მსოფლიოს მართლმადიდებელ ეკლესიათა პატრიარქები, პატრიარქები |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
მსოფლიოს მართლმადიდებელ ეკლესიათა პატრიარქები, პატრიარქები |
A.V.M |
Nov 18 2011, 08:47 PM
პოსტი
#1
|
მადლობა ამ ფორუმს! ჯგუფი: Senators პოსტები: 13,742 რეგისტრ.: 14-June 11 მდებარ.: ფორუმს გარეთ წევრი № 11,203 |
საქართველოს გარდა მსოფლიოში მრავალი მართლმადიდებლური ეკლესიაა,რომელთაც რა თქმა უნდა საკუთარი მმართველი ყავთ.
ამ თემაში ვისაუბრებთ მათ შესახებ. -------------------- აბა ჰე და აბა ჰო!
|
A.V.M |
Nov 23 2011, 11:54 PM
პოსტი
#2
|
მადლობა ამ ფორუმს! ჯგუფი: Senators პოსტები: 13,742 რეგისტრ.: 14-June 11 მდებარ.: ფორუმს გარეთ წევრი № 11,203 |
მაქსიმე - (დ. 29 ოქტომბერი, 1914, სოფ. ორეშაკი, ლოვეჩი, ბულგარეთი) საერო სახელი — მარინ მინკოვი — ეპისკოპოსი; 1971 წლის 22 ივლისიდან, ბულგარეთის მართლმადედებელი ეკლესიის პატრიარქი, მიტროპოლიტი სოფიისა.
1929 წელს სწავლა დაიწყო და 1935 წელს დაამთავრა სოფიის სასულიერო სემინარია; 1942 წელს დაამთავრა სოფიის სახელმწიფო უნივერსიტეტის საღვთისმეტყველო ფაკულტეტი; 1941 წლის 13 დეკემბერს აღიკვეცა ბერად და ეწოდა მაქსიმე; 1941 წლის 13 დეკემბერს ხელდასხმულ იქნა ბერდიაკვნად; 1942 წელს დაინიშნა სოფიის სასულიერო სემინარიის მასწავლებლად, სადაც მუშაობდა 1947 წლამდე; 1944 წლის 14 მაისს ხელდასხმულ იქნა მღვდელმონაზვნად; 1947 წელს აღყვანილ იქნა არქიმანდრიტის ხარისხში და დაინიშნა დოროსტოლო-ჩერვენის სამიტროპოლიტოს პროტოსვინგელოზად; 1950 წელს წმ. სინოდის განჩინებით დაინიშნა ბულგარეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლად მოსკოვში, სადაც 1955 წლამდე იმსახურა; 1955 წელს ბულგარეთში დაინიშნა წმ. სინოდის მთავარ მდივნად და სინოდალურ პერიოდულ გამოცემათა სარედაქციო კოლეგიის თავმჯდომარედ; 1956 წლის 30 დეკემბერს არქიმანდრიტი მაქსიმე ხელდასხმულ იქნა ბრანიცის ეპისკოპოსად; 1960 წლის 30 ოქტომბერს გადაყვანილ იქნა ლოვეჩის მიტროპოლიტად; პატრიარქ კირილეს გარდაცვალების შემდეგ (1971 წ.) მიტროპოლიტი მაქსიმე დანიშნულ იქნა საპატრიარქო ტახტის მოსაყდრედ. ამავე წლის ივლისის დასაწყისში შეკრებილმა ბულგარეთის ეკლესიი საეკლესიო-სახალხო კრებამ მიტროპოლიტი მაქსიმე აირჩია ბულგარეთის ეკლესიის პატრიარქად. აღსაყდრება შესრულდა 4 ივლისს სოფიის ალექსანდრე ნეველის საპატრიარქო ტაძარში; 1974 წელს სოფიის სასულიერო აკადემიამ უწმიდეს მაქსიმეს მიანიჭა „საპატიო დოქტორის“ ტიტული. პატრიარქის 60 წლის იუბილესთან დაკავშირებით ბულგარეთის საპატრიარქომ გამოსცა უწმიდესი მაქსიმეს შრომების, ქადაგებებისა და სიტყვების კრებული - „სამკალსა შინა უფლისა“ (1975 წ. სოფია). ინტრონიზაცია 1971 წლის 4 ივლისი -------------------- აბა ჰე და აბა ჰო!
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 1st November 2024 - 02:47 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი