სხვა პატრიარქები, ამ თემაში ვისაუბრებთ პატრიარქებზე (ილია II-ს გამოკლებით) |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
სხვა პატრიარქები, ამ თემაში ვისაუბრებთ პატრიარქებზე (ილია II-ს გამოკლებით) |
A.V.M |
Nov 13 2011, 07:33 PM
პოსტი
#1
|
მადლობა ამ ფორუმს! ჯგუფი: Senators პოსტები: 13,742 რეგისტრ.: 14-June 11 მდებარ.: ფორუმს გარეთ წევრი № 11,203 |
საქართველოს საკათალიკო ტახტს დიდი ისტორია აქვს.ამის გამო საინტერესო იქნება თუ ვისაუბრებთ იმ პატრიარქებზე,რომლებიც დიდი თუ მცირე ხნის წინ გარდაიცვალნენ.
ვისაუბროთ ამ თემაში მათ ცხოვრებასა და მოღვაწეობაზე... -------------------- აბა ჰე და აბა ჰო!
|
A.V.M |
Dec 3 2011, 12:23 AM
პოსტი
#2
|
მადლობა ამ ფორუმს! ჯგუფი: Senators პოსტები: 13,742 რეგისტრ.: 14-June 11 მდებარ.: ფორუმს გარეთ წევრი № 11,203 |
აბრაჰამი კათალიკოსი
საქართველოს კათალიკოს_პატრიარქი 1282 წლიდან XIV ს-ის 10-იან წლებამდე, მონღოლთა ბატონობის პერიოდის საეკლესიო მოღვაწე. აბრაჰამ კათალიკოსი, დემეტრე II თავდადებულისა (1270-1289 წწ.) და დავით VIII-ის (1293-1311 წწ.) თანამედროვე, კათალიკოსად არჩევამდე მეფის ჯვარისმტვირთველი ყოფილა. აბრაჰამს ჯვარისმტვირთველობის დროს აუშენებია სამეფო მონასტერი გუდარეხში, 1278 წელს კი – სამრეკლო, რომელიც მტრის შემოსევის შედეგად დაქცეული იყო. სამრეკლოზე მოთავსებულია წარწერა: “ადიდენ ღმერთმან ძლიერი და უძლეველი მეფეთ-მეფე დიმიტრი. მე, მიწაი მეფობისა მათისაი, უღირსი მღდელი ჯუარისმტვირთველი აბრაჰამ, ღირს ვიქმენ აღშენებად სამრეკლოთაA ამათ, სადიდებელად მეფობისა მათისა და სალოცველად სულისა ჩემისა...” 1282 წელს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ნიკოლოზმა, ნიშნად თავისი პროტესტისა დემეტრე II-ის ცხოვრების წესისადმი, უარი თქვა კათალიკოსობაზე და თავისი ხელით აკურთხა კათალიკოსად მეფის ჯვარისმტვირთველი აბრაჰამი. ჟამთააღმწერელი მას კეთილად მოიხსენიებს: “კეთილად მართებდა საჭეთა კათოლიკე ეკლესიისათა, რამეთუ იყო კაცი ესე მართლმოქმედი კეთილთა საქმეთა და საურავთა სამეფოთა გამგე კეთილი”. როდესაც მეფე დემეტრემ ურდოში წასვლა გადაწყვიტა, კათალიკოსმა აბრაჰამმა დარბაზის წინაშე ასე მიმართა მეფეს: “არა არს, საქმე, მეფეო, განწირვა სულისა შენისა, რამეთუ მრავალთა მეფეთა მიურიდნია და დაუცავს თავი თვისი. აწ თუ შენ დასდებ სულსა შენსა ერისათვის, ჩუენ ყოველნი ეპისკოპოსნი ვიტვირთავთ ცოდვათა შენთა, არამედ წინაშე ღმრთისა ვწამებთ, რათა მოწამეთა თანა შერაცხილ იქმნე, ვითარცა უფალი სახარებასა შინა ბრძანებს: “უფროს ამისა სიყუარული არა არს, რათა დადვას კაცმან სული თვისი მოყუსისათვის”, და უკეთუ ერთისა მოყუსისათვის სულისა დადება კეთილ არს, რავდენ ურიცხუთა სულთა ცხოვრება ეგოდენ სარგებელ არს”. აბრაჰამ კათალიკოსი თან ახლდა ურდოში დემეტრე II-ს. მანვე ჩამოასვენა მონღოლებისგან წამებული მეფის ცხედარი საქართველოში და სვეტიცხოველში დაკრძალა. შემდგომ, როდესაც მონღოლების წინააღმდეგ აჯანყებული დავით VIII მთიულეთში გამაგრდა, მონღოლებმა, მეფე რომ ვერ შეიპყრეს, დაზავება მოინდომეს მასთან. ამ რთულ, უკიდურესად საპასუხისმგებლო მოლაპარაკებებში ქართულ მხარეს აბრაჰამ კათალიკოსი წარმოადგენდა. ერთ-ერთი ასეთი მოლაპარაკების დროს მონღოლებმა მოლაპარაკების მონაწილეები დახოცეს, მხოლოდ აბრაჰამ კათალიკოსს ვერ გაუბედეს ხელის ხლება. აბრაჰამ კათალიკოსის შესახებ ცნობები დაცულია ჟამთააღმწერლის “ასწლოვან მატიანეში”. აბრაჰამ კათალიკოსი იყო დემეტრე მეფესთან დაახლოებული პირი, დავით VIII-ის პოლიტიკური კურსის მხარდამჭერი, ცნობილი და გავლენიანი ფიგურა მაშინდელ საქართველოში. მას მონღოლებიც კი პატივს სცემდნენ და ანგარიშს უწევდნენ. კათალიკოს აბრაჰამის სახელს ვხვდებით დავით VIII-ის სიგელში გრიგოლ ჭარმაულისადმი, აგრეთვე სინის მთის წ. ეკატერინეს მონასტრის ქართულ ხელნაწერზე მოთავსებულ მოსახსენებელში, რომელიც მიანიშნებს, რომ კათალიკოსს შესაწირავი გაუგზავნია სინის მონასტრისათვის. (გულნარა მჭედლიძე) -------------------- აბა ჰე და აბა ჰო!
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 1st November 2024 - 03:32 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი