ვინ არის იესო ქრისტე? |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ვინ არის იესო ქრისტე? |
Kanishtha-Adhikar |
Nov 11 2011, 07:30 PM
პოსტი
#1
|
Govinda das ჯგუფი: Members პოსტები: 131 რეგისტრ.: 4-May 11 მდებარ.: sukhum წევრი № 10,979 |
ამ კითხვაზე მსურს დამაკმაყოფილებელი პასუხის მიღება ბიბლიიდან.
მე ვთხოვ მართლმადიდებლობის კარგად მცოდნე ფორუმელებს, რომ გამომეხმაურონ და ამიხსნან, თუ ვინ არის იესო ქრისტე სინამდვილეში და რა დამოკიდებულება აქვს მამა ღმერთთან. მაინტერესებს როგორ წარმოაჩენს ქრისტეს პიროვნებას ბიბლია. იესოს შესახებ დაინტერესება ყველა ვაიშნავს აქვს და ასევე მეც. თუმცა მის შესახებ არ არის დოგმატური სწავლება ვაიშნავიზმში, მაინც გვესმის კრიშნას მიმდევრებს (ჩვენებური გადასახედიდან) თუ ვინ შეიძლება იყოს იგი. ეხლა სოხუმშიც ძალიან მომრავლდა ქრისტეს მრავალი მქადაგებელი: ე.წ. "იეღოველები", ორმოცდათიანელები, ბაპტისტები და საიენტისტები (მაპატიეთ თუ ზუსტი ტერმინოლოგიით ვერ გამოვთქვამ მათი კრების სახელებს). მე თითოეულ მათგანს ვესაუბრე იესოს შესახებ და თითქმის ყველამ განსხვავებულად წარმოაჩინა ქრისტეს არსი და პიროვნება. მე მესმის, რომ მართლმადიდებლობა სასტიკად ამხელს ასეთ სწავლებებს ქრისტეს შესახებ, როგორც მათ აქვთ და ვინაიდან ეს ასეა, მაშინ ეხლა თქვენ გთხოვთ ახსნას შესაბამის საკითხზე. იმედი მაქვს ამომწურავად იქნება პასუხები. წინასწარ გიხდით დიდ მადლობას ჰარე კრიშნა! პ.ს. ლელუაშვილი შენი იმედი მაქ -------------------- პიროვნება, რომლის არსება მთლიანად დაუპყრია კრიშნას ცნობიერებას, ყველაფერს სწირავს სულიერ ამაღლებას და მისი შენაწირიც აბსოლუტური სულიერებით არის აღბეჭდილი. იგი უსათუოდ დამკვიდრდება უფლის სასუფეველში(ბ.გ.4;24). |
georgios |
Nov 25 2011, 12:52 AM
პოსტი
#2
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 1,263 რეგისტრ.: 13-August 11 წევრი № 11,439 |
GIORGI LELUASHVILI
ციტატა ანუ ბრაჰმა არის არათუ შივასა და ვიშნუს თანასწორი და პიროვნულად განსხვავებული არსება, არამედ იგია ვიშნუს ინკარნაცია და თავისთავად დამოკიდებულია მის თავდაპირველ ფორმა - ვიშნუზე. ბრაჰმა, როგორც ვიშნუს ჭიპიდან გამოზრდილი ლოტოსიდან დაბადებული, მშობლების გარეშე, სამყაროს შექმნამდე დაბადებული. ან ვიშნუს თესლისგან შობილი, სამყაროს შემოქმედი. ციტატა ძე მარადიულად იშვება მამისაგან აქვე მცირე დამატებაც. იშვება და არა იქმნება. ქრისტე არ არის ქმნილი, თუნდაც პირველქმნილი პიროვნება სწავლების მიხედვით, როგორც ამას არიანელობა ასწავლიდა. ციტატა ანუ გვაქვს ერთი უზენაესი პიროვნება (კრიშნა) და მისგან ვრცელდება სხვა უამრავი ავატარა, ინკარნაცია, თუ ექსპანსია.როგორც ვაიშნავიზმი ასწავლის შივა არის კრიშნას ენკარნაცია და არა პიროვნულად სხვა ვიღაც.იგი საწყისს კრიშნასგან ატარებს და ნაწილობრივ თავად მას წარმოადგენს, როგორც ამას ამბობს მომდევნო ციტატა: ბრაჰმას, ვიშნუს და შივას გარდა შემოდის ასევე კრიშნას, ღმერთის უმაღლესი პიროვნების გაგებაც. ინდუიზმში მრავალ ავატარებზეა საუბარი, რაც არ მოდის თანხვედრაში ქრისტიანობასთან. თავად ინდუიზმში ცოლ-ქმრული წყვილები, მაგალითად, ბრაჰმა-სარასვატი, კრიშნა-რადხა, შივა-სატი, თუნდაც ტრანსცედენტული ქორწილების გაგებით, არ ჯდება ქრისტიანულ ღვთისმეტყველებაში. ასევე მცდარია კრიშნას და ქრისტეს გაიგივება ერთმანეთთან. ან, როგორც ერთგან წავიკითხე, კრიშნას გაიგივება მამა ღმერთთან, როდესაც იესო ძე ღვთისაა. საერთოდ, მაინტერესებს და ვერ მოვიძიე წყაროები ტრიმურტის ისტორიული ასპექტების შესახებ. მე ასე მახსოვს, რომ ტრიმურტი არის გვიანდელი ტრანსფორმაცია სამი ღვთაების ერთ მთლიანში. საერთოდ, რომელ მიმდინარეობაშია ტრიმურტი უზენაეს ღვთაებრივ სამებად გამოცხადებული? და როგორია ზუსტი სწავლება მის შესახებ? ისე, სამობის მომენტების დანახვას ცდილობენ სხვა რელიგიებშიც, მაგალითად, ბერძნებთან ზევსი-პოსეიდონი-ჰადესი... თუმცა ძალიან სუსტი მაგალითია. არც გამოდგება. -------------------- დღესაც არ ვიცი ფერი შენთა უძირო თვალთა,
მხოლოდ ვიცი, რომ შენი ცქერა სევდასა ჰგავდა - ხატების სევდას, ფრესკების სევდას... |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 25th September 2024 - 12:19 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი