მსოფლიოს მართლმადიდებელ ეკლესიათა პატრიარქები, პატრიარქები |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
მსოფლიოს მართლმადიდებელ ეკლესიათა პატრიარქები, პატრიარქები |
A.V.M |
Nov 18 2011, 08:47 PM
პოსტი
#1
|
მადლობა ამ ფორუმს! ჯგუფი: Senators პოსტები: 13,742 რეგისტრ.: 14-June 11 მდებარ.: ფორუმს გარეთ წევრი № 11,203 |
საქართველოს გარდა მსოფლიოში მრავალი მართლმადიდებლური ეკლესიაა,რომელთაც რა თქმა უნდა საკუთარი მმართველი ყავთ.
ამ თემაში ვისაუბრებთ მათ შესახებ. -------------------- აბა ჰე და აბა ჰო!
|
A.V.M |
Nov 25 2011, 07:01 PM
პოსტი
#2
|
მადლობა ამ ფორუმს! ჯგუფი: Senators პოსტები: 13,742 რეგისტრ.: 14-June 11 მდებარ.: ფორუმს გარეთ წევრი № 11,203 |
პატრიარქი ეგნატე IV (საერო ცხოვრებაში ჰაზიმ ჰაბიბ ჰასაადი; 1921, მხადრეი, სირია) — ანტიოქიის მართლმადიდებელი ეკლესიის ეპისკოპოსი; 1979 წლიდან პატრიარქი. სრული წოდება: უნეტარესი პატრიარქი, დიდი ანტიოქიისა, სირიისა, კილიკიისა, მესოპოტამიისა და მთელი აღმოსავლეთისა.
------------------------------------------------------------ გნატე IV დაიბადა სირიის ჰამას მუნიციპალიტეტის სოფ. მჰარდეჰში, მართლმადიდებელი არაბების ოჯახში. იგი ბავშვობიდან დაუკავშირდა ეკლესიას; ბეირუთში, ლიბანში სწავლის პერიოდში მსახურობდა ჯერ მნათედ, შემდეგ კი დიაკვნად; 1945 წელს გაემგზავრა პარიზის წმ. სერგის მართლმადიდებლურ საღვთისმეტყველო ინსტიტუტში; პარიზიდან დაბრუნების შემდეგ დააარსა ბალამანდის მართლმადიდებლური საღვთისმეტყველო სემინარია ლიბანში, სადაც წლების მანძილზე მუშაობდა დეკანის თანამდებობაზე; მეორე მსოფლიო ომის დროს მომავალი პატრიარქი სათავეში ჩაუდგა სირიელი და ლიბანელი მართლმადიდებელი ახალგაზრდების მოძრაობას, რომლის შედეგად უამრავი არაბი მივიდა ეკლესიაში და ირწმუნა მართლმადიდებლობა; 1961 წელს ხელდასხმულ იქნა ეპისკოპოსად; 1970 წელს გადაყვანილ იქნა ლათაქიის მიტროპოლიტად (სირია); მღვდელმთავრობის დროს მან დანერგა ხშირი ზიარების პრაქტიკა, რადგანაც იმ პერიოდში გავრცელებული ტრადიციით, არაბი მართლმადიდებლები, განსაკუთრებით საერო პირები პრაქტიკულად არ ეზიარებოდნენ. მას ეკუთვნის არაერთი რეფორმა საეკლესიო ცხოვრებაში; 1979 წელს მიტროპოლიტი ეგნატე არჩეულ იქნა ანტიოქიისა და სრულიად აღმოსავლეთის პატრიარქად. აღსაყდრება აღესრულა ამავე წლის 2 ივლისს. აღსაყდრების დღეს მან ბრძანა: „შეგნებული მაქვს, რომ დავისჯები, თუკი არ ვიზრუნებ ეკლესიისათვის და თითოეული თქვენგანისათვის. არ შემიძლია, რომ მოგმართოთ ზემოდან, რადგან ჩვენს შორის სხვაობა არ არის. მე თქვენი ნაწილი ვარ და მინდა გთხოვოთ, რომ თქვენც იყო ჩემში. უფალი მობრძანდება, წმიდა სული გარდამოდის ძმებზე, რომლებიც შეკრებილი არიან და გაერთიანებული წმიდა ზიარების მადლით, რამდენადაც ისინი გამოხატავენ მადლის ერთობას სულიწმიდის მიერ.“ უნეტარესი ეგნატე IV მშობლიური არაბულის გარდა ფლობს ინგლისურ და ფრანგულ ენებს -------------------- აბა ჰე და აბა ჰო!
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 27th September 2024 - 12:13 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი