![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
George Leluashvili |
![]()
პოსტი
#1
|
Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 5,088 რეგისტრ.: 27-February 11 წევრი № 10,559 ![]() |
მოგესალმებით
![]() ასეთი თემა მგონი არ არსებობს და ამიტომ მე აუცილებლად მივიჩნიე ისეთი თემის არსებობა, სადაც ერთმანეთს სხვადასხვა რელიგიურ საკითხებზე გავესაუბრებოდით და ჩვენს შინაგან სულიერ მდგომარეობას, განცდებს გავუზიარებდით ერთმანეთს. დავწეროთ ხოლმე თუნდაც ჩვენი ყოველდღიური რელიგიური ცხოვრებიდან რაიმე განსაკუთებული შემთხვევები და საერთოდ, ვისაუბროთ იმაზე, რაც რელიგიას შეეხება. ![]() -------------------- ________________________________________________________________________
შეიძულე სიმდიდრე და იქნები მდიდარი; შეიძულე დიდება და იქნები დიდებული; შეიძულე შეურაცხება და იქნები უძლეველი; შეიძულე დასვენება და იპოვი მოსვენებას; შეიძულე დედამიწა და იპოვი ზეცას. ________________________________________________________________________ |
![]() ![]() |
George Leluashvili |
![]()
პოსტი
#2
|
Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 5,088 რეგისტრ.: 27-February 11 წევრი № 10,559 ![]() |
მხევალი ნინო
ციტატა ცოტა არ იყოს წუწუნის ტონიც ცავდე. რთულია ამ განცდით ცხოვრება, რადგან რეალური ჩვენთვის ეხლა ეს ცხოვრებაა და არა ის, ოდესღაც რომ დეგაბ. თუმცა, შიუკაშვილების და მსგავსი შეMთხვევები, გვაფხიზლებს ხოლმე, მაგრამ, არ ისე რომ სრულად იქნას აღქმული აქმევყნის ამაოება. ამქვეყნად იმდენი გასაცდელია, ემოცია, მზანი... ბოლოს და ბოლოს ყოველდღიური ცხოვრება.. გეთანხმები, რომ მართლა რთულია აღქმა იმისა, რომ ამაოა ეს ცხოვრება, მაგრამ თუკი სიმდიდრესა და მისგან მომდინარე ყველა სიამეს მხოლოდ მოჩვენებად, წამიერ ამბად მიიჩნევ, მაშინ ყოველივე ამქვეყნიური ამაოება იქნება შენთვის, რაკი მტკიცედ გეცოდინება, რომ სათნოებით აღსავსე ცხოვრება ყველა სიმდიდრეზე უმჯობესია, და თუკი მტკიცედ გექნება ეს ცოდნა და მარად გეხსომება, მაშინ შენ არც წუწუნს დაიწყებ გაჭირვების ჟამს, არც ჩივილს ვინმეზე და გმობა-გაკიცხვას ვინმესას, არამედ ყოველთვის მადლობას შესწირავ ღმერთს ნებისმიერ განსაცდელსა თუ გაჭირვებაში. არც მაშინ დამწუხრდება შენი სული, როცა იხილავ, რომ ღირსებით შენზე დაბლა მდგომი ადამიანები განიდიდებიან მჭევრმეტყველების, ცოდნისა თუ სიმდიდრის გამო. გაუმაძღარი, მარადდაუკმაყოფილებელი სურვილი სიმდიდრის მოპოვებისა და ხორციელ სიამეთა მიღებისა, ამაო დიდებისაკენ მისწრაფებისა და ზესთამჩნეობისა - ჭეშმარიტების არცოდნისაგან გამომდინარეობენ და ადამიანის სულის ყველაზე ბოროტი ვნებები არიან. პ.ს. ძაან დამრიგებლური ტონი გამომივიდა, მაგრამ ეს უპირველესად ჩემ თავს ვუთხარი ![]() -------------------- ________________________________________________________________________
შეიძულე სიმდიდრე და იქნები მდიდარი; შეიძულე დიდება და იქნები დიდებული; შეიძულე შეურაცხება და იქნები უძლეველი; შეიძულე დასვენება და იპოვი მოსვენებას; შეიძულე დედამიწა და იპოვი ზეცას. ________________________________________________________________________ |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 3rd July 2025 - 09:55 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი