ახალგაზრდა მართლმადიდებელთა ორგანიზაცია, თქვენი დახმარება გვინდააააა |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ახალგაზრდა მართლმადიდებელთა ორგანიზაცია, თქვენი დახმარება გვინდააააა |
aia |
Dec 10 2009, 01:00 AM
პოსტი
#21
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 385 რეგისტრ.: 23-January 08 წევრი № 3,725 |
სიხარულებო!!!!
შეიძლება არც ღირს ამაზე თქვენი შეწუხება, მაგრამ ვისაც არ დაგეზარებათ იმას გთხოვთ, რომ დაგვეხმაროთ! იქმნება ახალგაზრდა მართლმადიდებელთა ორგანიზაცია და სახელის მოფიქრება უჭირთ, რაც უნდოდათ, ისინი უკვე სხვას ჰქვიოა და იქნებ დაწეროთ თქვენი ვერსიები? სახელი უნდათ, რომ მოიცავდეს რწმენის, ეროვნულობის და განათლების ერთობლიობას... ჩემი დეიდაშვილიც მონაწილეობს და მან მთხოვა... ყველას ვერსიას სიხარულით მივიღებთ!!!! შეიძლება იყოს რამდენიმე სიტყვიანიც.... თქვენი იმედი მაქვს სიხარულებოოო -------------------- აკურთხევდით უფალსა ყოველნი ქმნილნი მისნი ყოველსა ადგილსა უფლებისა მისისასა;
აკურთხევს სული ჩემი უფალსა დიდება და მადლობა უფალს ყველაფრისათვის |
nana gamyrelidze |
Nov 28 2011, 09:49 PM
პოსტი
#22
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 3 რეგისტრ.: 27-November 11 წევრი № 11,800 |
მოგესალმებით. თუ ასე გულით გსურთ, კეთილი და სუფთა საქმეები აკეთოთ, მაშინ რატომ არ ამოიღებთ ხმას იმაზე, რომ თანამედროვე ქართული ლიტერატურა სულ უფრო მეტად და მეტად ირყვნება. .. ამ ფორუმზე სხვა თემაშიც დავპოსტე, მაგრამ ლიტონი სიტყვების გარდა ვერაფერი მოვისმინე საქმიანი. ამჯერად ჩემი აღშფოთება გამოიწვია ახალგამოსულმა მოთხრობების კრებულმა ,,არა, ვამბობ მე" - ასეთი სათაურით. ავტორი გახლავთ ლელა კოდალაშვილი. კრებული დიდის ამბით წარმოგვიდგინა რუსთავი ორის გადაცემამ. მე ვიყიდე და წავიკითხე. მერწმუნეთ, მსგავსი გარყვნილება არ დაწერილა ქართულ ლიტერატურაში. მე თავად ფილოლოგი ვარ და ასე თუ ისე ვიცნობ ამ სფეროს. ესაა ე.წ. ეროტიკული ტექსტები, ბოლო მოთხრობას კი თავისუფლად შეიძლება ეწოდოს პორნგრაფიული ჟანრის ტექსტი. აქ ავტორი ქალი მაღალმხატვრულად აღწერს სექსულაური ურთიერთობის დეტალებს, გაუკუღმართებულ აქტს (კუნილინგუსს), სხვა მოთხრობებში კი ორქმრიანობას ქადაგებს, აღწერს ახალგაზრდა გოგონას ჩუკენობის აქეტს, ქალებს, რომლებიც ერთდროულად არიან მამაკაცთან სექსუალურ კავშირში და ა.შ. მე მგონია, რომ ეს ტირაჟი არ უნდა მივიდეს ჩვენს შვილებამდე, თორემ ჩვენ - ჯანდაბას, ასე თუ ისე ვიცით კარგისა და ავის გარჩევა. იქნებ იმაღლოთ ხმა ამ უპრეცენდენტო ამბის წინააღმდეგ, ან იქნებ მირჩიოთ, ვის მივმართო, რომ საზოგადოებას ხმა მივასწვდინოთ. არ შეიძინონ ეს კრებული და ამ მაგალითით იქნებ სხვებმაც თავი ცოტათი მაინც შეიკავონ მსგავსი ტექსტების წერისგან, თორემ, ხომ იცით, ასეთებს მიმბაძველები უჩნდებათ ხოლმე. ეს კომერციასთანაც დიდ კავშირშია. გამომცემლობებს აძლევს პირველ რიგში ხელს მსგავსი ტექსტების ბეჭდვა... გმადლობთ წინასწარ
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 26th September 2024 - 06:46 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი