![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
George Leluashvili |
![]()
პოსტი
#1
|
Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 5,088 რეგისტრ.: 27-February 11 წევრი № 10,559 ![]() |
მოგესალმებით
![]() ასეთი თემა მგონი არ არსებობს და ამიტომ მე აუცილებლად მივიჩნიე ისეთი თემის არსებობა, სადაც ერთმანეთს სხვადასხვა რელიგიურ საკითხებზე გავესაუბრებოდით და ჩვენს შინაგან სულიერ მდგომარეობას, განცდებს გავუზიარებდით ერთმანეთს. დავწეროთ ხოლმე თუნდაც ჩვენი ყოველდღიური რელიგიური ცხოვრებიდან რაიმე განსაკუთებული შემთხვევები და საერთოდ, ვისაუბროთ იმაზე, რაც რელიგიას შეეხება. ![]() -------------------- ________________________________________________________________________
შეიძულე სიმდიდრე და იქნები მდიდარი; შეიძულე დიდება და იქნები დიდებული; შეიძულე შეურაცხება და იქნები უძლეველი; შეიძულე დასვენება და იპოვი მოსვენებას; შეიძულე დედამიწა და იპოვი ზეცას. ________________________________________________________________________ |
![]() ![]() |
მხევალი ნინო |
![]()
პოსტი
#2
|
![]() ზღაპრის ბოლო კეთილია.. ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Senators პოსტები: 25,889 რეგისტრ.: 19-December 06 წევრი № 715 ![]() |
davithet
ციტატა ლია მეორე- დედაჩემის მხრიდან ნათესავია. დაფიქრებული და კარგად იცის თუ რა ხდება საქართველოში. ღმერთი მაღლაა მე მოვკვდე თუ გამეგოს რა გიწერია. არადა, რამოდენიმეჯერ წავიკითხე. რა შუაშია პატრიაქრი, მისი ნათესაური კავშირი და ამბები საქართველოზე? ვერაფერი გავიგე. სადმე სხვაგან პოსტავდი? სიტყვა ,,დაფიქრებული,, რა შუაშია მაგ წინადადებაში? GIORGI LELUASHVILI მხოლდო გამდიდრებაა ეს ცხოვრება ან ამქვეყნიური სიამე? არც ასე საქმე. უბრალოდ, როცა ამაოების ლოგიკას მიყვები, მაშინ, არც ღირს რამეს სწავლა და კეთება, მაგრამ, როცა ამის აგრეშე არ შეგიძლია, მაშინ, ფუჭად სწავლის, კეთების ბრზოლის აზს ვერ ვხედავ. ციტატა გეთანხმები, რომ მართლა რთულია აღქმა იმისა, რომ ამაოა ეს ცხოვრება, მაგრამ თუკი სიმდიდრესა და მისგან მომდინარე ყველა სიამეს მხოლოდ მოჩვენებად, წამიერ ამბად მიიჩნევ, მაშინ ყოველივე ამქვეყნიური ამაოება იქნება შენთვის, რაკი მტკიცედ გეცოდინება, რომ სათნოებით აღსავსე ცხოვრება ყველა სიმდიდრეზე უმჯობესია, და თუკი მტკიცედ გექნება ეს ცოდნა და მარად გეხსომება, მაშინ შენ არც წუწუნს დაიწყებ გაჭირვების ჟამს, არც ჩივილს ვინმეზე და გმობა-გაკიცხვას ვინმესას, არამედ ყოველთვის მადლობას შესწირავ ღმერთს ნებისმიერ განსაცდელსა თუ გაჭირვებაში.არც მაშინ დამწუხრდება შენი სული, როცა იხილავ, რომ ღირსებით შენზე დაბლა მდგომი ადამიანები განიდიდებიან მჭევრმეტყველების, ცოდნისა თუ სიმდიდრის გამო. გაუმაძღარი, მარადდაუკმაყოფილებელი სურვილი სიმდიდრის მოპოვებისა და ხორციელ სიამეთა მიღებისა, ამაო დიდებისაკენ მისწრაფებისა და ზესთამჩნეობისა - ჭეშმარიტების არცოდნისაგან გამომდინარეობენ და ადამიანის სულის ყველაზე ბოროტი ვნებები არიან. გიორგი, ასეთ სიტყვებს რომ გავიგებ, მაპატიე, მაგრამ ფიქორბ, სხვისი სიტყვებით მესაუბრება და თავისი არაფერია აქ თქო. ეგ თიტქოსდა ისედაც ვიცით, ეხლა ცოცხალი მაგალითი თუნდაც შენს თავზე თუ შეგიძლია მოყევი. -------------------- ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....
დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი -Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? © |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 3rd July 2025 - 10:03 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი