ვინ არის იესო ქრისტე? |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ვინ არის იესო ქრისტე? |
Kanishtha-Adhikar |
Nov 11 2011, 07:30 PM
პოსტი
#1
|
Govinda das ჯგუფი: Members პოსტები: 131 რეგისტრ.: 4-May 11 მდებარ.: sukhum წევრი № 10,979 |
ამ კითხვაზე მსურს დამაკმაყოფილებელი პასუხის მიღება ბიბლიიდან.
მე ვთხოვ მართლმადიდებლობის კარგად მცოდნე ფორუმელებს, რომ გამომეხმაურონ და ამიხსნან, თუ ვინ არის იესო ქრისტე სინამდვილეში და რა დამოკიდებულება აქვს მამა ღმერთთან. მაინტერესებს როგორ წარმოაჩენს ქრისტეს პიროვნებას ბიბლია. იესოს შესახებ დაინტერესება ყველა ვაიშნავს აქვს და ასევე მეც. თუმცა მის შესახებ არ არის დოგმატური სწავლება ვაიშნავიზმში, მაინც გვესმის კრიშნას მიმდევრებს (ჩვენებური გადასახედიდან) თუ ვინ შეიძლება იყოს იგი. ეხლა სოხუმშიც ძალიან მომრავლდა ქრისტეს მრავალი მქადაგებელი: ე.წ. "იეღოველები", ორმოცდათიანელები, ბაპტისტები და საიენტისტები (მაპატიეთ თუ ზუსტი ტერმინოლოგიით ვერ გამოვთქვამ მათი კრების სახელებს). მე თითოეულ მათგანს ვესაუბრე იესოს შესახებ და თითქმის ყველამ განსხვავებულად წარმოაჩინა ქრისტეს არსი და პიროვნება. მე მესმის, რომ მართლმადიდებლობა სასტიკად ამხელს ასეთ სწავლებებს ქრისტეს შესახებ, როგორც მათ აქვთ და ვინაიდან ეს ასეა, მაშინ ეხლა თქვენ გთხოვთ ახსნას შესაბამის საკითხზე. იმედი მაქვს ამომწურავად იქნება პასუხები. წინასწარ გიხდით დიდ მადლობას ჰარე კრიშნა! პ.ს. ლელუაშვილი შენი იმედი მაქ -------------------- პიროვნება, რომლის არსება მთლიანად დაუპყრია კრიშნას ცნობიერებას, ყველაფერს სწირავს სულიერ ამაღლებას და მისი შენაწირიც აბსოლუტური სულიერებით არის აღბეჭდილი. იგი უსათუოდ დამკვიდრდება უფლის სასუფეველში(ბ.გ.4;24). |
georgios |
Nov 25 2011, 08:29 PM
პოსტი
#2
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 1,263 რეგისტრ.: 13-August 11 წევრი № 11,439 |
GIORGI LELUASHVILI
ციტატა ინდოეთში უამრავი რელიგიური მიმდინარეობა არსებობს და ყოველი მათგანი თავისებურად ასწავლის კრიშნასაც და ტრიმურტისაც.არიან ისეთნიც, რომლებიც არ ცნობენ კრიშნას უზენაეს ღვთაებად და ვიშნუს აღიარებენ. მათ ვერ დაუმტკიცებს ვაიშნავი, რომ კრიშნაა თავდაპირველი სახე და ვიშნუ მისი ექსპანსიაა; ანდა დაუმტკიცებს, მაგრამ ის არ ერწმუნება.ამიტომ ვიშნუიტები აღიარებენ ტრიმურტის უზენაესად (მე ასეთი დასკვნა გამოვიტანე). ჩემი პირადი დასკვნა არის, რომ ტრიმურტი ძალიან ხელოვნურია და გვიანდელ წარმონაქმნად მეჩვენება. და თუ ასე არ არის, სამი გამოხატულებით არ შემოიფარგლებიან. ციტატა ისე ხომ არ იცით, იუდევლები არ ცნობენ მათ ღმერთში რამდენიმე პიროვნებას? ამასთან დაკავშირებით იუდაიზმი დუმს. ქრისტიანები კი მივუთითებთ ირიბ მტკიცებულებებს და გამონათქვამებს ძველ აღთქმაში, მაგრამ მათ ასეთი სწავლება არ აქვთ. იუდაიზმს და ისლამს მკაცრ მონოთეისტურ რელიგიებში აერთიანებენ. ციტატა კი ვიყავი სინაგოგაში და ვესაუბრე კიდეც მათ, მაგრამ რაღაცნაირი გრუბი ხალხი ჩანდა და არანაირი სურვილი არ მქონდა პოლემიკის გამართვისა. რა დაგიმალო და მეც ეგრე მომეჩვენა. ოღონდ ხმა არ ამომიღია. უბრალოდ შევისეირნე ლესელიძეზე სინაგოგაში, არ ვიყავი მანამდე ნამყოფი და დავათვალიერე. ისეთი თვალებით მიყურებდნენ იქ ვინც იყო, გარეთაც და შიგნითაც, რომ ხალისი დამეკარგა და გამოვედი... -------------------- დღესაც არ ვიცი ფერი შენთა უძირო თვალთა,
მხოლოდ ვიცი, რომ შენი ცქერა სევდასა ჰგავდა - ხატების სევდას, ფრესკების სევდას... |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 26th September 2024 - 07:15 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი