IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> ვინ არის იესო ქრისტე?
Kanishtha-Adhikar
პოსტი Nov 11 2011, 07:30 PM
პოსტი #1

Govinda das
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 131
რეგისტრ.: 4-May 11
მდებარ.: sukhum
წევრი № 10,979

ამ კითხვაზე მსურს დამაკმაყოფილებელი პასუხის მიღება ბიბლიიდან.

მე ვთხოვ მართლმადიდებლობის კარგად მცოდნე ფორუმელებს, რომ გამომეხმაურონ და ამიხსნან, თუ ვინ არის იესო ქრისტე სინამდვილეში და რა დამოკიდებულება აქვს მამა ღმერთთან.
მაინტერესებს როგორ წარმოაჩენს ქრისტეს პიროვნებას ბიბლია.

იესოს შესახებ დაინტერესება ყველა ვაიშნავს აქვს და ასევე მეც.
თუმცა მის შესახებ არ არის დოგმატური სწავლება ვაიშნავიზმში, მაინც გვესმის კრიშნას მიმდევრებს (ჩვენებური გადასახედიდან) თუ ვინ შეიძლება იყოს იგი.

ეხლა სოხუმშიც ძალიან მომრავლდა ქრისტეს მრავალი მქადაგებელი: ე.წ. "იეღოველები", ორმოცდათიანელები, ბაპტისტები და საიენტისტები (მაპატიეთ თუ ზუსტი ტერმინოლოგიით ვერ გამოვთქვამ მათი კრების სახელებს).
მე თითოეულ მათგანს ვესაუბრე იესოს შესახებ და თითქმის ყველამ განსხვავებულად წარმოაჩინა ქრისტეს არსი და პიროვნება.
მე მესმის, რომ მართლმადიდებლობა სასტიკად ამხელს ასეთ სწავლებებს ქრისტეს შესახებ, როგორც მათ აქვთ და ვინაიდან ეს ასეა, მაშინ ეხლა თქვენ გთხოვთ ახსნას შესაბამის საკითხზე.

იმედი მაქვს ამომწურავად იქნება პასუხები.

წინასწარ გიხდით დიდ მადლობასsmile.gif
ჰარე კრიშნა!

პ.ს. ლელუაშვილი შენი იმედი მაქa075.gif

--------------------
პიროვნება, რომლის არსება მთლიანად დაუპყრია კრიშნას ცნობიერებას, ყველაფერს სწირავს სულიერ ამაღლებას და მისი შენაწირიც აბსოლუტური სულიერებით არის აღბეჭდილი. იგი უსათუოდ დამკვიდრდება უფლის სასუფეველში(ბ.გ.4;24).
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
 
Reply to this topicStart new topic
გამოხმაურებები
lasha_k
პოსტი Nov 17 2011, 10:44 AM
პოსტი #2

Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 175
რეგისტრ.: 17-August 10
წევრი № 9,301

[დასასრული - მესამე ნაწილი]

QUOTE
როგორც ზევით ვთქვი, მესიანური იდეას საკუთარ თავში მოქონდა ისრაელისათვის ერთდროულად დიდი უპირატესობა და ასევე დიდი განსაცდელი - ის თვლიდა, რომ მისი არჩევა ნიშნავს უმაღლეს შეფასებას ღვთის თვალში სხვა ხალხთან შედარები ანუ თავისი არჩევითობა გაუთანაბრა მიწიერი ბედნიერების, წარმატებისა და პირველობის შეპირებას.

- რატომ მოხდა ასე?!

ღმერთი რომელიც მოსეს ეცხადებოდა ჭეშმარიტია, მაგრამ თუ მისი თაყვანისმცემელნი კარგავენ მასზე ჭეშმარიტ ამაღლებულ შეხედულობას და უთანაბრდებიან მიწიერ ბედნიერებას, მაშინ თავად უკარგავენ მნიშვნელობას საკუთარ ლოცვასა და მსახურს, რის გამოც ეს ყველაფერი უფლამდე არ აღწევს, გზად კი ეშმაკი ეღობება.
სწორედ ამიტომ განუცხადა იესომ იუდეველებს, რომლებიც აცხადებდნენ, რომ მათი მამა ღმერთია: - ''თქვენი მამა არის ეშმაკი'' [იოანე 8:40/47]
სწორედ ამიტომ ვერ იგებდნენ მის სიტყვებს და სწორედ ამიტომაც ჯვარს აცვეს - ერთად ერთი მიზეზის გამო (!)

* * *

სახარების კითხვისას, მკითხველს თვალში ხდება ბევრი ეპიზოდი, სადაც იესოს წესის დარღვევაში ადანაშაულებდნენ: ''შაბათის'' დარღვევა[მათე 12:1/8]; ''კაშრუტ''ის გაუქმება - საკვების კანონები [მარკოზი 7:19];... და ა.შ.
მაგრამ როდესაც საკითხში ჩავღრმავდებით დავინახავთ, რომ მიუხედავად ყველაფრისა იესო ქრისტედ წოდებულს არც ერთი წესი არ დაურღვევია - მან დაარღვია ის რაც ეშმაკისეული იყო ხოლო, ღვთის კანონის ''გასაუქმებლად კი არა, აღსასრულებლად მოვედი'' [მათე 5:17]''
[სიტყვა -აღსრულება - ორიგინალში (მაცხოვარის ენა არამიულია) + ბერძნული გრამატიკა გაცილებიდ ფართო მნიშვნელობისაა: ''ჭეშმარიტი აზრი გამოხატო; შეავსო; დაამოწმო; სრულად გამოხატო;..]
საქმე იმაში კი არაა, რომ თავად ფარისეველთა სწავლებას აღუდგა წინ იესო, არამედ სწავლების დამახინჯებას.
თავად ფარისევლები საკმაოდ განათლებულნი ითვლებოდნენ და სხვებისაგან (თუნდაც სადუკევლებისაგან) განსხვავებით აღიარებდნენ მკვდრეთით აღდგომას.
გავიხსენოთ იგივე მოციქული პავლე ანუ ყოფილი სავლე... განთქმული რაბინი და თალმუდისტი თარსიდან რავ შაული, რომელსაც ქრისტეს რჯულის მიღების შემდეგადაც პატივისცემით ხვდებოდნენ სინაგოგაში შესვლისას და სიტყვის თქმას სთხოვდნენ იუდეველები [საქმეები 13:15]; ან მაგალითად მისი განცხადება: ''პავლემ იცოდა, რომ ერთი ნაწილი სადუკევლებისა იყო, სხვა კი ფარისევლებისა, და იყვირა სინედრომში: კაცნო და ძმანო, მე ფარისეველი ვარ, ფარისეველის ძე''[საქმეები 23:6]

აქ შემიძლია ბევრი ვისაუბრო და დავიხმარო იუდეველთა გადმოცემა - თალმუდი (''ზეპირი თორა''; თორა - ბიბლიის პირველი ხუთი წიგნი); მაგალითად თალმუდში ჩაწერილი: ''ადამიანი კი არაა შაბათისათვის, შაბათია ადამიანისათვის'' და მსგავსი... რომლის ყველაზე უკეთ მცოდნე, რა თქმა უნდა თავად მაცხოვარი იქნებოდა, რის გამოც საკადრის პასუცს სცემდა ფარისეველთ - მაგრამ კონკრეტულობისა და სიმარტივისათვის სახარებიდან ორ ეპიზოდს გავიხსენებ, რომლებიც ნათლად მიუთითებენ ყველაფერ ზევით ნათქვამზე.

პირველ ეპიზოდში იესო გამოწვევით მიმართავს ბრბოს, რომელიც ასევე შედგებოდა რელიგიური ლიდერებისაგან:
''რომელი თქვენთაგანი მამხილებს ცოდვის გამო? ''
[იოანე 8:46]
არავინ/ვერავინ გამოვიდა, რომ თუნდაც ერთი ბრალდება წაეყენებინათ კანონის დარღვევისა თუ სხვა ჭეშმარიტული ტრადიციის მოშლაში.

მეორე პირველის მსგავსია, მაგრამ ქრისტიანებისათვის შედარებით დრამატული/ემოციური.
იესო დგას სინედრომის წინაშე [მარკოზი 14: 55/56]
''მღვდელმთავარნი და მთელი სინედრონი ეძებენ მოწმობას იესოს წინააღმდეგ, რათა მოეკლათ იგი, მაგრამ ვერ პოულობდნენ''.
ვერც ერთი მიზეზი ვერ იპოვეს (!)
... და ბოლოს, კითხვაზე: ''შენა ხარ ქრისტე, ძე კურთხეულისა?''
ის პასუხობს ყველაზე განსაცვიფრებელს, რაც ოდესმე თქმულა.
''მაშინ მღვდელმთავარმა შემოიხია სამოსელი
და თქვა: რაღად გვინდა მოწმენი?
თქვენ გესმით გმობა. რას იტყვით თქვენ?
მაშინ ყველამ დაადო მსჯავრი მას, რომ სიკვდილს იმსახურებდა.''
[მარკოზი 14: 63/64]
ასე და ამდაგვარად ბატონებო და ქალბატობებო... სიკვდილს! თან განსაკუთრებული სისასტიკით!
მათი წესით ღვთისგმობა ასე უნდა დასჯილიყოდა მითუმეტეს თუ ეშმაკთან ქონდათ საქმე [როგორც შერაცხეს მაცხოვარი და მისი საქმეები]

[აქ მოკლედ შევეხები განსაზღვრული ჯგუფის აბსურდულ მტკიცებასაც:
''იესოს არსად უთქვამს რომ თავადაა ღმერთი'' და ამდაგვარი...
თავი რომ გავანებო წინა პოსტში ახალი აღთქმიდან ნახსენებ მარტო მაცხოვარის სიტყვებს, (და მთლიანობაში ახალი აღთქმის სულისკვეთებას/არს, რაც მოციქულებმა გადმოგვცეს) ზემოთ მოყვანილი მაგალითიც ნათლად მოწმობს რას აცხადებდა იესო და რატომ/რა მიზეზით დაიმსახურა სინოდისაგან სიკვდილით დასჯა]

თუმცა წესი მაინც დაარღვიეს - ქრისტე ორჯერ აწამეს - მიუხედავად იმისა, რომ თუნდაც რომის კანი გრძალავდა ერთ დანაშაულზე ორჯერ დასჯას.
პირველად ტყვიის ბურთულებიანი, ხუთკუდა ''მათრახით'' 39 დარტყმა მიაყენეს (იუდეველებთან აგრძალული იყო 40ზე მეტი დარტყმა, რაც სიკვდილს იწვევდა) ყოველი დარტყმისას ''მათრახი'' ეფინებოდა სხეულს და ხუთ ადგილას კანს ხეთქავდა ძვლამდე...
პილატეს ეგონა შეეშვებოდნენ და ვითომ კარგს აკეთებდა, რადგან:
- დიახ... სასტიკად ნაწამები იესოს დამნახავე ადამიანი ალბათ მართლა შეეშვებოდა, მაგრამ ეშმაკი... არასდროს. (!)
მეორედ - ჯვარს აცვეს. ორი ათასი წლის მანძილზე იმდენჯერ გვსმენია ეს სიტყვა, რომ მისი ჭეშმარიტი აზრი ასე ვთქვათ - დავკარგეთ. ციცერონის თქმით, ესაა ადამიანის მიერ გამოგონილი ყველაზე სასტიკი წამების ფორმა... დეტალებზე აღარ შევჩერდები, რომელიც მართლა საშინელია და პირადად მე ვერც შევძელი ამ მასალების მთლიანად წაკითხვა. ვიტყვი მხოლოდ იმას, რომ მაცხოვარი დანარჩენ ორ გაკრულზე ადრე გარდაიცვალა. ''პილატეს გაუკვიდა (კიდეც), რომ ასე მალე. '' [მარკოზი 15:44] სხვებს წვივები გადაუმტვრიეს, იესო ქრისტესათვის ეს არ დაჭირებიათ, გულმა ვერ გაუძლო ამდენ ტკივილს.... და ვერავინ იტყვის, რომელი უფრო მტკივნეული იყო: სულიერი თუ ფიზიკური.

ეს იყო მათი არჩევანი და რაც ნაწინასწარმეტყველები იყო,
რადგან უფალისათვის არასდროს არაფერია უცნობი.

* * *

საერთოდ მესიანური იდეა - შეხების მთავარი ქვაკუთხედია ქრისტიანებსა და იუდეველთა შორის. ამაში დამეთანხმება როგორც ერთი მხარე, ასევე მეორეც. მთავარი კი ისაა, რომ ამ იდეის გაგება აბსოლიტურად ურთიერთსაწინააღმდეგოა - მიუხედავად იმისა, რომ იდეის მატარებელი წერილი, უცვლელად წმინდაა როგორც ერთი მხარისათვის, ასევე მეორისათვის. პარადოქსალურ სიტუაციაშიც კი ვვარდებით, მაგრამ თუ აქ გავითვალისწინებთ, რომ საქმეში არაერხელ ნახსენები ეშმაკი/მაცდურია ჩამბული, შესაბამისი დასკვნებს გამოვიტანთ.

[ის სრულებითაც არ არის ''რქიან/კუდიანი'', პირიქით ...
გარდა ამისა სრულებითაც არ გავს ''ჰოლივუდის'' გმირს და ოსტატურად იყენებს თავად წმინდა წერილსაც კი - გველაპარაკება მისი ენით - როგორც თავად იესოს ელაპარაკებოდა უდაბნოში: ''ვინაიდან დაწერილია...(გააკეთე ეს)'' [მათე 4:6]
დღეს სწორედ ამ ფრაზით შეიარაღებულნი დადიან საშოვარზე გამოსული უამრავი რელიგიის წამრმომადგენელი - ბიბლიის ფრიალით და ფრაზით: ''ვინაიდან დაწერილია''... ''აი ჩახედეთ თუ არ გჯერავთ'']

ერთი სიტყვით, იუდეველები მესიას (ქრისტეს) განიხილავდნენ როგორც მსოფლიოს/დედამიწის მეფეს [სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით], რომელიც მათ კეთილდღეობასა და პირველობას უბოძებს, რასაც კარგად აღწერს ებრაული კანონის ერთადერთი აღიარებული ავტორიტეტი ამ საკითხში რამბამი - რაბი მოშე ბენ მაიმონი - ამჯერად ამაზე აღარ გავამახვილებ ყურადღებას, მხოლოდ ავღნიშნავ, რომ იესო ნაზარეთელი ასეთი კრიტერიუმებში არ ჯდებოდა: - მიწიერი სიმდიდრესა და ბედნიერებას მოსატანად არ მოვლენია ის ისრაელს და მითუმეტეს ერთ განსაკუთრებულ ხალხთან აღთქმის დასადებად, ''რადგან ღმერთთან არ არსებობს მიკერძოება'' [რომაელთა 2:11]

იესოს სიტყვა ვერ დაეტია მათში [იოანე 8:37] და ისინი მის მოკვლას ცდილობდნენ [იოანე 8:40]; მათ არ ესმოდათ იესოსი [იოანე 8:43], რადგან მათი მამა ეშმაკი იყო იმ მომენტში [იოანე 8:44]

აქვე ავღნიშნავ:
- იყო დრო, მეც მძლევდა ზოგჯერ მაცდური და ვერ ვწვდებოდი მაცხოვრის სიტყვების ღრმა არს: '' მიუტევე ამათ, ვინაიდან არ იციან, რას აკეთებენ''[ლუკა 23:34]
მაგრამ ღვთის ნებითა და დახმარებით გამოვსწორდი, ხოლო ჯვრისწერისას - როდესაც მსახური უფალს სთხოვდა დაველოცეთ: აბრაამისა და სარრას მსგავსად, ისააკისა და რებეკკას, იაკობისა და რახელის, ყველა პატრიარქის, მოსეს, ღვთისმშობლის მშობლების იოაკიმესა და ანნას..... მსგავსად - საბოლოოდ მივხვდი რომ ვცდებოდი.

* * *

კაცობრიობის ისტორიაში არც ერთი აღიარებული რელიგიური ბელადი: არც აბრაამი თუ მოსე, არც ბუდდა თუ ვიშნუს მერვე გარდასახვა კრიშნა, არც მუჰჰამედი, კონფუძი... და ა.შ.
არ აცხადებდა პრეტენზიას ღმერთის სახელზე.
ერთადერთი გამონაკლისი ამ მხვრივ - იესო ქრისტეა.
მაშ ასე:
ჩვენ ვდგავართ ალტერნატივის წინაშე.
- იესო ნაზარეთიდან: ქრისტე (მესია), ძე ღვთისა და თავად ღმერთი;
- ან: სულიერად ავადმყოფი და შეიძლება უფრო მეტიც - ეშმაკი.

ჩემთვის აბსოლიტურად ნათელია, რომ არც ავადმყოფი ყოფილა და არც ეშმაკით შეპყრობილი. შესაბამისად რაც არ უნდა
'' ყველაზე განსაცვიფრებელი, იყოს რაც ოდესმე თქმულა'' -
ისაა:
უფალი იესო ქრისტე, ძე ღვთისა მხოლოდშობილი, მამისაგან შობილი უწინარეს ყოველთა საუკუნეთა. ნათელი ნათლისაგან, ღმერთი ჭეშმარიტი ღვთისაგან ჭეშმარიტისა, შობილი და არა ქმნილი, ერთარსი მამისა, რომლისაგან ყოველი შეიქმნა. რომელი ჩუენთვის, კაცთათვის და ჩუენისა ცხოვრებისათვის გარდამოხდა ზეცით, და ხორცნი შეისხნა სულისაგან წმიდისა და მარიამისაგან ქალწულისა, და განკაცნა.

* * *
ესაა ჩემი არჩევანი.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
gabrieli.
პოსტი Nov 27 2011, 03:18 AM
პოსტი #3

Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 298
რეგისტრ.: 25-December 09
მდებარ.: გორი
წევრი № 7,861

ციტატა(lasha_k @ Nov 17 2011, 10:44 AM) *

თქვენ გენაცვალეთ, ძალიან კარგი სტატიაა, მომეწონა ძალიან. ვისთან ნახე ეს? თუ თქვენი შეჯამებულია?
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში
Kanishtha-Adhikar   ვინ არის იესო ქრისტე?   Nov 11 2011, 07:30 PM
GIORGI LELUASHVILI   Kanishtha-Adhikar მოკლედ, ძალ...   Nov 11 2011, 07:50 PM
GIORGI LELUASHVILI   აი, რას ამბობს მოცი...   Nov 11 2011, 08:10 PM
Kanishtha-Adhikar   GIORGI LELUASHVILI დიდი მადლობ...   Nov 11 2011, 08:21 PM
karpaki   Kanishtha-Adhikar ესენი ქრის...   Nov 11 2011, 08:37 PM
afxazi   Kanishtha-Adhikar იგულისხმე...   Nov 11 2011, 08:47 PM
GIORGI LELUASHVILI   Kanishtha-Adhikar აფხაზმა სწო...   Nov 11 2011, 09:29 PM
georgios   Kanishtha-Adhikar გარდა სხვა ...   Nov 12 2011, 01:22 AM
lasha_k   გამარჯობათ :) ძალია...   Nov 16 2011, 12:06 PM
lasha_k   [გაგრძელება - (მეორე...   Nov 16 2011, 02:32 PM
A.V.M   ამ თემაზე დიდხანს ...   Nov 16 2011, 04:03 PM
lasha_k   [დასასრული - მესამე ...   Nov 17 2011, 10:44 AM
gabrieli.   [დასასრული - მესამე...   Nov 27 2011, 03:18 AM
Kanishtha-Adhikar   GIORGI LELUASHVILI რაღაცეებს ...   Nov 24 2011, 09:38 PM
georgios   Kanishtha-Adhikar მაგას სხვე...   Nov 24 2011, 11:17 PM
GIORGI LELUASHVILI   Kanishtha-Adhikar აჰა, ძალიან ...   Nov 25 2011, 12:00 AM
Kanishtha-Adhikar   [b]Kanishtha-Adhikar აჰა, ძალია...   Nov 30 2011, 08:22 PM
georgios   GIORGI LELUASHVILI ბრაჰმა, როგ...   Nov 25 2011, 12:52 AM
A.V.M   ხო მაგრამ ამგვარი ...   Nov 25 2011, 01:29 AM
sergi_glaxa   იესო მოკვდა და აღდ...   Nov 25 2011, 10:05 AM
GIORGI LELUASHVILI   georgios გავაცოცხლოთ ნა...   Nov 25 2011, 01:49 PM
A.V.M   იუდეველებს ოღონდ ს...   Nov 25 2011, 05:08 PM
georgios   GIORGI LELUASHVILI ჩემი პირად...   Nov 25 2011, 08:29 PM
GIORGI LELUASHVILI   georgios შესაძლოა ამ სა...   Nov 25 2011, 08:35 PM
georgios   GIORGI LELUASHVILI ვერ მოვიძი...   Nov 25 2011, 08:56 PM
GIORGI LELUASHVILI   georgios ხო, აზრზე ვარ ვი...   Nov 25 2011, 09:03 PM
georgios   GIORGI LELUASHVILI რა ვიცი. მე ...   Nov 25 2011, 09:07 PM
GIORGI LELUASHVILI   GIORGI LELUASHVILI რა ვიცი. მე ...   Nov 25 2011, 09:09 PM
georgios   GIORGI LELUASHVILI ისე მახინჯ...   Nov 25 2011, 09:13 PM
GIORGI LELUASHVILI   GIORGI LELUASHVILI ისე მახინჯ...   Nov 25 2011, 09:17 PM
georgios   GIORGI LELUASHVILI :D   Nov 25 2011, 09:21 PM
lasha_k   gabrieli. მიხარია რომ მო...   Nov 29 2011, 12:08 PM
georgios   Kanishtha-Adhikar სწავლების ...   Nov 30 2011, 08:54 PM
A.V.M   წმ.ბასილი დიდი ასე ...   Nov 30 2011, 09:02 PM
A.V.M   სული წმინდის შესახ...   Nov 30 2011, 09:13 PM
Kanishtha-Adhikar   georgios A.V.M მადლობა ბიჭე...   Nov 30 2011, 09:53 PM
GIORGI LELUASHVILI   Kanishtha-Adhikar მიკვირს პოლ...   Nov 30 2011, 10:00 PM
A.V.M   ჩვენში ვინც ერკვე...   Nov 30 2011, 11:25 PM
Kanishtha-Adhikar   GIORGI LELUASHVILI ის კი გასაგ...   Dec 1 2011, 01:25 PM
GIORGI LELUASHVILI   Kanishtha-Adhikar ააჰაა, გასა...   Dec 2 2011, 07:17 PM
Kanishtha-Adhikar   Kanishtha-Adhikar ააჰაა, გასა...   Dec 6 2011, 03:14 PM
A.V.M   მართალი ხარ გოვინ...   Dec 6 2011, 07:21 PM
Kanishtha-Adhikar   A.V.M მადლობა, გაიხარე...   Dec 8 2011, 10:14 PM
GIORGI LELUASHVILI   Kanishtha-Adhikar ეს ორი მამა ...   Dec 8 2011, 10:23 PM
A.V.M   ძალიან კარგია... დი...   Dec 9 2011, 12:02 AM
georgios   Kanishtha-Adhikar http://predanie.ru/audio/jitij...   Dec 9 2011, 01:10 AM
GIORGI LELUASHVILI   A.V.M ჰოდა ზუსტად ამ ...   Dec 9 2011, 03:08 PM
A.V.M   ნამდვილად.და სწორ...   Dec 9 2011, 05:48 PM
GIORGI LELUASHVILI   A.V.M სასაცილოა სატირ...   Dec 9 2011, 06:24 PM
Kanishtha-Adhikar   GIORGI LELUASHVILI georgios გაიხარე...   Dec 9 2011, 06:43 PM
esre ars cheshmariteba   GIORGI LELUASHVILI georgios გაიხარე...   Feb 23 2012, 09:50 PM
afxazi   esre ars cheshmariteba შენგან შე...   Feb 23 2012, 09:48 PM
esre ars cheshmariteba   [b]esre ars cheshmariteba შენგან შ...   Feb 23 2012, 10:04 PM
afxazi   esre ars cheshmariteba ცუდად ვამ...   Feb 23 2012, 09:53 PM
afxazi   esre ars cheshmariteba რატომ ძა...   Feb 23 2012, 10:05 PM
esre ars cheshmariteba   esre ars cheshmariteba რატომ ძალ...   Feb 23 2012, 10:20 PM
afxazi   esre ars cheshmariteba მეჩვენებ...   Feb 23 2012, 10:20 PM
GIORGI LELUASHVILI   არც მე მაქვს ნერვე...   Feb 23 2012, 10:28 PM
afxazi   ეს აღარ წავიკითხე,...   Feb 23 2012, 10:30 PM
Otherguy   ეს აღარ წავიკითხე, ...   Feb 24 2012, 12:05 AM
აკაკი   esre ars cheshmariteba დაიცავით ...   Feb 23 2012, 11:26 PM
afxazi   Otherguy ეს ადამიანი აქ...   Feb 24 2012, 12:08 AM
A.V.M   მე არანაირი სურვი...   Feb 24 2012, 12:10 AM
afxazi   esre ars cheshmariteba უკანასკნ...   Feb 24 2012, 09:53 PM
toka@   esre ars cheshmariteba :D ვისი ხარ ...   Feb 24 2012, 09:55 PM
afxazi   ვერ გავიგე რა უბედ...   Feb 24 2012, 09:55 PM
esre ars cheshmariteba   ვერ გავიგე რა უბედ...   Feb 24 2012, 09:57 PM
toka@   esre ars cheshmariteba მოგვენატრ...   Feb 24 2012, 09:58 PM
afxazi   esre ars cheshmariteba ვიცი რომ ...   Feb 24 2012, 09:59 PM
esre ars cheshmariteba   esre ars cheshmariteba ვიცი რომ ღ...   Feb 24 2012, 10:12 PM
afxazi   esre ars cheshmariteba ჭეშმარიტ...   Feb 24 2012, 10:18 PM
esre ars cheshmariteba   esre ars cheshmariteba ჭეშმარიტ...   Feb 24 2012, 10:28 PM
afxazi   esre ars cheshmariteba ნუ ცდილობ ...   Feb 24 2012, 10:29 PM
esre ars cheshmariteba   esre ars cheshmariteba ნუ ცდილობ...   Feb 24 2012, 10:32 PM
Ornies   Kanishtha-Adhikar იესო არის ია...   Mar 28 2012, 01:25 AM
afxazi   Ornies ე.ი. იეღოველი ხა...   Mar 28 2012, 11:37 AM
toka@   afxazi გაგიკვირდა? :)   Mar 28 2012, 12:58 PM
A.V.M   არა მგონია...   Mar 28 2012, 04:30 PM
■გიორგი■   იესო ქრისტე ღვთის ...   Mar 31 2012, 12:45 AM
George Leluashvili   ■გიორგი■ ანუ იმავ...   Mar 31 2012, 03:20 PM
NINJA - ნინძა   George Leluashvili არ ვარ მართ...   Mar 31 2012, 03:35 PM
George Leluashvili   NINJA - ნინძა ვახო, შენ...   Mar 31 2012, 09:17 PM
■გიორგი■   ანუ იმავე ბუნებისა...   Apr 1 2012, 12:07 AM
toka@   ■გიორგი■ სახარები...   Apr 1 2012, 12:18 AM
A.V.M   ბატონო ■გიორგი■! ...   Apr 1 2012, 12:36 AM
■გიორგი■   [b]■გიორგი■ სახარებ...   Apr 1 2012, 05:05 PM
ქევანა   ასეთი ფრაზები მაგ...   Apr 1 2012, 06:18 PM
A.V.M   ვიცი. როგორც ვფიქრ...   Apr 1 2012, 07:59 PM
George Leluashvili   ■გიორგი■ ბევრ ფილ...   Apr 1 2012, 11:49 PM
■გიორგი■   [b]■გიორგი■ ბევრ ფი...   Apr 3 2012, 03:28 PM
George Leluashvili   ■გიორგი■ ანუ შენი ...   Apr 3 2012, 04:02 PM
George Leluashvili   ■გიორგი■ სწორედ ა...   Apr 3 2012, 07:51 PM
■გიორგი■   [b]■გიორგი■ მიზანი ...   Apr 3 2012, 08:06 PM
George Leluashvili   ■გიორგი■ აგიხსენ...   Apr 3 2012, 08:16 PM
■გიორგი■   ■გიორგი■ ვეცდები ...   Apr 3 2012, 09:06 PM
George Leluashvili   ■გიორგი■ :D :D მე ამ მ...   Apr 4 2012, 05:52 PM
■გიორგი■   George Leluashvili გაუგებარი ...   Apr 5 2012, 12:55 AM
George Leluashvili   შენ თუ წაკითხულიდ...   Apr 5 2012, 03:45 PM
■გიორგი■   შენ თუ წაკითხულიდ...   Apr 8 2012, 01:28 AM
George Leluashvili   ■გიორგი■ ობიექტურ...   Apr 8 2012, 05:28 PM
4 გვერდი V  1 2 3 > » 

Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 2 მომხმარებელი (მათ შორის 2 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

მსუბუქი ვერსია ახლა არის: 23rd May 2024 - 11:05 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი