სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
| Kanishtha-Adhikar |
Nov 11 2011, 07:30 PM
პოსტი
#1
|
![]() Govinda das ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 131 რეგისტრ.: 4-May 11 მდებარ.: sukhum წევრი № 10,979 |
ამ კითხვაზე მსურს დამაკმაყოფილებელი პასუხის მიღება ბიბლიიდან.
მე ვთხოვ მართლმადიდებლობის კარგად მცოდნე ფორუმელებს, რომ გამომეხმაურონ და ამიხსნან, თუ ვინ არის იესო ქრისტე სინამდვილეში და რა დამოკიდებულება აქვს მამა ღმერთთან. მაინტერესებს როგორ წარმოაჩენს ქრისტეს პიროვნებას ბიბლია. იესოს შესახებ დაინტერესება ყველა ვაიშნავს აქვს და ასევე მეც. თუმცა მის შესახებ არ არის დოგმატური სწავლება ვაიშნავიზმში, მაინც გვესმის კრიშნას მიმდევრებს (ჩვენებური გადასახედიდან) თუ ვინ შეიძლება იყოს იგი. ეხლა სოხუმშიც ძალიან მომრავლდა ქრისტეს მრავალი მქადაგებელი: ე.წ. "იეღოველები", ორმოცდათიანელები, ბაპტისტები და საიენტისტები (მაპატიეთ თუ ზუსტი ტერმინოლოგიით ვერ გამოვთქვამ მათი კრების სახელებს). მე თითოეულ მათგანს ვესაუბრე იესოს შესახებ და თითქმის ყველამ განსხვავებულად წარმოაჩინა ქრისტეს არსი და პიროვნება. მე მესმის, რომ მართლმადიდებლობა სასტიკად ამხელს ასეთ სწავლებებს ქრისტეს შესახებ, როგორც მათ აქვთ და ვინაიდან ეს ასეა, მაშინ ეხლა თქვენ გთხოვთ ახსნას შესაბამის საკითხზე. იმედი მაქვს ამომწურავად იქნება პასუხები. წინასწარ გიხდით დიდ მადლობას ჰარე კრიშნა! პ.ს. ლელუაშვილი შენი იმედი მაქ -------------------- პიროვნება, რომლის არსება მთლიანად დაუპყრია კრიშნას ცნობიერებას, ყველაფერს სწირავს სულიერ ამაღლებას და მისი შენაწირიც აბსოლუტური სულიერებით არის აღბეჭდილი. იგი უსათუოდ დამკვიდრდება უფლის სასუფეველში(ბ.გ.4;24). |
![]() ![]() |
| George Leluashvili |
Nov 25 2011, 12:00 AM
პოსტი
#2
|
|
Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 5,088 რეგისტრ.: 27-February 11 წევრი № 10,559 |
Kanishtha-Adhikar
ციტატა რაღაცეებს ვიკვლევ და სხვადასხვა წმინდა წერილებს ვეცნობი. გადავწყვიტე შეძლებისდაგვარად ყველა ავტორიტეტულ წმინდა წერილს გავეცნო. აჰა, ძალიან კარგი ციტატა თუმცა ბიბლიას მრავალი მთარგმნელი და განმმარტებელი ყავს, მინდა იცოდე, რომ ბიბლიას განმარტავდა ღვთივსულიერი ხალხი და ეს განმარტებები ეკლესიაში დაცულია. წმინდა მამათა განმარტებებს თუკი გაეცნობი, მიხვდები, რომ ეს ხალხი საკუთარი ენით საუბრობდა, მაგრამ ღვთის შთაგონებულს გამოთქვამდა. ისინი ფიზიკურად მოქმედებდნენ ღვთის მიერ და მისი ნებით, როცა საქმე წმინდა წერილსა და ხალხის დამოძღვრას ეხებოდა. ბიბლია არ უნდა იმარტებოდეს ვიღაც რელიგიებში გაუცნობიერებელი ვაჭარისა თუ ბიზნესმენის მ მიერ (ალბათ მიხვდებით ვისაც ვგულისხმობ) XIX საუკუნეში! მას განმარტავდა ისეთი ხალხი, რომლებიც ღვთისაგან იყვნენ მოწოდებულნი და მთელი მათი ცხოვრება უფალს ემსახურებოდა. ციტატა ვინაიდან სამებაზე ჩამოვარდა სიტყვა, გკითხავ, შეიძლება თუ არა ვიშნუ, ბრაჰმა და შივა შევადაროთ მამას, ძესა და სული წმინდას? მე, მას შემდეგ რაც გარკვეულწილად ვაიშნავიზმს გავეცანი, ამ საკითხმა ძალიან დამაინტერესა და ვიკვლევდი რა ამ საკითხს, ამ წერილების საფუძველზეასეთი დასკვნა გამოვიტანე: აი შეხედე რა წერია წიგნში "უფალი ჩაიტანიას მოძღვრება" (გვ:147) "რაც შეეხება გუნა-ავატარებს, ანუ ვიშნუს თვისობრივ ინკარნაციებს, ისინი სამია - ბრაჰმა, ვიშნუ და შივა." ანუ ბრაჰმა არის არათუ შივასა და ვიშნუს თანასწორი და პიროვნულად განსხვავებული არსება, არამედ იგია ვიშნუს ინკარნაცია და თავისთავად დამოკიდებულია მის თავდაპირველ ფორმა - ვიშნუზე. ხოლო მართლმადიდებლობა ასწავლის ერთ ღმერთს, მაგრამ სამპიროვანს. ბუნებას ერთს, პიროვნებას - სამს. ისევე, როგორც ჩვენ გვაქვს ადამიანური ბუნება, მაგრამ პიროვნებები ვართ სხვადასხვა, ასევე ღვთაებრივი ბუნება ერთია, ხოლო პიროვნება სამი. სამივე პიროვნება - მამა, ძე და სულიწმინდა, ერთმანეთისაგან დამოუკიდებელი და პიროვნულად განსხვავებულია, მაგრამ ერთი ღმერთია, ერთი სიცოცხლეა, ერთი ნეტარებაა და ერთი სრულყოფაა. სამივე ერთად მოქმედებს და არ მოდიან წინააღმდეგობაში. მამის პიროვნული (ჰიპოსტასური) თვისებაა უშობელობა, ძისა - შობილობა და სულიწმინდისა - გამომავლობა. შსაბამისად, ძე მარადიულად იშვება მამისაგან, ხოლო სულიწმინდა მარადიულად გამოვალს მამისაგან. სამების შესახებ ბევრი შეიძლება ითქვას და მრავლისმეტყველებაში რომ არ ჩამეთვალოს, მხოლოდ ძირითადი ვთქვი და თუკი რაიმე დაგაინტერესებს გვკითხე. ეხლა განვაგრძოთ: "ბრაჰმა ერთ-ერთი ცოცხალი არსებათაგანია, მაგრამ თავისი ერთგული სამსახურის გამო დიდ ძალას ფლობს. ეს თავდაპირველი ცოცხალი არსება, მატერიალური ვნების განმგებელი, თავად გარბჰოდაკაშაი ვიშნუს მიერ არის უფლებამოსილი, რათა ურიცხვი ცოცხალი არსება შექმნას." აქაც შეუსაბამობას ვაწყდებით. კერძოდ, თუკი ვიტყვით, რომ სამების რომელიმე პიროვნება სხვა პიროვნებისაგანაა უფლებამოსილი, მაშინ მათი თანასწორობა ირღვევა და ერთი ჰიპოსტასის მეორეზე დამოკიდებულებას ვხვდებით, რაც ყოვლად დაუშვებელია. ასევე, თუკი ბრაჰმა ვიშნუსა და შივასაგან დამოუკიდებლად მოქმედებს და ცალკე თავითონ ქმნის რაღაცას, მამა, ძე და სულიწმინდა ერთად ქმნის ყოველივეს- ხილულსა თუ უხილავ სამყაროს. ამას მრავალი ბიბლიური მუხლის ადასტურებს და თუ გინდა დავწერ. "ვრცელდება რა თავად უფალი შივას სახით, საჭიროების დროს უფალი სამყაროს ანადგურებს" აქაც ყოველივე ნათელია. ანუ გვაქვს ერთი უზენაესი პიროვნება (კრიშნა) და მისგან ვრცელდება სხვა უამრავი ავატარა, ინკარნაცია, თუ ექსპანსია. როგორც ვაიშნავიზმი ასწავლის შივა არის კრიშნას ენკარნაცია და არა პიროვნულად სხვა ვიღაც. იგი საწყისს კრიშნასგან ატარებს და ნაწილობრივ თავად მას წარმოადგენს, როგორც ამას ამბობს მომდევნო ციტატა: "უფალი შივა ცოცხალ არსებათა რიცხვს არ მიეკუთვნება; მეტ-ნაკლებად იგი თავად კრიშნაა" ანუ ეს იგივეა რომ ვთქვათ - ძე ღმერთი თავად მამააო. ხომ გესმის, ეს ძალიან დიდი მკრეხელობაა და უაზრობა, იმიტომ რომ ძე ისეთივე უზენაესი, ისეთივე სრულყოფილი და დაუსაბამოა, როგორც მამა. ამიტომ მათი დაყოფა და ერთმანეთზე დაქვემდებარება არ შეიძლება. მაშ ასე, დაწვრილებითი ინფორმაციისთვის მომმართე -------------------- ________________________________________________________________________
შეიძულე სიმდიდრე და იქნები მდიდარი; შეიძულე დიდება და იქნები დიდებული; შეიძულე შეურაცხება და იქნები უძლეველი; შეიძულე დასვენება და იპოვი მოსვენებას; შეიძულე დედამიწა და იპოვი ზეცას. ________________________________________________________________________ |
Kanishtha-Adhikar ვინ არის იესო ქრისტე? Nov 11 2011, 07:30 PM
GIORGI LELUASHVILI Kanishtha-Adhikar
მოკლედ, ძალ... Nov 11 2011, 07:50 PM
GIORGI LELUASHVILI
აი, რას ამბობს მოცი... Nov 11 2011, 08:10 PM
Kanishtha-Adhikar GIORGI LELUASHVILI
დიდი მადლობ... Nov 11 2011, 08:21 PM
karpaki Kanishtha-Adhikar
ესენი ქრის... Nov 11 2011, 08:37 PM
afxazi Kanishtha-Adhikar
იგულისხმე... Nov 11 2011, 08:47 PM
GIORGI LELUASHVILI Kanishtha-Adhikar
აფხაზმა სწო... Nov 11 2011, 09:29 PM
georgios Kanishtha-Adhikar
გარდა სხვა ... Nov 12 2011, 01:22 AM
lasha_k გამარჯობათ :)
ძალია... Nov 16 2011, 12:06 PM
lasha_k [გაგრძელება - (მეორე... Nov 16 2011, 02:32 PM
A.V.M ამ თემაზე დიდხანს ... Nov 16 2011, 04:03 PM
lasha_k [დასასრული - მესამე ... Nov 17 2011, 10:44 AM
gabrieli.
[დასასრული - მესამე... Nov 27 2011, 03:18 AM
Kanishtha-Adhikar GIORGI LELUASHVILI
რაღაცეებს ... Nov 24 2011, 09:38 PM
georgios Kanishtha-Adhikar
მაგას სხვე... Nov 24 2011, 11:17 PM
Kanishtha-Adhikar
[b]Kanishtha-Adhikar
აჰა, ძალია... Nov 30 2011, 08:22 PM
georgios GIORGI LELUASHVILI
ბრაჰმა, როგ... Nov 25 2011, 12:52 AM
A.V.M
ხო მაგრამ ამგვარი ... Nov 25 2011, 01:29 AM
sergi_glaxa იესო მოკვდა და აღდ... Nov 25 2011, 10:05 AM
GIORGI LELUASHVILI georgios
გავაცოცხლოთ ნა... Nov 25 2011, 01:49 PM
A.V.M იუდეველებს ოღონდ ს... Nov 25 2011, 05:08 PM
georgios GIORGI LELUASHVILI
ჩემი პირად... Nov 25 2011, 08:29 PM
GIORGI LELUASHVILI georgios
შესაძლოა ამ სა... Nov 25 2011, 08:35 PM
georgios GIORGI LELUASHVILI
ვერ მოვიძი... Nov 25 2011, 08:56 PM
GIORGI LELUASHVILI georgios
ხო, აზრზე ვარ ვი... Nov 25 2011, 09:03 PM
georgios GIORGI LELUASHVILI
რა ვიცი. მე ... Nov 25 2011, 09:07 PM
GIORGI LELUASHVILI
GIORGI LELUASHVILI
რა ვიცი. მე ... Nov 25 2011, 09:09 PM
georgios GIORGI LELUASHVILI
ისე მახინჯ... Nov 25 2011, 09:13 PM
GIORGI LELUASHVILI
GIORGI LELUASHVILI
ისე მახინჯ... Nov 25 2011, 09:17 PM
georgios GIORGI LELUASHVILI
:D Nov 25 2011, 09:21 PM
lasha_k gabrieli.
მიხარია რომ მო... Nov 29 2011, 12:08 PM
georgios Kanishtha-Adhikar
სწავლების ... Nov 30 2011, 08:54 PM
A.V.M წმ.ბასილი დიდი ასე ... Nov 30 2011, 09:02 PM
A.V.M სული წმინდის შესახ... Nov 30 2011, 09:13 PM
Kanishtha-Adhikar georgios
A.V.M
მადლობა ბიჭე... Nov 30 2011, 09:53 PM
GIORGI LELUASHVILI Kanishtha-Adhikar
მიკვირს პოლ... Nov 30 2011, 10:00 PM
A.V.M
ჩვენში ვინც ერკვე... Nov 30 2011, 11:25 PM
Kanishtha-Adhikar GIORGI LELUASHVILI
ის კი გასაგ... Dec 1 2011, 01:25 PM
GIORGI LELUASHVILI Kanishtha-Adhikar
ააჰაა, გასა... Dec 2 2011, 07:17 PM
Kanishtha-Adhikar
Kanishtha-Adhikar
ააჰაა, გასა... Dec 6 2011, 03:14 PM
A.V.M
მართალი ხარ გოვინ... Dec 6 2011, 07:21 PM
Kanishtha-Adhikar A.V.M
მადლობა, გაიხარე... Dec 8 2011, 10:14 PM
GIORGI LELUASHVILI Kanishtha-Adhikar
ეს ორი მამა ... Dec 8 2011, 10:23 PM
A.V.M
ძალიან კარგია...
დი... Dec 9 2011, 12:02 AM
georgios Kanishtha-Adhikar
http://predanie.ru/audio/jitij... Dec 9 2011, 01:10 AM
GIORGI LELUASHVILI A.V.M
ჰოდა ზუსტად ამ ... Dec 9 2011, 03:08 PM
A.V.M
ნამდვილად.და სწორ... Dec 9 2011, 05:48 PM
GIORGI LELUASHVILI A.V.M
სასაცილოა სატირ... Dec 9 2011, 06:24 PM
Kanishtha-Adhikar GIORGI LELUASHVILI
georgios
გაიხარე... Dec 9 2011, 06:43 PM
esre ars cheshmariteba
GIORGI LELUASHVILI
georgios
გაიხარე... Feb 23 2012, 09:50 PM
afxazi esre ars cheshmariteba
შენგან შე... Feb 23 2012, 09:48 PM
esre ars cheshmariteba
[b]esre ars cheshmariteba
შენგან შ... Feb 23 2012, 10:04 PM
afxazi esre ars cheshmariteba
ცუდად ვამ... Feb 23 2012, 09:53 PM
afxazi esre ars cheshmariteba
რატომ ძა... Feb 23 2012, 10:05 PM
esre ars cheshmariteba
esre ars cheshmariteba
რატომ ძალ... Feb 23 2012, 10:20 PM
afxazi esre ars cheshmariteba
მეჩვენებ... Feb 23 2012, 10:20 PM
GIORGI LELUASHVILI
არც მე მაქვს ნერვე... Feb 23 2012, 10:28 PM
afxazi
ეს აღარ წავიკითხე,... Feb 23 2012, 10:30 PM
Otherguy
ეს აღარ წავიკითხე, ... Feb 24 2012, 12:05 AM
აკაკი esre ars cheshmariteba
დაიცავით ... Feb 23 2012, 11:26 PM
afxazi Otherguy
ეს ადამიანი აქ... Feb 24 2012, 12:08 AM
A.V.M
მე არანაირი სურვი... Feb 24 2012, 12:10 AM
afxazi esre ars cheshmariteba
უკანასკნ... Feb 24 2012, 09:53 PM
toka@ esre ars cheshmariteba
:D ვისი ხარ ... Feb 24 2012, 09:55 PM
afxazi ვერ გავიგე რა უბედ... Feb 24 2012, 09:55 PM
esre ars cheshmariteba
ვერ გავიგე რა უბედ... Feb 24 2012, 09:57 PM
toka@ esre ars cheshmariteba
მოგვენატრ... Feb 24 2012, 09:58 PM
afxazi esre ars cheshmariteba
ვიცი რომ ... Feb 24 2012, 09:59 PM
esre ars cheshmariteba
esre ars cheshmariteba
ვიცი რომ ღ... Feb 24 2012, 10:12 PM
afxazi esre ars cheshmariteba
ჭეშმარიტ... Feb 24 2012, 10:18 PM
esre ars cheshmariteba
esre ars cheshmariteba
ჭეშმარიტ... Feb 24 2012, 10:28 PM
afxazi esre ars cheshmariteba
ნუ ცდილობ ... Feb 24 2012, 10:29 PM
esre ars cheshmariteba
esre ars cheshmariteba
ნუ ცდილობ... Feb 24 2012, 10:32 PM
Ornies Kanishtha-Adhikar
იესო არის ია... Mar 28 2012, 01:25 AM
afxazi Ornies
ე.ი. იეღოველი ხა... Mar 28 2012, 11:37 AM
toka@ afxazi
გაგიკვირდა? :) Mar 28 2012, 12:58 PM
A.V.M
არა მგონია... Mar 28 2012, 04:30 PM
■გიორგი■ იესო ქრისტე ღვთის ... Mar 31 2012, 12:45 AM
George Leluashvili ■გიორგი■
ანუ იმავ... Mar 31 2012, 03:20 PM
NINJA - ნინძა George Leluashvili
არ ვარ მართ... Mar 31 2012, 03:35 PM
George Leluashvili NINJA - ნინძა
ვახო, შენ... Mar 31 2012, 09:17 PM
■გიორგი■ ანუ იმავე ბუნებისა... Apr 1 2012, 12:07 AM
toka@ ■გიორგი■
სახარები... Apr 1 2012, 12:18 AM
A.V.M ბატონო ■გიორგი■!
... Apr 1 2012, 12:36 AM
■გიორგი■
[b]■გიორგი■
სახარებ... Apr 1 2012, 05:05 PM
ქევანა
ასეთი ფრაზები მაგ... Apr 1 2012, 06:18 PM
A.V.M
ვიცი.
როგორც ვფიქრ... Apr 1 2012, 07:59 PM
George Leluashvili ■გიორგი■
ბევრ ფილ... Apr 1 2012, 11:49 PM
■გიორგი■
[b]■გიორგი■
ბევრ ფი... Apr 3 2012, 03:28 PM
George Leluashvili ■გიორგი■
ანუ შენი ... Apr 3 2012, 04:02 PM
George Leluashvili ■გიორგი■
სწორედ ა... Apr 3 2012, 07:51 PM
■გიორგი■
[b]■გიორგი■
მიზანი ... Apr 3 2012, 08:06 PM
George Leluashvili ■გიორგი■
აგიხსენ... Apr 3 2012, 08:16 PM
■გიორგი■
■გიორგი■
ვეცდები ... Apr 3 2012, 09:06 PM
George Leluashvili ■გიორგი■
:D :D
მე ამ მ... Apr 4 2012, 05:52 PM
■გიორგი■
George Leluashvili
გაუგებარი ... Apr 5 2012, 12:55 AM
George Leluashvili
შენ თუ წაკითხულიდ... Apr 5 2012, 03:45 PM
■გიორგი■
შენ თუ წაკითხულიდ... Apr 8 2012, 01:28 AM
George Leluashvili ■გიორგი■
ობიექტურ... Apr 8 2012, 05:28 PM![]() ![]() |
| მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 2nd November 2025 - 03:38 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი