![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
NINJA - ნინძა |
![]()
პოსტი
#41
|
![]() Sidharta-Gautama-Buddha ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 74 რეგისტრ.: 24-June 11 მდებარ.: moscow წევრი № 11,240 ![]() |
ვინ არის ღმერთი?
ღმერთი სულ სიყვარულია. ღმერთი სულ სინათლეა. ღმერთი სულ სილამაზეა. ღმერთი ყველაფერია: ჭეშმარიტება, სიმშვიდე, სინათლე, ნეტარება უსასრულო რაოდენობით. მას ფორმა აქვს; ის ფორმის არმქონეა. თუ თქვენ განიცდით ღმერთს როგორც სიმშვიდეს, მაშინ თქვენ იტყვით ღმერთი სიმშვიდეა. თუ თქვენ განიცდით ღმერთს როგორც სინათლეს, მაშინ თქვენ იტყვით, რომ ღმერთი სინათლეა. თუ თქვენ განიცდით ღმერთს როგორც სიყვალს, მაშინ თქვენ იტყვით, რომ ღმერთი სიყვარულია. ვინაიდან ჩვენ ადამიანური არსებები ვართ, ჩვენი შეზღუდული გაგების თანახმად, ჩვენ ვამბობთ ღმერთი ეს არის, ღმერთი ის არის. მაგრამ ღმერთი ნამდვილად ყველაფერია. თუ ჩვენ გვსურს მისი განცდა, როგორ ფორმის არმქონე უსასრულო გაფორთოება, ჩვენ შეგვიძლია ამის გაკეთება. და კვლავ, თუ ჩვენ გვსურს მისი პირადულ ასპექტში განცდა, როგორც ყველაზე სხივოსანი არსება ჩვენს თვალწინ, მაშინ ის ასეთნაირად წარსდგება. როდესაც თქვენ ეხებით ხეს-ღმერთს, თქვენ შეიძლება მიიღოთ სიმშვიდის გამოცდილება, იმ დროს როცა ვინმე სხვა მიიღებს ნეტარების გამოცდილებას. ასე რომ თქვენ იტყვით, რომ ღმერთი სულ სიმშვიდეა ის კი იტყვის, რომ ღმერთი სულ ნეტარებაა. მაგრამ ეს იგივე ღმერთია, იგივე მიზანი. მიზნის მიღწევის პროცესის დროს, ჩვენ შეგვიძლია ვიხილოთ ის სხვადასხვანაირად, მაგრამ თუ ერთხელ ნამდვილად მივაღწევთ მას, ჩვენ შევძლებთ იმის დანახვას , რომ ის ყველაფერშია. მაშინ თუ ჩვენ მოგვიწევს მისი აღწერა, მისი განმარტება, ჩვენ აღვწერთ ხეს-ღმერთს იმ ასპექტში რომელიც ჩვენ უფრო მოგვწონს. ჩვენ შეგვიძლია გამოცდილებით შევიცნოთ ყველაფერი, მაგრამ ჩვენ აღწერაში, ჩვენს გამოცხადებაში, ჩვენ გამოვავლენთ იმ ასპექტს, რომელიც ყველაზე უფრო მოგვწონს. ღმერთი და კაცობრიობა ადამიანსაც და ღმერთსაც ერთმანეთი უზენაესად სჭირდებათ. ადამიანს სჭირდება ღმერთი მისი უმაღლესი ტრანსცენდენტალური რეალიზაციისათვის, ღმერთს კი სჭირდება ადამიანი აბსოლუტური მიწიერი გამოვლენისათვის. ადამიანს სჭირდება ღმერთი მისი უმაღლესი ჭეშმარიტების შეცნობისათვის, მისი უმაღლესი არსებობის შეცნობისათვის. ღმერთს სჭირდება ადამიანი მისი გამოვლენისათვის აქ, დედამიწაზე, სრულიად, ღვთიურად და უზენაესად. ჩვენ ვგრძნბთ, რომ ღმერთი უფრო გვჭირდება, ვიდრე ჩვენ ღმერთს, მაგრამ ეს არასწორია. ღმერთს ერთნაირად ვჭირდებით, მეტიც კი. რატომ? მან იცის ჩვენი პოტენციალი და შესაძლებლობები უფრო მეტი, ვიდრე ჩვენ თვითონ ვიცით. ჩვენ საკუთარ თავზე ვფიქრობთ როგორც უვარგისზე, უიმედოზე, უმწეოზე, მაგრამ ღმერთის თვალში ჩვენ ნამდვილად მის ღვთიურ ინსტრუმენტებს წარმოვადგენეთ. მას ჩვენი გამოყენება უსასრულო გზებით სურს. ეს მისი ოცნებაა, რომლის რეალობად გარდაქმნა სურს. ღმერთს სურს, რომ ჩვენ ვიყოთ არა მხოლოდ უსასრულონი, არამედ მარადი და უკვდავნი. მან იცის, რომ ჩვენ ამის უნარი გვაქვს, რადგან მან მოგვცა უნარი. ეხლა მას სურს, რომ გამოვიყენოთ ჩვენ უნარი. უვიცობა და გასხივოსნება სულიერი სინათლის მთავარი დანიშნულებაა ჩვენი სიბნელის გასხივოსნება და გარდაქმნა. სულიერი სინათლე, შინაგანი სინათლე, ასხივოსნებს ჩვენს საუკუნოვან არასრულყოფილებებს და მიჯაჭვულობბებს. გარე სინათლე ცოდნაა; შიდა სინათლე რეალიზაციაა. ჩვენი გარე სინათლით, ჩვენ გვსურს ვიაროთ ღმერთისკენ. ჩვენი შიდა სინათლით ჩვენ არ გვინდა ღმერთისკენ წასვლა, რადგან ჩვენ უკვე ვართ ღმერთში და ღმერთი უკვე ჩვენშია.; ჩვენ ვხედავთ და ვგრძნობთ, რომ ღმერთი ჩვეენი უმაღლესი და ყველაზე გასხივოსნებული ნაწილია. ჩვენი გარე სინათლით ჩვენ ვგრძნობთ, რომ ღმერთი მიზანია, რომლიც უნდა შევიცნოთ. ჩვენი შიდა სინათლით ჩვენ ვგრძნობთ, რომ ღმერთი არა მხოლოდ ჩვენი საკუთარია, არამედ ჩვენი საკუთარი რეალობის არსი და დედააზრია. სულიერ ცხოვრებაში სინათლის გარეშე ვერაფერი განხორციელდება. სინათლით ყველაფერი შეიძლება განხორციელდეს. სინათლეში ყველაფერი უკვე შესრულებულია. თუმცა სინათლე ყველაზე საჭირო თვისებაა ჩვენი ცხოვრების გარდასაქმნელად, სამწუხაროდ, ადამიანებს ის ყველაზე ნაკლებად სჭირდებათ. ჩვენ ხშირად შევძახებთ სიხარულზე, სიმშვიდეზე ან ძალაზე, მაგრამ ძალიან იშვიათად მივისწრაფვით სინათლისაკენ. რატომ? რადგან გვეშინია, რომ სინათლე გამოიტანს ხალხის დასანახად ჩვენს სისუსტეებსა და არასრულყოფილებებს. მაგრამ შინაგანი სინათლე არ გამოგვააშკარავებს. პირიქით, შიდა სინათლე ღებულობს კაცობრიობას მთელი თავისი ნაკლით და ცდილობს გაასხივოსნოს ადამიანის უვიცობა, რათა ადამიანური ცხოვრება იქნას ამაღლებული ღვთაებრივ ცხოვრებმდე. თუ ჩვენ ნამდვილად გვჭირდება გასხივოსნება, უნდა ვგრძნობდეთ, რომ ვიზრდებით მცირე სინათლისაგან უფრო დიდი სინათლისაკენ. თუ ჩვენ მუდმივად ვგრძნობთ, რომ ღრმად ჩავიძირეთ უვიცობის ზღვაში, მაშინ ჩვენ ვერასოდეს, ვერასოდეს გამოვაღწევთ უვიცობიდან, ვინაიდან უვიცობის ზღვა უსაზღვროაა. მაგრამ თუ ჩვენ ვგრძნობთ, რომ მივდივართ სინათლის წვეთიდან ყოვლიცმომცველი, უმაღლესი სინათლისაკენ, უზენაესის სინათლისაკენ, მაშინ ჩვენი გასხივოსნება უფრო ხელმისაწვდომი და სპონტანური გახდება. პ.ს. მე შესაძლოა აქტიურად ვერ ჩავება თქვენთან საუბარში, პოლემიკაში, რადგან სამსახური არ მაძლევს საშუალებას, მაგრამ თქვენს აზრებს წავიკითხავ და მისაღებს მივიღებ ხოლმე. ![]() -------------------- ________________________________________________________________________ _ गते गते पारगते पारसंगते बोधि स्वाहा — გატე გატე პარაგატე პარასამგატე ბოდჰი სვაჰა - სრულიად განთავისუფლდი ილუზიისგან და შეეგებე გასხივოსნებას. „ფორმა სიცარიელეა, ხოლო სიცარიელე ფორმაა“ (ავალოკიტეშვარა - ბოდჰისატტვა) ომ - დიდსულოვნება მა - ეთიკა ნი - მოთმინება პად - სიბეჯითე მე - უარი ჰუნგ - სიბრძნე __________________________________________________________________ |
![]() ![]() |
zanneti |
![]()
პოსტი
#42
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 372 რეგისტრ.: 3-November 09 წევრი № 7,684 ![]() |
GIORGI LELUASHVILI
ჯერ იყო მითხარი, სისულეებს ვლაპარაკობ, მერე ბრმაც ვყოფილვარ, კიდევ სანამდე მიხვალ? ენა დაუოკებელი ბოროტებაა და მთელს სხეულს წარმართავს, ასე რომ ცოტა ფრთხილად იყავი ნინიას ბაღი არ გეგონოს ქრისტიანობა, და ნურც მაყენებ შეურაცყოფას. ზეცაში რა ხდება მაგაზე მითხარი რომ წაიკითხე გამოცხადების წიგნი და ნახავ რა ხდება იქ, სექტანტური კი არა ენას მოუკელი, შენ არ გადამიწყვიტო მე სექტანტი ვარ თუ ქრისტიანი, შენ გადაწყვიტე შენი ცხოვრება და არა ის მე ვინ ვარ... და საერთოდ ვინ დაგაყენა შენ მსაჯულად გადაწყვიტო ვინ მსჯელობს სექტანტურად და ვინ არა, მე ვთქვი რომ შეიძლება ნიჭებით უფლის განდიდება და მოგიყვანე ქურციკი ტაბითას მაგალითი და არ გყოფნის და აბა მე მაქ კიდევ სექტანტური მსჯელობა? ![]() ხოლო იგავები და ეკლესიასტე არის სიბრძნე და არა ილუსტრაციები და სიმბოლოები, ამით ადამიანმა უნდა იცხოვროს ხოლო ლოცვა არის ერთერთი ფორმა თაყვანისცემის მაგრამ არა მხოლოდ ერთადერთი, ლოცვაზე ლექციებს რატომ მიტარებ არ მესმის? გითხარი ლოცვა არ არის საჭირო მეთქი თუ? და ბოლოს, ისევ უკიდურესობა, მე დავწერე ყველაფერს აქვს თავისი დრო, არის გლოვის დრო არის ცეკვის დრო ანუ სიხარულის, სადაც მთელი არსიდ მთელი ძალით სულით გულით გიყვარწს უფალი... განმიმარტე პირველი მცნება რომელიც ამბობს რომ გიყვარდეს მთელი ძალით უფალი, ძალას რა კავშირი აქვს სულიერთან? გონებით, არსით გასაგებია მაგრამ ძალით? sopo... ეტყობა არ შენ კითხულობ მე რას ვწერ ![]() მე ვიცი რა შედეგი მოყვა. ისე დავითის ცხოვრებაც ალბათ ილუსტრაცია და მაგალითია რომელიც უფლის წინაშე ცეკვავდა, ახლა არ მიტხრათ ეს ძველი აღთქმააო. და რა ღმერთი ცვალებადია ძველში და ახალში? ეს ხომ რჯულით არ იყო დადგენილი, მაგრამ როცა ის იმარჯვებდა მას ესმოდა ვინ მიცა ეს გამარჯვება და ადიდებდა ღმერთს, ცეკვით როკვით ფსალმუნებით სხვადასხვა ინსტრუმენტებით და ტყუილად ამბობთ რომ ახალში არ შეიძლება, ადამიანი რომელიც განიკურნა მშენიერ ჭიშკართან მან იცეკვა ტაძარშიც კი, მაგრამ იცი რაში იყო იქ ამბავა? ადამაინებს შეშურდათ, ადამიანი არის შურიანი, შურიანები იყვნენ რელიგიოზნიკები და მოკლეს იესო, ასე3ვე სტეფანეც და შეგიძლიათ ნახოთ ეს, შურდათ იესოსი და სტეფანესი რადაგნაც ვერაფერს პასუხებდნენ მის სიტყვებს და საქმეებს და ამიტომაც მოკლეს, ახლაც ასეა ადამიანებს შურთ როცა დაინახავენ რომ სხვა ცეკვავს, რომ სხვა დარწმუნებულია რომ მარადიული სიცოცხლე აქვს, რომ სხვას შეუძლია თქვას რომ იგემა რა ტკბილია უფალი, ეს აღიზიანებს ხალხს და გაცოფებამდე მიყავს და შურთ რომ თვითონ არ შეუძლიათ ამის თქმა და ურახუნებენ მერე კლავიშებს და ყოველ სიტყვაში ეძებენ კირკიტს, ხან რომელ უკიდურესობას მიაწყდებიან ხან რომელს, მოკლედ ერთი იოტა რარ გაუკეთებიათ უფლისთვის და იმდენ დოქტრინებს მოგიყვანენ ისიც სხვის შედგენილ რომ თითქოს გაგაოცებენ... საკუთარი ერთი გამოცხადებაც არ მიუღიათ უფალზე და სხვისი რწმენით იკვეხნიან და სხვისი საქმეებით, იმან ეს ქნა იმან ეს დაწერა ხოლო თვითონ კი არაფერი არ იციან გარდა მათზე ლაპარაკისა. -------------------- ქრისტიანული საიტები
http://wolge.org/index.php http://qristiani.ge/qristiani.html http://xsna.wordpress.com/ 598-78-69-08 აჩიკო |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 30th June 2024 - 09:29 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი