![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
A.V.M |
![]()
პოსტი
#1
|
![]() მადლობა ამ ფორუმს! ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Senators პოსტები: 13,742 რეგისტრ.: 14-June 11 მდებარ.: ფორუმს გარეთ წევრი № 11,203 ![]() |
საქართველოს საკათალიკო ტახტს დიდი ისტორია აქვს.ამის გამო საინტერესო იქნება თუ ვისაუბრებთ იმ პატრიარქებზე,რომლებიც დიდი თუ მცირე ხნის წინ გარდაიცვალნენ.
ვისაუბროთ ამ თემაში მათ ცხოვრებასა და მოღვაწეობაზე... -------------------- აბა ჰე და აბა ჰო!
|
![]() ![]() |
A.V.M |
![]()
პოსტი
#2
|
![]() მადლობა ამ ფორუმს! ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Senators პოსტები: 13,742 რეგისტრ.: 14-June 11 მდებარ.: ფორუმს გარეთ წევრი № 11,203 ![]() |
პატრიარქ მელქისედეკ III(ფხალაძე)
---------------------------- მისი უწმიდესობა და უნეტარესობა მელქისედეკ III (ერისკაცობაში მიხეილ გიორგის ძე ფხალაძე) დაიბადა 1872 წელს კაჭრეთის რაიონის სოფ. ყანდაურაში. 1900 დაამთავრა ყაზანის სასულიერო აკადემია.მასწავლებლობდა ქუთაისში (1900-1907), სმოლენსკის გუბერნიის ქ. ბელის (1904-1909), ქ. კამენეცკ-პოდოლსკის (1909-1915) სასულიერო სემინრიებში. იყო მღვდელ-ზედამხედველი ტივროვის (1909-1915) და გორის (1917-1920) სასულიერო სასწავლებლებში. 1922-1924 – თბილისის სიონის საკათედრო ტაძრის მღვდელი, 1924-1925 ანჩისხატის, 1925-1927 – ალავერდის ეპისკოპოსი, 1927-1928 – ცხრუმის (სოხუმის) მთავარეპისკოპოსი. 1928-1935 თბილისში, ფერისცვალების ეკლესიის წინამძღვარი. 1935-1938 – ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი. 1944-1952 თბილისის დიღმის ეკლესიის წინამძღვარი. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი და მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი 1952-1960 წლებში. გარდაიცვალა 1960 წლის 10 იანვარს, დაკრძალულია თბილისში, სიონის საკათედრო ტაძარში. -------------------- აბა ჰე და აბა ჰო!
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 15th June 2024 - 10:53 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი