![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
George Leluashvili |
![]()
პოსტი
#1
|
Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 5,088 რეგისტრ.: 27-February 11 წევრი № 10,559 ![]() |
მოგესალმებით
![]() ასეთი თემა მგონი არ არსებობს და ამიტომ მე აუცილებლად მივიჩნიე ისეთი თემის არსებობა, სადაც ერთმანეთს სხვადასხვა რელიგიურ საკითხებზე გავესაუბრებოდით და ჩვენს შინაგან სულიერ მდგომარეობას, განცდებს გავუზიარებდით ერთმანეთს. დავწეროთ ხოლმე თუნდაც ჩვენი ყოველდღიური რელიგიური ცხოვრებიდან რაიმე განსაკუთებული შემთხვევები და საერთოდ, ვისაუბროთ იმაზე, რაც რელიგიას შეეხება. ![]() -------------------- ________________________________________________________________________
შეიძულე სიმდიდრე და იქნები მდიდარი; შეიძულე დიდება და იქნები დიდებული; შეიძულე შეურაცხება და იქნები უძლეველი; შეიძულე დასვენება და იპოვი მოსვენებას; შეიძულე დედამიწა და იპოვი ზეცას. ________________________________________________________________________ |
![]() ![]() |
George Leluashvili |
![]()
პოსტი
#2
|
Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 5,088 რეგისტრ.: 27-February 11 წევრი № 10,559 ![]() |
crazy_priest
ციტატა კარგად ვიცნობ იესოს მოძღვრებას კეთილო ადამიანო ![]() მაშინ უფლის ეს სიტყვებიც კარგად უნდა იცოდე:"ამენ, ამენ გეტყვი შენ: უკუეთუ ვინმე არა იშვეს წყლისაგან და სულისა, ვერ ხელ-ეწიფების შესლვად სასუფეველსა ღმრთისასა."(იოან.3, 5) აქედან მომდინარე დასკვნა ასეთია, რომ მხოლოდ ყოვლადწმინდა სამების მიმართ ნათელღებულ ადამიანს ენიჭება საშუალება სასუფევლის დამკვიდრებისა. უფალიც ბრძანებს მათეს სახრების ბოლოს, რომ ვინც არ ირწმუნებს და არ მოინათლება - დაისჯება. ამგვარი მაგალითების მოყვანა ძალიან მრავლად შეიძლება წმინდა წერილიდან, მაგრამ ეხლა გავდივარ ![]() სხვაა, როცა ადამიანს საერთოდ არაფერი გაუგია ქრისტეს შესახებ. ასეთ ადამიანებზე პავლე მოციქული ამბობს, რომ მათი სინდისისი მიხედვით გამართლდებიან. ისე, რომ იცოდე, მე ძალიან დიდი წინააღმდეგი ვარ იმ აზრისა, რომ ჩვენ გადავწყვიტოთ ვინ უნდა ცხონდეს და ვინ - არა. ეს განსჯა ღმერთს მივანდოთ და მისი საქმეა ეს, მაგრამ თავად ღმერთი გვაძლევს ცოდნას, თუ ადამიანის ცხონება რა მხრივ უნდა მოხდეს. ჭეშმარიტება და ხსნა მინიჭებული აქვს ერთი მხოლოდ ეკლესიას - ასეთია ეკლესიის შეგრძნება და აღიარება. ამიტომ მე ვსაუბრობ ამის მიხედვით ![]() დავასრულებდი II საუკუნის ეკლესიის მამის ირინეოს ლიონელის სიტყვებით: არ უნდა ეძებო ჭეშმარიტება სხვებთან, როდესაც ადვილია მიიღო იგი ეკლესიაში, რამეთუ მოციქულებმა როგორც იგავისეულმა მდიდარმა საუნჯეში, ყოველივე შეკრიბეს, რაც შეეხება ჭეშმარიტებას; ისე რომ ყოველი მსურველი იღებს მისგან სიცოცხლის წყალს. იგია, სწორედ, კარი ცხოვრებისა, ხოლო ყველა დანარჩენი ქურდი და მპარავია. -------------------- ________________________________________________________________________
შეიძულე სიმდიდრე და იქნები მდიდარი; შეიძულე დიდება და იქნები დიდებული; შეიძულე შეურაცხება და იქნები უძლეველი; შეიძულე დასვენება და იპოვი მოსვენებას; შეიძულე დედამიწა და იპოვი ზეცას. ________________________________________________________________________ |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 3rd July 2025 - 09:47 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი