07:33 PM
marine   "პატიმრობის შემდ...   Oct 5 2016, 08:26 PM
marine   " - მამაო, ვინც პატ...   Oct 5 2016, 10:27 PM
marine   "მიტროპოლიტი გაი...   Apr 11 2017, 01:13 PM
marine   "პატრიარქი ეფრემ...   Apr 17 2017, 11:14 AM
marine   "როცა ლენინგრადშ...   Apr 19 2017, 10:02 AM
marine   "კაცი დიდებას გაუ...   Apr 22 2017, 11:25 AM
marine   "როცა სამშობლოში ...   Feb 5 2018, 07:01 PM
marine   "მიტროპოლიტ ქრის...   Feb 16 2018, 08:09 PM
marine   "უწმინდეს ეფრემს ...   Jul 19 2018, 08:35 PM
marine   "პატრიარქმა ეფრე...   Jul 26 2018, 02:52 PM
marine   "როდესაც პატრიარ...   Aug 22 2018, 09:14 PM
marine   "უბრალოება უწმინ...   Oct 1 2018, 08:28 PM
marine   "ერთხელ უწმინდეს...   Oct 1 2018, 08:40 PM
marine   "საქართველოშიც ზ...   Oct 16 2018, 07:01 PM
marine   "ერთხელ კათოლიკო...   Nov 15 2018, 01:17 PM
marine   "ერთხელ საქართვე...   Nov 15 2018, 01:40 PM
marine   "მინდა კიდევ ერთი...   Aug 17 2019, 03:19 PM


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 4 მომხმარებელი (მათ შორის 4 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 1st November 2024 - 02:52 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი