სხვა პატრიარქები, ამ თემაში ვისაუბრებთ პატრიარქებზე (ილია II-ს გამოკლებით) |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
სხვა პატრიარქები, ამ თემაში ვისაუბრებთ პატრიარქებზე (ილია II-ს გამოკლებით) |
A.V.M |
Nov 13 2011, 07:33 PM
პოსტი
#1
|
მადლობა ამ ფორუმს! ჯგუფი: Senators პოსტები: 13,742 რეგისტრ.: 14-June 11 მდებარ.: ფორუმს გარეთ წევრი № 11,203 |
საქართველოს საკათალიკო ტახტს დიდი ისტორია აქვს.ამის გამო საინტერესო იქნება თუ ვისაუბრებთ იმ პატრიარქებზე,რომლებიც დიდი თუ მცირე ხნის წინ გარდაიცვალნენ.
ვისაუბროთ ამ თემაში მათ ცხოვრებასა და მოღვაწეობაზე... -------------------- აბა ჰე და აბა ჰო!
|
A.V.M |
Dec 1 2011, 08:23 PM
პოსტი
#2
|
მადლობა ამ ფორუმს! ჯგუფი: Senators პოსტები: 13,742 რეგისტრ.: 14-June 11 მდებარ.: ფორუმს გარეთ წევრი № 11,203 |
ეფთვმე საყვარელიძე, კათალიკოსი
დასავლეთ საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი 1578-1616 წლებში. ეფთვმე საყვარელიძე დასავლეთ საქართველოს კატალიკოს-პატრიარქი ევდემონ ჩხეტიძის შემდეგ გახდა (მანმადე იგი მოქველი მთავარეპისკოპოსი იყო). იმ დიდი აღდგენითი სამუშაოების და ორგანიზაციული ცვლილებების შემდეგ, რომლებიც ბარგრატ III-ის და ევდემონ ჩხეტიძის თანამშრომლობით ჩატარდა დანგრეულ გელათში, საჭირო იყო საკათალიკოსო საყდრის ქონებრივი საფუძვლების განმტკიცება, სენიორალური უფლებების ზუსტად განსაზღვრა, მართვის მოწესრიგება, ეკლესიის შემკობა სამღვდელმტავრო შესამოსელით და სამსახურებელი ჭურჭლით; სკრიპტრიუმის ამოქმედება და საეკლესიო წიგნების გამრავლება და ა.შ. ამ საქმიანობას 38 წლის მანძილზე უძღვებოდა კათალიკოს-პატრიარქი ეფთვიმე საყვარელიძე. კათალიკოსის მოღვაწეობის ამსახველი ძუნწი ცნობებიდან მაინც საკმაოდ კარგად ჩანს მისი მრავალმხრივი საქმიანობა და დაუცხრომელი ენერგია. კათალიკოსმა, როგორც ჩანს, უპირველესი ყურადღება მიაქცია სამწყსოს უძრავი ქონების ზუსტ აღნუსხვას და ძველი იმუნიტეტური უფლებების განახლებას, სამეფო ხელისუფლებასთან დამოკიდებულების განსაზღვრას, ეკლესიის შიდა ორგანიზაციული წყობის აღდგენა-მოწესრიგებას. ამ მიზნით შეადგენინა (ან თავად შეადგინა) ეფთვიმემ ბიჭვინტის საკათალიკოსოს ისტორიისათვის უმნიშვნელოვანესი ძეგლი, “ბიჭვინტის იადგარი” (ქართული სამართლის ძეგლები, II). . მასში განსაზღვრულია ეკლესიის მართვის, ორგანიზაციული სტრუქტურის, მისთვის მინიჭებული იმუნიტეტური უფლებების ფარგლები და სხვ. დოკუმენტში ეფთვიმეს ხელმძღვანელობით ან პირადად მის მიერ თავმოყრილია დასავლეთ საქართველოს მეფე-მთავართა მიერ ბიჭვინტისადმი ბოძებული სამამულო შეწირულობების დოკუმენტები არა ქრონოლოგიური თანმიმდევრობით, არამედ იერარქიულობის პრინციპის დაცვით. ეს გახდა სამეცნიერო წრეებში დოკუმენტის ნამდვილობაში დაეჭვების ძირითადი საფუძველი (ლ. მუსხელიშვილი, ი.დოლიძე). “ბიჭვინტის იადგარის” ნამდვილობაში ეჭვი არ ეპარებოდათ ს. კაკაბაძეს, ბ. ლომინაძეს, ი. ანთელავს. არსებობს დოკუმენტის აგებულებაში “უჩვეულო” სტრუქტურული წყობის ახსნაც (მ.სურგულაძე). ყველა მკვლევარი აღიარებს “ბიჭვინტის იადგარის” მაღალ წყაროთმცოდნეობით ღირებულებას, განურჩევლად მის ნამდვილობა-ნაყალბევობისა. თავისი შინაარსით და ხასიათით ეს დოკუმენტი ზუსტად შეესატყვისება ეფთვიმე საყვარელიძის კათალიკოსობის მოღვაწეობის პერიოდს. შემონახულია ეფთვიმი საყვარელიძის მიერ ბიჭვინტისადმი შეწირული ქონების ვრცელი ნუსხა, რომელშიც ჩმოთვლილია “მოთვალმარგალიტებული” გვიგვინი, ბისონები, ოლარები, სტიხარები, ქამრები, ენქერები,ხატები, ჯვრები, ბარძიმი, ფეშხუემი და სხვ.სამღვდელმთავრო სესამოსლები, წირვის იარაღი, საზიარებელი ჭურჭელი, მოხატული ხელნაწერები, მათ შორის მოხატული ქართლის ცხოვრება, სჯულისკანონი, გულანი – სულ 9 დიდი მოცულობის ხელნაწერი, ჩამოთვლილია აგრეთვე “ცხენის ჯოგი, ზროგის ჯოგი, კამბეშის ჯოგი” (ქართული სამართლის ძეგლები, III). კათალიკოსი ეფთვიმე ძველი ქათული წერილობითი კულტურის ნამდვილი დამცველი და პოპულარიზატორია (მენაბდე). მისი დაკვეთით გადაწერილი ერთი ხელნაწერის ანდერძს ასეთი საინტერესო ცნობა დაუცავს: “ჭეშმარიტად იჭირვოდა საღმრთოÁთა წერილთაÁ წიგნთა წმიდაÁთა წერასა და ამკობდა პატიოსანთა საყდართაÁ კახეთით, ქართლით, იმერით, ოდიშით და გურიით და დასდებდა დიდროანსა და პატიოსანსა ყოვლითურთ შემკობილსა წიგნებსა და ჩუენ გვიბოძებდა... საქონელსა მრავალსა და აურაცხელსა; და არა დასცხრებოდა საღთოÁსა სურვილისაგან და ყოველსა წელიწადსა შინა ოთხ-ოთხისა, სამ-სამისა, და ორ-ორისა მწერლითაÁ გუაწერინებდა და გუაშრომებდა (ქუთაისის მუზეუმის ხელნაწ. K10). Aდღეისათვის შემორჩენილია ეფთვიმეს დაკვეთით გადაწერილი ცხრა დიდი ხელნაწერი, მათ შორის მეტაფრასები,სხვადასხვა სტრუქტურის გულანები (ლიტურგიკული კრებულები) და იოსებ ფლავიოსის “წიგნი ჰურიისაÁ”. ეს ხელნაწერები დაცულის ქუთაისის საისტორიო მუზეუმსა და ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში. წყაროები და სამეცნიერო ლიტერატურა: 1. თ. ჟორდანია, ქრონიკები, II, თბილისი, 1898. 2. პირთა ანოტირებული ლექსიკონი, ტომის შემდგენლები: დ. კლდიაშვილი, მ. სურგულაძე, II, თბილისი, 1993. 3. ქართული სამართლის ძეგლები, ი. დოლიძის გამოც. II, თბილისი, 1965, გვ.386-387. 4. ქართული სამართლის ძეგლები, ი. დოლიძის გამოც. III, თბილისი, 1970, 5. ე. თაყაიშვილი, არხეოლოგიური მოგზაურობანი და შენიშვნანი, II, 1914. 6. ს. კაკაბაძე, აფხაზეთის საკათალიკოსო დიდი იადგარი, საისტორიო მოამბე, II, 1925; 7. ლ. მუსხელიშვილი, დასავლეთ საქართველოს გლეხობის სოციალურ-ეკონომიური კატეგორიები XV-XVII სს. ენიმკის მოამმბე, V-VI, 1940, გვ. 269. 8. ბ. ლომინაძე, ქართული ფეოდალური ურთიერთობის ისტორიიდან, I,თბილისი, 1966, 180, სქოლიო, მისივე, მასალები დასავლეთ საქართველოს 1954, ნაკვ.31. 9. ლ. მენაბდე, ძველი ქართული კულტურის კერები, I, ნაკვ.II. თბილისი, 1962. 10. მ.სურგულაძე, ქართული დიპლომატიკის ისტორიიდან, “ბიჭვინტის იადგარი”, მრავალთავი, XVIII, 1999,376-383. 11. თ. ქორიძე, ეფთვიმე საყვარელიძე, საქართველოს კათალიკოს-პატრიარქები, ნეკერი,2000. მოამზადა მზია სურგულაძემ -------------------- აბა ჰე და აბა ჰო!
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 1st November 2024 - 03:34 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი