ვინ არის იესო ქრისტე? |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ვინ არის იესო ქრისტე? |
Kanishtha-Adhikar |
Nov 11 2011, 07:30 PM
პოსტი
#1
|
Govinda das ჯგუფი: Members პოსტები: 131 რეგისტრ.: 4-May 11 მდებარ.: sukhum წევრი № 10,979 |
ამ კითხვაზე მსურს დამაკმაყოფილებელი პასუხის მიღება ბიბლიიდან.
მე ვთხოვ მართლმადიდებლობის კარგად მცოდნე ფორუმელებს, რომ გამომეხმაურონ და ამიხსნან, თუ ვინ არის იესო ქრისტე სინამდვილეში და რა დამოკიდებულება აქვს მამა ღმერთთან. მაინტერესებს როგორ წარმოაჩენს ქრისტეს პიროვნებას ბიბლია. იესოს შესახებ დაინტერესება ყველა ვაიშნავს აქვს და ასევე მეც. თუმცა მის შესახებ არ არის დოგმატური სწავლება ვაიშნავიზმში, მაინც გვესმის კრიშნას მიმდევრებს (ჩვენებური გადასახედიდან) თუ ვინ შეიძლება იყოს იგი. ეხლა სოხუმშიც ძალიან მომრავლდა ქრისტეს მრავალი მქადაგებელი: ე.წ. "იეღოველები", ორმოცდათიანელები, ბაპტისტები და საიენტისტები (მაპატიეთ თუ ზუსტი ტერმინოლოგიით ვერ გამოვთქვამ მათი კრების სახელებს). მე თითოეულ მათგანს ვესაუბრე იესოს შესახებ და თითქმის ყველამ განსხვავებულად წარმოაჩინა ქრისტეს არსი და პიროვნება. მე მესმის, რომ მართლმადიდებლობა სასტიკად ამხელს ასეთ სწავლებებს ქრისტეს შესახებ, როგორც მათ აქვთ და ვინაიდან ეს ასეა, მაშინ ეხლა თქვენ გთხოვთ ახსნას შესაბამის საკითხზე. იმედი მაქვს ამომწურავად იქნება პასუხები. წინასწარ გიხდით დიდ მადლობას ჰარე კრიშნა! პ.ს. ლელუაშვილი შენი იმედი მაქ -------------------- პიროვნება, რომლის არსება მთლიანად დაუპყრია კრიშნას ცნობიერებას, ყველაფერს სწირავს სულიერ ამაღლებას და მისი შენაწირიც აბსოლუტური სულიერებით არის აღბეჭდილი. იგი უსათუოდ დამკვიდრდება უფლის სასუფეველში(ბ.გ.4;24). |
Kanishtha-Adhikar |
Dec 1 2011, 01:25 PM
პოსტი
#2
|
Govinda das ჯგუფი: Members პოსტები: 131 რეგისტრ.: 4-May 11 მდებარ.: sukhum წევრი № 10,979 |
GIORGI LELUASHVILI
ციტატა ახლა რაც შეეხება "სულიწმინდის მსგავს სხვა გამოვლინებას და სახეს".მინდა გითხრა, რომ ამგვარი რამ ქრისტიანულ, მართლმადიდებლურ და შესაბამისად ბიბლიურ სწავლებაში არაა მოცემული.ერთი და ერთადერთია სულიწმიდა, ნუგეშინისმცემელი. და როგორც ერთია მამა ღმერთი და არ არსებობს მეორე, და როგორც ერთია მხოლოდშობილი ძე და სიტყვა ღვთისა და არ ჰყავს ძმა, ასევე ერთია სულიწმიდა. არ არსებობს მეორე მისი თანასწორი სული. იგი არის საღვთო და გამოუცნობი. არის ცოცხალი, გონიერი, ყოველთვის და ყოველგან მყოფი მამასთან და ძესთან ერთად. ის კი გასაგებია, რომ სულიწმინდა ერთია და მამის თანასწორი, მაგრამ მე საუბარი მაქვს მის სხვადასხვა სახის გამოვლინებებზე. შენ იფიქრე, რომ ავატარებზე, ექსპანსებზე, ან ინკარნაციებზე გკითხე და გასაგებიცაა, მაგრამ სხვა რამის თქმა მინდოდა. აი მაგალითად, ხომ იცი პარამატმა, ზესული, რომელიც ყოველი ადამიანის გულში იმყოფება. ქრისტიანები შეიძლება პარამატმას, როგორც მამის ექსპანსისას ისე არ უყურებდეთ, მაგრამ ხომ ამბობთ, რომ სულიწმინდა ყოველი ადამიანის გულში სუფევს? აუცილებელი არ არის, რომ სხვა სახე ქონდეს მიღებული, უბრალოდ იმ სახითვე, როგორიც არის, როგორ და სად მოქმედებს სულიწმინდა? გამოვლინებაში ეს ვიგულისხმე, მარა ცუდად გამომივიდა კითხვის დასმა, რადგან გამოვლინება თავისთავად ექსპანსიაა და გასაგებიცაა შენი პასუხი A.V.M ციტატა ჩვენში ვინც ერკვევა შედარეით კარგად,მაგიტომ გიპასუხა მარტო იმან ჰო, გიორგი მართლა კარგად ერკვევა ვაიშნავიზმში და იმიტომ მიღირს მასთან საუბარი -------------------- პიროვნება, რომლის არსება მთლიანად დაუპყრია კრიშნას ცნობიერებას, ყველაფერს სწირავს სულიერ ამაღლებას და მისი შენაწირიც აბსოლუტური სულიერებით არის აღბეჭდილი. იგი უსათუოდ დამკვიდრდება უფლის სასუფეველში(ბ.გ.4;24). |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 26th September 2024 - 08:50 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი