![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
artless |
![]()
პოსტი
#1
|
Newbie ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 5 რეგისტრ.: 14-November 09 წევრი № 7,726 ![]() |
გამარჯობა! როგორც თემის აღწერაშივე ვთქვი, მინდა აქ კონსტანტინე გამსახურდიასთან დაკავშირებით ვისაუბროთ. გამოვთქვათ აზრები (იქნებ გავლანძღოთ კიდეც ერთმანეთი, თუ ეს უკანასკნელნი ურთიერთსაპირისპირო იქნება) და როგორმე ერთ დასკვნამდე მივიდეთ... მიზეზი, რის გამოც გადავწყვიტე ეს თემა გამეხსნა, გახდა მამა თეოდორე გიგნაძის სიტყვები, რომელიც მოვისმინე "იუთუბში": http://www.youtube.com/watch?v=Yo66tHFyn3U&feature=feedlik
როგორც თქვენც ნახავთ (და, იქნებ, უკვე ნანახიც გაქვთ), აქ ეს სასულიერო პირი კონსტანტინე გამსახურდიას მართლმადიდებლობის მტერს უწოდებს. ხოლო, ასევე, შეგიძლიათ ნახოთ კომენტარებიც, სადაც თავად მამა თეოდორეს უწოდებენ ეშმაკის მოციქულს (ერთობ საინტერესოა). ბოლოს და ბოლოს, რაღაცებზე უნდა ვთქვათ სიმართლე! კონსტანტინე გამსახურდია, ჩემი აზრით (და შევეცდები ეს დავამტკიცო), არათუ ქრისტიანი არაა, არამედ რამდენადმე საპირისპირო პოზიციაც უჭირავს. როგორც ცნობილია, მოდერნიზმი (ლიტერატურული მიმდინარეობა) შთაგონებულია, ნასაზრდოებია გამოჩენილი გერმანელი ფილსოფოსის, ფრიდრიხ ნიცშეს იდეებით. ამ ადამიანის ხსენებაზე, პირველ რიგში, რაც გაგვახსენდება, ალბათ მისი ცნობილი სიტყვებია: "ღმერთი მოკვდა". აღსანიშნავია ისიც, რომ ის ლაპარაკობს არა, ვთქვათ, ბუდიზმზე, ზოროასტრიზმზე, არამედ სწორედ ქრისტიანობაზე (თუმცა, ალბათ, რაღაც პარალელების გავლება შეიძლება ამ რელიგიებს შორის). ნიცშე უპირველეს ყოვლსა, სწორედ ქრისტიანობაზე ლაპარაკობს - მაშასადამე, ნიცშე "ანტიქრისტიანია". ახლა, მოდით, მოდერნიზმი, გამსახურდია და ნიცშე ერთმანეთს დავუკავშიროთ: მოდერნიზმი ნასაზრდოებია ფრიდრიხ ნიცშეს იდეებით - კონსტანტინე გამსახურდია მოდერნისტია - (დასკვნა) - კონსტანტინე გამსახურდია ნასაზრდოებია ნიცშეს იდეებით. მამა თეოდორე გიგნაძე სწორად შენიშნავს კონსტანტინე გამსახურდიაზე "მართლმადიდებლობის მტერიაო", რომ ამბობს... თუ ჩვენ თავისუფალი ვიქნებით ამის შემჩნევა ჩვენც შეგვიძლია - არის რამდენიმე სცენა "დიდოსტატის მარჯვენაში", სადაც, თუ ძალით არ იბრმავებ თავს, რაღაც სიტყვები გეხამუშება. კარგი, ვთქვათ, როდესაც კონსტანტინე გამსახურდია რომელიმე გმირის სახელით ლაპარაკობს იესო ქრისტეზე (თუ არ ვცდები, მამამზეს სახელით), დაღმეჭილი სახე ჰქონდაო... ვთქვათ, რომ ეს არ არის თავად მწერლის აზრიც (ნიცშეს ხომ არ უყვარდა ქრისტე!). მაგრამ რას ვიტყვით სხვა მომენტებზე - სადაც, მაგალითად, ჯვრის სასწაულმოქმედებას დასცინის? აქ ხომ მარტო კონკრეტულ ფაქტებთან დამოკიდებულება კი არა, ზოგადად, სასწაულებთან, ქრისტიანობასთან დამოკიდებულებაც იკვეთება? კონსტანტინე გამსახურდია, მე ვიტყოდი, დასცინის სასულიერო პირებსაც - მაგალითად, მელქისედეკ კათალიკოსს და, თუ უფრო ჩავუღრმავდებით, არ მოსწონს მისი პიროვნება. მოკლედ რომ ვთქვათ, ბევრი ისეთი მომენტია "დიდოსტატის მარჯვენაში", რომელიც ქრისტიანის ყურს ეხამუშება, არ ესიამოვნება. და თუ ასეთი რამე არსებობს, მაშინ რატომ ვფიქრობთ, რომ კონსტანტინე გამსახურდია დიდი მწერალია? მოდით, ამაზე ვისაუბროთ ![]() |
![]() ![]() |
artless |
![]()
პოსტი
#2
|
Newbie ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 5 რეგისტრ.: 14-November 09 წევრი № 7,726 ![]() |
მე კი მინდა ცოტა უფრო გავაღრმავო ჩვენი საუბარი... A.V.M - ძალიან მომეწონა შენი აზრი და შენი მოქმედება (ნარკვევს რომ წერ)... ზოგადად, ყველა ხელოვნება - მხატვრობა იქნება თუ მწერლობა - ცდილობს რაღაცის ჩაწვდომას, რაღაცის გაგებას და გააზრებას... ჩემი აზრით, თავისუფლად შეიძლება ხელოვნებად გავიგოთ, ასევე, თუნდაც "შუშანიკის წამება". იტყვით, ეს მარტო ხელოვნების ნაწარმოები არააო (არამედ რაღაც უფრო მეტი)... მაგრამ ჩემთვის ხელოვნება და ცხოვრება (არა იმიტომ, რომ ხელოვანი ვარ) განუყოფელია ერთმანეთისგან. ილია ჭავჭავაძეც ამბობდა, რომ ხელოვნება იმისთვის არის შექმნილი, რომ ცხოვრება გააუმჯობესოსო... შეიძლება აქ გარკვეული საკითხების დაზუსტება, მაგრამ ერთი ფაქტია - ხელოვნებას და ცხოვრებას ღრმა კავშირი აქვთ ერთმანეთთან! მეტიც - ისინი ერთი და იგივეა... ხელოვნება არის გარკვეული ცხოვრების წესი, თავად ცხოვრება... რომლის არსიც ამ სიტყვებში გამოიხატება, ჩემი აზრით, სრულად: "მეხატებოდა და მეც ვხატავდი". ხელოვანობა უფრო მეტად, იმიტომ კი არ იწყება, რომ შენ ეს გინდა, არამედ, უფრო მეტად, იმიტომ, რომ სხვანაირად არ შეგიძლია... და ჩვენ კონსტანტინე გამსახურდიაზე როდესაც ვლაპარაკობთ, უპირველესად სწორედ იმაში უნდა ვედავებოდეთ, რასაც ცხოვრება და ცხოვრების გაგება ჰქვია. ვთქვათ და ამაზე დავას მოვრჩით... ცალკე ენა გვრჩება, როგორც რაღაც განსაკუთრებული, რაღაც დიდებული, რაც განაპირობებს ამ მწერლის დიდებულებას... მაგრამ, ჯერ ერთი, ყოველი ფორმა, უპირველეს ყოვლისა, ფორმირდება შინაარსიდან გამომდინარე... მწერლის ენაც, ანუ ის, თუ როგორც წერს, განპირობებულია იმით, თუ რას წერს... და თუ ეს ასე არაა, მაშინ მოვლენასთან გვაქვს საქმე, რომლის სახელიც არ ვიცი... მაგრამ ვიცი, აქ რა ხდება: ის არ არის მთლიანი... მთლიანობა, ჩემი აზრით, ნიშნავს, რომ შენი მოქმედება ექვემდებარება ერთ გარკვეულ იდეალს თუ საზრისს (ვთქვათ, ისევე, როგორც "შუშანიკის წამება". ის მოტივირებულია, განსაზღვრულია თუ შთაგონებულია ქრისტიანული იდეებით თუ იდეით). ხოლო როდესაც, ვთქვათ, ლაპარაკობ, ქადაგებ გარკვეული ცხოვრების წესს... და ამ ქადაგებას შენი ენაც არ შეესაბამება, შენ სტყუი... რას? შენ ასწავლი ადამიანებს გარკვეული ცხოვრების წესს - კონსტანტინე გამსახურდიაც მიუთითებს რაღაც ცხოვრებაზე, რომელიც უნდა იცხოვრო - და, რომ ასწავლი, ამასთან, ფარულად, კიდევ სხვა ცხოვრების წესიც გაქვს - მაგალითად, შენ მიგაჩნია (რაღაც რომ მიგაჩნია, ეს უკვე შენი ცხოვრების წესია), რომ ლამაზად ლაპარაკი ხიბლავს მსმენელს... მაგრამ თუ შენ ამბობ, რომ ქრისტიანული სასწაულები სიცრუეა... და ქრისტიანობის უარყოფას ქადაგებ... და ეს არის შენი ნამდვილი თუ მთლიანი ცხოვრება, რატომ ახორციელებ ცალკე სხვა ცხოვრებას,რომელზეც არ საუბრობ? ამ ყველაფრით იმის თქმა მინდა, რომ ჯერ ერთი, ცარიელი ფორმა - მწერლის ენა - არაფერია და, მეორეც - ყოველი ფორმა მოტივირებულია, განსაზღვრულია შინაარსით... ხოლო თუ ეს ფორმა ნაწარმოების უშუალო შინაარსით არაა განსაზღვრული, მაშინ მწერალი ტყუის... როგორც ჩანს, მან იპოვა რაღაც ჭეშმარიტება და ამ ჭეშმარიტებას მალავს...
![]() |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 4th July 2025 - 02:44 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი