ვინ არის იესო ქრისტე? |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ვინ არის იესო ქრისტე? |
Kanishtha-Adhikar |
Nov 11 2011, 07:30 PM
პოსტი
#1
|
Govinda das ჯგუფი: Members პოსტები: 131 რეგისტრ.: 4-May 11 მდებარ.: sukhum წევრი № 10,979 |
ამ კითხვაზე მსურს დამაკმაყოფილებელი პასუხის მიღება ბიბლიიდან.
მე ვთხოვ მართლმადიდებლობის კარგად მცოდნე ფორუმელებს, რომ გამომეხმაურონ და ამიხსნან, თუ ვინ არის იესო ქრისტე სინამდვილეში და რა დამოკიდებულება აქვს მამა ღმერთთან. მაინტერესებს როგორ წარმოაჩენს ქრისტეს პიროვნებას ბიბლია. იესოს შესახებ დაინტერესება ყველა ვაიშნავს აქვს და ასევე მეც. თუმცა მის შესახებ არ არის დოგმატური სწავლება ვაიშნავიზმში, მაინც გვესმის კრიშნას მიმდევრებს (ჩვენებური გადასახედიდან) თუ ვინ შეიძლება იყოს იგი. ეხლა სოხუმშიც ძალიან მომრავლდა ქრისტეს მრავალი მქადაგებელი: ე.წ. "იეღოველები", ორმოცდათიანელები, ბაპტისტები და საიენტისტები (მაპატიეთ თუ ზუსტი ტერმინოლოგიით ვერ გამოვთქვამ მათი კრების სახელებს). მე თითოეულ მათგანს ვესაუბრე იესოს შესახებ და თითქმის ყველამ განსხვავებულად წარმოაჩინა ქრისტეს არსი და პიროვნება. მე მესმის, რომ მართლმადიდებლობა სასტიკად ამხელს ასეთ სწავლებებს ქრისტეს შესახებ, როგორც მათ აქვთ და ვინაიდან ეს ასეა, მაშინ ეხლა თქვენ გთხოვთ ახსნას შესაბამის საკითხზე. იმედი მაქვს ამომწურავად იქნება პასუხები. წინასწარ გიხდით დიდ მადლობას ჰარე კრიშნა! პ.ს. ლელუაშვილი შენი იმედი მაქ -------------------- პიროვნება, რომლის არსება მთლიანად დაუპყრია კრიშნას ცნობიერებას, ყველაფერს სწირავს სულიერ ამაღლებას და მისი შენაწირიც აბსოლუტური სულიერებით არის აღბეჭდილი. იგი უსათუოდ დამკვიდრდება უფლის სასუფეველში(ბ.გ.4;24). |
George Leluashvili |
Nov 25 2011, 12:00 AM
პოსტი
#2
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 5,088 რეგისტრ.: 27-February 11 წევრი № 10,559 |
Kanishtha-Adhikar
ციტატა რაღაცეებს ვიკვლევ და სხვადასხვა წმინდა წერილებს ვეცნობი. გადავწყვიტე შეძლებისდაგვარად ყველა ავტორიტეტულ წმინდა წერილს გავეცნო. აჰა, ძალიან კარგი ციტატა თუმცა ბიბლიას მრავალი მთარგმნელი და განმმარტებელი ყავს, მინდა იცოდე, რომ ბიბლიას განმარტავდა ღვთივსულიერი ხალხი და ეს განმარტებები ეკლესიაში დაცულია. წმინდა მამათა განმარტებებს თუკი გაეცნობი, მიხვდები, რომ ეს ხალხი საკუთარი ენით საუბრობდა, მაგრამ ღვთის შთაგონებულს გამოთქვამდა. ისინი ფიზიკურად მოქმედებდნენ ღვთის მიერ და მისი ნებით, როცა საქმე წმინდა წერილსა და ხალხის დამოძღვრას ეხებოდა. ბიბლია არ უნდა იმარტებოდეს ვიღაც რელიგიებში გაუცნობიერებელი ვაჭარისა თუ ბიზნესმენის მ მიერ (ალბათ მიხვდებით ვისაც ვგულისხმობ) XIX საუკუნეში! მას განმარტავდა ისეთი ხალხი, რომლებიც ღვთისაგან იყვნენ მოწოდებულნი და მთელი მათი ცხოვრება უფალს ემსახურებოდა. ციტატა ვინაიდან სამებაზე ჩამოვარდა სიტყვა, გკითხავ, შეიძლება თუ არა ვიშნუ, ბრაჰმა და შივა შევადაროთ მამას, ძესა და სული წმინდას? მე, მას შემდეგ რაც გარკვეულწილად ვაიშნავიზმს გავეცანი, ამ საკითხმა ძალიან დამაინტერესა და ვიკვლევდი რა ამ საკითხს, ამ წერილების საფუძველზეასეთი დასკვნა გამოვიტანე: აი შეხედე რა წერია წიგნში "უფალი ჩაიტანიას მოძღვრება" (გვ:147) "რაც შეეხება გუნა-ავატარებს, ანუ ვიშნუს თვისობრივ ინკარნაციებს, ისინი სამია - ბრაჰმა, ვიშნუ და შივა." ანუ ბრაჰმა არის არათუ შივასა და ვიშნუს თანასწორი და პიროვნულად განსხვავებული არსება, არამედ იგია ვიშნუს ინკარნაცია და თავისთავად დამოკიდებულია მის თავდაპირველ ფორმა - ვიშნუზე. ხოლო მართლმადიდებლობა ასწავლის ერთ ღმერთს, მაგრამ სამპიროვანს. ბუნებას ერთს, პიროვნებას - სამს. ისევე, როგორც ჩვენ გვაქვს ადამიანური ბუნება, მაგრამ პიროვნებები ვართ სხვადასხვა, ასევე ღვთაებრივი ბუნება ერთია, ხოლო პიროვნება სამი. სამივე პიროვნება - მამა, ძე და სულიწმინდა, ერთმანეთისაგან დამოუკიდებელი და პიროვნულად განსხვავებულია, მაგრამ ერთი ღმერთია, ერთი სიცოცხლეა, ერთი ნეტარებაა და ერთი სრულყოფაა. სამივე ერთად მოქმედებს და არ მოდიან წინააღმდეგობაში. მამის პიროვნული (ჰიპოსტასური) თვისებაა უშობელობა, ძისა - შობილობა და სულიწმინდისა - გამომავლობა. შსაბამისად, ძე მარადიულად იშვება მამისაგან, ხოლო სულიწმინდა მარადიულად გამოვალს მამისაგან. სამების შესახებ ბევრი შეიძლება ითქვას და მრავლისმეტყველებაში რომ არ ჩამეთვალოს, მხოლოდ ძირითადი ვთქვი და თუკი რაიმე დაგაინტერესებს გვკითხე. ეხლა განვაგრძოთ: "ბრაჰმა ერთ-ერთი ცოცხალი არსებათაგანია, მაგრამ თავისი ერთგული სამსახურის გამო დიდ ძალას ფლობს. ეს თავდაპირველი ცოცხალი არსება, მატერიალური ვნების განმგებელი, თავად გარბჰოდაკაშაი ვიშნუს მიერ არის უფლებამოსილი, რათა ურიცხვი ცოცხალი არსება შექმნას." აქაც შეუსაბამობას ვაწყდებით. კერძოდ, თუკი ვიტყვით, რომ სამების რომელიმე პიროვნება სხვა პიროვნებისაგანაა უფლებამოსილი, მაშინ მათი თანასწორობა ირღვევა და ერთი ჰიპოსტასის მეორეზე დამოკიდებულებას ვხვდებით, რაც ყოვლად დაუშვებელია. ასევე, თუკი ბრაჰმა ვიშნუსა და შივასაგან დამოუკიდებლად მოქმედებს და ცალკე თავითონ ქმნის რაღაცას, მამა, ძე და სულიწმინდა ერთად ქმნის ყოველივეს- ხილულსა თუ უხილავ სამყაროს. ამას მრავალი ბიბლიური მუხლის ადასტურებს და თუ გინდა დავწერ. "ვრცელდება რა თავად უფალი შივას სახით, საჭიროების დროს უფალი სამყაროს ანადგურებს" აქაც ყოველივე ნათელია. ანუ გვაქვს ერთი უზენაესი პიროვნება (კრიშნა) და მისგან ვრცელდება სხვა უამრავი ავატარა, ინკარნაცია, თუ ექსპანსია. როგორც ვაიშნავიზმი ასწავლის შივა არის კრიშნას ენკარნაცია და არა პიროვნულად სხვა ვიღაც. იგი საწყისს კრიშნასგან ატარებს და ნაწილობრივ თავად მას წარმოადგენს, როგორც ამას ამბობს მომდევნო ციტატა: "უფალი შივა ცოცხალ არსებათა რიცხვს არ მიეკუთვნება; მეტ-ნაკლებად იგი თავად კრიშნაა" ანუ ეს იგივეა რომ ვთქვათ - ძე ღმერთი თავად მამააო. ხომ გესმის, ეს ძალიან დიდი მკრეხელობაა და უაზრობა, იმიტომ რომ ძე ისეთივე უზენაესი, ისეთივე სრულყოფილი და დაუსაბამოა, როგორც მამა. ამიტომ მათი დაყოფა და ერთმანეთზე დაქვემდებარება არ შეიძლება. მაშ ასე, დაწვრილებითი ინფორმაციისთვის მომმართე -------------------- ________________________________________________________________________
შეიძულე სიმდიდრე და იქნები მდიდარი; შეიძულე დიდება და იქნები დიდებული; შეიძულე შეურაცხება და იქნები უძლეველი; შეიძულე დასვენება და იპოვი მოსვენებას; შეიძულე დედამიწა და იპოვი ზეცას. ________________________________________________________________________ |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 26th September 2024 - 12:58 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი