ვინ არის იესო ქრისტე? |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ვინ არის იესო ქრისტე? |
Kanishtha-Adhikar |
Nov 11 2011, 07:30 PM
პოსტი
#1
|
Govinda das ჯგუფი: Members პოსტები: 131 რეგისტრ.: 4-May 11 მდებარ.: sukhum წევრი № 10,979 |
ამ კითხვაზე მსურს დამაკმაყოფილებელი პასუხის მიღება ბიბლიიდან.
მე ვთხოვ მართლმადიდებლობის კარგად მცოდნე ფორუმელებს, რომ გამომეხმაურონ და ამიხსნან, თუ ვინ არის იესო ქრისტე სინამდვილეში და რა დამოკიდებულება აქვს მამა ღმერთთან. მაინტერესებს როგორ წარმოაჩენს ქრისტეს პიროვნებას ბიბლია. იესოს შესახებ დაინტერესება ყველა ვაიშნავს აქვს და ასევე მეც. თუმცა მის შესახებ არ არის დოგმატური სწავლება ვაიშნავიზმში, მაინც გვესმის კრიშნას მიმდევრებს (ჩვენებური გადასახედიდან) თუ ვინ შეიძლება იყოს იგი. ეხლა სოხუმშიც ძალიან მომრავლდა ქრისტეს მრავალი მქადაგებელი: ე.წ. "იეღოველები", ორმოცდათიანელები, ბაპტისტები და საიენტისტები (მაპატიეთ თუ ზუსტი ტერმინოლოგიით ვერ გამოვთქვამ მათი კრების სახელებს). მე თითოეულ მათგანს ვესაუბრე იესოს შესახებ და თითქმის ყველამ განსხვავებულად წარმოაჩინა ქრისტეს არსი და პიროვნება. მე მესმის, რომ მართლმადიდებლობა სასტიკად ამხელს ასეთ სწავლებებს ქრისტეს შესახებ, როგორც მათ აქვთ და ვინაიდან ეს ასეა, მაშინ ეხლა თქვენ გთხოვთ ახსნას შესაბამის საკითხზე. იმედი მაქვს ამომწურავად იქნება პასუხები. წინასწარ გიხდით დიდ მადლობას ჰარე კრიშნა! პ.ს. ლელუაშვილი შენი იმედი მაქ -------------------- პიროვნება, რომლის არსება მთლიანად დაუპყრია კრიშნას ცნობიერებას, ყველაფერს სწირავს სულიერ ამაღლებას და მისი შენაწირიც აბსოლუტური სულიერებით არის აღბეჭდილი. იგი უსათუოდ დამკვიდრდება უფლის სასუფეველში(ბ.გ.4;24). |
A.V.M |
Nov 30 2011, 09:02 PM
პოსტი
#2
|
მადლობა ამ ფორუმს! ჯგუფი: Senators პოსტები: 13,742 რეგისტრ.: 14-June 11 მდებარ.: ფორუმს გარეთ წევრი № 11,203 |
წმ.ბასილი დიდი ასე გვარიგებს სული-წმინდის შესახებ:
..სულიწმინდა არის მეუფე კურთხევა-განათლებისა...იგი გონიერი არსია,ძალით-უსასრულო,სიდიადით-უსაზღვრო არსი,რომლის აღწყვაც შეუძლებელია დროით,საუკუნეებით." ,,სულიწმინდა მცნობელობის მომნიჭებელია,იგი გონიერი ნათელია,რომელიც ძიებათა ჟამს გარკვეულ სიცხადეს ანიჭებს გონიერ ძალას." წმ.სილუანი კი ჩემო კანიშტა ასე გვმოძღვრავს:,,სულიწმინდა სული ჭეშმარიტებისა გარკვეული ზომით ყველა ადამიანში ცხოვრობს და მით უმეტეს ქრისტიანში,მაგრამ არაა საჭირო მადლის ეს მცირე გამოცდილება გავაზვიადოთ და კადნიიერად ამოვიდეთ აქედან.სულიწმინდა,რომელიც ყოველთვის რეალურად იმყოფება ეკლესიაში,მოთმინებით და თვინიერად ეძებს და ელოდება ყველა სულს,მაგრამ თვითონ ადამიანი არ აძლევს მას თავისუფლებას იმოქმედოს მასში და ამიტომ რჩება ნათლის გარეშე,რჩება სულიერი ცხოვრების საიდუმლოებების შეცნობის გარეშე." -------------------- აბა ჰე და აბა ჰო!
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 27th September 2024 - 10:51 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი