ალექსი ოსიპოვის ცდომლებების შესახებ |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ალექსი ოსიპოვის ცდომლებების შესახებ |
gio_xomasa |
Nov 17 2011, 02:33 PM
პოსტი
#1
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 26 რეგისტრ.: 17-November 11 წევრი № 11,771 |
ოსიპოვის ცდომილებებზე – არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)
http://qadageba.ge/index.php?option=com_co...20-33&Itemid=49 – ევქარისტიის შესახებ – საღვთისმეტყველო ფანტაზიები – ნამდვილად კარგია კი ჯოჯოხეთში? ევქარისტიის შესახებ ევქარისტიის შესახებ მართლმადიდებლურ სწავლებას განსაკუთრებული ადგილი უჭირავს სოტერიოლოგიაში, დოგმატურ ზნეობრივ ღვთისმეტყველებაში და ასევე ეკლესიოლოგიასა და ასკეტიკაში. ევქარისტია - ეს უზენაესია საიდუმლოთა შორის, ეს მთავარი პირობა და ქმედითი ძალაა დედამიწაზე მცხოვრები ადამიანის განღმრთობისათვის. სხვა საიდუმლოებებთან შედარებით ევქარისტიას უწოდებენ მზეს ვარსკვლავთა შორის. ზიარება ქრისტიანის სულიერი ცხოვრების ცენტრად გვევლინება. ევქარისტიის საიდუმლოს გარეშე ცხონება შეუძლებელია. ევქარისტიის აუცილებლობას მაცხოვრის სიტყვებიც დაამოწმებს: "უკუეთუ არა სჭამოთ ჴორცი ძისა კაცისაჲ და სუათ სისხლი მისი, არა გაქუნდეს ცხოვრებაჲ თავთა შორის თქუენთა". მაგრამ იმაზე უარესს, ვიდრე ზიარებისაგან შეგნებული გადახვევაა, ამ საიდუმლოებაში რწმენის გარეშე მონაწილეობა წარმოადგენს. მოციქული პავლე ამტკიცებს, რომ ასეთი ადამიანები ისჯებიან არა მხოლოდ მარადიულ, არამედ მიწიერ ცხოვრებაშიც: აქ - ავადმყოფობებით და ნაადრევი სიკვდილით, მარადისობაში - ქრისტესაგან განტევებით. ეს ისინი არიან, ვინც ზიარებას, როგორც უბრალო პურს, ისე ღებულობენ და ის ქრისტეს ხორცად არ მიაჩნიათ. ჩვენდა გასაკვირად, იმ ადამიანთა შორის, რომლებსაც არ სწამთ, რომ ევქარისტიის კანონის დროს პურისა და ღვინის გადაქცევა ქრისტეს ხორცად და სისხლად ხდება, მოსკოვის სასულიერო აკადემიის პროფესორი, ძირითადი ღვთისმეტყველების კათედრის გამგე, ბ-ნი ოსიპოვი აღმოჩნდა. ის თვლის, რომ ლიტურგიკული მღვდელმსახურების შემდეგ პური და ღვინო პურად და ღვინოდვე რჩება, მაგრამ მათ ქრისტე თავის ღვთაებრივ იპოსტასში ღებულობს და ამით განწმედს. ეს საღვთისმეტყველო "აღმოჩენა" ბ-ნ ოსიპოვს სურს წარმოადგინოს, როგორც მართლმადიდებელი ეკლესიის სწავლება და არანაირად - ავანგარდისტული ექსპერიმენტი. ბატონ ოსიპოვს მოჰყავს ზოგიერთი კათოლიკე და პროტესტანტი ღვთისმეტყველის აზრი, შემდეგ კი თავისი საკუთარი კონცეფცია, რომელიც ჩვენი აზრით დამღუპველ შეცდომას წარმოადგენს, არ ეთანხმება მართლმადიდებლობას და შინაგან წინააღმდეგობრიობათა მთელ კვანძს შეიცავს. კათოლიციზმში ბ-ნი ოსიპოვი ევქარისტიის აღსრულებასთან ფიზიკურ მიდგომას ხედავს, სადაც საიდუმლოებანი ქიმიური რეაქციის ანალოგი ხდება ან კიდევ, ერთი ელემენტის მეორედ გადაქცევის ალქიმიური პროცესი. ბ-ნი ოსიპოვი, რაღა თქმა უნდა, უარყოფს ასეთ პიტალო ბიოლოგიზმს. უნდა აღვნიშნოთ, რომ ის ხშირად მიმართავს შემდეგ ილეთს: რაც მართლმადიდებლობაში არ მოსწონს, კათოლიციზმად გამოაწყობს და კათოლიციზმთან ბრძოლის ნიღბით მისთვის არასასურველი შეხედულებების დისკრედიტირებას ცდილობს. შემდეგ ბ-ნი ოსიპოვი ინტერპრეტაციას უკეთებს კათოლიკე სქოლასტების ფილოსოფიურ შეხედულებებს, მაგრამ ამასთან უტლანქეს ტერმინოლოგიურ შეცდომას უშვებს. მაგ. ტერმინს - "აქციდენცია" ის განმარტავს, როგორც საგნის ხილულ თვისებას, რომელიც მისაწვდომია ჩვენი გრძნობებისათვის მაშინ, როცა XIII საუკუნის კათოლიკე სქოლასტები და კიდევ უფრო ადრე, წმ. იოანე დამასკელი სარგებლობდნენ არისტოტელეს ლოგიკით, სადაც აქციდენცია სრულიად სხვას აღნიშნავს, სახელდობრ: საგნის უმნიშვნელო, შემთხვევით, არამყარ, დროებით თვისებებს, რომელთა გარეშეც განსასაზღვრი საგნის ბუნება არ იცვლება. გვიანი შუა საუკუნეების ეპოქის და რენესან- სის კათოლიკე თეოლოგები ზედმიწევნით შეისწავლიდნენ არისტოტელეს შრომებს. მათ შორის ხმებიც კი გაისმოდა, რომ კათოლიკურ ეკლესიას არისტოტელე ნეტარად გამოეცხადებინა, ასე რომ, არისტოტელეს ავტორიტეტი ურყევი იყო. სხვა ადგილზე ბ-ნმა ოსიპოვმა ასევე არასწორად ახსნა სუბსტანცია, როგორც არსი, ჩვენს გრძნობებში დაფარული, მსგავსი კანტისეული "საგნისა თავის თავში". ეს მაშინ, როცა სუბსტანცია აღნიშნავს ბუნებას მისთვის დამახასიათებელი თავისებურებებით და თვისობრიობით. ბ-ნ ოსიპოვს ვურჩევთ ტერმინების - "სუბსტანცია" და "აქციდენცია" - თაობაზე ღირსი იოანე დამასკელის "ფილოსოფიურ თავებს" დაეკითხოს. * * * ჩვენ გვაშფოთებს ბ-ნი ოსიპოვის ცალმხრივი შეხედულება საიდუმლოებებზე. ჩვენ ვფიქრობთ, რომ თავის გატაცებით ან კიდევ საიდუმლოებების შესახებ კათოლიკური სწავლების წინააღმდეგ ბრძოლის ნიღბით, სწავლებისა, რომელსაც საიდუმლოებებში ადამიანის პიროვნების მონაწილეობა მინიმუმამდე დაყავს, საიდუმლოს კი განსაზღვ- რულ სულიერ მექანიკად აქცევს, ის იმ ზღვარს სცილდება, რომელიც მართლმადიდებლობას პროტესტანტიზმისაგან ყოფს და საიდუმლოს ობიექტურ მხარეს ფრიად ამცირებს, რაც ყველა რეფორმატორისათვისაა დამახასიათებელი. მაგრამ სადაა ღირსების კრიტერიუმი საიდუმლოებებში მონაწილეობისათვის? ზნეობრივი ადამიანები თავს ხშირად უღირსად თვლიან და თავიანთ რწმენას - მცირედად; მეტიც: რამდენადაც მეტად ზნეობრივია ადამიანი, იმდენად კრიტიკულია საკუთარი თავის მიმართ. ეს მაშინ, როცა ვნებიანი და ამაყი ადამიანი თავის თავს ღვთის ღირსად თვლის. სად იპოვა ბ-ნმა ოსიპოვმა ობიექტური კრიტერიუმები და ორიენტირები, რომ შეუძლია ასე თამამად ამტკიცოს, როდის სრულდება საიდუმლო და როდის არა? მოციქულ პავლეს, როცა ის ადამიანებს ზიარებასთან დაკავშირებით აფრთხილებდა, მხედველობაში ჰქონდა რწმენა იმისა, რომ მაზიარებელი ქრისტეს ხორცსა და სისხლს მოიღებს. მან ამას "გულისხმისყოფა" უწოდა, ანუ ევქარისტიის დოგმატი. ჩვენ ვფიქრობთ, რომ აქ ბ-ნი ოსიპოვი ცდილობს ჩრდილში მოაქციოს კართაგენის კრების დადგენილება, რომელიც ჩვილების მონათვლას ბრძანებს, თუმცა ჩვილების ნათლობაში მონაწილეობს რწმენა მათი, მშობლებისა, ნათლიებისა და თავად ეკლესიისა. დაუდევარ მეტყველებას ბ-ნი ოსიპოვი რაღაც უცნაურ ტავტოლოგიამდე მიჰყავს: ის "ყოფიერების არსებობის ხასიათზე" საუბრობს, მაშინ, როცა "არსებობა" და "ყოფიერება" - სინონიმებია. ეს იგივეა, რომ ილაპარაკო ყოფიერების ყოფიერებაზე ან არსებობის არსებობაზე. ღვთისმეტყველება სტილისტურ სიზუსტეს მოითხოვს. ფილოლოგიური უსუსურობა კი სიტყვათა ასეთ შეხამებას მრავალი მკითხველისთვის აბდაუბდად აქცევს. ჩვენ ასევე გვაფიქრებს ბ-ნი ოსიპოვის შესავალი სიტყვა: "ლაპარაკია არა რაიმე უდიადეს საიდუმლოზე, არამედ ევქარისტიის საიდუმლოზე". წმიდანები საიდუმლოთა შორის უდიადეს საიდუმლოს სწორედ რომ ევქარისტიას უწოდებდნენ, ხოლო დიონისე არეოპაგელი - საიდუმლოთა საიდუმლოს. აქ ბ-ნი ოსიპოვი უნებლიეთ ამხელს საკუთარ თავს. მისთვის ევქარისტია არა უდიადესი საიდუმლოა, არა ცენტრია სულიერი ცხოვრებისა, არამედ მასალაა რეფორმაციისათვის. ბ-ნი ოსიპოვი ფსიქოლოგიურ არგუმენტებს მიმართავს. კათოლიკური ზეგავლენის წინააღმდეგ ბრძოლისა და კათოლიკური ლექისაგან მართლმადიდებლობის გაწმენდის საფარით ის უბრალოდ სპეკულანტობს მართლმადიდებელთა დაძაბული ყურადღებით კათოლიკური აგრესიის მიმართ ყველა დონეზე. შემდგომ, კათოლიციზმის ყაიდაზე მართლმადიდებლობის სტილიზებით, იგი სიტყვიერი ხმაურის საფარქვეშ თავად მართლმადიდებლობის დისკრედიტაციას იწყებს და ამავდროულად მას ერთგულებას ეფიცება. ეს პოპულისტების ჩვეული ილეთია - ყვირილი: "ქურდი დაიჭი". ბ-ნი ოსიპოვის მეორე ფილოსოფიური ილეთი შემდეგში მდგომარეობს, ის ამბობს: თუკი ბარძიმში ხორცი და სისხლია, მაშინ მაზიარებლები - კაციჭამიები არიან. ის ყვება რომელიღაც ნერვიულ მანდილოსანზე, რომელიც ამ აზრის გამო საშინელებამ მოიცვა. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ამ მანდილოსანს, თუკი ის საერთოდ არსებობს, მსგავსი შეკითხვით თავისი მოძღვრისათვის უნდა მიემართა და პასუხი მისგან მიეღო, თუმცა ეს მისი საქმეა. ჩვენ სხვა რამ გვაკვირვებს: ღვთისმეტყველების პროფესორმა რად არ აუხსნა მას, რომ ჩვენ არ ვეზიარებით - მომიტევეთ ასეთი შედარებისათვის - ქრისტეს ხორცის ნაჭრებით, არამედ ამ იდუმალი სხეულის თითოეულ ნაწილაკში ქრისტეა - სხეულით, სულით, და ღვთაებრიობით, რომელიც მაზიარებლის სულთან და სხეულთან უხილავად ერთდება, რომ ეს საიდუმლო ამავდროულად უმაღლესი რეალიაა, რომ მღვდელთმსახურების შედარება არ შეიძლება ყასაბთან, რომელიც დაკლული არსების სხეულს ნაწილებად ჭრის, რომ სხეულის თითოეულ ნაწილაკში და სისხლის ყოველ წვეთში - ცოცხალი ქრისტეა. გვინდა პატარა მაგალითი მოვიყვანოთ. ნერვიული ქალბატონი ავარიაში რომ მოყოლილიყო და საავადმყოფოში აღმოჩენილიყო, სადაც მას ეტყოდნენ, რომ ვენაში სხვისი სისხლის გადასხმა სჭირდება, რათა ცოცხალი გადარჩეს, ის ამ შესაძლებლობას ისე ჩააფრინდებოდა, როგორც მაშველ რგოლს და აღშფოთებული არ ეტყოდა ექიმებს, რომ სისხლის გადასხმა - ეს ანთროპოფაგიის ვარიანტია. პირიქით, შეძრწუნდებოდა, თუკი საავადმყოფოში დონორის სისხლის არ აღმოჩნდებოდა. ბატონი ოსიპოვი უარყოფს ერთ-ერთ უმნიშვნელოვანესს სოტერიოლოგიური დოგმატებიდან - ლიტურგიაზე პურისა და ღვინის გარდაქცევას მაცხოვრის ხორცად და სისხლად. ბატონი ოსიპოვი გამოდის თეორიით პურისა და ღვინის ქრისტეს იპოსტასთან შეერთების შესახებ, რომლის დროსაც ისინი არ გარდაიქცევიან ხორცად და სისხლად, არამედ პურად და ღვინოდვე რჩებიან, ოღონდ ღვთის სიტყვის იპოსტასთან შეერთებულ პურად და ღვინოდ. ამ საკითხს ქვემოთ დავუბრუნდებით, ახლა კი ვიტყვით, რომ ზოგიერთ პროტესტანტულ დენომინაციებში, რომლებიც გარდამოარსებას, ან თუ გნებავთ, საუფლო (წმინდა) ძღვენთა გარდაქცევას გადაჭრით უარყოფენ, ასევე დაიშვება მისი სახელდება ქრისტეს ხორცად და სისხლად. იქაც არის თავისებური რწმენა, რომ პური და ღვინო ქრისტესთანაა შეერთებული: ზოგთან - რომ ქრისტე პურს თავისი ენერგიით მსჭვალავს; სხვებთან - რომ ქრისტე ადამიანის სუბიექტური რწმენის მეშვეობითაა პურთან შეერთებული და ა.შ. ამიტომ ბ-ნ ოსიპოვის ყველა განმარტება ფეშხუმზე და ბარძიმში მყოფი ქრისტეს ნაწილების შესახებ, ურწმუნობას, პროტესტანტიზმისაკენ გადახრას წარმოადგენს: ევქარისტიული ძღვენი ზიარების სიმბოლოდ რჩება, ხორცად და სისხლად მათი სახელდება კი მეტაფორად. მართლმადიდებლებთან ზიარება - ეს ყოფიერების ონტოლოგიაა; პროტესტანტებთან კი - განსაზღვრულ პირობებში ქრისტესთან მეტაფორულად, პირობითად და ფარდობითად შეერთებული სახეა. ვლადიმერ სოლოვიოვს აქვს ერთი ნაწარმოები, რომელიც გამოიყოფა მისი ჩვეულებრივი გნოსტიკური ეკლექტიკიდან, - უკანასკნელი ნაწარმოები, რომელიც მან სიკვდილის წინ დაწერა, როგორც მონანიება. მე მას არ ვიღებ მთლიანად, მაგრამ იქ არის სახასიათო ეპიზოდი. ანტიქრისტე, ქრისტიანთა წინაშე გამოსვლისას, ყოველნაირად ცდილობს უჩვენოს თავისი ერთგულება მართლმადიდებლური სარწმუნოებისადმი, პატივისცემა მისი სწავლებისადმი; ის მათ ეკლესიის მიწიერი მოწყობის საქმეში დახმარებას პირდება, მაგრამ როცა უსვამენ შეკითხვას სწამს თუ არა, რომ ქრისტე - ძე ღვთისაა, ანტიქრისტე ჩუმდება, მას არ შეუძლია პასუხის გაცემა. როგორც ვთქვით, პროტესტანტებს სიტყვიერი ხრიკების მეშვეობით შეუძლიათ გადაკრულად და სიმბოლურად ევქარისტიულ პურს ქრისტეს ხორცი უწოდონ. მაგრამ პირდაპირ შეკითხვაზე: სწამთ თუ არა, რომ ევქარისტიის დროს პური და ღვინო ქრისტეს ხორცად და სისხლად გარდაიქცევა არა მეტაფორულად, არამედ რეალურად და ნამდვილად, მათ დამაჯერებელი პასუხის გაცემა არ შეუძლიათ: ან გაჩუმდებიან, ან იტყვიან, რომ არ სწამთ. ლიტურგიის ბოლოს მღვდელი სეფისკვერებიდან ცოცხალთა და მკვდართათვის ამოკვეთილ ნაწილებს ბარძიმში ჩაუშვებს სიტყვებით: "მიუტევენ უფალო, ცოდვანი აქა მოხსენებულთა, პატიოსნითა სისხლითა შენითა, მეოხებითა წმიდათა შენთათა", სისხლით, რომელიც გოლგოთაზე იქნა დათხეული, ახლა კი ბარძიმშია, და არა ღვინით, რომელიც გაუგებარ კავშირშია ქრისტეს იპოსტასთან. მხოლოდ ქრისტეს სისხლს ძალუძს ადამიანური ცოდვების განბანა და ცათა სასუფევლის მინიჭება. ლიტურგია - ეს გოლგოთის მსხვერპლის გაცხადებაა, ეს მოქმედება და საიდუმლო ასახვაა გოლგოთის მსხვერპლისა, ოღონდ იდეალური ასახვა, სადაც სახე პირველსახეს შეესაბამება. წმიდა სამებისადმი ქრისტეს ხორცი და სისხლი შეიწირება: ამ მსხვერპლს უფალი გაიღებს და მას თავადვე შეიწირავს. ბატონი ოსიპოვი ამბობს: "უფალი თავის იპოსტასში პურსა და ღვინოს შეითვისებს", მაგრამ შეთვისება - ეს სრულიადაც არ არის მსხვერპლი, მით უმეტეს ერთარსი გოლგოთის მსხვერპლისა, არავის შეეძლო კაცობრიობის ხსნა გარდა ჭეშმარიტი ღმერთკაცის - იესო ქრისტესი. დოკეტები გოლგოთას მისტიფიკაციად თვლიდნენ. ბატონ ოსიპოვს, მიუხედავად თავისი სიტყვიერი გამომგონებლობისა, არ სჯერა, რომ ევქარისტია - ეს გოლგოთის მსხვერპლის რეალობაა, რეალობაა სწორედ იმიტომ, რომ მასში ცოცხალი ქრისტე მყოფობს თავის ჭეშმარიტ ხორცსა და თავის ჭეშმარიტ სისხლში. თუკი პური და ღვინო, პურად და ღვინოდვე რჩება, როგორი სხვა განწმენდაც არ უნდა მიეწეროს მას, ლიტურგია მისტიფიკაციად გადაიქცევა. ბატონი ოსიპოვი ქრისტეს იპოსტასში პურისა და ღვინის იპოსტასურ შეერთებაზე საუბრობს. ეს უაზრობაა, რის დამტკიცებასაც ვცდილობთ. ღვთაებრივი იპოსტასის სამი პირი განუყოფლად მყოფობენ ურთიერთში; ხოლო სწავლება მარცვლისა და ნაყოფის იპოსტასად მიღების შესახებ ("ქალკედონურად"), - ეს ან ვერ გაგებაა სიტყვისა "იპოსტასი", ან სურვილია ყოველი საშუალებით თავისი კონცეფციის დამტკიცებისა და გამართლებისა. ძე ღვთისას განკაცება, როგორც თავის იპოსტასში ადამიანური ბუნების მიღება, ერთადერთია და განუმეორებელი, ამის შესახებ ყველა წმიდა მამა საუბრობს. ღმერთკაცის იპოსტასში პურისა და ღვინის მიღებას მესამე ბუნება შემოყავს (ღმერთი, ადამიანი, მცენარე) და ბ-ნ ოსიპოვის მიმდევრები "ტროიფიზიტები" ხდებიან. * * * იოანეს სახარებაში არის ქრისტეს სიტყვა იუდეველებისადმი, სადაც უფალი ევქარისტიის დიად საიდუმლოს - თავისი ხორცითა და სისხლით ზიარებას გააცხადებს. უფალი ამბობს: "მე ვარ პური ცხოვრებისაჲ; მე ვარ პური ცხოველი, რომელი ზეცით გარდამოვჴედ; უკუეთუ ვინმე ჭამდეს ამის პურისაგან, არა მოკუდეს, არამედ ცხოვნდეს უკუნისამდე. და პური, რომელი მე მივსცე, ჴორცი ჩემი არს, რომელსა მე მივსცე ცხოვრებისათჳს სოფლისა". განცვიფრებულმა იუდეველებმა ურთიერთშორის იწყეს კამათი: "ვითარმე ჴელეწიფების ამას მოცემად ჩუენდა ჴორცი თჳსი ჭამად?" ამან პროფესორი ოსიპოვიც გააკვირვა და მოჰყვა კამათს და მტკიცებას, რომ ევქარისტიის საიდუმლოში პური და ღვინო არ გარდაარსდება ქრისტეს ხორცად და სისხლად, არამედ მხოლოდ შედის მის იპოსტასში. ამასთან მოჰყავს ისეთი იშვიათი მაგალითი, ქრისტეს თანამედროვე იუდეველებსაც რომ არ მოსვლიათ აზრად, კერძოდ: ერის ზიარების შემდეგ თუკი ბარძიმში ბევრი ღვინო დარჩება, წმინდა ნაწილების მიმღებელი დიაკვანი შესაძლოა დათვრეს; მკითხველისაკენ თვალისყოფით და ჩაღიმებით განმარტავს: "... ამის შესახებ იციან ჩვენმა დიაკვნებმა".(იხ. ბ-ნ ოსიპოვის ლექცია "Евхаристия и священство»). ზიარების დროს ქრისტეს თავის ხორცსა და სისხლზე ქარაგმულად რომ ელაპარაკა, მაშინ იგი, რაღა თქმა უნდა, აუხსნიდა ამას იუდეველებს, რათა დაემშვიდებინა ისინი. მაგრამ ქრისტე კიდევ უფრო მეტი კატეგორიულობით განაგრძობდა: "ამინ, ამინ გეტყუით თქუენ: უკუეთუ არა სჭამოთ ჴორცი ძისა კაცისაჲ და სუათ სისხლი მისი, არა გაქუნდეს ცხოვრებაჲ თავთა შორის თქუენთა; ხოლო რომელი სჭამდეს ჴორცსა ჩემსა და სუმდეს სისხლსა ჩემსა, აქუნდეს ცხოვრებაჲ საუკუნოჲ და მე აღვადგინო იგი უკუანაჲსკნელსა მას დღესა; რამეთუ ჴორცი ჩემი ჭეშმარიტი საჭმელი არს, და სისხლი ჩემი ჭეშმარიტი სასუმელი არს". სიტყვები "ამინ, ამინ" (ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად), წარმოთქმული მაცხოვრის მიერ, ხორცითა და სისხლით ზიარების შესახებ მისი სწავლების ქარაგმული და სიმბოლური გაგების ყოველგვარ შესაძლებლობას გამორიცხავენ. იგი თავის მიერ წარმოთქმულ სიტყვებს ამტკიცებს, როგორც აბსოლუტურ, უტყუარ ჭეშმარიტებას; და ისინი ღვთაებრივი, უცვლელი ჭეშმარიტების ურყევი რწმენით უნდა მივიღოთ, რწმენისა, რომელიც სიტყვიერ გაიძვერობასა და მზაკვრობას არ დაუშვებს. არა მხოლოდ იუდეველებს, ქრისტეს ზოგიერთ მოწაფესაც ეს სიტყვები რაღაცით დაუჯერებელი და სიმართლესთან შეუსაბამო მოეჩვენა. "მრავალთა უკუე მოწაფეთა მისთაგანთა ესმა ესე და იტყოდეს: ფიცხელ არს სიტყუაჲ ესე; ვის ჴელ-ეწიფების სმენად მისა?; იცოდა იესო თავით თჳსით, რამეთუ დრტჳნვენ მოწაფენი მისნი ამისთჳს, და ჰრქუა მათ: ესე დაგაბრკოლებს თქუენ?" ქრისტემ ზიარების შესახებ თავისი სიტყვების პირდაპირ და აბსოლუტურ მნიშვნელობაში დაეჭვებას დაბრკოლება, ანუ რწმენისაგან განდგომა და ეშმაკის შთაგონება უწოდა. სამწუხაროდ ასეთ მოწაფეებთან ერთად დაბრკოლდა პროფესორი ოსიპოვი. შემდგომ უფალი ახსნის ამგვარი დაეჭვების მიზეზს: "სული არს განმაცხოველებელ, ხოლო ჴორცნი არად სარგებელ არიან; სიტყუათა რომელთა გეტყჳ თქუენ, სულ არიან და ცხოვრება". უბედურება იმაშია, რომ პროფესორმა ოსიპოვმა იგნორირება მოახდინა ევქარისტიის შესახებ წმიდა მამათა მადლით აღსავსე სწავლებისა - წმ. მოწ. ეგნატე ღმერთშემოსილიდან წმ. მართალ იოანე კრონშტადტელამდე; ის წმ. მამათა თხზულებებში მყოფ ცხოველმყოფელ სულს ეკლესიისას არად დაგიდევს. მან ხორცს მიმართა, რომელიც "არად სარგებელ არიან", ანუ ხორციელ განსჯას. პროტესტანტ თეოლოგებთან მსგავსი პასაჟების, ანუ ხორციელი განსჯის უხვად პოვნა შეიძლება. სახარებაში წერია, რომ ზიარების შესახებ მოწაფეებთან ქრისტეს საუბრის შემდეგ "მრავალნი მოწაფეთა მისთაგანნი უკუნიქცეს და არღარა ვიდოდეს მის თანა". არც ბ-მა ოსიპოვმა ირწმუნა, მაგრამ თუკი მოწაფეები პირდაპირ განუდგნენ ქრისტეს, ის სხვაგვარად მოიქცა: სასულიერო აკადემიაში მოვიდა და თავის სტუდენტებს - მომავალ მღვდლებს იმაში დაუწყო დარწმუნება, რომ წმინდა შესაწირავი - არ არის ქრისტეს ხორცი და სისხლი პირდაპირი მნიშვნელობით, რომ ქრისტიანები არ ეზიარებიან "ქრისტეს არსებით ხორცსა და სისხლს", მისი აზრით, სხვაგვარად, თვით ზიარება გადაიქცეოდა ანთროპოფაგიად. ბატონი ოსიპოვი ეკლესიას პირში მიახლის ბრალდებას: "თუკი თქვენ პურისა და ღვინის ქრისტეს ხორცად და სისხლად გადაქცევა გწამთ, კაციჭამიები ხართ". ეს ბრალდება ეხებათ წმ. მამებსაც, რომლებსაც წმიდა შესაწირავის გარდაქცევა ერთსულოვნად და ერთხმად სწამთ. (ბ-ნ ოსიპოვსა და მის მოწაფეებს განსაკუთრებულად ვურჩევთ წაიკითხონ წმ. იოანე კრონშტადტელის დღიურები). ოდესღაც იაროსლავსკი* (გუბელმანი) ისტერიულად გაჰყვიროდა: "საპატრიარქო მართლმადიდებელი ეკლესია - ეს სიფილისტური ეკლესიაა", - ახლა კი ბ-ნი ოსიპოვი კეთილი ღიმილით მას "კაციჭამიურს" უწოდებს იმათი სახით, ვისაც სწამს ზედმიწევნითი, სრული, დაურღვეველი აღსრულება მაცხოვრის სიტყვისა, რომელიც სახარებაში წერია და მღვდელი წარმოთქვამს ლიტურგიის დროს: "ესე არს ხორცი ჩემი... ესე არს სისხლი ჩემი..." თავის ლექციებზე ბ-ნი ოსიპოვი არა მარტო უარყოფს წმ. ძღვენთა გარდაქცევას, ამის რწმენას "რაღაც სიბრიყვეს" (ეს მისი სიტყვებია) უწოდებს. გვინდა ვიმედოვნებდეთ, - რომ ეს გაუგებრობაა, რომ ბ-ნ ოსიპოვის ლექცია ან სტატია "ევქარისტია და მღვდლობა" არა მისი, არამედ მისი მტრის - ფსევდო ოსიპოვის მიერაა დაწერილი, მაგრამ ამის იმედი, რაღა თქმა უნდა, ნაკლებად გვაქვს. თავის ლექციებში, როცა ის ღვთისმსახურებაზე საუბრობს, უცნაურ ფრაზას იმეორებს: "ნუ ჩავარდებით მაგიზმში". აქ მართლმადიდებლობის წინააღმდეგ პროტესტანტების საყვარელი ბრალდება ჟღერს. საიდუმლოებათა და წეს-ჩვეულებათა ობიექტური მოქმედების რწმენა წარმოადგენს არა "მაგიზმს", არამედ მადლის მიღების აუცილებელ პირობას; სიწმინდის მიმართ დაუდევრობა ან მოუმზადებლობა ასევე წარმოადგენს არა "მაგიზმს", როგორც უნდა რომ ჩაუნერგოს მსმენელს ბ-მა ოსიპოვმა, არამედ სულიერ ხეპრეობას - პიროვნულ ცოდვას ადამიანური ნებისა. საერთოდ ბ-ნი ოსიპოვი, რომელიც მისტიკის ქრისტიანულ გაგებასაც უსაფუძვლოდ უარყოფს, და მართლმადიდებლურ და ცრუ მისტიკას (მათ შორის პანთეისტურსაც) შორის განსხვავებასაც, სიტყვა "მაგიზმით" სპეკულიანტობს: საკურთხეველში მოსახსენებლის შეგზავნა მისთვის მაგიზმია, უყურადღებო ლოცვა - ასევე მაგიზმია. უნდა გვახსოვდეს, რომ ლევ ტოლსტოი (წმ. იოანე კრონშტადტელის თქმით "ერეტიკოსთა შორის უბოროტესი") საეკლესიო წეს-ჩვეულებებს "ჯადოქრობას" ეძახდა. ბ-ნ ოსიპოვს ჩემი წერილი შესაძლოა მწვავედ მოეჩვენოს, მაგრამ განა ის შეედრება ჩემს მიმართ აღმაშფოთებელ ბრალდებას კაციჭამიობაში, რომელიც მან პერსონალურად მე წამომიყენა, არსებითად კი ყველას, ვისაც წმინდა ძღვენის ჭეშმარიტი გარდაქცევა სწამს და ამ რწმენით ეზიარება. ნაწყვეტი ბროშურიდან «Еще раз о еретических заблуждениях ПРОФЕССОРА МДА А. И. Осипова» თარგმნა ნინო გულიაშვილმა |
ნონა |
Nov 23 2011, 07:38 PM
პოსტი
#2
|
მშვიდი სისოვლე ჯგუფი: Members პოსტები: 2,197 რეგისტრ.: 29-July 09 მდებარ.: ბათუმი წევრი № 7,322 |
დათო
დიდი მადლობა -------------------- ...უფალო, უშენოდ სიზმარშიც არ გავიშვები!
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 25th September 2024 - 02:41 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი