ვინ არის იესო ქრისტე? |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ვინ არის იესო ქრისტე? |
Kanishtha-Adhikar |
Nov 11 2011, 07:30 PM
პოსტი
#1
|
Govinda das ჯგუფი: Members პოსტები: 131 რეგისტრ.: 4-May 11 მდებარ.: sukhum წევრი № 10,979 |
ამ კითხვაზე მსურს დამაკმაყოფილებელი პასუხის მიღება ბიბლიიდან.
მე ვთხოვ მართლმადიდებლობის კარგად მცოდნე ფორუმელებს, რომ გამომეხმაურონ და ამიხსნან, თუ ვინ არის იესო ქრისტე სინამდვილეში და რა დამოკიდებულება აქვს მამა ღმერთთან. მაინტერესებს როგორ წარმოაჩენს ქრისტეს პიროვნებას ბიბლია. იესოს შესახებ დაინტერესება ყველა ვაიშნავს აქვს და ასევე მეც. თუმცა მის შესახებ არ არის დოგმატური სწავლება ვაიშნავიზმში, მაინც გვესმის კრიშნას მიმდევრებს (ჩვენებური გადასახედიდან) თუ ვინ შეიძლება იყოს იგი. ეხლა სოხუმშიც ძალიან მომრავლდა ქრისტეს მრავალი მქადაგებელი: ე.წ. "იეღოველები", ორმოცდათიანელები, ბაპტისტები და საიენტისტები (მაპატიეთ თუ ზუსტი ტერმინოლოგიით ვერ გამოვთქვამ მათი კრების სახელებს). მე თითოეულ მათგანს ვესაუბრე იესოს შესახებ და თითქმის ყველამ განსხვავებულად წარმოაჩინა ქრისტეს არსი და პიროვნება. მე მესმის, რომ მართლმადიდებლობა სასტიკად ამხელს ასეთ სწავლებებს ქრისტეს შესახებ, როგორც მათ აქვთ და ვინაიდან ეს ასეა, მაშინ ეხლა თქვენ გთხოვთ ახსნას შესაბამის საკითხზე. იმედი მაქვს ამომწურავად იქნება პასუხები. წინასწარ გიხდით დიდ მადლობას ჰარე კრიშნა! პ.ს. ლელუაშვილი შენი იმედი მაქ -------------------- პიროვნება, რომლის არსება მთლიანად დაუპყრია კრიშნას ცნობიერებას, ყველაფერს სწირავს სულიერ ამაღლებას და მისი შენაწირიც აბსოლუტური სულიერებით არის აღბეჭდილი. იგი უსათუოდ დამკვიდრდება უფლის სასუფეველში(ბ.გ.4;24). |
Kanishtha-Adhikar |
Nov 24 2011, 09:38 PM
პოსტი
#2
|
Govinda das ჯგუფი: Members პოსტები: 131 რეგისტრ.: 4-May 11 მდებარ.: sukhum წევრი № 10,979 |
GIORGI LELUASHVILI
ციტატა ხო მართლა, რა მითხარი, რაში მჭირდება ეს ინფორმაციაო? რაღაცეებს ვიკვლევ და სხვადასხვა წმინდა წერილებს ვეცნობი. გადავწყვიტე შეძლებისდაგვარად ყველა ავტორიტეტულ წმინდა წერილს გავეცნო. თუმცა ბიბლიას მრავალი მთარგმნელი და განმმარტებელი ყავს, რომლებიც ერთმანეთისაგან განსხვავებით გვაცნობენ მას, ამიტომ მინდა ქრისტიანობის სერიოზულ წარმომადგენლებს ვკითხო და მათგან გავიგო რაც მაინტერესებს. ციტატა ამიტომ უკეთესი იქნება ძის შესახებ ვთქვათ, რომ იგი მარადიულად იშვება მამისაგან და სულიწმინდა მარადიულად გამოვალს მამისაგან.მართალია გონება ბოლომდე ვერ წვდება სამების საიდუმლოს, მაგრამ წმინდა წერილის საფუძვლიანი შესწავლითა და რწმენით შეიძლება მისი რაღაც დონით შეცნობა, რომელიც მარადისობაში გრძელდება დაუსრულებლად. ვინაიდან სამებაზე ჩამოვარდა სიტყვა, გკითხავ, შეიძლება თუ არა ვიშნუ, ბრაჰმა და შივა შევადაროთ მამას, ძესა და სული წმინდას? გიორგის გარდა ამ კითხვაზე ვთხოვ სხვა ფორუმელებს, რომ მწვავე რეაქციებისგან თავი შეიკავონ და დამაკმაყოფილებელი პასუხი გამცენ. ამას იმიტომ ვამბობ, რომ რამდენჯერმე მოხდა ისე, რომ მსგავსი შინაარსის კითხვის დასმისას უხეშ მიმართვებს ქონდა ადგილი და არ მინდა იგივე განმეორდეს, მით უმეტეს მაშინ, როცა კითხვა ისმება შემეცნებითი მიზნით. georgios ციტატა შეგიძლია მოკლედ რომ გადმოგვცე, რა მდგომარეობაა რელიგიის მხრივ აფხაზეთში? რომელი რელიგიური გაერთიანებებია წამყვანი და გავრცელებული? რა ურთიერთობებში არიან ერთმანეთთან ამჟამად? და სხვა რამეც, თუა საინტერესო. თუკი ზოგადად რელიგიური მდგომარეობა გაინტეესებს, გეტყვი, რომ ამ მხრივ აფხაზეთში, განსაკუთრებით სოჭსა და სოხუმში კრიშნას მოძრაობა განიცდის ამაღლებას და უფრო მეტ მიმდევრებს იძენს. ამას არ ვამბობ სატრაბახოდ, უბრალოდ ეს ფაქტია. რაც შეეხება მართლმადიდებლობას: მე როგორც ვიცი ბიჭვინთის ტაძარი, როგორც საქართველოს ეკლესიის წარმომადგენლები ამბობენ, ვიღაც სხვა თვითმარქვია ეპისკოპოსს უკავია და ის ატარებს ხოლმე იქ მსახურებებს. ვიცი, რომ გალში აქვთ მართლმადიდებლებს ტაძარი და ძალიან ცოტა მრევლია. დაახლოებით 20-30 კაცი. მაგრამ ქრისტიანულ ცოდნასა და მასში გაღრმავების საშუალებებს ნამდვილად აქვს ადგილი აქ, განსაკუთრებით მაშინ, რაც ეს ეპარქია (მგონი ასე ქვია ) ილია II-ის მმართველობაში გადავიდა. მის წინ თუ არ ვცდები მეუფე დანიელი იყო. მასაც უჭირდა ხოლმე აქ ჩამოსვლა და უკან გაბრუნება. ძალიან დაძაბული ვითარებაა საზღვებთან; ჭირს მისვლა-მოსვლა. მაგრამ იგივეს ვერ ვიტყვი მართლმადიდებლებსა და კრიშნას მიმდევრებს შორის ურთიერთობაზე ძალიან კარგად ვართ ერთმანეთის მიმართ განწყობილი. მართალია ქრისტიანები ცოტანი არიან, მაგრამ ვინც არიან-ისინი მართლა ღირსეული პიროვნებები. lasha_k გავეცანი შენს მიერ დადებულ ინფორმაციას და ძალიან მომეწონა. გასაგები იყო და დიდი მადლობა -------------------- პიროვნება, რომლის არსება მთლიანად დაუპყრია კრიშნას ცნობიერებას, ყველაფერს სწირავს სულიერ ამაღლებას და მისი შენაწირიც აბსოლუტური სულიერებით არის აღბეჭდილი. იგი უსათუოდ დამკვიდრდება უფლის სასუფეველში(ბ.გ.4;24). |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 25th September 2024 - 07:05 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი