ვინ არის იესო ქრისტე? |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ვინ არის იესო ქრისტე? |
Kanishtha-Adhikar |
Nov 11 2011, 07:30 PM
პოსტი
#1
|
Govinda das ჯგუფი: Members პოსტები: 131 რეგისტრ.: 4-May 11 მდებარ.: sukhum წევრი № 10,979 |
ამ კითხვაზე მსურს დამაკმაყოფილებელი პასუხის მიღება ბიბლიიდან.
მე ვთხოვ მართლმადიდებლობის კარგად მცოდნე ფორუმელებს, რომ გამომეხმაურონ და ამიხსნან, თუ ვინ არის იესო ქრისტე სინამდვილეში და რა დამოკიდებულება აქვს მამა ღმერთთან. მაინტერესებს როგორ წარმოაჩენს ქრისტეს პიროვნებას ბიბლია. იესოს შესახებ დაინტერესება ყველა ვაიშნავს აქვს და ასევე მეც. თუმცა მის შესახებ არ არის დოგმატური სწავლება ვაიშნავიზმში, მაინც გვესმის კრიშნას მიმდევრებს (ჩვენებური გადასახედიდან) თუ ვინ შეიძლება იყოს იგი. ეხლა სოხუმშიც ძალიან მომრავლდა ქრისტეს მრავალი მქადაგებელი: ე.წ. "იეღოველები", ორმოცდათიანელები, ბაპტისტები და საიენტისტები (მაპატიეთ თუ ზუსტი ტერმინოლოგიით ვერ გამოვთქვამ მათი კრების სახელებს). მე თითოეულ მათგანს ვესაუბრე იესოს შესახებ და თითქმის ყველამ განსხვავებულად წარმოაჩინა ქრისტეს არსი და პიროვნება. მე მესმის, რომ მართლმადიდებლობა სასტიკად ამხელს ასეთ სწავლებებს ქრისტეს შესახებ, როგორც მათ აქვთ და ვინაიდან ეს ასეა, მაშინ ეხლა თქვენ გთხოვთ ახსნას შესაბამის საკითხზე. იმედი მაქვს ამომწურავად იქნება პასუხები. წინასწარ გიხდით დიდ მადლობას ჰარე კრიშნა! პ.ს. ლელუაშვილი შენი იმედი მაქ -------------------- პიროვნება, რომლის არსება მთლიანად დაუპყრია კრიშნას ცნობიერებას, ყველაფერს სწირავს სულიერ ამაღლებას და მისი შენაწირიც აბსოლუტური სულიერებით არის აღბეჭდილი. იგი უსათუოდ დამკვიდრდება უფლის სასუფეველში(ბ.გ.4;24). |
georgios |
Nov 24 2011, 11:17 PM
პოსტი
#2
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 1,263 რეგისტრ.: 13-August 11 წევრი № 11,439 |
Kanishtha-Adhikar
ციტატა თუკი ზოგადად რელიგიური მდგომარეობა გაინტეესებს, გეტყვი, რომ ამ მხრივ აფხაზეთში, განსაკუთრებით სოჭსა და სოხუმში კრიშნას მოძრაობა განიცდის ამაღლებას და უფრო მეტ მიმდევრებს იძენს. ამას არ ვამბობ სატრაბახოდ, უბრალოდ ეს ფაქტია. მაგას სხვებიც აღნიშნავენ და მეც ეგეთი შთაბეჭდილება მრჩება. ციტატა მე როგორც ვიცი ბიჭვინთის ტაძარი, როგორც საქართველოს ეკლესიის წარმომადგენლები ამბობენ, ვიღაც სხვა თვითმარქვია ეპისკოპოსს უკავია და ის ატარებს ხოლმე იქ მსახურებებს. ბესარიონ აპლია. ციტატა ვიცი, რომ გალში აქვთ მართლმადიდებლებს ტაძარი და ძალიან ცოტა მრევლია. დაახლოებით 20-30 კაცი. არ მეგონა, თუ გალში იყო ეკლესია დარჩენილი... ციტატა მაგრამ ქრისტიანულ ცოდნასა და მასში გაღრმავების საშუალებებს ნამდვილად აქვს ადგილი აქ, განსაკუთრებით მაშინ, რაც ეს ეპარქია (მგონი ასე ქვია ) ილია II-ის მმართველობაში გადავიდა. მართლა? არ ვიცოდი. ციტატა მის წინ თუ არ ვცდები მეუფე დანიელი იყო. მასაც უჭირდა ხოლმე აქ ჩამოსვლა და უკან გაბრუნება. დანიელი არ უყვართ აფხაზეთში. ნამეტანი პროქართულობაში სდებენ ბრალს აფხაზები და არ ითამაშაო შუამავლობის ფუნქცია. თუმცა ითამაშა თუ არა, ეგ მაინც არაფერს გადაწყვეტდა მანდ... ციტატა შეიძლება თუ არა ვიშნუ, ბრაჰმა და შივა შევადაროთ მამას, ძესა და სული წმინდას? ჯერ ტრიმურტის ვრცელი ახსნა დაიდოს აქ და შედარებისას განსხვავებებიც წარმოჩინდება. -------------------- დღესაც არ ვიცი ფერი შენთა უძირო თვალთა,
მხოლოდ ვიცი, რომ შენი ცქერა სევდასა ჰგავდა - ხატების სევდას, ფრესკების სევდას... |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 26th September 2024 - 07:09 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი