მღვდელი და ფსიქიატრი, თავსდება კი ერთმანეთთან? |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
მღვდელი და ფსიქიატრი, თავსდება კი ერთმანეთთან? |
saria-giorgi |
Jan 26 2011, 03:03 PM
პოსტი
#1
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 407 რეგისტრ.: 4-July 07 მდებარ.: q.walenjixa წევრი № 2,386 |
ადამიანებს ხშირად უჭირთ თავისთავად უჭირთ გადაწყვეტილების მიღება ამა თუ იმ პრობლემასთან დაკავშირებით. მორწმუნენი კი ხშირად, თითქმის ყოველთვის მიმართავენ სულიერ ხემძღვანელს, სასულიერო პირს. სწორედ აქვე ჩნდება კითხვა, რა საჭიროა ფსიქიატრი, ფსიქოლოგი?
სასულიერო პირს მივმართავთ, როდესაც ვგრძნობთ შინაგან დაცემას და გვინდა შენდობა მივიღოთ, ასევე კურთხევის დარღვევის პერიოდში, რომელიც იწვევს ფსიქიკურ აშლას, ხიბლს. თვითნებური გადაწყვეტილება უმეტეს შემთხვევაში გვანადგურებს. შინაგანად გვტანჯავს იმაზე ფიქრი, რომ არასწორად მოვიქეცით, გვეწყება არეულობა გულსა და გონებაში, ვგრძნობთ დანასაულს. ეს არის სულიერი ნარკოტიკი ცოდვის სახით, რომელიც აზრის შედეგად შემოვიდა, რომლის ერთბაშად განკურნება შეუძლებელია, თუ მღვდელი ამჩნევს, რომ მას ასეთად დავადებული ადამიანის განკურნება არ შეუძლია, აგზავნის ფსიქიარტთან, რადგან ყოვედღიურად ჰქონდეს ურთიერთობა, ხოლო ფსიქიატრი თავის მხრივ მღვდელთან. ერთმანეთს არ გამორიცხავენ კურნების პროცესში მღვდლისა და ფსიქიატრის ქმედებები. მღვდელი ხედავს რა, რომ აღმსარებლის სულიერი მდგომარეობა ნორმალური არაა (არცერთი ცოდვილის მდგომარეობაა ნორმალური, მაგრამ აქ იგულისხმება უკიდურესი, გაგიჟების მომეტამდე მისული ადამიანი) ამ შემთხვევაში აკურთხებს წავიდეს ფსიქიატრტან. სულიერი და სხეულებრივი კურნება ეკლესიაში ხვდება, ამის მაგალითები დაიძებნება ძველსა და ახალ აღთქმაში. კეთროვნები, როდესაც განკურნა უფალმა, უთხრა მიდით და მღვდელს ეჩვენეთო, ასევე განრღვეულსაც. მოსეს პერიოდში მრავალი ჭირი დაატყდათ ეგვიპტელებს, მაგრამ მისი ლოცვით სასჯელები იხსნებოდა, თუ ურჩობდნენ უბრუნდებოდათ. სასჯელს არა მხოლოდ ფიზიკური ზიანი, არამედ სულიერი დეგრადაციაც მოჰყვება. ადამიანს აზროვნება ეცვლება და დეპრესიასი ვარდება, უკიდურეს შემთხვევაში სულელდება. ხსნა ისევ წესრიგშია. მორწმუნე უფრო ადვილად იტანს ყველანაირ გაჭირვებას, რადგან მან იცის, რომ არაფერი წარტაცებს ღვთის მადლ, გარდა ცოდვისა, რასაც ერიდება კიდევაც. არც ჭირი, არც იწროება, მხოლოდ დაცემა ანადგურებს. გამოკვლევის შედეგად დაამტკიცეს მეცნიერებმა, რომ მდიდარი, რომელიც ღარიბდება უფრო მეტად თავს იკლავს, ხოლო გამდიდრებული ღარიბი, რომელიც ჩვეულ მდგომარეობაში ვარდება, ჩვეულებრივ აგრძელებს ცხოვრებას, მსგავსად იობისა, რომელსაც ყვეწლაფერი წაერთვა და ღმერთი არ დაუგმია. ჩვენ შორს ვართ იმ აზრისგან, რომ მართლმადიდებლებს არ სჭირდებათ ფსიქოლოგები და მათი დახმარება, პირიქით არის ისეთი მძიმე პერიოდი, როდესაც ადამიანი ურწმუნმოა და მღვდელი მას არ სჭირდება, ურჩევნია ფსიქოლოგტან მისვლა, მორწმუნე ფსიქოლოგს შეუძლია კატეხიზაციაც კი გაუწიოს და სულიერად კვებოს ადამიანი, ილოცოს მასზე, ესაა დიდი ნუგეში პაციენტისთვის. ურწმუნო ფსიქოლოგთან მისვლა უფრო ამძიმებთ და ფაქტებიც არსებობს, მათგან უფრო დამძიმებული გამოსული ადამიანების თვითმკვლელობისა, რადგანაც მათ აკლიათ ჯერ სულიერი ხელმძღვ ანელები, მათ სჭირდებათ სულიერი დახმარება, მხოლოდ თეორიული ცოდნა არაა საკმარისი, სულიერადაც უნდა იყოს გამოწრთობილი ფსიქოლოგი. ფსიქოლოგიური დაავადების სამ ჯგუფს განარჩევენ: ენდოგენია (შიზოფრენია, შიზოფრენიული ფსიქოზი, აფექტური ფსიქოზი) ენდოგენალური დაავადება (ეპილეფსია, ტვინის ქერქის ტრამვა, ალცგეიმერი, პიკა, პარკისონი და სხვ.,) ეგზოგენო-ორგანული დავადება (ინფექციურ-ორგანული დავადება) ეკზოგენია (ალკოჰოლი, ნარკომანია ტოკსიკომანია), ასევე ფსიქოლოგიური პათოლოგია (ასევე იგულისხმება გონების გადაღლა). ამ დავადებათა ბუნება განსხვავდება. ბევრი სეიძლება ვწეროთ და დისერტაციებიც კი დავიცვათ ამ საკითხების გარშემო, მაგრამ ჩვენ აღმოვჩნდეთ სადისერტაციო. ადამიანის გონება მაშინ არის მშვიდად, როდესაც მორჩილებას განიცდის, მისი გონება მშვიდადა და მეტი დატვირთვისგან თავისუფალი. არასწორ წიგნებსაც შეუძლია ადამიანი შინაგანად მოსალოს, ამიტომ ხელმძღვანელი აუცილებლად სჭირდება ადამიანს. მისი გონება იმაზე იგება, რასაც ისრუტავს ინფორმაციის სახით. იოგას ვინც მისდევს, მათ რიგებშიც მეტია დაავადებული, თითქოს ერთი შეხედვით მშვიდი გარემო აქვთ, საკუთარ თავში ღრმავდებიან, მაგრამ ასეთი ადამიანები უფრო მეტად საკუთარ ძალებში დარწმუნებული გონებას ატალახებენ და უჯრედების დაქვეითებას ახდენენ, მათ გარეგნული ძალა მეტი ეძლევათ გარეშე ძალებისგან, ვიდრე სულიერი მშვიდი წყობა. იოგისტების მეტი ნაწილი, რომლებიც სიღრმისეულ ფაზებში არიან შესულნი, აღმაფრენებსა და აღტაცებებს განიცდიან, რაც რეალური ცხოვრებისგან მოწყვეტასა და სულიერ ხიბლს იწვევს. ფსიქოთერაპია, ეს მედიცინის საკითხია, მაგრამ სამწუხაროდ არ არსებობს საქართველოში და არც რუსეთში, მართლმადიდებლურ ქვეყნებში სპეციალური უნივერსიტეტი, სადაც შეიძლება კარგი სპეციალისტების აღზრდა. ერთადერთი სერიოზული წიგნი შემიძლია დავასახელო, რომელიც ქართულ ენაზე არცაა, სოლიდური და სულისთვის სასარგებლო წიგნია:Мелехов Д.Е. «Психиатрия и вопросы духовной жизни» ინტერნეტშიც არის. მიტროპოლიტი იეროთეოზ (ვლახოსი) ,,მართლმადიდებლური ფსიქოტერაპია" და ასევე, რომელიც რუსულ ენაზეა: Жан-Клод Ларше «Исцеление психических болезней (Опыт христианского Востока первых веков)», М., Из-во Сретенского монастыря, 2007, 223 с. ბავშობიდანვე აუცილებელია, რომ ბავშვებს ავუხსნათ ღვთის ნებისა და მისგან დასვებული სხვადასხვა სახის ქმედებების შესახებ, უნდა მივაჩვიოთ ტკივილის ატანასა და მოთმინებას, ასეთი ბავშები ჯანსაღები და ოცნებებს მოკლებულნი იქნებიან. დეპრესიის დროს აუცილებელია გვერდით გყავდეს მართლმადიდებელი ფსიქოლოგი, თუ მორწმუნეა მღვდელი, რომელსაც გულს გაუხსნის და ეტყვის რამ მიიყვანა ამ მდგომარეობაში, თუ მხოლოდ რჩევა არ კმარა, ანტიდეპრესანტი უნდა დაუნიშნოს უკვე ფსიქიატრმა, ეს აუცილებელია. არსებობს ქრონიკული დეპრესია, რომლისგან ხსნა ძალიან ძნელია, ადამიანი ამ მდგომარეობამდე უუნარობის შედეგად მიდის, რადგან მას არაფრის და არავის იმედი არ ქონდა, ამ შემთხვევაში მას სჭირდება სერიოზული რეაბილიტაცია, ფსიქიკის მობრუნება სულიერი წამლობით, არა თუ რჩევებით, არამედ ლოცვით: ეკლესიის ლოცვა ადამიანს აჯანსაღებს, რადგან მადლმოსილება და მისი გატარება მხოლოდ მორწმუნეთა ერთობაშია. -------------------- [indent]undefined[/indent] [size=7]"შეიძლება ღმერთი გწამდეს,სამებაც აღიარო და ამავე დროს სახარებაც იქადაგო,მაგრამ ცხონება ეკლესიის გარეშე არ არსებობს."[/size][size=7]
|
George Leluashvili |
Nov 28 2011, 09:51 PM
პოსტი
#2
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 5,088 რეგისტრ.: 27-February 11 წევრი № 10,559 |
peritoniti
ციტატა მე მაგალითი მოვიყვანე აქ მხოლოდ ერთი მამაოსი თორე ეს იმას არ ნიშნავს რო 1-ის მეტს არ შევხვედრივარ. (ამის დაზუსტება, აქ ამ საიტზე, თუ მომიწევდა არ მეგონა. იმიტო აღარ ვახსენე სხვა ფაქტებიც) არც მე მეგონა, თუ ჩემი სიტყვების განმარტება დამჭირდებოდა, მაგრამ რას იზამ, ეს უნდა გავაკეთო. მაგალითს მოგიყვან: ვთქვათ, შენ აუცილებლად გჭირდება კარგი, გამოცდილი ექიმი, რომელის მკურნალობის გარეშეც აუცილებლად დაიღუპები. შენ სასწრაფოდ დაიწყებ კარგი ექიმისა და საავადმყოფოს ძიებას, მაგრამ შესაძლოა თავიდან არ გაგიმართლოს, იმიტომ, რომ შეგხვდება ექიმების ისეთი სახე, რომლებიც ან დიდ თანხას ითხოვენ მკურნალობაში, ან ეზარებათ, ან არ აქვთ შესაბამისი გამოცდილება. მაგრამ შენ აუცილებლად გჭირდება გამოცდილი და ისეთი ექიმი, რომელიც შენ მდგომარეობაში შევა, გაგიგებს და უანგაროდ გიმკურნალებს. ამიტომ შენ იმ ცუდი შემთხვევების გამო შეწყვეტ ექიმის ძიებას, ბედს დანებდები და სიკვდილს მშვიდად დაელოდები? თუ სანამ ცოცხალი ხარ მკურნალის ძიებაში გაატარებ დროს? ასევეა სულიერ ცხოვრებაშიც. ყველა ადამიანი სულიერად დაავადებული და დაზიანებულია, რომელსაც მკურნალობა აუცილებლად ესაჭიროება. ამ შემთხვევაში კი ეკლესიაა საავადმყოფო, მოძღვარი - ექიმი. ციტატა და თუ ვცდები იქნებ თქვენ მირჩიოთ აბა მამაო და ეკლესია სადაც შევძლებ მისვლას და სადაც შეძლებენ ჩემს თანადგომასა და დახმარებას. მადლობა ღმერთს, რომ დღესაც მრავლადაა საქართველოს ეკლესიაში ღირსეული სასულიერო პირები და მე მრავალ მათგანს კარგად ვიცნობ. ვიცნობ ისეთ მოძღვრებს, რომელთაც შეუძლიათ მთლიანად გაიზიარონ ადამიანის დამძიმებული მდგომარეობა, ბოლომდე თანაუგრძნონ და გვერდში დაუდგნენ. გინდა კონკრეტულად დაგისახელო ეს სასულიერო პირები? -------------------- ________________________________________________________________________
შეიძულე სიმდიდრე და იქნები მდიდარი; შეიძულე დიდება და იქნები დიდებული; შეიძულე შეურაცხება და იქნები უძლეველი; შეიძულე დასვენება და იპოვი მოსვენებას; შეიძულე დედამიწა და იპოვი ზეცას. ________________________________________________________________________ |
ნაინა |
Nov 29 2011, 12:21 AM
პოსტი
#3
|
პროვინციელი ალქაჯი!!!!! ჯგუფი: Senators პოსტები: 15,155 რეგისტრ.: 11-May 07 მდებარ.: ,,მოუსავლეთი'' მიჩიგანის კოლმეურნეობა. წევრი № 1,886 |
peritoniti არც მე მეგონა, თუ ჩემი სიტყვების განმარტება დამჭირდებოდა, მაგრამ რას იზამ, ეს უნდა გავაკეთო. მაგალითს მოგიყვან: ვთქვათ, შენ აუცილებლად გჭირდება კარგი, გამოცდილი ექიმი, რომელის მკურნალობის გარეშეც აუცილებლად დაიღუპები. შენ სასწრაფოდ დაიწყებ კარგი ექიმისა და საავადმყოფოს ძიებას, მაგრამ შესაძლოა თავიდან არ გაგიმართლოს, იმიტომ, რომ შეგხვდება ექიმების ისეთი სახე, რომლებიც ან დიდ თანხას ითხოვენ მკურნალობაში, ან ეზარებათ, ან არ აქვთ შესაბამისი გამოცდილება. მაგრამ შენ აუცილებლად გჭირდება გამოცდილი და ისეთი ექიმი, რომელიც შენ მდგომარეობაში შევა, გაგიგებს და უანგაროდ გიმკურნალებს. ამიტომ შენ იმ ცუდი შემთხვევების გამო შეწყვეტ ექიმის ძიებას, ბედს დანებდები და სიკვდილს მშვიდად დაელოდები? თუ სანამ ცოცხალი ხარ მკურნალის ძიებაში გაატარებ დროს? ასევეა სულიერ ცხოვრებაშიც. ყველა ადამიანი სულიერად დაავადებული და დაზიანებულია, რომელსაც მკურნალობა აუცილებლად ესაჭიროება. ამ შემთხვევაში კი ეკლესიაა საავადმყოფო, მოძღვარი - ექიმი. მადლობა ღმერთს, რომ დღესაც მრავლადაა საქართველოს ეკლესიაში ღირსეული სასულიერო პირები და მე მრავალ მათგანს კარგად ვიცნობ. ვიცნობ ისეთ მოძღვრებს, რომელთაც შეუძლიათ მთლიანად გაიზიარონ ადამიანის დამძიმებული მდგომარეობა, ბოლომდე თანაუგრძნონ და გვერდში დაუდგნენ. გინდა კონკრეტულად დაგისახელო ეს სასულიერო პირები? აი ამ პოსტისთვის და ასეთი პასუხისათვის დიდი პლიუსი შენ ჩემგან +++++++++ -------------------- ________________________________________________
გიგრძვნიათ ოდესმე სუსხიან ზამთარში, მზისგან მოგზავნილი სხივების სინაზე? ხანდახან გულნატკენს ტირილი რომ გინდათ... და მაინც იცინით სუყველას ჯინაზე... ________________________________________________ |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 26th September 2024 - 06:45 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი