რისი სწამს დიაკვან ანდრია კურაევს?, დიაკვან ანდრია კურეავის ცდომილების შესახებ |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
რისი სწამს დიაკვან ანდრია კურაევს?, დიაკვან ანდრია კურეავის ცდომილების შესახებ |
gio_xomasa |
Nov 17 2011, 02:15 PM
პოსტი
#81
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 26 რეგისტრ.: 17-November 11 წევრი № 11,771 |
პირადად მე ბევრი რამისთვის მადლობელი ვარ მამა ანდრია კურაევისა, კერძოდ, მისი ნიჭიერი პოლემიკური სტატიებისთვის, რომლებშიც იგი მახვილგონივრულად ებრძვის ეკლესიის მტრებს, განსაკუთრებით ნეოწარმართობასა და ოკულტიზმს. იგი სწრაფად რეაგირებს პროვოკაციებსა და თავდასხმებზე, ეკლესიის წინააღმდეგ რომ ეწყობა, შეუძლია თავისი ცოდნისა და ძალების მობილიზება მათთვის პასუხის გასაცემად. მამა ანდრია თვალსაჩინო საეკლესიო ჟურნალისტია ამ სიტყვის კარგი გაგებით, ანუ ეხმიანება მიმდინარე მოვლენებს, რომლებიც ადამიანებს აშფოთებს. მაგრამ ამავე დროს ვერ ვიშორებ კითხვას: რატომ ხდება, რომ იცავს რა ეკლესიას, ებრძვის რა მის მტრებს მართლმადიდებლური პოზიციებიდან,
თავად თმობს ამ პოზიციებს, როდესაც საქმე ეხება ეკლესიის სწავლებას და მის საღმრთისმეტყველო გააზრებას? ასეთ დროს გასაოცარ შეცდომებს ვაწყდებით, რომლებიც მკითველს გზა-კვალს უბნევენ. ამიტომ გულისტკივილით ვსვამთ კითხვას: რისი სწამს დიაკვან ანდრია კურაევს? ჩვენ ვლაპარაკობთ არა შინაგან რელიგიურ გრძნობაზე, არა მისტიკურ განცდებზე - ეს მისი სულიერი საიდუმლოა, რომელსაც უცხო ხელი ვერ შეეხება, ამაზე მსჯელობა მხოლოდ მის სულიერ მოძღვარს შეუძლია, თუკი ჰყავს ასეთი. აქ ლაპრაკია ქრისტიანული სარწმუნოების წყაროებზე, რომელთა მიმართ მამა ანდრია უარყოფასა და უნდობლობას გამოხატავს, თუ ეს ზეპირი ან წერითი მეტყველების ლაფსუსები არ არის. მართლმადიდებლური სარწმუნოების საფუძველია ძველი და ახალი აღთქმის წიგნებში დაცული წმ. გარდამოცემა, რომელიც ლიტურგიკაში, კანონიკასა და ეკლესიის სიმბოლურ წიგნებში, აგრეთვე პატრისტიკულ ლიტერატურაში ცოცხლობს და „მამათა ერთსულოვნების“ პრინციპს ემყარება. სწამს კი მამა ანდრია კურაევს წმ. გარდამოცემა? არა. იგი აცხადებს, რომ შეიძლება იყო უბრალოდ ქრისტიანი ყოველგვარი ტიპიკონის, მსოფლიო კრებების კანონების - კანონის და ა.შ. გარეშე. ესე იგი, წმ. გარდამოცემის არსებითი და იქნებ უმთავრესი ორგანული ნაწილი - ლიტურგიკა, მისივე სიტყვებით, რაღაც არაარსებითია, ურომლისოდაც ადამიანს შეუძლია ქრისტიანი იყოს, ამ სიტყვებს იგი არაერთგზის იმეორებს წიგნში „ეკუმენიზმის გამოწვევა“. ეტყობა, მამა ანდრიას აზრით, „იყო უბრალოდ ქრისტიანი“ ნიშნავს წრფელი გულით შეასრულო მცნებები და სხვა არაფერზე იფიქრო. მაგრამ ამგვარი უბრალოება ფილოსოფიის დოქტორისათვის ფილოსოფიური პოზიციაა, კერძოდ კი - აგნოსტიციზმი. უცნაური სურათია: პროტესტანტებთან პოლემიკაში მამა ანდრია კურაევი მოიხმობს ეკლესიის ცნებას, როგორც მყარ ტრადიციას, რომელმაც მოციქულთა სწავლება შემოინახა, ხოლო როდესაც ეკუმენიზმის გამართლებას ცდილობს, მაშინ ამბობს, რომ შეიძლება გვერდი აუარო ისეთ წვრილმანებს, როგორიცაა ტიპიკონი და კანონიკა. ამასთან ერთად, იგი შერჩევით სარგებლობს ციტატებით პატრისტიკიდან, ანუ აცხადებს, რომ შეიძლება ცხონება ეკლესიის გარეშე ანდა ეკლესიის დეფორმირებული და შეკვეცილი ცნებით. წმ. გარდამოცემისადმი უნდობლობა ლოგიკურად წმ. წერილისადმი უნდობლობამდე მიდის. ისიც არ არის ნაკლებად მნიშვნელოვანი, რომ ახალ აღთქმას საფუძვლად ძველი აღთქმა უდევს, მისი გამოვლინებაა, თვით უფალმა თქვა: „გამოიძიებდით წიგნთაგან... და იგინი არიან, რომელნი წამებენ ჩემთვის“ (ინ.5,39). მამა ანდრიამ „გამოიძია“ წმ. წერილი და თავის სტატიაში „ექუსთა დღეთა“-ს პოლემიკურობა „იმ დასკვნამდე მივიდა, რომ ბიბლიის ნდობა არ შეიძლება: მოსე ფსევდო მოსეა, მითიური პირი; ესაია და სხვა ბიბლიური პირებიც მხოლოდ „ფსევდონი“, ანუ ცრუნი და არარსებულნი არიან. მამა ანდრიას აზრით, ეს ისეთივე პირობითი და სუბიექტური ენაა, როგორც, მაგალითად, ჩვენ ვამბობთ, რომ „მზე ამოვიდა“, მამა ანდრიამ კი, თუმცა ბავშობიდან იყენებს ამ გამოთქმებს, იცის, რომ მზე კი არ ამოდის, დედამიწა ბრუნავს მის გარშემო (იმასაც დავამატებთ, რომ მამა ანდრიას, როგორც ერუდირებულსა და ცნობისმოყვარე ადამიანს, ალბათ შესწავლილი აქვს თანამედროვე კოსმოლოგიური სისტემები, თუმცა კი არ ეთანხმება აინშტაინსა და ფლორენსკის, რომლების ამტკიცებენ, რომ გეო - ან ჰელიოცენტრული პრინციპები უახლოესი კოსმოსის სისტემაში მათემატიკურად დადასრუებული არ არის). მამა ანდრიას მიაჩნია, რომ „ექუსთა დღეთა“, ანუ „დაბადების“ პირველი წიგნი, რომელიც ჩვეულებრივ ქრისტეს შობამდე XV საუკუნით თარიღდება, მოგვიანებით დაწერა ვიღაც პოლემისტმა იუდეველმა ბაბილონელთა ჯიბრზე. გამოდის, რომ ბიბლია ანტიმითოლოგიური ნაწარმოებია, რომელსაც მიზნად აქვს იუდეველთა დაცვა წარმართული მითოლოგიისგან - როგორც ჩანს,ბაბილონის ტყვეობის დროს, ამასთან ნათლად მიგვანიშნებს, რომ ბიბლია, ამ შემთხვევაში „ექუსთა დღეთა“, ღმრთივსულიერი ნაწარმოები კი არ არის არამედ „მითი მითების წინააღმდეგ“, რომელიც ბაბილონელთა მოძულე იუდეველმა „კბილი კბილისა წილ“-ის პრინციპით შეთხზა. ამგვარად, მამა ანდრიამ გაიმეორა ანტიბიბლიური კრიტიკოს-რაციონალისტების - ბაუერისა და მის მსგავსთა აზრები, რომელთაც დღეს დაკარგული აქვთ ყოველგვარი ავტორიტეტი თვით უწრწმონო მეცნიერებს შორისაც. თუკი მამა ანდრიას არ სწამს ძველი აღთქმის ღმრთივსულიერება და ისტორიულობა, აღალი აღთქმა ჰაერში რჩება გამოკიდებული - საფუძველი მას დაკარგული აქვს. მაშ, რიღასი სწამს დიაკვან ანდრია კურაევს? არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი) თარგმნა ნინო გულიაშვილმა |
benediqt |
Nov 21 2011, 08:59 PM
პოსტი
#82
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 460 რეგისტრ.: 20-September 07 წევრი № 2,794 |
lasha_k
ციტატა იესოზე რომ იტყვი უმეცარი არისო რაღაზე უნდა გელაპარაკოთ? A.V.M afxazi ამიტომაც ავღნიშნე წინა პოსტში, რომ მმკ-ს მომხრეებთან აზრი არა აქვს საუბარს, მით უმეტეს დოგმატიკაზე, ესენი სერიოზულ მწვალებლობაში არიან მხილებულნი და არ აღიარებენ რომ ცდებიან, და ყველას მოგეხსენებათ მწვალებლობის ბოლო რაც არის და რითაც მთავრდება, სამწუხაროა რომ მმკ-ს "სულიერი მამები" ამ მწვალებლობას, და ცდომილებებს ხელს უწყობენ, მაგრამ ეს არ დარჩება დაუსჯელი, ამდენი მრევლის შეცდომაში შეყვანის გამო. nk44 იმ ყველა უბედურებასთან ერთად რაც გჭირს, ემატება ისიც რომ ხარ ჯიუტი და თავმოყვარეობა არ გაქვს? რატომ აფიქრებინებ ამდენ ხალხს რომ გრამი ტვინი არ გიდევს თავში? ამდენი არგუმენტები დავდეთ, ყველანაირად აგიხსნეს რომ უდიდესი მწვალებლობაა იესოს "უმეცრად" წარმოჩინება. მაინც შენსას აწვები და მხარს უჭერ საშინელ მწვალებლობას, ნება შენია... nk44 ციტატა გარკვევით წერია რომ მხოლოდ მამა ციტატა მითხარი ხომ წერია გარკვევით რომ 36. ხოლო დღისა მისთჳს და ჟამისა არავინ იცის, არცა ანგელოზთა ცისათა, გარნა მამამან მხოლომან პროტესტანტი ხარ? სახარების განმარტებებს არ აღიარებ? მით უმეტეს წმ. მამების განმარტებები დაგიდეს. ძველი აღთქმა: ”ადამ, სადა ხარ” -ო რომ უთხრა ღმერთმა ადამს, ღმერთმა არ იცოდა სად იყო ადამი? რომელი ბუნებით არ იცოდა? ან როდესაც კაენს უთხრა: ”სადა არს აბელ, ძმაჲ შენი?” -------------------- აცხოვნე,უფალო,ერი შენი,და აკურთხე სამკვიდრებელი შენი,
ძლევაი ჯუარითა ბარბაროზთა ზედა ღმრთივ-დაცულსა ერსა ჩუენსა მოანიჭე და საფარველსა ქუეშე მისსა დაიცევ, რაითა ვიტყოდეთ.უფალო დიდება შენდა! ამინ!!! |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 6th June 2024 - 11:24 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი