ვინ არის იესო ქრისტე? |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ვინ არის იესო ქრისტე? |
Kanishtha-Adhikar |
Nov 11 2011, 07:30 PM
პოსტი
#1
|
Govinda das ჯგუფი: Members პოსტები: 131 რეგისტრ.: 4-May 11 მდებარ.: sukhum წევრი № 10,979 |
ამ კითხვაზე მსურს დამაკმაყოფილებელი პასუხის მიღება ბიბლიიდან.
მე ვთხოვ მართლმადიდებლობის კარგად მცოდნე ფორუმელებს, რომ გამომეხმაურონ და ამიხსნან, თუ ვინ არის იესო ქრისტე სინამდვილეში და რა დამოკიდებულება აქვს მამა ღმერთთან. მაინტერესებს როგორ წარმოაჩენს ქრისტეს პიროვნებას ბიბლია. იესოს შესახებ დაინტერესება ყველა ვაიშნავს აქვს და ასევე მეც. თუმცა მის შესახებ არ არის დოგმატური სწავლება ვაიშნავიზმში, მაინც გვესმის კრიშნას მიმდევრებს (ჩვენებური გადასახედიდან) თუ ვინ შეიძლება იყოს იგი. ეხლა სოხუმშიც ძალიან მომრავლდა ქრისტეს მრავალი მქადაგებელი: ე.წ. "იეღოველები", ორმოცდათიანელები, ბაპტისტები და საიენტისტები (მაპატიეთ თუ ზუსტი ტერმინოლოგიით ვერ გამოვთქვამ მათი კრების სახელებს). მე თითოეულ მათგანს ვესაუბრე იესოს შესახებ და თითქმის ყველამ განსხვავებულად წარმოაჩინა ქრისტეს არსი და პიროვნება. მე მესმის, რომ მართლმადიდებლობა სასტიკად ამხელს ასეთ სწავლებებს ქრისტეს შესახებ, როგორც მათ აქვთ და ვინაიდან ეს ასეა, მაშინ ეხლა თქვენ გთხოვთ ახსნას შესაბამის საკითხზე. იმედი მაქვს ამომწურავად იქნება პასუხები. წინასწარ გიხდით დიდ მადლობას ჰარე კრიშნა! პ.ს. ლელუაშვილი შენი იმედი მაქ -------------------- პიროვნება, რომლის არსება მთლიანად დაუპყრია კრიშნას ცნობიერებას, ყველაფერს სწირავს სულიერ ამაღლებას და მისი შენაწირიც აბსოლუტური სულიერებით არის აღბეჭდილი. იგი უსათუოდ დამკვიდრდება უფლის სასუფეველში(ბ.გ.4;24). |
George Leluashvili |
Nov 25 2011, 01:49 PM
პოსტი
#2
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 5,088 რეგისტრ.: 27-February 11 წევრი № 10,559 |
georgios
ციტატა ბრაჰმა, როგორც ვიშნუს ჭიპიდან გამოზრდილი ლოტოსიდან დაბადებული, მშობლების გარეშე, სამყაროს შექმნამდე დაბადებული. ან ვიშნუს თესლისგან შობილი, სამყაროს შემოქმედი. გავაცოცხლოთ ნათქვამი ციტატა თავად ინდუიზმში ცოლ-ქმრული წყვილები, მაგალითად, ბრაჰმა-სარასვატი, კრიშნა-რადხა, შივა-სატი, თუნდაც ტრანსცედენტული ქორწილების გაგებით, არ ჯდება ქრისტიანულ ღვთისმეტყველებაში. მართალია არ ჯდება, მაგრამ ქრისტიანობაში ხედავენ იმას, რომ ქრისტესაც ხომ ეწოდება ზეციური სიძე და მოწამე ქალებს-სასძლოო. თითქოს საერთოს ხედავენ, მაგრამ ეს დიდი შეცდომაა, რადგან მთლიანად მიწიურ ეკლესიას ეწოდება სასძლო და თავად ქრისტეს-სიძე. ხოლო მათ საბოლოო შეერთებას ქორწილი. აი ესაა ახსნა ზეციური ქორწილისა, რომელსაც უფალი მრავალგზის ახსენებს თავის იგავებში. ციტატა ასევე მცდარია კრიშნას და ქრისტეს გაიგივება ერთმანეთთან. ან, როგორც ერთგან წავიკითხე, კრიშნას გაიგივება მამა ღმერთთან, როდესაც იესო ძე ღვთისაა. დიახ, ასე ესმით, რომ მამა ღმერთი არის კრიშნა, ხოლო იესო მისი წარმოგზავნილია. მაგრამ თუკი ეს ასე სწამთ, მაშინ იესოც ისევე უზენაესად უნდა აღიარონ, როგორც თავად კრიშნა და ისევე უნდა განადიდონ, როგორც მამა. ვინაიდან თავად უფალი ბრძანებს:ყველამ სცეს პატივი ძეს, როგორც მამას სცემენ პატივს (იოან. 5, 23). ასევე უამრავი მუხლი არსებობს, რომელიც ამტკიცებს, რომ მამა და ძე ერთნი არიან და ცალ-ცალკე არ წარმოადგენენ არაფერს. მათი დაყოფა არ ჯდება ბიბლიურ სწავლებაში. ციტატა საერთოდ, მაინტერესებს და ვერ მოვიძიე წყაროები ტრიმურტის ისტორიული ასპექტების შესახებ. მე ასე მახსოვს, რომ ტრიმურტი არის გვიანდელი ტრანსფორმაცია სამი ღვთაების ერთ მთლიანში. საერთოდ, რომელ მიმდინარეობაშია ტრიმურტი უზენაეს ღვთაებრივ სამებად გამოცხადებული? და როგორია ზუსტი სწავლება მის შესახებ? ინდოეთში უამრავი რელიგიური მიმდინარეობა არსებობს და ყოველი მათგანი თავისებურად ასწავლის კრიშნასაც და ტრიმურტისაც. არიან ისეთნიც, რომლებიც არ ცნობენ კრიშნას უზენაეს ღვთაებად და ვიშნუს აღიარებენ. მათ ვერ დაუმტკიცებს ვაიშნავი, რომ კრიშნაა თავდაპირველი სახე და ვიშნუ მისი ექსპანსიაა; ანდა დაუმტკიცებს, მაგრამ ის არ ერწმუნება. ამიტომ ვიშნუიტები აღიარებენ ტრიმურტის უზენაესად (მე ასეთი დასკვნა გამოვიტანე). ციტატა ისე, სამობის მომენტების დანახვას ცდილობენ სხვა რელიგიებშიც, მაგალითად, ბერძნებთან ზევსი-პოსეიდონი-ჰადესი... თუმცა ძალიან სუსტი მაგალითია. არც გამოდგება. ისე ხომ არ იცით, იუდევლები არ ცნობენ მათ ღმერთში რამდენიმე პიროვნებას? კი ვიყავი სინაგოგაში და ვესაუბრე კიდეც მათ, მაგრამ რაღაცნაირი გრუბი ხალხი ჩანდა და არანაირი სურვილი არ მქონდა პოლემიკის გამართვისა. -------------------- ________________________________________________________________________
შეიძულე სიმდიდრე და იქნები მდიდარი; შეიძულე დიდება და იქნები დიდებული; შეიძულე შეურაცხება და იქნები უძლეველი; შეიძულე დასვენება და იპოვი მოსვენებას; შეიძულე დედამიწა და იპოვი ზეცას. ________________________________________________________________________ |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 27th September 2024 - 09:54 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი